City News
"მეამას" გუნდი - ისტორია პირველ პირში
ამ ისტორიას, წესით, "მეამას" ჭიქით ხელში უნდა კითხულობდეთ და ეს დღის ნებისმიერ მომენტში შეიძლება.

თუნდაც საღამოს, "მეამას" უკოფეინო ყავით. დიდი "ყავისტი" ხალხი ვართ, ჭეშმარიტი სამხრეთელებივით. ყავის გარეშე ვერც წარმოგვიდგენია საკუთარი თავი. დღითი დღე ეს პირველი ქართული, უგემრიელესი და ხარისხიანი "მეამა"აქტიურად შემოდის თქვენს სახლებში, ოფისებში, კაფე-ბარებში, დადის ლამაზი ეკო-მანქანებით, გხვდებათ განსხვავებული კონცეფციისა და ვიზუალის მქონე ინოვაციურ დროპერებში... ყველგან, ერთი სიტყვით.

სვამენ მას ყავის მოყვარულები დიდი ფინჯნით. ისე, როგორც ამერიკაში. სვამენ ევროპულად - პაწაწინა ჭიქებით. ცხოვრების წესის ისეთივე შემადგენელი გახდა კაფსულის ნატურალური ყავა, როგორც დილით წყლის დალევა, ვარჯიში, ონლაინ კომუნიკაცია.

ის თბილისის და საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ შენობაში, ცნობილი არქიტექტორის, გიორგი ხმალაძის მიერ დაპროექტებულ სივრცეში იქმნება. არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მქონე სივრცეში განთავსებულია ქარხანა, ოფისი და ციფრული ტექნოლოგიების მექაც.

გუნდი, რომელსაც თქვენამდე "მეამა" მოაქვს, არანაკლებ საინტერესოა: ახალი თაობის თანავარსკვლავედი. ისინი პროფესიონალ "ყავისტებამდე" სხვადასხვა პროფესიიდან მოვიდნენ. შეიკრიბნენ ერთი, ცოტა გიჟური იდეის ირგვლივ. მოიფიქრეს, დაგეგმეს, წავიდნენ, ისწავლეს, ჩამოვიდნენ, გატესტეს, გააფუჭეს უამრავი კაფსულა, რომ შეექმნათ მაგარი, საკუთარი, ქართული და შექმნეს კიდეც. შექმნეს რეგიონში პირველი, თანამედროვე აღჭურვილობისა და მაღალი ხარისხის წარმოება. ევროპული და ამერიკული ფორმატის ყავის კაფსულების მრავალფეროვანი ასორტიმენტი. შექმნეს არამარტო მაღალტექნოლოგიური ყავის პროდუქტი, არამედ შექმნეს ინოვაციური ტექნოლოგიები და სერვისები, რომელთა დახმარებით თქვენამდე "მეამა" მოდის.

- საიდან დავიწყოთ ისტორია?
- სულ თავიდან
- ვინ დაიწყოს?


ელენე იაშვილი, მეამას ტექნოლოგი


"მეამას" გუნდის ყველაზე ახალგაზრდა წევრმა. ის 21 წლისაა და "მეამას" ყველაზე ახალგაზრდა ტექნოლოგია.

"მეამაში" ბარისტას პოზიციაზე მოვედი გასაუბრებაზე. იქამდე ყავაზე ბევრი რამ არ ვიცოდი, უბრალოდ, ძალიან მიყვარდა. ვსწავლობდი და ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერებაზე. ეს ყველაფერი ყავის ტექნოლოგობისგან ძალიან შორს იყო. უბრალოდ, მუშაობა მინდოდა ახალ და საინტერესო გუნდში. მუშაობა გასაუბრებიდან ერთ კვირაში დავიწყე. პირველი სამი თვე თეორიულ საკითხებს გავდიოდი. ვკითხულობდი წიგნებს, ინტერნეტმასალებს. შემდეგ იყო ტრენინგი ამსტერდამში. კომპანიაში მუშაობის ერთი წლის შემდეგ, იტალიაში წავედი და Barista Professional-ის სერტიფიკატი ავიღე. დღეს "მეამას" ტექნოლოგი ვარ და ამ საქმის გარდა, ვერც წარმომიდგენია სხვა რამე ჩემს ცხოვრებაში.

