City News
აბა, როგორ ხართ?
იცით რამდენჯერ დავიწყე ამ წერილის წერა?

ბევრჯერ

იცით ჯერ კიდევ როდის?

სადღაც, კარანტინის მესამე თვიდან, მაისში.

ახლა რომელი თვეა? ივლისი. რიცხვი - 16. დრო - დილის 9 საათი. ადგილი - ჩემი შინდისის ღია ვერანდა. მაგიდაზე მხოლოდ წყალი, ყავა და ლეპტოპი.

იცით რამდენი ვიფიქრე რომელი ფოტო გამეშვა სარედაქტოროდ? - ბევრი. რეალურად, არ მაქვს სარედაქტორო ფოტო. ვერ და არ მოვიცალე. არადა, დრო იყო თავზესაყრელად. მე არ ვიყავი მზად, უბრალოდ.

წერილი, რომლითაც მე და თქვენ ერთმანეთს უნდა შევხვედროდით, ერთი ასჯერ მაქვს დაწერილი ფიქრებში, ღამე ან გამთენიისას. კარანტინის დროს და მერეც.

ვის ვწერ ამ წერილს?

გოგოებს. ჩემხელებს, პატარებს, უფრო დიდებს და კიდევ უფრო დიდებს. არანაირი კვოტა აქ არაფერ შუაშია. მე თქვენთან მაქვს მოსაწერი, რადგან ვგრძნობ, რომ სწორედ ამ წერილმა უნდა გიპოვოთ თქვენ. ისინი, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდა ან ჯერ კიდევ უჭირს.

- მიშკა, რაზე ვოცნებობ, იცი?

- აბა, რაზე

- აი, იყოს ახლა შაბათის ან კვირის დილა, საერთოდ არაფერი საქმე არ გვქონდეს, ვიყოთ შინდისში, არაფერზე ვფიქრობდეთ და ვისვენებდეთ.

ბოლო რამდენიმე წელია ისმოდა ეს ფრაზა.

ფრთხილად, ჩვენს სურვილებთან!

შინდისიც იყო, შაბათიც, კვირაც, დილაც და შუადღეც. ერთი დიდი და დაუსრულებელი უქმე დღე იყო. მე მაინც მგონია, რომ ჩვენ, ყველამ, მეტ-ნაკლებად ერთი გზა გამოვიარეთ და გავდივართ.

დავიწყეთ ისტერიული ხეხვა-ლაგებით, გადმოლაგებით, დახარისხებით, თმის, სახის და სხეულის ბუნებრივი წესებით მოვლით, თანდართული ფრაზებით -"დაისვენოს ჩვენმა ძვირფასმა თავმა". გადმოვალაგეთ ნივთები, ფოტოარქივები, დავიწყეთ ან გავაგრძელეთ კულინარია, ჩამოვწერეთ ფილმები, სერიალები... ვუყურებდით გადაცემებს, დავხეტიალობდით ფეისბუქში. პარალელურად, ვფიქრობდით ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობაზე, მათ დაცვაზე, მათზე ზრუნვაზე. ვფიქრობდით კრედიტებზე - დამთავრდება ეს საშეღავათო პერიოდი და მერე? ვფიქრობდით საქმეზე - როგორ, რანაირად გავქაჩავთ? რთული იქნება, ძალიან. ვფიქრობდით ბავშვებზე - ჩაერთო ზუმში, თუ ისევ დავაგვიანეთ. - მოვიდა "ლინქი"? - დავალება გააკეთა? - ეს გაჯეტები რატომ ვუყიდე, რატომ? - როგორ მოპუტკუნდა ბავშვი, აბა რა იქნება, მთელი დღე ზის ეკრანს მიჩერებული. არა უშავს. აი, ხვალიდან ვარჯიშს დავაწყებინებ აქვე, სახლში, რაღაც მაგარს მოვიფიქრებ... მოდიოდა "ხვალ" და თავიდან ხეხვა, ლაგება, ზუმ-გაკვეთილების გაკონტროლება და ასე...

