City News
"აგარაკობა" წავკისში
"ნიკორას" შესანიშნავი სამეულის დეგუსტაცია

დიასახლისის, საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის პრეზიდენტის, მაკა გიორგობიანის გადაწყვეტილებით, მისი ოჯახი დიდი ხანია წავკისში გადასახლდა. გადაწყვეტილება პანდემიის გამოცხადებამდე იქნა მიღებული და გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა. თუმცა, არც არავინ აპირებდა. ოჯახის ყველა წევრი, დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, ქალაქგარეთ ცხოვრებისთვისაა შექმნილი. 

სახლი წავკისის ამაღლების ერთ-ერთ ბოლო ქუჩაზეა. დიდი და ფართო ტერასიდან ულამაზესი ხედი იშლება. ზაფხულის ყველაზე ცხელ დღეებშიც კი უქიქინებს ქარი. ყველაზე მეტ დროს ეს დიდი ოჯახი, და ახლა უკვე მათი სამეგობროც, სწორედ აქ ატარებს.

მაკა უნივერსალური ქალია. პერფექციონისტი როგორც საქმეში, ისე სახლის თემებში. ყველაფერს თვითონ უძღვება. მაკა ირჩევს როგორ და რა პროდუქტებით უნდა იკვებოს ოჯახმა. იცის ამ კუთხით ყველა საინტერესო წერტილი თბილისში. ლაშა უკვე სტაჟიანი მოაგარაკე და ძალიან კარგი კულინარია. ტერასაზე მოწყობილ გრილთან საქმიანობა, მენიუს შედგენა-შესრულება მისი კომპეტენციაა. 

აგარაკზე მათ სიახლით ვეწვიეთ. ეს სიახლე ცნობილი ქართული კომპანია "ნიკორას" ახალი პროდუქტებია, რომელთა დაგემოვნება, ამ ნომრის გამოსვლისას, თქვენ უკვე შეგეძლებათ.

პრემიუმ კლასის სოსისები გერმანული გემოთი - ასეთია "ნიკორას" სამი ახალი პროდუქტის მოკლე აღწერილობა. მათი სახელებია - "ფრანკფურტერი", "ბერნერი" და "როსტერი". სამივე მართლაც განსაკუთრებული ხარისხისაა. გამოირჩევა გემოვნური თვისებებით და აქვს ბუნებრივი გარსაცმი. სამივეს მომზადების საკუთარი ტექნოლოგია აქვს და ის აუცილებლად უნდა დაიცვათ, რადგან სწორედ ასე მიიღებთ იმ გემრიელობას, რასაც ეს სამეული წარმოადგენს.

სამივე, "ფრანკურტერი", "ბერნერი" და "როსტერი", ლაშა და საბა სულაძეებმა ჩაიბარეს. ორი გრილზე უნდა შეეწვათ, ერთიც - მოეხარშათ. საბასთვის ეს მცირე განტვირთვის ტოლფასი გამოდგა. წელს სკოლა დაამთავრა და გამოცდებისთვის ემზადება. გადაღებებს დიდად არ წყალობს, მაგრამ ამჯერად, ცოტა გამოცდებისთვის მზადების გადაღლილობამ, ცოტა მამასთან ერთად კეთების სურვილმა და ცოტაც, გემრიელი სოსისების დაგემოვნების შესაძლებლობამ გადაწონა. 

"ნიკორას" ახალი სამეულის დეგუსტაციამ ჩინებულად ჩაიარა. ლაშა ამბობს, რომ მათი გემო კლასიკური გერმანული სოსისების მსგავსია და თან, სამივე სრულიად განსხვავებული. თავად გვიტარებდა ახალი სოსისების მომზადების მასტერკლასს და მალევე გაერკვა თოთოეულის მომზადების თავისებურებებსა და გემოებში. 

მოდით, მოკლედ აღგიწერთ ამ სამეულს: "ფრანკფურტერი" - გერმანული "ფრანკფურტერის" ზუსტი ანალოგი. დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ხორცისგან. შეიცავს კომბინირებულ ევროპულ სანელებლებს და აქვს ბუნებრივი გარსაცმი. ის უნდა მოხარშოთ. 

"ბერნერი" - მასში დიდი რაოდენობით შედის ჰოლანდიური ყველი, რაც განსაკუთრებულ გემოს სძენს. ასევე, შეზავებულია ევროპული სანელებლებით. შეიძლება მოხარშვაც და შეწვაც. ჩვენი მასპინძლების აზრით, გრილზე შემწვარი უგემრიელესია!

