City News
"კარაპს მედლაინი" ვაკეში - რატომ უნდა ესტუმროთ მას, სასწრაფოდ!
იმიტომ, რომ ზაფხულია და იმიტომ, რომ ამ ზაფხულს, ტრადიციული მოსამზადებელი სამუშაოების ნაცვლად, ხანგრძლივი, დამღლელი და მოსაბეზრებელი პანდემია უძღოდა წინ.

მოდი შევთანხმდეთ - ათოსნები, ვინც პანდემიის დროს იოგათი იყო გატაცებული და დღეს ზღვის თუ აუზების სანაპიროებს იდეალურ ფორმაში ხვდება, ძალზე ცოტანი არიან. სხვა დანარჩენებს სასწრაფო მიხედვა და ზრუნვა გვჭირდება. აი, სწორედ ამ სხვა დანარჩენებისთვის ყველაზე იდეალურ ადგილს მივაგენით.

"კარაპს მედლაინი" ცნობილი ბრენდია. მის უკან 20 წლიანი ისტორიაა. თავიდან ის რეკონსტრუქციულ და პლასტიკურ ქირურგიასთან ასოცირდებოდა. დღეს, "კარაპს მედლაინი" მრვალპროფილური კლინიკა გახლავთ. ახალი ამბავი კი ისაა, რომ მისი ულამაზესი ფილიალი ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩის 41 ნომერში გაიხსნა.

გამორჩეული დიზაინის სივრცე გხვდებათ კარის გაღებისთანავე. მარცხნივ - ბახილები, იქვე სანიტაიზერი, სიცხის საზომი და რეგულაციების შესაბამისი ყველა ატრიბუტი. გხვდებათ გრილი წყალი ლაიმითა და პიტნით, "მეამას" ყავის სრული ასორტიმენტი და ყველა ის მომსახურება, რომელიც თქვენ გჭირდებათ ან შეიძლება დაგჭირდეთ.

შესასვლელში დგას ჩვენი მასპინძელი მადონა ბაკურაძე, ვაკის "კარაპს მედლაინის" გენერალური მენეჯერი. გვათვალიერებინებს ინტერიერის ცნობილი დიზაინერის, ნინო არზიანის მიერ დაპროექტებულ ულამაზეს სივრცეს, რომელიც იმთავითვე გიქმნის განწყობას და სურვილს, რომ ცხოვრების სტილი, და ცოტათი საკუთარი თავიც, რაღაც ახლისკენ წაიყვანო. მიმართულებები საკმაოდ ბევრია: გინეკოლოგია, პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია და სრულიად ახალი სფერო აქტუალური სახელით - ჯანსაღი ცხოვრების რიტმი.

მოდით, მოკლედ მივყვეთ თითოეულ მიმართულებას:


მადონა ჯუღელი
საოფისე გინეკოლოგია - ესთეტიკური მიმართულებით

ესთეტიკური გინეკოლოგიის მიმართულებას ქალბატონი მადონა ჯუღელი ხელმძღვანელობს. გინეკოლოგი, კოლპოსკოპისტი, მედიცინის დოქტორი, საქართველოს კოლპოსკოპიის ასოციაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო ტრენერი. მის კაბინეტს შეგიძლიათ მიმართოთ ყველა იმ თემით, რომელიც გინეკოლოგიას უკავშირდება. საგულისხმოა, რომ ამ კაბინეტში ნებისმიერი ასაკის პაციენტის პრობლემებსა და სურვილებს ისმენენ, სვამენ დიაგნოზს, მკურნალობენ. შესაბამისად, ადგილი მოსანიშნია მოზარდი გოგონებისთვის, მომავალი დედებისთვის, საშუალო ასაკის ქალებისთვის...

"დღეს ხშირად ვხვდებით ჰორმონალურ და ფიზიოლოგიურ დარღვევებს. სახეზე გვაქვს ესტროგენდეფიციტი. ხდება საკვერცხეების გათიშვა, ხელოვნური მენოპაუზა. სასქესო ორგანოს ელასტიკურობა იკარგება, რის შედეგადაც იწყება ტკივილი, სიმშრალე და სხვა პრობლემები. ამ პრობლემებს ინოვაციური მიდგომით, ლაზერული თერაპიით, Monalisa Touch ვებრძვით. ის წარმოქმნის კოლაგენს, საშვილოსნოს ყელს უბრუნდება პირვანდელი სახე, ხდება მისი გაჯანსაღება და გაახალგაზრდავება. კურსი მოიცავს 3 პროცედურას. თუმცა, შედეგი პირველივე პროცედურაზეა შესამჩნევი" - განმარტავს მადონა ჯუღელი. მისივე ინფორმაციით, პროცედურა უმტკივნეულოა, არ საჭიროებს გაყუჩებას და 15-30 წუთი გრძელდება.


