City News
უკვე იყავი "შუაგულში"?
დღეს ის უკვე ერთ-ერთი ყველაზე ამოჩემებული და საყვარელი ადგილია. თბილისიდან 25 წუთის სავალზე, მუხრანის ველის შუაგულში მდებარე ეს ულამაზესი სივრცე, მართლაც უნიკალურია.

თავდაპირველად, აქ დეკორატიული მცენარეების სანერგე გაშენდა, რომელსაც წყლის რეზერვუარი სჭირდებოდა. ამოჭრილი რეზერვუარი იმდენად ლამაზი გამოვიდა, რომ მისი გადიდება გადაწყდა და შედეგად, "შუაგულის" ტბა დაიბადა. ისტორია აქვს გულის კუნძულსაც: ტბის გადიდებისას, მიწა დაგროვდა. ერთ მხარეს მან გულის ფორმა მიიღო და და სახელწოდებაც თავისთავად წამოვიდა - "გულის კუნძული".

აქაურობის გაცნობის რამდენიმე ვერსიაა და ყველა საინტერესო და მიმზიდველი. გხვდებათ დიდ ტერიტორიაზე გადაშლილი სანერგე, სადაც 25 000 ძირი მცენარე ხარობს. მათი 90 % მარადმწვანეა. ხარობს აქ ასე პოპულარული საკურა, დეკორატიული ვაშლის ხე, ვერცხლისფერი ნაძვები და მარადმწვანე ტუიები. მხოლოდ შუაგულში ბინადრობს წითელფოთლა მუხა, წელიწადში რამდენჯერმე რომ იცვლის ფერს.

ხშირად სტუმრები ბალახზე ფეხით გავლის ნებართვას ითხოვენ, რაზეც აქაურობის მასპინძლებს ეღიმებათ. არათუ შეიძლება, აუცილებლობაცაა. მთელი ეს ტერიტორია დასვენებისა და ახალი შეგრძნებების დაუფლებისთვისაა მოგონილი, თითქოს. თან პრაქტიკული დატვირთვით. ულამაზესი მცენარეები, ხეები და თვით რულონური გაზონი - ყველაფრის ყიდვა შეიძლება. შეიძლება ოჯახის წევრებთან ერთად სხვადასხვა ტიპის საინტერესო მასტერკლასზე დასწრება, იქნება ეს თევზაობის თუ მცენარეების დარგვა-მოვლის შესწავლა.

იმთავითვე სივრცეს დაერქვა ასე - "შუაგული Events&Garden", ეს მანიშნებელია იმისა, რომ აქ ნებისმიერი სახის თავყრილობის, საღამოს, კონცერტის, ქორწილის, დაბადების დღის თუ უბრალოდ, გართობის დაგეგმვაა შესაძლებელი.

აი, მოდიან წყვილები. დადიან უზარმაზარი ტბის ირგვლივ, ათვალიერებენ ტერიტორიას და ათასი იდეა მოდის. იქით დიდ და გაშლილ მინდორზე ღია სცენაა, იქ გულის კუნძული რომანტიკული ვახშმისთვის ან სიყვარულის ახსნითვის და ცხადია, ხელისმოწერისთვის. სადაც არ გაიხედავთ, ყველგან იდეალური ფონია ფოტოების გადასაღებად, რასაც აქაურობის სტუმრები აკეთებენ კიდეც.

ყველა პანდემიის დასრულებას ელოდება. მათ შორის, "შუაგულიც". ის საქართველოში ჩამოსული სტუმრებისთვის ერთ-ერთი საინტერესო ადგილი იქნება თავისი მარნით, აქ ჩამოსხმული ღვინოებით, სხვადასხვა ქართული კერძის მომზადების მასტერკლასითა თუ იქვე გაშენებული ბაღ-ბოსტნით. ზაფხულში ამოქმედდა ღია აუზი და ღია კაფეც, გემრიელი და ხარისხიანი სამზარეულოთი. სტუმრები "შუაგულს" დილიდან ჯავშნიან - ჯერ აუზი, შემდეგ, სურვილისამებრ, ან თევზაობა ან მებაღეობა-მებოსტნეობა ან მხოლოდ რუჯი ან უბრალოდ, მოლზე წამოწოლა ან ტბის ირგვლივ სეირნობა... დასვენება, ერთი სიტყვით.