თქვენი დღე "მეამაში"

მოვდივარ დილის 10 საათზე. დილის "მეამას" შემდეგ, იწყება სამუშაო დღე. ყოველდღიურადაა გასავლელი კონტროლის სხვადასხვა საფეხური. მოწმდება ხარისხი. მოწმდება როგორც კაფსულები, ასევე თავად ყავა. ეს დღის პირველ ნახევარში ხდება. დღის მეორე ნახევარში გუნდი ახალ პროქტებზე მუშაობს: ვიძიებთ ინფორმაციას, ვიწერთ ნიმუშებს, გვაქვს დეგუსტაციები და ასე, დღის ბოლომდე.
თქვენი ამოჩემებული "მეამა"

გააჩნია ხასიათს, დილით #4

იდეალური დრო ყავის დასალევად

დილა. სამსახურში მოსვლისთანავე.

დღეში რამდენი ჭიქა ყავა?

ორი. მეორეს ვსვამ დღის მეორე ნახევარში.

ფინჯანი ყავა - რა კადრი წარმოგიდგებათ?

ეს არის კადრი იტალიიდან. იქ, ტრენინგზე ყოფნისას, BLOOM COFFEE SCHOOL-ში დილაობით, სანამ მუშაობას დავიწყებდით, ტრენერთან ერთად ყავას ვსვამდი. ჩემთვის მთავარი ასოციაცია ის დღეები და ის მომენტებია. 


ჩავდივართ ქვემოთ და შორიდან ვუყურებთ გუნდს, რომელშიც ელენე მუშაობს. ეს არიან ადამიანები, რომლებიც ყავაზე ყველაზე საინტერესო ისტორიებს მოგიყვებიან. დავით გოგოხია ამ გუნდის ხელმძღვანელია, "მეამას" მთავარი ტექნოლოგი. მიყვება, რომ
"მეამას" დილის ყავამდე დიდი და საინტერესო გზა იყო.


დავით გოგოხია, "მეამას" მთავარი ტექნოლოგი


ევროპული და ამერიკული ფორმატის კაფსულები

დავიწყოთ იმით, რომ ყავის წარმოებას საქართველოში ვერ ვისწავლიდით. ყავა ვისწავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის კონტინენტზე. ვისწავლეთ სად რა მოსწონთ, სად რა ისტორიაა, რა გზა განვლო ყავამ და როგორ მოვიდა ის დღევანდელ დღემდე.

"მეამაში" ევროპული და ამერიკული ფორმატის კაფსულებს, ასევე, ნალექიან ყავას ვაწარმოებთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ორივე ფორმატის შექმნა. საქართველოში არსებობს ყავის დიდი ფინჯნით მირთმევის ტრადიცია. ადამიანები ნელ-ნელა უნდა გადმოგვეყვანა იგივე მოცულობის, მხოლოდ ნამდვილი, ნატურალური ყავის დალევაზე. ეს ე.წ. ამერიკული ფორმატია. ამავდროულად, ნელ-ნელა დამკვიდრდა ევროპული წესით, პატარა კაფსულებით მომზადებული ყავის დალევის ტრადიციაც. "მეამა" ორივე
სახეობას სთავაზობს ყავის მოყვარულებს.

საიდან მოდის "მეამას" ყავის მარცვლები?

სხვადასხვა კონტინენტიდან. სულ 18 ქვეყანაა: აფრიკის კონტინენტი, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა, აზია... ევროპული და ამერიკული ფორმატის კაფსულებში ყავის სხვადასხვა სახეობაა, მაგალითად, ევროპულში - 6, ხოლო ამერიკულში - 9 სახეობა. მათ შორის სამი: ვანილის, კარამელის და ტყის თხილის არომატიზებულია. ორივე ფორმატშია წარმოდგენილი უკოფეინო ყავაც.

