City News
"თოდუას კლინიკის" განსაკუთრებული რიტმი
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".

მეფიქრებოდნენ ასაკოვანი პაციენტები მძიმე დიაგნოზით. აი, სხედან ისინი ტელევიზორებთან და გამუდმებით ისმენენ საკუთარ თავზე, რომ განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან. 

ამ განსაკუთრებულ პაციენტებზე ზრუნვით, მოვლით და, რაც მთავარია, მკურნალობით თენდებოდა და ღამდებოდა "თოდუას კლინიკაში". გამოცხადებული პანდემიის მიუხედავად, კლინიკა არცერთი წამით არ გაჩერებულა. ვერც გაჩერდებოდა. პირველ რიგში, სწორედ ონკოპაციენტების გამო.

გიორგი, რა იყო მთავარი გამოწვევა პანდემიის დროს? - ვეკითხები გიორგი დიასამიძეს, კლინიკის ხელმძღვანელს და უკვე ჩემს მეგობარს. ახლადგახსნილ "მზიურში" ვსეირნობთ. ცხოვრება ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს და გიორგიც, შეძლებისდაგვარად, ხელმისაწვდომი გახდა ინტერვიუსთვის. 

ყველაზე რთული იყო ერთმანეთისგან გაგვემიჯნა დაბალი და მაღალი რისკის მქონე პაციენტები. მთავარი ამოცანა იყო ისიც, რომ ონკოპაციენტებს არავისთან შეხება არ ჰქონოდათ. ეს, ერთის მხრივ, ტექნიკურად მოვაგვარეთ: გადავტიხრეთ კლინიკის ორი შენობა, რომელიც პანდემიამდე ერთმანეთთან კავშირში იყო. მეორეს მხრივ, შეიზღუდა ოჯახის წევრთა შემოსვლა პაციენტებთან. ცხადია, იყო მომსვლელთა სპეციალური სიები. რაც ეხება პაციენტებს, ჩვენ ვერავის ვეტყოდით უარს მკურნალობაზე. ყოფილა შემთხვევები, როდესაც პაციენტები დღის ბოლოს მიგვიღია. ვმუშაობდით ოთხ ცვლაში - დილის 6-დან საღამოს 9-მდე და ეს ბუნებრივია.


ბუნებრივია?

დიახ, რადგან სწორედ რთულ პერიოდში უნდა აჩვენო პაციენტს გვერდში დგომა, თორემ სიმშვიდისა და ჩვეულებრივი რიტმის დროს ეს ნორმალურია. კლინიკის გუნდის არცერთ წევრს, ცხადია, არ გასჩენია კითხვა _ რატომ ვმუშაობთ ასეთი არანორმირებული გრაფიკით... პირიქით, ყველა მომართული იყო მეტი ეკეთებინა, მეტად დახმარებოდა პაციენტს, ქვეყანას...

განსაკუთრებულ რიტმზე იყო გადასული მთელი კლინიკა, დაწყებული ადამიანით, რომელიც მის შესასვლელში გხვდება, დამთავრებული ტოპ მენეჯმენტით. გახსოვთ, ქალაქები რომ დაიკეტა და მანქანებით მოძრაობა შეიზღუდა? ცხადია, გახსოვთ. აი, ამ დროს, არცერთი წამით არ უნდა შენელებულიყო განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების მკურნალობის ტემპი. სისწრაფეს და ტემპს ითხოვდა ისეთი თემები, როგორიცაა, მაგალითად, საშვების გამოწერა. ყოფილა დღეები, გუნდს 200, 300, 400 საშვი გამოუწერია. გუნდთან ერთად იჯდა გიორგიც. წერდა, აგდებდა "ვაიბერში", აგზავნიდა, ამოწმებდა. არა იმიტომ, რომ ამის გამკეთებელი სხვა არავინ იყო, არამედ იმიტომ, რომ სხვაგვარად ძლიერ და პასუხისმგებლიან გუნდში არ ხდება. ტემპი არ შეჩერებულა კლინიკის სხვა სერვისებშიც.

