City News
შესანიშნავი ხუთეული - საკითხავი თქვენი შვილებისთვის
ყველა თაობას ლიტერატურაში საკუთარი გამორჩეული ავტორი ჰყავს. თუ ჩვენ ვაღმერთებდით მარკ ტვენს, ჟიულ ვერნის, დიუმას, მაინ რიდს და სხვებს - თანამედროვე სამყაროში ამ ავტორების საკულტო წიგნები ცხადია თავის სიმაღლეზე რჩენიან, თუმცა ჩვენი შვილებისთვის მეტი პოპულარობით სხვა ავტორები სარგებლობენ.
ბავშვებისთვის წიგნების შერჩევისას, პირველი, რაც ვისწავლე - კითხვის არ დაძალებაა. თუ ბავშვს კონკრეტული წიგნი არ მოსწონს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვაიძულოთ მისი წაკითხვა, მხოლოდ იმიტომ, რომ თავად სწორად მიგვაჩნია.
ბავშვს უნდა მივცეთ არჩევანის საშუალება და გავუშვათ თავისუფალ ცურვაში. ის თავად იპოვის გზას საყვარელ წიგნამდე და ეს გზა აუცილებლად მიიყვანს მას კითხვის სიყვარულამდეც.

დღეს მე გირჩევთ ხუთ წიგნს 13 წლამდე ასაკის ბავშებისთვის, რომლებმაც პატარებისგან დიდი სიყვარული და ერთგულება დაიმსახურა.

ჩვენი ხუთეული ასეთია

1. მსოფლიო ბესტსელერი, ჯეფ კინის "წრიპა ბიჭის დღიური". მან გაყიდვების კუთხით მსოფლიოში ლამის გადატრიალება მოახდინა. წიგნი ადამიანურ ურთიერთობაზე, მეგობრობაზე, სკოლასა და ყოველდღიურ თავგადასავლებზე მოგვითხრობს. თავად წიგნის ავტორი, ჯეფ კინი, მისი წიგნების პოპულარობას ასე ხსნის: "კითხვა სახალისოა – ეს არის ერთადერთი გაკვეთილი, რომელიც მინდა ბავშვებს ჩემი წიგნებით ვასწავლო".

2. ინგლისელი მწერლის, ენიდ ბლაიტონის, "ცნობილი ხუთეულია". წიგნი ამ ავტორის ნაწარმოებებიდან დღეს ყველაზე მეტად პოპულარულია და მსოფლიოს მასშტაბით უკვე 600 მილიონზე მეტი ეგზემპლიარია გაყიდული. წიგნი დაუვიწყარ თავგადასავლებში მოგზაურიბის საუკეთესო საშუალებაა და მისი ყველა პერსონაჟი წარმოუდგენლად საინტერესო.





3. ახლა კი დროა გადავინაცვლოთ ამომავალი მზის ქვეყნისკენ და იაპონური კულტურის განუყოფელი ნაწილი - "მანგა" განვიხილოთ. "მანგა" იაპონური კომიქსებია, რომელიც თავის სტილითა და ფილოსოფიით აბსოლუტურად განსხვავებულია ჩვეულებრივი კომიქსებისგან. მისმა კითხვამ მოიცვა დღეს სრულიად ევროპისა და ამერიკის ახალგაზრდობა. მანგა უკვე საქართველოშიც იციან და მოზარდ ბავშებში ამ ილუსტრირებული წიგნის კითხვა განსაკუთღებით საინტერესო თავშესაქცევი გახდა. რადგან ჩვენს წიგნის მაღაზიებში "მანგა" ჯერ გავრცელებული არ არის, შეგიძლიათ მისი გამოწერა ან ვებ მანგის წაკითხვა.





4. ამ ხუთეულში გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლი ჩემი ბავშვობის საყვარელ ავტორს ასტრიდ ლინდგრენს, რომლის წიგნების თარგმანების ფუფუნებაც დღეს უკვე გვაქვს და შეგვიძლია ბავშვებს მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ. ამჯერად წიგნს "ლოტა აურზაურის ქუჩიდან" გირჩევთ. ეს წიგნი ჩემმა 8 წლის გოგომ რომ წაიკითხა, მთელი თვეები შთაბეჭდილებების ქვეშ იყო. ჰო, ცხადია ლინდგრენს აქვს ის მაგიური ძალა, რომელიც მუდმივად მისი ტექსტების ტყვეობაში გვაცხოვრებს.


5. ჩემი მეხუთე წიგნი "საბავშო ფენტეზის" მოყვარული ბავშვებისთვის ნამდვილი საჩუქარია. ცნობილი ინგლისელი ანიმატორისა და მწერილის, პიტერ ბანზლის, "მექანიკური გული" დაუვიწყარ და საიდუმლოებებით მოცულ სამყაროში გამოგზაურებთ, სადაც ბავშვები არაერთი სახიფათო ამბის მკითხველი ხდებიან. ეს არის წიგნი ,რომლის ყველა მომდევნო გვერდი - ახალი თავგადასავალია.




ნათია გაბუნია


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იყო შეფ-მზარეული
ნიშნავს...
იყო შეფ-მზარეული ნიშნავს...
09:43 / 25.09.2020
სწორედ ეს არის
სწორედ ეს არის "ნავნეს" მთავარი სათქმელი, რომელსაც კომპანიის გუნდი მომხმარებელს უგზავნის.
14:12 / 18.08.2020
იცით რამდენჯერ დავიწყე ამ წერილის
წერა?
იცით რამდენჯერ დავიწყე ამ წერილის წერა?
14:44 / 14.08.2020
რუბრიკა
რუბრიკა "სარკევ, სარკევ" ტელეწამყვან ნინო თოლოდავას დღის რუტინის შესახებ გიამბობთ. ნინო სახის კანის მოვლის საკუთარ გამოცდილებაზე გვიყვება.
14:35 / 14.08.2020
დღეს ის უკვე ერთ-ერთი ყველაზე
ამოჩემებული და საყვარელი ადგილია. თბილისიდან 25 წუთის სავალზე,
მუხრანის ველის შუაგულში მდებარე ეს ულამაზესი სივრცე, მართლაც
უნიკალურია.
დღეს ის უკვე ერთ-ერთი ყველაზე ამოჩემებული და საყვარელი ადგილია. თბილისიდან 25 წუთის სავალზე, მუხრანის ველის შუაგულში მდებარე ეს ულამაზესი სივრცე, მართლაც უნიკალურია.
14:30 / 14.08.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
პროფესია შეფი
იყო შეფ-მზარეული ნიშნავს...
09:43 / 25.09.2020
მაკო ჯაოშვილის ბედნიერების პარადიგმა
ცხოვრებაში შემთხვევით ხომ არაფერი ხდება, - ასე დავასრულეთ ინტერვიუ მე და ჩემმა რესპონდენტმა, მაკო ჯაოშვილმა.
14:05 / 13.08.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« სექტემბერი 2020 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.8292
TRY
TRY
1
0.4276
USD
USD
1
3.2897
ამინდი
ბორჯომი 13 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ახალქალაქი 10 °C
img
გამოწერა