City News
აქ. ახლა - თიბისის პერსონალური მომსახურება და ახალი რეალობა
აქ და ახლა თქვენ, სავარაუდოდ, ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.

ცხოვრება ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს უბრუნდება. თუმცა, ონლაინ მომსახურებას ისე შეეჩვიეთ, ყველაფერი აქ, ახლა, თან სწრაფად და დისტანციურად გინდათ. თიბისის ახალი ციფრული ბარათის შესახებ გსმენიათ?

როგორ გაუმკლავდა თიბისი მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს გამოწვევას - პანდემიას, როგორი გხვდებათ ის ახალ რეალობაში, როგორ მუშაობდა და მუშაობს მისი გუნდი, სად და რაში დაზოგავს ის თქვენს დროს - აქ, ახლა, "სითის" მკითხველს, თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების მიმართულების ხელმძღვანელი, ნატა ხურციძე უყვება.

პანდემია, როგორ გაიარეთ ეს პერიოდი?

ჯერ კიდევ პანდემიამდე დიდი ხნით ადრე, თიბისიმ გადაწყვიტა, რომ არ სურს იყოს მხოლოდ ბანკი და რომ მისი მომავალი სტატუსია - თანამედროვე, ციფრულ ტექნოლოგიებზე აგებული ორგანიზაცია. შესაბამისად, ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად და აქტიურად ვითარდებოდა. ეს იყო და არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. შესაბამისად, დისტანციური მომსახურება, დროის დაზოგვა, სისწრაფე - ეს ყველაფერი პანდემიამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. რადიკალური გადაწყობა არც იყო საჭირო. ისედაც ამ მიმართულებით მივდიოდით.

პანდემიის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩვენს მომხმარებელს არ დაეხარჯა დრო და ენერგია ფილიალებში სტუმრობაზე და კომფორტულად, დროის უმოკლეს ვადებში შეესრულებინა სხვადასხვა ოპერაცია.

და მაინც, რა შეცვალეთ კონკრეტულად პანდემიის დროს?

მაგალითად, გავზარდეთ სხვადასხვა ტრანზაქციის ლიმიტები. ამავდროულად, აუცილებელი იყო სწორი ბალანსის დაჭერა კლიენტის სურვილებსა და მსგავს გადარიცხვებთან დაკავშირებულ რისკებს შორის. უმოკლეს ვადებში გადავეწყვეთ მუშაობის ახალ სტილზე, ბანკირებიც დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. ჩვენს მომხმარებელს დავუგზავნეთ შეთავაზებები სხვადასხვა მომსახურების დისტანციურად შესრულების შესახებ; დავამატეთ სერვისები, მაგალითად, სესხის გაცემა და მისი რედაქტირება უკვე დისტანციურადაცაა შესაძლებელი. დაგვრჩა იპოთეკური სესხების მორგება ონლაინ რეჟიმზე და უკვე ამაზეც ვმუშაობთ.

ყველაზე მეტი კითხვა და ფიქრი სწორედ სესხებთან დაკავშირებით იყო პანდემიის დროს. გამოცხადდა სამთვიანი საშეღავათო პერიოდი. როგორ მიიღო ის მომხმარებელმა, სად იყო სირთულე?

ზოგადად, აღსანიშნავია მთელი საბანკო სექტორის ძალიან პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება იმ სიტუაციის მიმართ, რაც ჩვენს ქვეყანაში დადგა. სესხებზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი გამოცხადდა და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბანკისთვის ეს საკმაოდ დიდი ზარალის მომტანი გადაწყვეტილება იყო. ჩვენმა გუნდმა ინდივიდუალურად 47 000 მსესხებლის საქმე შეისწავლა დეტალურად. მსესხებელთა 90%-ს აქვს ორი ან მეტი სასესხო პროდუქტი. ამიტომ, ორ კვირაში 85 000 სესხის დამუშავება მოგვიწია. მნიშვნელოვანი იყო თითოეული კლიენტისთვის ყველა დეტალის კარგად ახსნა. ბუნებრივია, იგივე ეტაპები გავიარეთ სესხების გადავადების მეორე ტალღის დროსაც, რომელიც სწორედ ახლა გრძელდება.