საბედნიეროდ, ჩვენ ამის საშუალება გვქონდა. ჩვენს კლინიკაში თითოეული მიმართულებით ოთხი-ხუთი ექიმი მუშაობს. შესაბამისად, შეგვეძლო ცვლებში მუშაობა. ორი კვირა ერთი გუნდი მუშაობდა, ორი კვირა-მეორე. რისკების თავიდან აცილების მიზნით, ვიმეორებ, ეს უნდა გაგვეკეთებინა და ამაში განსაკუთრებული არაფერია. პირიქით, მე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პაციენტებს მათი მოთმინებისთვის, რადგან, ცხადია, ამ ვითარების გამო გვქონდა შეფერხებები და მადლობა მათ, რომ გვერდში გვედგნენ.

ამ რიტმის შესაბამისი იყო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და წარმატებული კლინიკის ხელმძღვანელის, გიორგი დიასამიძის პირადი ფეისბუქგვერდი. იმ დღეების სტატუსების პათოსი სამი სიტყვით რომ გადმოგცეთ, დაახლოებით ასე დაიწერება: "ჩვენი მაგარი ექიმები". ზოგადად, ჩემი სუბიექტური აზრით, კლინიკა, მისი გუნდი და ხელმძღვანელობა სწორედ ქართული მედიცინის მეტად დაფასებისკენ მოგვიწოდებს.


გიორგი, შენი სტატუსებიდან მუდმივად იკითხებოდა მადლიერება ექიმებისადმი.

ყველა ადამიანს, ვინც იბრძოდა პანდემიის დასამარცხებლად, უდიდესი მადლობა ეკუთვნის. ეს მთელი არმიაა სხვადასხვა სამსახურში მომუშავე ადამიანების. მაგრამ ვერავინ ვერ განიცდიდა ამას ისე მძაფრად, როგორც ექიმები. წარმოიდგინე შეფუთული, თავიდან ბოლომდე დაფარული ექიმი, ისეთი ეკიპირებით, რომ წესიერად შეიძლება ხელიც ვერ ასწიოს... მისი კონტაქტი პაციენტთან მხოლოდ თვალებითაა შესაძლებელი. პირბადისა და ეკიპირების გამო, ხმაც არ გესმის ნორმალურად. და აი, ამ დროს, მან თვალებით უნდა განიშნოს, რომ ყველაფერი რიგზეა. უნდა დაგამშვიდოს, დაგაიმედოს, აგიხსნას, გითხრას, რომ არ უნდა შეგეშინდეს. აი, ამ რეალობაში უწევდათ ექიმებს ბრძოლა სიცოცხლისათვის. ბრძოლა საკუთარი ჯანმრთელობის ფასად. ამიტომ, არ მიმაჩნია რომ მე რაღაც განსაკუთრებულს ვწერდი მაშინ ფესიბუქზე ან ახლა ვამბობ განსაკუთრებულს. ეს რეალობაა. მართლა ძალიან მაგარი ექიმები გვყავს და დიდი მადლობა მათ!


დღეს როგორი რიტმია კლინიკაში? რეგულაციებმა, ბუნებრივია, გაზარდა კლინიკის ხარჯები. აისახა თუ არა ეს სამედიცინო სერვისის ფასებზე?

რიტმი თითქმის იგივეა, რაც იყო პანდემიამდე. ნელ-ნელა ყველაფერი ჩვეულებრივ რეჟიმში ბრუნდება. ბუნებრივია, მკაცრად ვაკონტროლებთ ყველა წესის დაცვას. ფასები არ შეცვლილა და ყველანაირად ვცილობთ ამის შენარჩუნებას. ეკა, ეს არ არის ბიზნესი კლასიკური გაგებით. ეს არის სფერო, მოწოდებული ადამიანების დასახმარებლად. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთმანეთის გვერდით დგომა.


რა სიახლეებზე შეგვიძლია მოვუყვეთ "სითის" მკითხველს?

