City News
მეტი, ვიდრე აფთიაქი - "ჯიპისი", რომელმაც გადაგვარჩინა
პანდემიის პერიოდში, "ჯიპისის" სააფთიაქო ქსელი ბევრისთვის ამოჩემებული ადგილი გახდა.

Spring 2020 must have ნივთების - პირბადეების, ხელთათმანების და სადეზინფექციო ხსნარების გარდა, იქ ვყიდულობდით ყველაფერს, რაც კარანტინის დროს თავის სრულფასოვნად მოვლისთვის იყო საჭირო.

დიანა ოქროპირიძე
"ჯიპისი"-ს სილამაზისა და ესთეტიკის დეპარტამენტის სენიორ ბრენდმენეჯერი

პანდემიის პერიოდში, ჩვენი მომხმარებელი დაიყო ორ კატეგორიად. პირველი, ეს იყო ქალბატონები, რომლებსაც მეტი დრო გაუჩნდათ საკუთარი თავის მოსავლელად და ამიტომ, საკუთარ, ყოველდღიურ თავის მოვლის რუტინას დაამატეს ახალი ნაბიჯები. როგორიცაა მაგალითად, ნიღბები, ღრმა დატენიანება, ტანის მოვლა, კბილების გათეთრება სახლის პირობებში და ა.შ.
მეორე კატეგორია კი, ქალბატონები, რომლებიც უფრო მულტიფუნქციურები გახდნენ. დისტანციურად მუშაობასთან ერთად, უწევდათ დიასახლისისა და დედის როლის ერთდროულად მორგება. ასეთი ქალბატონები ორიენტირდნენ უფრო სწრაფ და ეფექტურ პროდუქტებზე.

სილამაზე პანდემიამდე და პანდემიის შემდეგ

სახე

სახის მოვლის მიმართულებით ყველაზე გაყიდვადი იყო NUXE-ის ინსტა ნიღაბი. შავი, დეტოქს ნიღაბი, რომლის შემადგენლობაშიც შედის აქტივირებული ნახშირი. ეს ორივე კატეგორიის ქალბატონებისთვის საინტერესოა, რადგან იმდენად ეფექტური კომპონენტებისგან შედგება, რომ მხოლოდ 2 წუთს საჭიროებს. ამავდროულად, ის ყველაზე "ინსტაგრამული" ნიღაბია. მისი წასმის შემდეგ ბევრი იღებს ფოტოებს, ვიდეოებს და "სთორებს".

პანდემიის პერიოდში, ასევე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი იყო სახისა და თვალის პაჩები.

"ჯიპისი"-ში წარმოდგენილია Christian Breton-ის სახის პაჩები, რომელიც კრიოთერაპიის პროცედურითაა შთაგონებული. გამოყენებამდე 20 წუთით ადრე ნიღაბი მაცივარში უნდა მოვათავსოთ და სახეზეც 20 წუთით უნდა გავიჩეროთ. პაჩები იმდენად აქტიურ ნივთიერებებს შეიცავენ, რომ მათი ყოველდღიურად გამოყენება არაა მიზანშეწონილი. სასურველია კვირაში ერთხელ ან ორჯერ. თვალის პაჩების გამოყენება კი, უფრო ხშირადაც შეიძლება.

ამ პერიოდის ერთ-ერთი must have პროდუქტია Uriage-ის თერმული წყალი, მაღალი მინერალიზაციით. კომპიუტერთან მუშაობისას, მისი შეშხაპუნება რეფრეშივითაა. როდესაც გვიკეთია ნიღაბი, კანი ვერ სუნთქავს და იწყებს შეწითლებას, გაღიზიანებას. თერმული წყალი ამ პრობლემასაც აქტიურად ებრძვის.

სხეული

ნაკლებად აქტიური რეჟიმიდან გამომდინარე, სხეულის მიმართულებით დიდი მოთხოვნა იყო გასახდომ და ანტიცელულიტურ საშუალებებზე. ბესტსელერი იყო LIERAC-ის კრიოთერაპიის პროცედურით შთაგონებული, ანტიცელულიტური პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს ცხიმების დაშლას. მისი გამოყენება შესაძლებელია დღეში ორჯერ, დილა-საღამოს.

გამომშრალი კანის დატენიანებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია Aldo Vandini-ს შიის კარაქი. ტანის კარაქი, რომელიც ჰიალურონს შეიცავს და უზრუნველყოფს როგორც კვებას, ასევე დატენიანებას.

თმა

ზოგადად, კვლევებზე დაყრდნობთ, თავის მოვლის კატეგორიაში ბესტსელერი პროდუქტი იყო თმის საღებავი. მოგეხსენებათ, დაიკეტა სალონები და ყველას მოუწია თმა სახლის პირობებში მოეწესრიგებინა.