"როსტერი" _ ნამდვილი სიახლე საქართველოსთვის. მის შემადგენლობაში შედის ჰოლანდიური ყველი, სოკო, წითელი და მწვანე პაპრიკა. წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი უმაღლესი ხარისხის ხორცთან ერთად. შემდეგ გრილზე შემწვარი და მიხვდებით, რომ მართლაც გამორჩეული გემოსია!

დეგუსტაციას ესწრებოდნენ ახალგაზრდა მშობლები: მაკას შვილი, სოფო და მისი მეუღლე, ირაკლი. დასაწყისში პატარა ბარბარეც გვესწრებოდა, თუმცა გადაღების პროცესში ძილის დრომ მოუწია და საერთო ფოტოში პატარა ბარბარე ვერ მოვახვედრეთ. 

მაკა გიორგობიანი ფოტოსესიის დასრულების შემდეგ კიდევ დიდხანს დიასახლისობდა. "ნიკორას" სამეულს ბევრი გემრიელობაც მოაყოლა. თან, პარალელურად, ფედერაციის მომავალ საქმეებზე საუბრობდა. იმედს გამოთქვამდა, რომ ნელ-ნელა სპორტის ყველა სახეობა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

- რას იტყვით დღევანდელ ჩვენს დეგუსტაციაზე?

- ჩემი აზრით, ძალიან კარგად ჩაიარა და ძალიან ვამაყობ, რომ "ნიკორას" სახით, ქართული წარმოება ასეთი მაღალი ხარისხის პროდუქტს დებს. ყოველთვის ვგულშემატკივრობ და გვერდში ვუდგავარ ყველაფერს, რაც საქართველოში მზადდება და "ნიკორას" წარმატებები ძალიან მახარებს.

ტექსტი: ნატალია ყიფიანი
ფოტო: LAAP Photography
მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იყო შეფ-მზარეული
ნიშნავს...
იყო შეფ-მზარეული ნიშნავს...
09:43 / 25.09.2020
ყველა თაობას ლიტერატურაში
საკუთარი გამორჩეული ავტორი ჰყავს. თუ ჩვენ ვაღმერთებდით მარკ ტვენს,
ჟიულ ვერნის, დიუმას, მაინ რიდს და სხვებს - თანამედროვე სამყაროში ამ
ავტორების საკულტო წიგნები ცხადია თავის სიმაღლეზე რჩენიან, თუმცა
ჩვენი შვილებისთვის მეტი პოპულარობით სხვა ავტორები სარგებლობენ.
ყველა თაობას ლიტერატურაში საკუთარი გამორჩეული ავტორი ჰყავს. თუ ჩვენ ვაღმერთებდით მარკ ტვენს, ჟიულ ვერნის, დიუმას, მაინ რიდს და სხვებს - თანამედროვე სამყაროში ამ ავტორების საკულტო წიგნები ცხადია თავის სიმაღლეზე რჩენიან, თუმცა ჩვენი შვილებისთვის მეტი პოპულარობით სხვა ავტორები სარგებლობენ.
10:30 / 14.09.2020
სწორედ ეს არის
სწორედ ეს არის "ნავნეს" მთავარი სათქმელი, რომელსაც კომპანიის გუნდი მომხმარებელს უგზავნის.
14:12 / 18.08.2020
იცით რამდენჯერ დავიწყე ამ წერილის
წერა?
იცით რამდენჯერ დავიწყე ამ წერილის წერა?
14:44 / 14.08.2020
რუბრიკა
რუბრიკა "სარკევ, სარკევ" ტელეწამყვან ნინო თოლოდავას დღის რუტინის შესახებ გიამბობთ. ნინო სახის კანის მოვლის საკუთარ გამოცდილებაზე გვიყვება.
14:35 / 14.08.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
პროფესია შეფი
იყო შეფ-მზარეული ნიშნავს...
09:43 / 25.09.2020
მაკო ჯაოშვილის ბედნიერების პარადიგმა
ცხოვრებაში შემთხვევით ხომ არაფერი ხდება, - ასე დავასრულეთ ინტერვიუ მე და ჩემმა რესპონდენტმა, მაკო ჯაოშვილმა.
14:05 / 13.08.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« სექტემბერი 2020 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.8292
TRY
TRY
1
0.4276
USD
USD
1
3.2897
ამინდი
ბორჯომი 13 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ახალქალაქი 10 °C
img
გამოწერა