რაც შეეხება ნალქეიან ყავას, ამ ეტაპზე შევქმენით 4 სხვადასხვა სახეობის მაღალი ხარისხის ნალექიანი ყავა, რომელიც გემოსა და არომატის უკეთ შენარჩუნების მიზნით, ერთჯერად შეფუთვებშია მოთავსებული.

როგორ იქმნებოდა "მეამას" ტექნოლოგების გუნდი?

ყავის წარმოებაში სამი მთავარი საკითხია: ცოდნა, ინგრედიენტების ხარისხი და მანქანა-დანადგარები. ჩვენც ცოდნით დავიწყეთ. პირველ ეტაპზე ინტენსიურ სწავლებას გავდიოდით ევროპის ქვეყნებში. 13-ზე მეტი ქვეყანა მოვიარეთ. ვართ Specialty Coffee Association- ის დიპლომირებული წევრები. ის, ფაქტობრივად, ყავის უნივერსიტეტია. მისი დიპლომი კი, საერთაშორისო დონისაა. იტალიის ქალაქი ტრიესტე ითვლება ყავის მექად. ყველაზე დიდი ევროპული ბრენდები და ყველაზე დიდი ცოდნა თუ გამოცდილება იქაა დაგროვილი. აი, ამ მექაში გავიარეთ ჩვენ სწავლება. სულ ხუთი კურსი. მოვიდა დღე და მივხვდით, რომ მზად ვართ. ჩამოვედით და დავიწყეთ. ამ პროცესში მილიონზე მეტი კაფსულაა გაფუჭებული, დატესტილი, დაწუნებული.

რა იყო ყველაზე რთული?

თქვენ გასწავლიან ყველაფერს: ყავის მოხალვას, მოდუღებას, სხვადასხვა მეთოდს, ფიზიკურ და მოლეკულურ დონეზე რა პროცესებს გადის მარცვალი, მაგრამ არ გასწავლიან "ხეზე ცოცვას" - როგორ უნდა აწარმოო კაფსულა. თან აწარმოო ისე, რომ მისი ხარისხი იყოს უმაღლესი და ყავა გემრიელი. ნულიდან დავიწყეთ. პირველ რიგში, ჩვენი მიზანი იყო კაფსულას აპარატში გამართულად ემუშავა. როცა ამას მივაღწიეთ, დავიწყეთ გემოების დამუშავება. ყველაზე რთული გემოს დასმა არაა, ყველაზე რთულია კაფსულამ გამართულად იმუშაოს აპარატში და გემო მუდმივად იყოს ერთნაირი, არ იცვლებოდეს.

"მეამას" ახალი გამოწვევები

ახლა ვმუშაობთ ჩაის პროექტზე. ყავაზე არანაკლები მოცულობა და მასშტაბი აქვს ჩაის სეგმენტს მსოფლიო ბაზარზე. წარმოიდგინეთ, მთელი მონდომება, ცოდნა, დრო და ენერგია ყავაზე რომ არის მიმართული, თითქმის იგივე სიდიდის ახალ პროექტზე უნდა მოვმართოთ. თან ისე, რომ ყავა ვაკონტროლოთ. აი, ამ პროცესსა და გამოწვევებში ვართ ახლა.

თქვენი ამოჩემებული "მეამა"

ევროპულ ფორმატში _ #4 და #6

ამერიკულ ფორმატში _ #4 და #7

იდეალური დრო ყავის დასალევად

დილით, აუცილებელად და სადილის შემდეგ, ტონუსში მოსაყვანად.

დღეში რამდენი ფინჯანი ყავა?

2-3. საღამოს ყავის მოყვარულებისთვის, უკოფეინო ყავა ყველაზე მაგარი გამოგონებაა.

ფინჯანი ყავა - რა კადრი წარმოგიდგებათ?

თვალწინ მიდგება სარეკლამოდ გამოგონილი კოლუმბიური ყავის სახე, ხუან ვალდესი, რომელიც კოლუმბიური ყავის კოლორიტად იქცა.