"ჯიპისი"-ს შემთხვევაში ყველაზე პოპულარული თმის საღებავი იყო ფრანგული, პრემიუმ კლასის, ნატურალური ბრენდის PHYTO-ს საღებავი, რომელიც არ შეიცავს ამიაკს და შეიცავს მხოლოდ მცენარეული წარმოშობის პიგმენტებს. კარანტინის დასრულების და სალონების გახსნის შემდეგაც კი, მისი გაყიდვები არ შეცვლილა. ბევრმა ქალბატონმა აღმოაჩინა, რომ სახლის პირობებში შეუძლია მარტივად მიიღოს ის შედეგი, რაც სალონში.

აქტუალური იყო თმის ნიღბები და ზეთები. მომხმარებელს გამოუჩნდა მეტი დრო და შეძლო მეტი ყურადღება მიექცია თმის სტრუქტურისთვის, ეზრუნა მის გამოჯანმრთელებაზე. პოპულარული იყო როგორც ტრადიციული, სახლის პირობებში დამზადებული ნიღბები, ასევე პრემიუმ კლასის პროდუქციაც, რომელიც უფრო მაღალი სანდოობით სარგებლობს.

როგორც აღვნიშნე, ბევრი ქალბატონი გახდა მულტიფუნქციური. საქმიანი ონლაინ შეხვედრებისას ფორმაში უნდა ყოფილიყვნენ და ამავდროულად, სახლის საქმეებიც შეესრულებინათ. ასეთ რეჟიმში ბევრი კითხვა იყო თმასთან დაკავშირებით. რა მოვუხერხოთ თმას, რომ გამოიყურებოდეს მოწესრიგებულად და თან ისე, რომ ამისთვის დიდი ძალისხმევა არ დაგვჭირდეს. მშრალი შამპუნი იდეალური ვარიანტია 2 წუთში ვარცხნილობის გასაახლებლად. "ჯიპისი"-ს ქსელში ბრიტანული ბრენდის, Batiste-ს ასორტიმენტია წარმოდგენილი.

კბილები

კბილების გათეთრების მიმართულებით, ჩვენი ბესტსელერია ბრენდი R.O.C.S. მას აქვს სხვადასხვა ხაზი. თუმცა, ბოლოს დროს განსაკუთრებით პოპულარულია შავი R.O.C.S, ნახშირის შემადგენლობით. ამ ხაზს აქვს როგორც ფლოსები, ასევე სავლებები და სპეციალური ჯაგრისები, მაქსიმალური შედეგის მისაღწევად.

ისინი კი, ვისაც მაღალი აბრაზიის პროდუქცია არ სურდა, არჩევანს აკეთებდა R.O.C.S-ის BIOWHITENING-ის ხაზზე, რომელშიც 98% ნატურალური წარმოშობის ინგრედიენტებია. ტექსტურა კი უფრო რბილი.

რუჯი

"კარანტინის პროდუქტებიდან", პირდაპირ გადავედით მზისგან დამცავებსა თუ რუჯის გამაძლიერებლებზე. ზოგადად, ქართველ მომხმარებელს ძალიან უყვარს მზე. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ "ჯიპისი"-ში ბევრ ლექციას ვატარებთ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სასარგებლო და ამავდროულად, საზიანოც შეიძლება იყოს მზე.

მზისგან დამცავები იყოფა ორ კატეგორიად. ერთია მინერალური მზისგან დამცავი, რომელიც წასმის შემდეგ თეთრ ნაკვალევს ტოვებს. მეორე კატეგორიაა ქიმიური ფილტრი, რომელიც ვიზუალურად არ ჩანს.

გაყიდვების მაჩვენებლებით NUXE-ის მზისგან დამცავი ხაზი ლიდერობს. განსაკუთრებით პოპულარულია ამავე ბრენდის, spf10-იანი ზეთი, რომელიც აძლიერებს რუჯის მიღების პროცესს.

ჩემი აღმოჩენაა NUXE-ის მზის შემდგომი პროდუქტი, რომელსაც იყენებენ ორი მიმართულებით - ვისაც თეთრი კანი აქვს, ამ პროდუქტით კანს ამზადებს რუჯისთვის, რადგან ის ბუნებრივი მელანინის აქტივაციას ახდენს. პირადად მე, ამ ლოსიონს რუჯის

მიღებამდე 2 კვირით ადრე ვიყენებ. შედეგად კი, აღარ ვიწვები და რუჯიც უფრო ოქროსფერია.

წელს გამოვიდა NUXE-ის ახალი, მშრალი ზეთი, რომელიც შეიცავს 100% ბუნებრივ, 7 ბოტანიკურ ზეთს. აქვს დამატენიანებელი და მკვებავი ფუნქციები და გრილი, საზაფხულო სურნელი. მთავარი ნოტებია გრეიფრუტი და ჟასმინის ყვავილი. უნივერსალური პროდუქტია მათთვის, ვისაც ტანის, სახისა და თმის დატენიენება და სასიამოვნო, გამყოლი სურნელი სურს.