სიახლე ბევრი იყო დაგეგმილი. თუმცა, რაღაც ნაწილმა, პანდემიის გამო, დროში გადაინაცვლა. მოდით, მოგიყვებით მოკლედ იმაზე, რაც დღეისთვის სიახლეა და მნიშვნელოვანია: უკვე საქართველოშია კლინიკის სამი ახალი ტომოგრაფი. ველოდებით გერმანელ სპეციალისტებს, რომლებმაც ისინი უნდა დაამონტაჟონ. სიახლეა ენდოსკოპიის მიმართულებით. სულ მალე დაიწყებს ფუნქციონირებას მოტორიზირებული სპირალური ენტეროსკოპი. აღნიშნულმა ტექნოლოგიურმა ინოვაციამ რევოლუცია მოახდინა ენტეროსკოპიის პროცედურაში. ახალი მოტორიზირებული სპირალური ენტეროსკოპი სრულად აღწევს წვრილ ნაწლავში და საშუალებას იძლევა შესწავლილ იქნეს წვრილი ნაწლავის მთლიანი ლორწოვანი, რაც აქამდე შეუძლებელი იყო.

საჭმლის მომნელებელი სისტემის კიდევ უფრო დეტალური შესწავლისთვის ვნერგავთ ულტრაბგერითი ენდოსკოპიის მეთოდს, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავადგინოთ კუჭ-ნაწლავის ლორწქვეშა წარმონაქმნების ლოკალიზაცია, სტრუქტურა, გავრცელება და ავთვისებიანობა. ულტრაბგერითი ენდოსკოპი აღჭურვილია სპეციალური საბიოფსიე ნემსით, რომლითაც, ულტრაბგერითი კონტროლის საშუალებით, მოხდება კანქვეშა და მიმდებარე ორგანოების (ღვიძლი, პანკრეასი და სხვა) წარმონაქმნების ბიოფსია.

ამის გარდა, უახლოეს მომავალში დაიწყება წინამდებარე ჯირკვლის, ანუ პროსტატის ბრაქითერაპია. მაღალი დოზის სიხშირის პროსტატის ბრაქითერაპია გულისხმობს რადიაციის წყაროს უშუალოდ სიმსივნურ წარმონაქმნთან განთავსებას, რაც საშუალებას იძლევა პროსტატის დასხივება მოხდეს დამატებითი დოზით, ხოლო ამის ფონზე, მინიმალურად სხივდება პროსტატის მიმდებარედ არსებული სტრუქტურები, როგორიცაა: შარდის ბუშტი და სწორი ნაწლავი.

სიახლე გვაქვს ბირთვული მედიცინის მიმართულებითაც. ახალი ტრეისერების საშუალებით შეგვიძლია ერთფოტონიანი ემისიური ტომოგრაფიის (SPECT) და პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფიის (PET) გამოყენებით ჩავატაროთ არაერთი ახალი, ფუნქციური და ანატომიური კვლევა.

პანდემიამდე გაიხსნა კლინიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სივრცე: ე.წ. "ჩექაფის ზონა", სადაც ერთ დღეში ადამიანს სრული გამოკვლევის ჩატარება შეუძლია. პაციენტი არ დგას რიგში. მას, სპეციალურად გამოყოფილ კომფორტულ სივრცეში, წინასწარ გაწერილი გეგმით უტარებენ კვლევებს. კონსულტაციას უწევენ კლინიკის წამყვანი ექიმები. სერვისი ითვალისწინებს ორჯერად კვებას, ყავას, ჩაის... ერთი სიტყვით, სრულ კომფორტს.

გიორგი, ცნობილია რომ კლინიკა მუშაობდა სამედიცინო ტურიზმის პროექტზე. ამ კუთხით რა სიახლეა?