პანდემის პირობებშიც გავაგრძელეთ ახალი პროდუქტების განვითარება. მოგეხსენებათ, ნაღდი ფულის მიმოქცევა საკმაოდ საშიში იყო. ამიტომ, დავაჩქარეთ და სწორედ პანდემიის დროს დავნერგეთ ციფრული ბარათი, რომელიც მხოლოდ ონლაინ არსებობს და კიდევ უფრო ამარტივებს გადახდას და ზოგავს დროს. ციფრულ ბარათამდე იყო ინტერნეტ და მობაილ ბანკი, თიბისის ასევე საკმაოდ პოპულარული სერვისები. თიბისიში უკვე 15 წელია ვმუშაობ და კარგად მახსოვს, როდესაც ინტერნეტ და მობაილბანკი დავნერგეთ, არავის ეგონა რომ მათი დახმარებით ამდენი სახეობის და რაოდენობის ტრანზაქციის განხორციელება იქნებოდა შესაძლებელი. დღეს ტრანზაქციების 80% სწორედ ციფრული არხებით სრულდება. შარშან, ჟურნალმა Global Finance თიბისის მობაილბანკის აპლიკაცია მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელა. ეს საამაყო ამბავი იმან განაპირობა, რომ აპლიკაცია ძალიან მოქნილი და კლიენტზე მორგებულია. დღეს ციფრული არხები წარმატებულად ითვლება მაშინ, როცა მას დიდი ფიქრი და სხვისი დახმარება არ სჭირდება. ის მარტივი უნდა იყოს. წარმატებული ციფრული ტექნოლოგიების პარალელურად, მნიშვნელოვანია საბანკო მომსახურების სხვა მიმართულებებიც. ცხადია, მათ შორის პირადი საბანკო მომსახურებაც. ამ კუთხით, შარშან სამმა საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა საქართველოში საუკეთესო პირადი საბანკო მომსახურების მქონე ბანკად დაგვასახელა.

იმ დღეებში ყველა ინფორმაციას, ყველა სიახლეს, აქციას, არ ვიცი, ფეისბუქში დაწერილ სტატუსსაც კი, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ კონტექსტშიც საინტერესოა ბანკის მიერ განხორციელებული აქციები, ახალი მოფიქრებული პროექტები, აქტივობები...
კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბევრი აქტივობა და პროექტი განვახორციელეთ. ბანკმა სახელმწიფოსთვის გარკვეული რაოდენობის სწრაფი ტესტები შეიძინა. დისტანციური სწავლების შეუფერხებლად გასაგრძელებლად ბევრ სტუდენტს ლეპტოპები შევუძინეთ. მნიშვნელოვანი იყო სხვადასხვა ბიზნესისთვის სესხების გადავადებაც.

მოდით, კონკრეტულად თიბისი სტატუსის პროექტებზეც ვისაუბროთ პანდემიის დროს.

თიბისი სტატუსს აქვს ამბიცია, რომ ადამიანებს მხოლოდ საბანკო მომსახურება არ შევთავაზოთ. როდესაც ვამბობთ, რომ მთავარია "მეტი დრო ცხოვრებისთვის", აქვე ჩვენს მომხმარებელს იმასაც ვურჩევთ, ეს მეტი დრო როგორ და რაში გამოიყენოს. დრო პანდემიის დროს თითქოს ბევრი იყო და ძალიან გვინდოდა ის საინტერესო, ინფორმაციული, სახალისო და შინაარსიანი თემებით შეგვევსო. ჩვენმა მომხმარებელმა იცის სტატუს შეხვედრების პლატფორმის შესახებ. მუდმივად ვიკვლევდით რა სურს მომხმარებელს. კვლევა კი აჩვენებდა, რომ ბევრ ადამიანს სურს თვითრეალიზაცია, რაღაც ახლის სწავლა, გაგება, კეთება. პანდემიამ შეცვალა ფორმა, მაგრამ მოთხოვნილება ასეთ თემებზე გაიზარდა. უცებ გადავეწყვეთ ციფრულ არხებზე: სტატუს შეხვედრები ონლაინ სივრცეში გადავიტანეთ, რამაც საშუალება მოგვცა მონაწილეები მთელი საქართველოდან ჩართულიყვნენ. სტატუს შეხვედრების ფარგლებში ძალიან ბევრ საინტერესო სპიკერთან ჩატარდა შეხვედრა.
ონლაინ სტატუს შეხვედრებიდან რომელი იყო ყველაზე პოპულარული?

ყველაზე აქტუალური თემები იყო და არის ფსიქოლოგია, ხელოვნება და ყველა ის თემა, რომელიც თვითგანვითარებას ემსახურება. ამ მიმართულებით ხშირად გვყავს საინტერესო სპიკერები. მუდმივად ვცდილობთ ფორმატის გამრავალფეროვნებას. ბოლო დროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო კულინარიული მასტერკლასი, ჩვენს პარტნიორ Rooms Hotel-თან ერთად.

რატომ "აქ. ახლა"?

იმიტომ, რომ სწორედ აქ, ახლა არის დღეს ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი. ეს თიბისის ახალი გზავნილია. პანდემიამ დაგვანახა, რომ სრულიად მოულოდნელად შეიძლება ახალ რეალობაში აღმოვჩნდეთ. ეს გზავნილი ახსენებს ადამიანებს, რომ ის, რისი გაკეთებაც გინდა, უნდა გააკეთო აქ და ახლა. დღეს ადამიანებისთვის კიდევ უფრო გადამწყვეტი გახდა ცხოვრების გამარტივება. "აქ, ახლა" - თიბისის მისია, ხედვა და ამავდროულად, კომპანიის ბიზნესხედვაცაა - ის შესაძლებლობებია, რასაც მომხმარებელს ინოვაციური პროდუქტებისა თუ სერვისების სახით ვთავაზობთ მათი სურვილებისა თუ გეგმების ასასრულებლად.