თავადაც აღნიშნე, რომ ამ პერიოდში ქალბატონები ბევრი გამოწვევის წინაშე იდგნენ. შენთვის, როგორც ქალისთვის, რა იყო მოტივატორი პანდემიის პერიოდში რომ არ მოდუნებულიყავი?

ვცდილობდი იმაზე ფიქრს, რომ ეს ყველაფერი მალე გაივლის და შემდგომ პერიოდს ღირსეულად უნდა შევგებებოდი. ცხოვრებაში არსებობს როგორც ცუდი, ასევე კარგი პერიოდები. ვფიქრობ, უნდა ვეცადოთ კარგ პერიოდებზე ვიყოთ ორიენტირებულები. ეს დაგვეხმარება გამოვიყურებოდეთ ლამაზად როგორც გარეგნულად, ასევე შინაგანად.

პირადად შენთვის როგორი იყო ეს პერიოდი?

ეს პერიოდი იყო გაძლიერებული, თითქმის 24 საათიანი სამუშაო გრაფიკით. წაიშალა დღის და ღამის ცნება. კარანტინს საკმაოდ კარგი აქციებითა და ფასდაკლებებით დავხვდით. ვცდილობდით ჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომი ყოფილიყო ჩვენი მომხმარებლისთვის. მოდიოდა ძალიან ბევრი მადლობა, რაც ძალიან გვახარებდა.

შენი აზრით, რა არის მთავარი ამ კრიზისიდან გამოსასვლელად?

არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს მოკლევადიანი პროცესია. ან ის, რომ "ეს ვირუსი მე არ დამემართება". ყველანი ერთ გემში, ერთნაირ პირობებში ვართ და ერთნაირად უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და საკუთარ თავს.



ტექსტი: ანა არაბიძე
ფოტო: LIG Studio
მაკიაჟი: მარიამ ხუციშვილი
გადაღების ადგილი: სასტუმრო "იოტა"


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იყო შეფ-მზარეული
ნიშნავს...
იყო შეფ-მზარეული ნიშნავს...
09:43 / 25.09.2020
ყველა თაობას ლიტერატურაში
საკუთარი გამორჩეული ავტორი ჰყავს. თუ ჩვენ ვაღმერთებდით მარკ ტვენს,
ჟიულ ვერნის, დიუმას, მაინ რიდს და სხვებს - თანამედროვე სამყაროში ამ
ავტორების საკულტო წიგნები ცხადია თავის სიმაღლეზე რჩენიან, თუმცა
ჩვენი შვილებისთვის მეტი პოპულარობით სხვა ავტორები სარგებლობენ.
ყველა თაობას ლიტერატურაში საკუთარი გამორჩეული ავტორი ჰყავს. თუ ჩვენ ვაღმერთებდით მარკ ტვენს, ჟიულ ვერნის, დიუმას, მაინ რიდს და სხვებს - თანამედროვე სამყაროში ამ ავტორების საკულტო წიგნები ცხადია თავის სიმაღლეზე რჩენიან, თუმცა ჩვენი შვილებისთვის მეტი პოპულარობით სხვა ავტორები სარგებლობენ.
10:30 / 14.09.2020
სწორედ ეს არის
სწორედ ეს არის "ნავნეს" მთავარი სათქმელი, რომელსაც კომპანიის გუნდი მომხმარებელს უგზავნის.
14:12 / 18.08.2020
იცით რამდენჯერ დავიწყე ამ წერილის
წერა?
იცით რამდენჯერ დავიწყე ამ წერილის წერა?
14:44 / 14.08.2020
რუბრიკა
რუბრიკა "სარკევ, სარკევ" ტელეწამყვან ნინო თოლოდავას დღის რუტინის შესახებ გიამბობთ. ნინო სახის კანის მოვლის საკუთარ გამოცდილებაზე გვიყვება.
14:35 / 14.08.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
პროფესია შეფი
იყო შეფ-მზარეული ნიშნავს...
09:43 / 25.09.2020
მაკო ჯაოშვილის ბედნიერების პარადიგმა
ცხოვრებაში შემთხვევით ხომ არაფერი ხდება, - ასე დავასრულეთ ინტერვიუ მე და ჩემმა რესპონდენტმა, მაკო ჯაოშვილმა.
14:05 / 13.08.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« სექტემბერი 2020 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.8292
TRY
TRY
1
0.4276
USD
USD
1
3.2897
ამინდი
ბორჯომი 13 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ახალქალაქი 10 °C
img
გამოწერა