City News
ლიკა ევგენიძის "სახლობანა"
ცოტაც და, ლიკა ახალსახლობას დააანონსებს.

ეს "ცოტა", როგორც იცით, ბევრ დეტალს გულისხმობს, რომელიც რემონტის მიწურულს არა და არ სრულდება. ლიკა ონლაინ შოპინგის თუ არა, ონლაინ შერჩევის გოგოა. თუმცა, სახლის საბოლოო ინტერიერის შესარჩევად, მაინც შოურუმში მისვლას არჩევს.

თორნიკე ერისთავის #2-ში განთავსებული ამერიკული ბრენდის ავეჯის მაღაზია ორ სართულზეა გაშლილი. ამერიკული ხარისხის გარდა, შოურუმის უპირატესობა მრავალფეროვნებაა: კლასიკური, კომფორტული, მასიური ავეჯის პარალელურად, თანამედროვე და საინტერესო დიზაინის ავეჯსა და აქსესუარებს იპოვით.

ლიკას სტილი შერეულია. უყვარს "დამიქსვა", სხვადასხვა სტილისა და ფაქტურის გაერთიანება და ფიქრობს, რომ მის მომავალ სახლს, რომელიც ძველი აშენებულია, სწორედ ეს მიმართულება მოუხდება.

ავეჯის შერჩევისას, სტილის გარდა, უმნიშვნელოვანესი ფაქტორი კომფორტულობაა. განსაკუთრებით, თუ საქმე მისაღები ოთახის სამეულებს ეხება. "ეშლის" ხავერდის ნაჭრის სამეული ასეთია: საკმაოდ დიდი, იმდენად, რომ საღამოობით მოსულ სტუმრებს კარგად დაიტევს. საინტერესო და პრაქტიკული ფერის და რაც მთავარია, ძალიან კომფორტული. გემრიელად რომ მოკალათდები დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

განსაკუთრებული ინტერესით "ეშლის" შოურუმში ლიკა თანამედროვე სტილის ავეჯს ათვალიერებდა. ამოარჩია ლურჯი ფერის დახურული კარადა, საინტერესო ფაქტურითა და დიზაინით. სახლს ის ასე აწყობს: შეარჩევს ერთ ნივთს და მის ირგვლივ აგებს სივრცეს. სივრცე უნდა იყოს კომფორტული, საინტერესო და ორგანული იმ ადამიანებისთვის, ვინც იქ იცხოვრებს.

- ლიკა, ახალი სახლისთვის ემზადები?

- კი, და ახლა მივხვდი იმ ფრაზის მნიშვნელობას, როცა ამბობენ - თუ გგონია, რომ სახლს გააკეთებ 3 თვეში, რეალურად მას 9 თვეში დაასრულებო.

- სად არის შენი ახალი სახლი?

- შატბერაშვილის ქუჩაზე.

- როგორც ვიცით, არ არის ახალაშენებულ კორპუსში.

- არა, მე მიყვარს ძველი სახლები. თუმცა, უფრო რთული აღმოჩნდა ძველი სახლის გადაკეთება.

- როგორია ის?

- საკუთარი სახლია თავისი ეზოთი. მივხვდი, რომ ეს ყოფილა ჩემი სამყარო, სადაც ეზოსთან და მცენარეებთან შეხება მიწევს.

- რემონტს მორჩი?

- აი, თითქმის, მაგრამ ეს "თითქმის" არ მთავრება.

- რა სტილის ავეჯი მოგწონს?

- გამოკვეთილად არცერთი სტილი არ მომწონს. მიყვარს შერევა. არ მიყვარს ძალიან თანამედროვე, "აიპედის" მსგავსი სახლები, მაგრამ არც კლასიკური. მიყვარს, როდესაც სახლი თბილია, როდესაც იგრძნობა იმ ადამიანის სული, ვინც იმ სახლში ცხოვრობს. ამიტომ ვურევ და თავს არ ვზღუდავ, რომ მაინცდამაინც ამა თუ იმ სტილის მიხედვით უნდა ავაწყო სახლის ინტერიერი. ზოგადად, მომხრე ვარ, რომ არაფერში არ შევიზღუდოთ: არც მუსიკის ჟანრებში, არც მხატვრობაში... ყველაფერი საინტერესოა, თუ ეს შენია და თუ ეს მოგწონს.