- დამშვიდდით და მოდუნდით. ზაფხული არ იქნება, ფორმაში ჩადგომაც გადადეთ - ხუმრობდნენ ფეისბუქმიმები ეკრანებიდან. ისტერიულ კვებას პერიოდულად შიმშილობისა და დიეტის დღეები მოჰყვებოდა. ჯინსებს - გაწელილი შარვლები და მოთხლაშული, უფორმო პულოვერები, ჰუდები, მაისურები... მერე, ღამით ან დილით ინსტაგრამიდან ათოსანი იოგა-გოგოები ვარჯიშის ბოლო კადრზე რომ აწერდნენ Done ხვდებოდი, რომ არსადაც არ მიდის ეს ზაფხული. ეს "გაკეთებულია" თავში გირტყამდა პირდაპირ. რა "დან", რის "დან"....

სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა და კარანტინში ფრონტის წინა ხაზზე მომუშავეთა მთელი არმიის გარდა, გმირობის ორდენი, მე თუ მკითხავთ, ქალებს ეკუთვნით. მათზე გადაიარა მთელმა ამ ორომტრიალმა სახლებში. ამ ორომტრიალის დროს მოწოლილმა ფიქრებმა და შინაგანმა ღელვამ. ღელვამ, რომ ამ პერიოდმა ყველაზე უმტკივნეულოდ უნდა ჩაიაროს მათი ახლობლებისთვის.
ღამე მოწოლილი ფიქრები....

მეფიქრებოდა ოჯახურ ძალადობაზე და ამ ოჯახის წევრებზე. ქალებზეც, ცხადია, მაგრამ უფრო პატარა ბავშვებზე, რომლებსაც ძალადობის მომენტებში საშველად აღარც ეზო ჰქონდათ, აღარც ბაღი, არც სკოლა, არც მეზობელი. მეფიქრებოდა ამ ძალადობაში ან სიმარტოვეში დარჩენილ მოხუცებზე. მძიმე იყო, ძალიან მძიმე.

მეფიქრებოდა ქალებზე, ამ მძიმე პერიოდში, ასაკიდან გამომდინარე, ჰორმონალური პრობლემები რომ გაუმძაფრდათ. ჩვენთან როგორაა, არა? ამ თემებზე ხომ არავინ ლაპარაკობს. სადღაც, 45-დან 55 წლამდე დაწყებულ ბუნებრივ პრობლემებს ხომ ყველა მალავს. ფეისბუქ, ინსტაგრამ, სატელევიზიო ეკრანებიდან ხომ ყველა ბედნიერად და ძლიერად გამოიყურება. არაა ასე, დამიჯერეთ. ვიდრე ამ წერილს დავწერდი, ბევრს ველაპარაკე, ძალიან. მე ზუსტად ვიცი, რა ემოციურ პერიპეტიებს გადიხართ. ერთი ასად მძაფრდება ყველა ღელვა და ფიქრი. ვერც ვერავის ეუბნებით ("ტეხავს" ახლა, ამას როგორ შევიმჩნევთ) და ხართ თქვენი საქმეებისა და განცდების პირისპირ მარტო. დასპონსორებული სამედიცინო სტატიები ხომ შუა ასაკის ქალთა პრობლემებზე არასდროს წერენ. გეგონება ეს ქალები არ არსებობენ, გეგონება პატარა თუ საშუალო ასაკის გოგოები არ გაიზრდებიან და მომავალში მათ არ გაუჩნდებათ კითხვები. სამწუხაროდ, ხშირად ხეირიანი პასუხის გამცემი ბევრი არ არის ან, არის და მათ ჩვენ არ ვიცნობთ. ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე ამ ქალურ თემებზე "ცნობილებიდან" პირველს დამეწერა. გადაწყვეტილი მაქვს ეს თემები კარგად შევისწავლო. ერთი დიდი და საინტერესო პლატფორმა გავხსნა ჩემი საყვარელი "სითის" ბაზაზე და ვილაპარაკოთ. ამ პლატფორმაზე, რომლის ფორმატზე ჯერ კიდევ ვფიქრობ, ჩვენ ყველაფერს განვიხილავთ: ყველა ასაკის გოგოების თემებს, სამედიცინოდან დაწყებული, განათლებით გაგრძელებული და საინტერესო საქმით/ სამსახურით დასრულებული.
სამი ამბავია ჯანმრთელობის შემდეგ მნიშვნელოვანი, რაზეც დგას ეს ჩვენი ცხოვრება, ჩემი აზრით, ცხადია.