დიახ, ჩვენ შევქმენით სამედიცინო ტურიზმის მიმართულება კლინიკაში. პანდემიამ ეს პროექტი დროებით შეაჩერა, თუმცა დადებითადაც იმოქმედა. მთელმა მსოფლიომ დაინახა ქართველი ექიმების წარმატება ვირუსთან ბრძოლაში. მე, ცხადია, არ ვამბობ რომ ყველა მიმართულებაში ჩვენ ძალიან მაგრები ვართ, არა. არის დარგები, სადაც ბევრი გვაქვს სამუშაო, მაგრამ არის სფეროები, სადაც თამამდ შემიძლია ვთქვა, რომ ქართველ და ევროპელ ექიმებს შორის განსხვავება არ არის. სწორედ ამის გათვალისწინებით და საზღვრების გახნის შემდეგ, საქართველო მთელი მსოფლიოსთვის სამედიცინო კუთხითაც იქნება მიმზიდველი.

ეს და კიდევ ძალიან ბევრი სიახლე მომზადების, დახვეწის, დამუშავების პროცესშია. პერიოდულად, სიახლეების გასაცნობად, ჩემი რესპონდენტის ფესიბუქგვერდსაც შეგიძლიათ ეწვიოთ. აქ, "ყაზბეგი რუმსის" ლამაზი პეიზაჟების ფონზე, "თოდუას კლინიკის" გუნდის შეკრებებსაც შეიძლება გადააწყდეთ. ამ შეკრებებზე მნიშვნელოვანი საქმეები წყდება. მნიშვნელოვანი არა მხოლოდ კლინიკისთვის, ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვისაც.


ტექსტი: ეკა ხოფერია
ფოტო: LIG Studio


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იყო შეფ-მზარეული
ნიშნავს...
იყო შეფ-მზარეული ნიშნავს...
09:43 / 25.09.2020
ყველა თაობას ლიტერატურაში
საკუთარი გამორჩეული ავტორი ჰყავს. თუ ჩვენ ვაღმერთებდით მარკ ტვენს,
ჟიულ ვერნის, დიუმას, მაინ რიდს და სხვებს - თანამედროვე სამყაროში ამ
ავტორების საკულტო წიგნები ცხადია თავის სიმაღლეზე რჩენიან, თუმცა
ჩვენი შვილებისთვის მეტი პოპულარობით სხვა ავტორები სარგებლობენ.
ყველა თაობას ლიტერატურაში საკუთარი გამორჩეული ავტორი ჰყავს. თუ ჩვენ ვაღმერთებდით მარკ ტვენს, ჟიულ ვერნის, დიუმას, მაინ რიდს და სხვებს - თანამედროვე სამყაროში ამ ავტორების საკულტო წიგნები ცხადია თავის სიმაღლეზე რჩენიან, თუმცა ჩვენი შვილებისთვის მეტი პოპულარობით სხვა ავტორები სარგებლობენ.
10:30 / 14.09.2020
სწორედ ეს არის
სწორედ ეს არის "ნავნეს" მთავარი სათქმელი, რომელსაც კომპანიის გუნდი მომხმარებელს უგზავნის.
14:12 / 18.08.2020
იცით რამდენჯერ დავიწყე ამ წერილის
წერა?
იცით რამდენჯერ დავიწყე ამ წერილის წერა?
14:44 / 14.08.2020
რუბრიკა
რუბრიკა "სარკევ, სარკევ" ტელეწამყვან ნინო თოლოდავას დღის რუტინის შესახებ გიამბობთ. ნინო სახის კანის მოვლის საკუთარ გამოცდილებაზე გვიყვება.
14:35 / 14.08.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
პროფესია შეფი
იყო შეფ-მზარეული ნიშნავს...
09:43 / 25.09.2020
მაკო ჯაოშვილის ბედნიერების პარადიგმა
ცხოვრებაში შემთხვევით ხომ არაფერი ხდება, - ასე დავასრულეთ ინტერვიუ მე და ჩემმა რესპონდენტმა, მაკო ჯაოშვილმა.
14:05 / 13.08.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« სექტემბერი 2020 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.8292
TRY
TRY
1
0.4276
USD
USD
1
3.2897
ამინდი
ბორჯომი 13 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ახალქალაქი 10 °C
img
გამოწერა