- "ეშლი ჰოუმსთორის" შოურუმში ვართ. რა მოგწონს, რა იპყრობს შენს ყურადღებას პირველ რიგში?

- მომწონს ეს სამეული. მომწონს ეს გადაჭრილი კარადა, მომწონს აქსესუარები... მომწონს, მაგალითად, "ეშლის" საინტერესო დიზაინის სანათი, რომელსაც შეიძლება რადიკალურად სხვა სტილის, თუნდაც ძველებური, ვინტაჟური სტილის ნივთი შეურიო.
ლიკა ევგენიძის სახლი ამ ნომრის გამოსვლისთვის თითქმის დასრულებული იქნება. იქ "ეშლი ჰოუმსთორის" რამდენიმე ნივთიც გადაინაცვლებს.

მთელი ზაფხულის მანძილზე აუცილებლად ადევნეთ თვალი Ashley Home Store-ის ონლაინ პლატფორმებს. ონლაინ შოპინგის მოყვარულებისთვის ეს უკვე ძალიან პოპულარული პლატფორმაა. აქ, "ეშლის" შოურუმში წარმოდგენილი მრავალფეროვანი კოლექციების გარდა, გაეცნობით ბრენდის საინტერესო აქციებსა და ინფორმაციას ფასდაკლების შესახებ.

ტექსტი: ეკა ხოფერია
ფოტო: LIG Studio
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იყო შეფ-მზარეული
ნიშნავს...
იყო შეფ-მზარეული ნიშნავს...
09:43 / 25.09.2020
ყველა თაობას ლიტერატურაში
საკუთარი გამორჩეული ავტორი ჰყავს. თუ ჩვენ ვაღმერთებდით მარკ ტვენს,
ჟიულ ვერნის, დიუმას, მაინ რიდს და სხვებს - თანამედროვე სამყაროში ამ
ავტორების საკულტო წიგნები ცხადია თავის სიმაღლეზე რჩენიან, თუმცა
ჩვენი შვილებისთვის მეტი პოპულარობით სხვა ავტორები სარგებლობენ.
ყველა თაობას ლიტერატურაში საკუთარი გამორჩეული ავტორი ჰყავს. თუ ჩვენ ვაღმერთებდით მარკ ტვენს, ჟიულ ვერნის, დიუმას, მაინ რიდს და სხვებს - თანამედროვე სამყაროში ამ ავტორების საკულტო წიგნები ცხადია თავის სიმაღლეზე რჩენიან, თუმცა ჩვენი შვილებისთვის მეტი პოპულარობით სხვა ავტორები სარგებლობენ.
10:30 / 14.09.2020
სწორედ ეს არის
სწორედ ეს არის "ნავნეს" მთავარი სათქმელი, რომელსაც კომპანიის გუნდი მომხმარებელს უგზავნის.
14:12 / 18.08.2020
იცით რამდენჯერ დავიწყე ამ წერილის
წერა?
იცით რამდენჯერ დავიწყე ამ წერილის წერა?
14:44 / 14.08.2020
რუბრიკა
რუბრიკა "სარკევ, სარკევ" ტელეწამყვან ნინო თოლოდავას დღის რუტინის შესახებ გიამბობთ. ნინო სახის კანის მოვლის საკუთარ გამოცდილებაზე გვიყვება.
14:35 / 14.08.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
პროფესია შეფი
იყო შეფ-მზარეული ნიშნავს...
09:43 / 25.09.2020
მაკო ჯაოშვილის ბედნიერების პარადიგმა
ცხოვრებაში შემთხვევით ხომ არაფერი ხდება, - ასე დავასრულეთ ინტერვიუ მე და ჩემმა რესპონდენტმა, მაკო ჯაოშვილმა.
14:05 / 13.08.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« სექტემბერი 2020 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.8292
TRY
TRY
1
0.4276
USD
USD
1
3.2897
ამინდი
ბორჯომი 13 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ახალქალაქი 10 °C
img
გამოწერა