ნატა, პირადად თქვენი რიტმი როგორ შეცვალა იმ დღეებმა?

უფრო მეტად მობილიზებული გავხდი და მეტის გაკეთება მომინდა. ზოგადად, არ მგონია, რომ არჩევანი უნდა გააკეთო - ან საქმე, ან ოჯახი. მგონია, თუ სწორად დააბალანსე, ორივეს ძალიან კარგად გაართმევ თავს. მეუღლე და სამი შვილი მყავს. თუმცა, ეს არცერთი წამით არ აფერხებს ჩემს საქმეს, სწავლას ან სიახლეებს. პანდემიის დროს, ცხადია, იყო თავისებური სტილის ცხოვრება. ეს იყო ონლაინ შეხვედრებზე უცებ შემოსული ჩემი სამი წლის შვილი, ერთდროულად სახლის და სამსახურის საქმის კეთება, ზოგადად, ღელვა იმაზე, რაც გარშემო ხდებოდა. თუმცა, ყველაფერს აქვს დადებითი მხარე. ჩემთან დადებითი ის იყო, რომ უფრო დიდ დროს ვატარებდი ოჯახის წევრებთან.

რამდენად დაცულად იგრძნო თავი პანდემიის დროს თიბისის გუნდმა, შენარჩუნდა ის სრულად?

ჩვენი მენეჯმენტის პირველივე განცხადება იყო ის, რომ კომპანია არცერთ თანამშრომელს არ გაუშვებდა სამსახურიდან, რამაც გუნდის წევრებში ყველაზე მნიშვნელოვანი - უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განცდა გააჩინა. სათქმელად მარტივია, განსახორციელებლად ასეთ კრიზისულ სიტუაციაში კი, ძალიან რთული. ამასთანავე, მენეჯმენტმა უარი თქვა წლიურ ბონუსზე იმისთვის, რომ ყველა თანამშრომელი შეგვენარჩუნებინა და ისედაც მძიმე სიტუაციაში მყოფი ჩვენი ეკონომიკისთვის დამატებითი პრობლემა არ გაგვეჩინა. ამან კიდევ ერთხელ მომცა საფუძველი ვიამაყო, რომ თიბისის გუნდის წევრი ვარ.

როგორ ფიქრობთ, დღეს ამ ახალ რეალობაში რა არის მთავარი, სად არის გამოსავალი?

მგონია, რომ თუნდაც ისეთ პატარა ქვეყანას როგორიც საქართველოა, დიდი შესაძლებლობები აქვს. გულწრფელად მჯერა, რომ ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ და სწორი დაგეგმარებით, დისციპლინითა და მოთმინებით ამ პოტენციალს ბოლომდე ავითვისებთ.



ტექსტი: ეკა ხოფერია
ფოტო: LIG Studio
გადაღების ადგილი: სასტუმრო "იოტა"
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ანა შელია და ელი ლომიძე. 
ანა შელია და ელი ლომიძე. 
07:23 / 02.08.2021
პროფესიით რესტავრატორმა ანი
შეროზიამ, სულ ერთი წელია, რაც საკუთარი ხელით შექმნილი ინტერიერის
ნივთების სახელოსნო
პროფესიით რესტავრატორმა ანი შეროზიამ, სულ ერთი წელია, რაც საკუთარი ხელით შექმნილი ინტერიერის ნივთების სახელოსნო "აზურიტი" დააფუძნა.
07:00 / 30.07.2021
უკვე 10 წელია,
iTechnics -ი ბაზარზე ლიდერის ფუნქციას ინარჩუნებს.
უკვე 10 წელია, iTechnics -ი ბაზარზე ლიდერის ფუნქციას ინარჩუნებს.
16:34 / 28.07.2021
ვისაც 90-იანი წლები ახსოვს, ისიც
ემახსოვრება როგორი იყო მაშინდელი თბილისი, ნაომარი, პარაფინის
სანთლებით განათებული, უცნაურად მძიმე და უცნაურად საინტერესოც.
ვისაც 90-იანი წლები ახსოვს, ისიც ემახსოვრება როგორი იყო მაშინდელი თბილისი, ნაომარი, პარაფინის სანთლებით განათებული, უცნაურად მძიმე და უცნაურად საინტერესოც.
07:05 / 27.07.2021
გამარჯობა. მე ვარ ქეთა მიქელაძე,
გამარჯობა. მე ვარ ქეთა მიქელაძე, "სითის" გუნდის ახალი წევრი.
05:23 / 26.07.2021

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
Baby ბუმი 2021
ანა შელია და ელი ლომიძე. 
07:23 / 02.08.2021
WORKING MOMS OF WORLD CLASS
World class-ში, ალბათ, თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელი ვარჯიშობს. ბევრ მათგანს ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. აქ ასევე, დადის ბევრი საქმიანი და ძალიან ლამაზი ქალბატონი, რომლთა მთავარი პროფესია დედობაა.
07:41 / 29.07.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2021 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6906
TRY
TRY
1
0.3712
USD
USD
1
3.1042
ამინდი
ბორჯომი 16 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ახალქალაქი 10 °C
img
გამოწერა