ალექსანდრე კალანტაროვი
პლასტიკური ქირურგი

ცოტათი კოსმოსური ამბები დაგხვდებათ პლასტიკური ქირურგიის კაბინეტში. აქ, შაბათობით, თქვენს სურვილებსა და პრობლემებს პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირუგი, ალექსანდრე კალანტაროვი მოისმენს. კოსმოსურ ამბებში კი იგულისხმება აპარატი, სახელად Crisalix 3D, ანუ 3D სათვალე სხეულის მოდელირებისთვის.

მოკლედ რომ აგიხსნათ, ამ სამგანზომილებიანი სათვალის დახმარებით, თქვენ ზუსტად დაინახავთ თქვენს მომავალ ცხვირს, სახის შეცვლილ ოვალს, მიმიკებს, პროფილს, ნახავთ სხეულის სხვადასხვა ნაწილს და უცებ მიხვდებით, გსურთ ასე თუ გსურთ სხვაგვარად. პროცესი საოცრად საინტერესოა. წარმოიდგინეთ, უყურებთ თქვენს ახალ გარეგნობას პატარ-პატარა ან დიდი ცვლილებებით.

Crisalix 3D, ესთეტიკური სიმულაციის კუთხით, მსოფლიოს წამყვანი კომპანიაა. მისი უნიკალური ტექნოლოგია ხელოვნურ ინტელექტს, კომპიუტერულ ხედვასა და არსებულ რეალობას ეფუძნება და მაღალი ხარისხის სამგანზომილებიან გამოსახულებას იძლევა. Crisalix 3D-ს მეშვეობით ხორციელდება საჭირო ორგანოების მოდელირება ფოტოშოფში. 3 სათვალე კი, პაციენტს სიმულაციურ გამოსახულებას აჩვენებს. შესაბამისად, პლასტიკური ოპერაციის შედეგის განსაზღვრა წინასწარ არის შესაძლებელი. მაგალითად, დაგეგმილი გვაქვს ცვლილებები სახეზე, ცხვირზე, სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე. მათ ვახორციელებთ ამ კომპიუტერული ტექნიკის მეშვეობით და შემდეგ, სპეციალური პროგრამის საშუალებით, ვაჩვენებთ ადამიანს რა შედეგი შეგვიძლია რომ მივიღოთ. პაციენტისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო. ჩემი გამოცდილებით, წინასაოპერაციო მოდელირების დამთხვევა რეალურ შედეგთან, არის 95%." - ამბობს ალექსანდრე კალანტაროვი.


მარინა ოჟოგინა, ნინო გოგიბერიძე
დერმატოლოგია, კოსმეტოლოგია

კოსმეტოლოგიურ მიმართულებას ხელმძღვანელობენ დერმატოლოგები: ნინო გოგიბერიძე, "რესტილაინის" საერთაშორისო ტრენერი და მარინა ოჟოგინა, მკურნალი სპეციალისტი. სახის კანის სტრუქტურის და მდგომარეობის დასადგენად ტარდება აპარატურული დიაგნოსტიკა ულტრათანამედროვე, სამგანზომილებიანი ანალიზატორით, რომელიც სამი განსხვავებული ტიპის სინათლის ზემოქმედებას იყენებს და კანის შრეებს სიღრმისეულად შეისწავლის. სახის კანის აპარატურული დიაგნოსტიკა სწორი დიაგნოზის დასმის და შემდგომი მკურნალობის ეფექტურად დაგეგმვის საშუალებას იძლევა. აპარატის დახმარებით ხდება პაციენტისთვის ზუსტი პროცედურებისა და სამკურნალო პროდუქტების შერჩევა.

"კლინიკა თანამშრომლობს წამყვან კოსმეტიკურ ბრენდთან, Biologique Recherge. ეს გახლავთ მსოფლიოში ცნობილი ლუქს ბრენდი. მისი პროდუქცია უნიკალურია და გამოყენება სპეციალური, ავტორიზებული მასაჟის დროს, რომლითაც, ცხადია, მუშაობენ კლინიკის სპეციალისტები. კლინიკაში გვაქვს ინექციური პროცედურები: ბიორევიტალიზაცია, ბოტოქსი, ფილერი. ჩვენი განსაკუთრებული სიამაყეა კლინიკაში წარმოდგენილი მსოფლიო ბრენდების, Restyline, Juviderm, Belotero, Dysport, Xeomin-ის პროდუქცია" - გვიყვება მადონა ბაკურაძე და გვირჩევს კლინიკაში დიაგნოსტიკის ჩატარებას, რომლის დასრულების შემდეგ, თქვენ გადმოგეცემათ სპეციალური კალენდარი, სადაც თქვენი სახისთვის აუცილებელი პროცედურების ჩამონათვალი იქნება ჩამოწერილი.