პირველი, ესაა ნამდვილი სიყვარული ოჯახის წევრთა შორის, სადაც დილიდან ღამემდე ერთად გატარებული მეასამოცე დღეც, პრობლემების მიუხედავად, ყველაზე ძვირფასია.

მეორე, "ჩემი სახლი, ჩემი ციხესიმაგრეა" - ეგრეა ზუსტად. და არ აქვს მნიშვნელობა ეს ციხესიმაგრე ერთოთახიანია თუ სამსართულიანი. პანდემიამ გვაჩვენა, რომ ის შენი უნდა იყოს, (საკუთრებას არ ვგულისხმობ), შენი თავისი არსით, გარემოთი, ყოველი კუთხით, კედელზე დაკიდებული სურათით თუ საყვარელი ჭიქით. ამიტომ, სახლსაც მაგრად უნდა მოვეფეროთ და მოვესიყვარულოთ.

მესამე და არ ვიცი, მგონი იმ ორზე არანაკლებ მთავარი - რიტმი. ამ ნომერში ამ სიტყვას, ალბათ, მეასედ ვიყენებ. რიტმის გარეშე არაფერია ადამიანი. ეს რიტმია დილაუთენია რომ წამოხტები, უცებ ყველაფერს რომ მოასწრებ და სამსახურისკენ გაექანები. ეს რიტმია ბავშვებს სკოლაში რომ გაუშვებ და საოჯახო საქმეებს მიუბრუნდები. ეს რიტმია მინიმალური თავის მოვლა, შენი გადაცემების ყურება, შენი გაკვეთილების გაკეთება, შენი ახლობლის მოვლა, შენი ძაღლის გასეირნება, სოფლიდან თბილისისკენ პროდუქტების წამოღება. არ დაკარგოთ ეს რიტმი, რაც არ უნდა მძიმე იყოს. თუ ძველ რიტმს ვეღარ ეგუებით, ან ის აღარ არის, რადგან სამსახური დაკარგეთ - ახალი მოიგონეთ. მერწმუნეთ, თქვენ გარდა მას არავინ შეგიქმნით.

ჩემი რიტმის დაწყება ჩემი ჟურნალი იყო. ამ გაქანებულ კრიზისში ბეჭდური მედიის ბედი კიდევ უფრო დამძიმდა, თითქოს. ამავდროულად, ონლაინ ცხოვრებას ცოტა მობეზრებულები მივხვდით, რომ პირადი კონტაქტი, იქნება ეს პირადი შეხვედრები, სწავლა-განათლება, საყიდლებზე გასვლა, დაბადების დღეები თუ ჩვენი "სითის" შემთხვევაში, ჟურნალის გადაფურცვლა, ძლიერ მნიშვნელოვანია. ამაში "სითის" მეგობართა და პარტნიორთა მთელი არმია დამეთანხმა. მათი დიდი ნაწილი აქ არის, ზაფხულის "სითიში". აქ არის მოყოლილი ძლიერი და წარმატებული კომპანიების ისტორიები. როგორ გადალახეს, როგორ მუშაობდნენ და რა არის მთავარი პოსპანდემიურ სიტუაციაში. მათ ყველას დიდი მადლობა. მათი და ყველა ჩვენგანის გარეშე, არ იქნებოდა პოსტპანდემიური, მწვანე და განსაკუთრებული საქართველო. ყველა ასე რომ გაგვაკვირვა თავისი ათოსნობით. საქართველო მართლაც გამორჩეულია მთელ მსოფლიოში და, ამავდროულად, ამ მსოფლიოს ორგანული წევრი. სწორედ ამ თემას ეძღვნება ნიჭიერი გოგოების სპეციალური ფოტოპროექტი, სახელად - "საქართველო და მსოფლიო, 2020". ის და მთელი ჟურნალი ჩემთვის ახალი რიტმის დასაწყისი იყო, რომელშიც თავიდან ნელი ნაბიჯებით ჩავერთე, ჩავერთე და მიშველა. რიტმმა მიშველა, ცხოვრების რიტმმა. იმედი მაქვს, თქვენც გიშველით და თქვენც მოიმართებით.