სავარაუდოდ, შემოდგომით ამოქმედდება აქაურობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და მრავალფუნქციური ადგილი, სამსართულიანი, დიდი ივენთსივრცე. პირველ სართულზე, დიდვიტრაჟებიან დარბაზში იდეალური გახმოვანებით, პროფესიონალური სცენით, კულისებითა და განათებით, დიდი ქორწილების, კორპორაციული საღამოების და კონცერტების გამართვა იქნება შესაძლებელი. დარბაზი 300 ადამიანს დაიტევს, ხოლო ვიტრაჟრების გახსნის შემთხვევაში, სტუმართა რაოდენობა 500-იც კი შეიძლება იყოს.

მეორე სართული შედარებით მცირე მოცულობისაა, დაახლოებით ას სტუმარზეა გათვლილი. იმავე შენობაშია სატრენინგო ოთახი და ლაუნჯსივრცე, კარაოკე ბარით. თბილისთან სიახლოვე და ირგვლივ გაშლილი ულამაზესი, გამწვანებული ტერიტორია, ამ ადგილს მართლაც უკონკურენტოს ხდის.

აქ მოსულ სტუმრებს უკვირთ, რატომ არ აშენდა ასეთ დიდ ტერიტორიაზე სასტუმრო. მასპინძლები გვიყვებიან, რომ ეს ადგილი იმთავითვე იყო ჩაფიქრებული, როგორც დასვენების, წვეულებების განსაკუთრებული ზონა და სასტუმროც არა ტიპიური, არამედ "გლემპინგის" კონცეფციის უნდა ყოფილიყო, რაც გლამურულ კემპინგს ნიშნავს. დღეს "შუაგულის" ტერიტორიაზე 6 პრემიუმ კლასის, ეკოლოგიურად სუფთა კოტეჯი დგას. ახლო მომავალში მათი რაოდენობა 15-მდე გაიზრდება. ამდენად, საშუალო ზომის წვეულების სტუმართა გარკვეულ ნაწილს, თუ თქვენი სურვილი იქნება, ამ საოცრებაში მაინც დატოვებთ.

- როდის იგეგმება "შუაგულის" პრეზენტაცია? - ვეკითხებით სტუმრობის დასასრულს ჩვენს მასპინძლებს.

- ვფიქრობთ, სექტემბრის ბოლოს ჩვენ ერთმანეთს აუცილებლად შევხვდებით. შევხვდებით დიდ და მხიარულ პრეზენტაციაზე. იქამდე კი, გელოდებით ოჯახებთან და თქვენს მეგობრებთან ერთად. წინ მთელი აგვისტოს თვე გვაქვს.
ტექსტი: ნატალია ყიფიანი
ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ანა შელია და ელი ლომიძე. 
ანა შელია და ელი ლომიძე. 
07:23 / 02.08.2021
პროფესიით რესტავრატორმა ანი
შეროზიამ, სულ ერთი წელია, რაც საკუთარი ხელით შექმნილი ინტერიერის
ნივთების სახელოსნო
პროფესიით რესტავრატორმა ანი შეროზიამ, სულ ერთი წელია, რაც საკუთარი ხელით შექმნილი ინტერიერის ნივთების სახელოსნო "აზურიტი" დააფუძნა.
07:00 / 30.07.2021
უკვე 10 წელია,
iTechnics -ი ბაზარზე ლიდერის ფუნქციას ინარჩუნებს.
უკვე 10 წელია, iTechnics -ი ბაზარზე ლიდერის ფუნქციას ინარჩუნებს.
16:34 / 28.07.2021
ვისაც 90-იანი წლები ახსოვს, ისიც
ემახსოვრება როგორი იყო მაშინდელი თბილისი, ნაომარი, პარაფინის
სანთლებით განათებული, უცნაურად მძიმე და უცნაურად საინტერესოც.
ვისაც 90-იანი წლები ახსოვს, ისიც ემახსოვრება როგორი იყო მაშინდელი თბილისი, ნაომარი, პარაფინის სანთლებით განათებული, უცნაურად მძიმე და უცნაურად საინტერესოც.
07:05 / 27.07.2021
გამარჯობა. მე ვარ ქეთა მიქელაძე,
გამარჯობა. მე ვარ ქეთა მიქელაძე, "სითის" გუნდის ახალი წევრი.
05:23 / 26.07.2021

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
Baby ბუმი 2021
ანა შელია და ელი ლომიძე. 
07:23 / 02.08.2021
WORKING MOMS OF WORLD CLASS
World class-ში, ალბათ, თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელი ვარჯიშობს. ბევრ მათგანს ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. აქ ასევე, დადის ბევრი საქმიანი და ძალიან ლამაზი ქალბატონი, რომლთა მთავარი პროფესია დედობაა.
07:41 / 29.07.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2021 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6906
TRY
TRY
1
0.3712
USD
USD
1
3.1042
ამინდი
ბორჯომი 16 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ახალქალაქი 10 °C
img
გამოწერა