მამუკა კავთელიშვილი, "მეამას"  კომერციული დირექტორი


რით დაიწყებდით "მეამას" ისტორიის მოყოლას?

გიჟური იდეით, რომლისაც არავის სჯერა. სჯერათ მხოლოდ მათ, ვისაც გამოწვევების არ ეშინია. ზოგადად, კარგი გუნდი ასე იქმნება. ადამიანებით, რომლებიც მოგყვებიან ისეთ საკითხში, რომელიც სხვისთვის შეიძლება შეუძლებელი იყოს.

კაფსულის ყავა ახალი ინდუსტრიაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში და ახლა ვითარდება. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ამ ინდუსტრიის განვითარებაში ვიღებთ მონაწილეობას.

რა შეცვალა "მეამამ"?

ორმაგი პასუხისმგებლობით ვეკიდებით იმ ფაქტს, რომ "მეამა" ქართული კომპანიაა და ვქმნით ქართულ პროდუქციას. გვინდა, ქართული ნიშნავდეს ხარისხიანს და სწორედ ამის დამკვიდრებაში ვიღებთ მონაწილეობას. ძალიან მადლობელი ვართ ქართველი მომხმარებლის. მათი ლოიალობა მუდმივად იგრძნობა და გვინდა ეს იმედები და მოლოდინები გავამართლოთ.

გარდა პროდუქტისა, ჩვენი მიზანია საქართველოში შევცვალოთ სამუშაო კულტურაც და გადავტეხოთ მენეჯმენტისა და კომპანიის მართვის სტანდარტები. "მეამაში" ვქმნით გარემოს, სადაც ადამიანებისთვის მუშაობა სასიამოვნო და არარუტინული პროცესია. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი იმისათვის, რომ შექმნა ხარისხიანი, მომხმარებელზე მორგებული პროდუქტი და სერვისი.


თქვენი ამოჩემებული "მეამა"

ესპრესოს #8. ადრე მსუბუქი ყავის მოყვარული ვიყავი, მაგრამ სამსახურის რიტმმა ძლიერზე გადამიყვანა. იდეაც ეს არის, რომ მეამას მრავალფეროვან ასორტიმენტში ყველას შეუძლია არა მხოლოდ გემოს, არამედ მათი ცხოვრების წესის პოვნაც.

იდეალური დრო ყავის დასალევად

ყველა დრო კარგია, დამოკიდებულია განწყობაზე. ზუსტად ამიტომ ვქმნით იმ "ეკოსისტემას", რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს მომხმარებელს ნებისმიერ ადგილას მიირთვას "მეამას" ყავა.

ამ მიზნით, ჩვენ შევქმენით თანამედროვე "ვენდინგ მანქანა" - ინოვაციური დროფერი, რომელიც ბიზნესგადაწყვეტილებაა და ოფისის პირობებში ყველას აძლევს საშუალებას მარტივად მიირთვას ხარისხიანი ყავა, მალე გვექნება აუთდროფერი, რომელიც საცხოვრებელ კომპლექსებში დამონტაჟდება, შეითავსებს მაღაზიის ფუნქციას და ყავის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ QR კოდის დასკანერებით შეიძენონ "მეამას" კაფსულები. ასევე, მალე გამოჩნდება თბილისის ქუჩებში ჩვენი takeaway ობიექტები, რომლებიც მომხმარებელს, ყავასთან ერთად, "მეამას" კაფსულებზე დაფუძნებულ კოქტეილებს შესთავაზებს. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ ინოვაციური სერვისებისა, რასაც უახლოეს მომავალში შევთავაზებთ მომხმარებელს.

დღეში რამდენი ჭიქა ყავა?

ჩემთვის - 4

ფინჯანი ყავა - რა კადრი წარმოგიდგებათ?

მუზეუმი ექსპონატების გარეშე - სადაც ადამიანები საკუთარი წარმოსახვით ავსებენ სიცარიელეს და ქმნიან სივრცეს. ასეთი მუზეუმი მართლა არსებობს ლიტვაში.
იქ ვიქნებოდი "მეამას" იასამნისფერი #8 ყავით ხელში.