და კითხვაზე, "აბა, როგორ ხართ?", აუცილებლად მიპასუხებთ

- ყველაზე მაგრად, ეკა!

P.S. Done Done Done . . .
ტექსტი: ეკა ხოფერია
ფოტო:სოფო პაპიაშვილი


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იყო შეფ-მზარეული
ნიშნავს...
იყო შეფ-მზარეული ნიშნავს...
09:43 / 25.09.2020
ყველა თაობას ლიტერატურაში
საკუთარი გამორჩეული ავტორი ჰყავს. თუ ჩვენ ვაღმერთებდით მარკ ტვენს,
ჟიულ ვერნის, დიუმას, მაინ რიდს და სხვებს - თანამედროვე სამყაროში ამ
ავტორების საკულტო წიგნები ცხადია თავის სიმაღლეზე რჩენიან, თუმცა
ჩვენი შვილებისთვის მეტი პოპულარობით სხვა ავტორები სარგებლობენ.
ყველა თაობას ლიტერატურაში საკუთარი გამორჩეული ავტორი ჰყავს. თუ ჩვენ ვაღმერთებდით მარკ ტვენს, ჟიულ ვერნის, დიუმას, მაინ რიდს და სხვებს - თანამედროვე სამყაროში ამ ავტორების საკულტო წიგნები ცხადია თავის სიმაღლეზე რჩენიან, თუმცა ჩვენი შვილებისთვის მეტი პოპულარობით სხვა ავტორები სარგებლობენ.
10:30 / 14.09.2020
სწორედ ეს არის
სწორედ ეს არის "ნავნეს" მთავარი სათქმელი, რომელსაც კომპანიის გუნდი მომხმარებელს უგზავნის.
14:12 / 18.08.2020
რუბრიკა
რუბრიკა "სარკევ, სარკევ" ტელეწამყვან ნინო თოლოდავას დღის რუტინის შესახებ გიამბობთ. ნინო სახის კანის მოვლის საკუთარ გამოცდილებაზე გვიყვება.
14:35 / 14.08.2020
დღეს ის უკვე ერთ-ერთი ყველაზე
ამოჩემებული და საყვარელი ადგილია. თბილისიდან 25 წუთის სავალზე,
მუხრანის ველის შუაგულში მდებარე ეს ულამაზესი სივრცე, მართლაც
უნიკალურია.
დღეს ის უკვე ერთ-ერთი ყველაზე ამოჩემებული და საყვარელი ადგილია. თბილისიდან 25 წუთის სავალზე, მუხრანის ველის შუაგულში მდებარე ეს ულამაზესი სივრცე, მართლაც უნიკალურია.
14:30 / 14.08.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
პროფესია შეფი
იყო შეფ-მზარეული ნიშნავს...
09:43 / 25.09.2020
მაკო ჯაოშვილის ბედნიერების პარადიგმა
ცხოვრებაში შემთხვევით ხომ არაფერი ხდება, - ასე დავასრულეთ ინტერვიუ მე და ჩემმა რესპონდენტმა, მაკო ჯაოშვილმა.
14:05 / 13.08.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« სექტემბერი 2020 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.8292
TRY
TRY
1
0.4276
USD
USD
1
3.2897
ამინდი
ბორჯომი 13 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ახალქალაქი 10 °C
img
გამოწერა