ახალი ამბები
"სითის" მასტერკლასი „გასტრონომში“
"სითიივენთი" ჯერ არა, მაგრამ პანდემიის შემდეგ, პირველი მასტერკლასი "გასტრონომთან" ერთად, შედგა.

სტუმრებმა, სპეციალურად მოწვეული შეფის, ფრანჩესკო მანალოს მიერ გრილზე მომზადებული "გასტრონომის" პრემიუმ ხარისხის საკვები პროდუქტები ახალ, პრემიუმ კლასის ბელგიურ ლუდთან ერთად დააგემოვნეს. შეფის გარდა, ამ პროცესში პროფესიონალი სომელიეც მონაწილეობდა, რომელიც სტუმრებს კერძებთან მიმართებაში ლუდის სწორი სახეობების შერჩევაში ეხმარებოდა.

პანდემიის პერიოდში "გასტრონომი" ახალი ტემპით ამუშავდა. განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობდა მიტანის სერვისი. მოგეხსენებათ, ეს პერიოდი ბევრმა ახალი კულინარიული შესაძლებლობების აღმოსაჩენად გამოიყენა და "გასტრონომის" საფირმო ფრაზა

- "აქციე სამზარეულო შემოქმედების ადგილად", ავტორის დახმარებითვე მოიყვანა სისრულეში.

მალე "გასტრონომი" გაფართოებას გეგმავს. ასე რომ, უკვე
800-მდე ექსკლუზიური პროდუქტის შეძენას, არა მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირზე, არამედ უკვე ამაღლების ქუჩაზეც შეძლებთ.

რა თქმა უნდა, საღამოს ტრადიციული პრიზების გარეშე არ ჩაუვლია. გათამაშდა "გასტრონომის" ფასდაკლების ბარათები, იტალიური პასტის ნაკრებები, ბელგიური პრემიუმ ლუდები შესაბამის აქსესუარებთან ერთად და მთავარი პრიზი, ესპანური ხამონი, რომელიც გიო ხუციშვილის მეუღლემ, მაია ჯორჯაძემ მოიგო.


ფოტო: LIG Studio



Print