ირაკლი გაგუა, "მეამას" ფინანსური დირექტორი


"მეამა" - მთავარი ამოცანები დღეს

დღევანდელიც და ხვალინდელიც, ცხადია, ესაა შევქმნათ და შევინარჩუნოთ მაღალი ხარისხის პროდუქტი. ამის პარალელურად, ვიყოთ ჩვენი კონცეფციის ერთგულები - ვიაროთ ახალი ტექნოლოგიების განვითარების გზით, შვქმნათ ის, რითიც იამაყებს ჩვენი ქვეყანა.

2019 წელს, გამომცემლობა ARCH DAILY-მ "მეამას" შენობა მსოფლიოში საუკეთესო არქიტექტურულ შენობად დაასახელა. პრიზის სახით კი, საფრანგეთიდან გადამღები ჯგუფი უნდა ჩამოვიდეს, რომელიც "მეამას" ისტორიას მოყვება. 21-ე საუკუნეში, ქართველის მიერ დაპროექტებული, თბილისში აგებული შენობა ასეთ კონკურში რომ იმარჯვებს, მთელი ქვეყნის წარმატებაა.

"მეამა" - ახალი თაობა

ჩვენ ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტთან. აგვყავს სტუდენტები და კურსდამთავრებულები, ვუზრუნველყოფთ მათ გადამზადებას ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. ასევე, ვთანამშრომლობთ ქართველ ახალგაზრდებთან, რომლებმაც განათლება საზღვარგარეთ მიიღეს და სურთ საკუთარი თავის რეალიზება ქართულ კომპანიაში მოახდინონ. "მეამაში" მოდიან ადამიანები, რომელთაც დღემდე საერთოდ არ ჰქონიათ შეხება ყავის დამზადების პროცესთან. მოდიან, სწავლობენ, რჩებიან. აქ რეალურად იქმნება ახალი პროფესიები. ისეთი პროფესიები, რომლებზეც წლების წინ არც არავინ ფიქრობდა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ამ გუნდთან ერთად, იქმნება ინოვაციური მიმართულებები. ჩვენ საქართველოში ვამკვიდრებთ კომპანიის მართვის თანამედროვე სისტემას, რომლის მთავარი მიზანია შექმნას მოქნილი, ეფექტური და გამჭვირვალე სამუშაო პროცესი.

ჩვენი მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური პროექტებით, უკვე არაერთ საერთაშორისო გამოფენაზე ვიყავით წარმოდგენილები, სადაც ამ ყველაფერს საკმაოდ დიდი დაინტერესება მოჰყვა. მაგალითად დროფერს, რომელიც თავიდან ბოლომდე ქართველი ახალგაზრდა ინჟინრების მიერ "მეამაში" შეიქმნა და მას მსოფლიოს მასშტაბით ანალოგი არ აქვს.

"მეამა" - საქართველოდან, მთელ მსოფლიოში

მსოფლიო ბაზრები - ეს "მეამას" მომავალია და ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ექსპორტის მიმართულებით. მიდის მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ყაზახეთსა და უკრაინასთან. სულ მალე, ჩვენი პროდუქცია ამ ქვეყნებშიც იქნება წარმოდგენილი.
ჩვენი პროდუქციის ნიმუშები გაგზავნილი გვაქვს ამერიკაში, გერმანიასა და ნიდერლანდებში.

ჩვენს კონტინენტზე, "მეამა" ამერიკული ფორმატის კაფსულის ერთადერთი მწარმოებელია. ეს მნიშვნელოვანი ამბავია. წინ დიდი წარმატებებია.

როგორც "მეამას" შენობით ვიამაყეთ, ასევე უნდა ვიამაყოთ ტექნოლოგიურ და პროდუქციის ნაწილშიც, ესაა ჩვენი მომავალი.

"მეამა" უნდა გახდეს ბრენდი, რომლითაც ყველა ქართველი იამაყებს.