ლანა ლეთოდიანი
ჯანსაღი ცხოვრების წესის ექსპერტი

"სხეულზე ორიენტირებული თერაპია" - ასე უწოდებენ ამ კაბინეტს, რომელმაც თქვენ ჯანსაღი ცხოვრების რიტმისკენ უნდა გიბიძგოთ. ჩვენი რჩევაა ერთხელ მაინც ჩაეწეროთ კონსულტაციაზე ამ კაბინეტში. ეს არც კლასიკური სამასაჟე კაბინეტია, არც სპასალონი, არც იოგას თუ პილატესის მოკლე კურსის გაკვეთილები, არც დიეტოლოგთან ვიზიტი. სრულიად სხვა კაბინეტია და თამამად შეგვიძლია გითხრათ, რომ მსგავსი პროფილის კაბინეტი საქართელოში არ არსებობს. მისი ხელმძღანელი ლანა, თანდათან თქვენი მრჩეველიც ხდება, კონსულტანტიც, მასაჟისტიც, დიეტოლოგიც, ფსიქოლოგიც და ქოუჩიც. ვიზიტი საათნახევარი გრძელდება და იწყება საუბრით. ლანა გისმენთ და მნიშვნელოვან კითხვებს გისვამთ. შემდეგ, დაკვირვებით ათვალიერებს თქვენს სხეულს და იწყებს მასთან მუშაობას. ლანას რეკომენდაციით, ვიზიტი კვირაში ერთხელ ან, მაქსიმუმ, ორჯერ უნდა შედგეს. ის ზუსტად აგნებს თქვენი სხეულის სუსტ და ძლიერ მხარეებს. მუშაობისას გაძლევთ ძალიან საჭირო რჩევებს მაგალითად, რა ტემპერატურის წყალი უნდა დალიოთ, როგორ უნდა მოაწესრიგოთ ნივთიერებათა ცვლა. ის გახსენებთ, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის მთავარი არსი - მიღებასა და დახარჯვას შორის ბალანსის დაცვაა, რომ მიზნად ათ დღეში 5 კილოგრამის დაკლება არ უნდა დაისახოთ. გასწავლით საჭირო პროდუქტებს, რა რას უწყობს ხელს და ამ სწავლება -სწავლებაში, მესამე ვიზიტისას, უკვე ატყობთ მისი სკულპტურული მასაჟის შედეგებს: სადღაც ქრება გვერდების ნაკეცები, ქრება მუცელიც, სხეული რეალურად იცვლება და თქვენ თანდათან, თქვენდაუნებურად, ხდებით ცხოვრების ჯანსაღი რიტმის ადამიანი. აუცილებლად მოსინჯეთ!

მისამართი: ფალიაშვილის 41,
0179 თბილი საქართველო
ტელ: 0322 51 60 60; 595526060
fb Carapsmedline.ge
insta This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it


მადონა ბაკურაძე
მადონა ჯუღელი
ალექსანდრე კალანტაროვი
მარინა ოჟოგინა, ნინო გოგიბერიძე
ლანა ლეთოდიანი
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იყო შეფ-მზარეული
ნიშნავს...
იყო შეფ-მზარეული ნიშნავს...
09:43 / 25.09.2020
ყველა თაობას ლიტერატურაში
საკუთარი გამორჩეული ავტორი ჰყავს. თუ ჩვენ ვაღმერთებდით მარკ ტვენს,
ჟიულ ვერნის, დიუმას, მაინ რიდს და სხვებს - თანამედროვე სამყაროში ამ
ავტორების საკულტო წიგნები ცხადია თავის სიმაღლეზე რჩენიან, თუმცა
ჩვენი შვილებისთვის მეტი პოპულარობით სხვა ავტორები სარგებლობენ.
ყველა თაობას ლიტერატურაში საკუთარი გამორჩეული ავტორი ჰყავს. თუ ჩვენ ვაღმერთებდით მარკ ტვენს, ჟიულ ვერნის, დიუმას, მაინ რიდს და სხვებს - თანამედროვე სამყაროში ამ ავტორების საკულტო წიგნები ცხადია თავის სიმაღლეზე რჩენიან, თუმცა ჩვენი შვილებისთვის მეტი პოპულარობით სხვა ავტორები სარგებლობენ.
10:30 / 14.09.2020
სწორედ ეს არის
სწორედ ეს არის "ნავნეს" მთავარი სათქმელი, რომელსაც კომპანიის გუნდი მომხმარებელს უგზავნის.
14:12 / 18.08.2020
იცით რამდენჯერ დავიწყე ამ წერილის
წერა?
იცით რამდენჯერ დავიწყე ამ წერილის წერა?
14:44 / 14.08.2020
რუბრიკა
რუბრიკა "სარკევ, სარკევ" ტელეწამყვან ნინო თოლოდავას დღის რუტინის შესახებ გიამბობთ. ნინო სახის კანის მოვლის საკუთარ გამოცდილებაზე გვიყვება.
14:35 / 14.08.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
პროფესია შეფი
იყო შეფ-მზარეული ნიშნავს...
09:43 / 25.09.2020
მაკო ჯაოშვილის ბედნიერების პარადიგმა
ცხოვრებაში შემთხვევით ხომ არაფერი ხდება, - ასე დავასრულეთ ინტერვიუ მე და ჩემმა რესპონდენტმა, მაკო ჯაოშვილმა.
14:05 / 13.08.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« სექტემბერი 2020 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.8292
TRY
TRY
1
0.4276
USD
USD
1
3.2897
ამინდი
ბორჯომი 13 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ახალქალაქი 10 °C
img
გამოწერა