თქვენი ამოჩემებული "მეამა"

გააჩნია ამინდს, ხასიათს. #5 ორივე ფორმატში. ხშირად ვსვამ უკოფეინოს, საღამობით.

იდეალური დრო ყავის დასალევად

დღის მეორე ნახევარი, როცა საქმიანი დღის ნაწილი უკვე გავლილია. თუმცა, სამუშაო პროცესი გრძელდება და გჭირდება ენერგიის განახლება. ამ დროს ფინჯანი ყავა რესტარტია.

დღეში რამდენი ჭიქა ყავა?

ადრე 2-3. რაც "მეამაში" ვარ - 4. საღამოს - უკოფეინო.

ფინჯანი ყავა - რა კადრი წარმოგიდგებათ?

ყავა ჩემთვის ყველგანაა. ცხოვრების ყველა მომენტში მონაწილეობს. ამიტომ, ერთი კადრი არ არის, კინოფირივითაა, ვრცელი, საინტერესო და გამოწვევებით სავსე.


"მეამას" პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ საბურთალოს "სითი მოლში" განთავსებულ "მეამას" სივრცეში.
ასევე"მეამას" ელექტრონული კომერციის პლატფორმაზე meamacoffee.com და ცხელი ხაზის საშუალებთ *0808

ტექსტი: ეკა ხოფერია
ფოტო: JUDA_KHATIA PSUTURI
გადაღების ადგილი: "მეამა"



ელენე იაშვილი
დავით გოგოხია
მამუკა კავთელიშვილი
ირაკლი გაგუა
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იყო შეფ-მზარეული
ნიშნავს...
იყო შეფ-მზარეული ნიშნავს...
09:43 / 25.09.2020
ყველა თაობას ლიტერატურაში
საკუთარი გამორჩეული ავტორი ჰყავს. თუ ჩვენ ვაღმერთებდით მარკ ტვენს,
ჟიულ ვერნის, დიუმას, მაინ რიდს და სხვებს - თანამედროვე სამყაროში ამ
ავტორების საკულტო წიგნები ცხადია თავის სიმაღლეზე რჩენიან, თუმცა
ჩვენი შვილებისთვის მეტი პოპულარობით სხვა ავტორები სარგებლობენ.
ყველა თაობას ლიტერატურაში საკუთარი გამორჩეული ავტორი ჰყავს. თუ ჩვენ ვაღმერთებდით მარკ ტვენს, ჟიულ ვერნის, დიუმას, მაინ რიდს და სხვებს - თანამედროვე სამყაროში ამ ავტორების საკულტო წიგნები ცხადია თავის სიმაღლეზე რჩენიან, თუმცა ჩვენი შვილებისთვის მეტი პოპულარობით სხვა ავტორები სარგებლობენ.
10:30 / 14.09.2020
სწორედ ეს არის
სწორედ ეს არის "ნავნეს" მთავარი სათქმელი, რომელსაც კომპანიის გუნდი მომხმარებელს უგზავნის.
14:12 / 18.08.2020
იცით რამდენჯერ დავიწყე ამ წერილის
წერა?
იცით რამდენჯერ დავიწყე ამ წერილის წერა?
14:44 / 14.08.2020
რუბრიკა
რუბრიკა "სარკევ, სარკევ" ტელეწამყვან ნინო თოლოდავას დღის რუტინის შესახებ გიამბობთ. ნინო სახის კანის მოვლის საკუთარ გამოცდილებაზე გვიყვება.
14:35 / 14.08.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
პროფესია შეფი
იყო შეფ-მზარეული ნიშნავს...
09:43 / 25.09.2020
მაკო ჯაოშვილის ბედნიერების პარადიგმა
ცხოვრებაში შემთხვევით ხომ არაფერი ხდება, - ასე დავასრულეთ ინტერვიუ მე და ჩემმა რესპონდენტმა, მაკო ჯაოშვილმა.
14:05 / 13.08.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« სექტემბერი 2020 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.8292
TRY
TRY
1
0.4276
USD
USD
1
3.2897
ამინდი
ბორჯომი 13 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ახალქალაქი 10 °C
img
გამოწერა