City News
პროფესია შეფი
იყო შეფ-მზარეული ნიშნავს...

ერთი შეხედვით, იყო შეფ-მზარეული ნიშნავს ყოველდღიურად, საათობით ფეხზე დგომას და კერძების მზადებას. მაგრამ, რეალურად, ბევრად მეტია. ეს არის ვნების, კრეატიულობის, ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების ნაზავი.

ეს პროფესია ითხოვს წლების გამოცდილებას და ბევრ შრომას. ზოგადად, ამ ინდუსტრიაში ძალიან კონკურენტული გარემოა. ამიტომ, თუ გინდა რომ გამორჩეული შეფი იყო, ყველა პატარა დეტალს უნდა მიაქციო ყურადღება. რა თქმა უნდა, ნებისმიერ პროფესიას აქვს მინუსები და პლუსები მაგრამ, თუ შეფობა შენი საოცნებო პროფესიაა, ის აუცილებლად შეგიყვარდება. ხშირად ვამბობ ხოლმე და უკვე ჩემი საფირმო ფრაზაც კი გახდა - "კულინარია არასდროს ყოფილა ჩემი მისწრაფება, უბრალოდ, ეს არის გზა, რომლითაც საკუთარ თავს გამოვხატავ"

საყვარელი ინგრედიენტები, რომლითაც კერძის მომზადება ყოველთვის გსიამოვნებთ

ჩემი ფესვები ხმელთაშუა ზღვიდან მოდის. ამიტომ, რა თქმა უნდა, თევზი და ზღვის პროდუქტები. მაგრამ განსხვავებული ინგრედიენტებით თამაშიც მიყვარს, რადგან დავიბადე და გავიზარდე უმბრიაში, იტალიაში.

სამუშაო პროცესის დროს, რომელია თქვენთვის ყველაზე ბედნიერი წუთები?

როდესაც ჩემი გუნდი ბედნიერია, რადგან მათი განწყობა აისახება კერძზე, რომელსაც ვქმნი.

რა ხდება თქვენი სახლის სამზარეულოში, რას ამზადებთ ყველაზე ხშირად?

თითქმის ყველაფერს. ჩემი საუზმეა იოგურტი, გრანოლა და ხილი. სადილად აუცილებლად პასტა, ნებისმიერი სახის. ასევე ვამზადებ ხოლმე სალათებს, ფრინველის ხორცს, ზღვის პროდუქტებს...

რჩევა დამწყებ/მოყვარულ კულინარებს

გახსოვდეთ, რომ გენიალურობა სიმარტივეშია.

რა გაძლევთ შთაგონებას ახალი კერძების შესაქმნელად?

ხელოვნება, ისტორია, მოგონებები, ადამიანები და ყოველდღიური, ყოფითი მოვლენები.

გემო, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ

ბებიაჩემის მომზადებული კვირადღის ლანჩი - გვინეური ციცარი, შემწვარ კარტოფილთან ერთად.

რა არის ყველაზე რთული ამ პროფესიაში?

იყო კარგი მენეჯერი - სამართლიანი შენი გუნდის მიმართ და კარგი მასწავლებელი, ნარცისიზმის გარეშე. ამ უნარ-ჩვევების გამომუშავებას წლების გამოცდილება სჭირდება.

რომ შეგეძლოთ ნებისმიერი სამი ადამიანი დაპატიჟოთ ვახშამზე, ვინ იქნებოდა ეს სამი ადამიანი და რას მოამზადებდით?

ბებოს, მამას და დედას დავპატიჟებდი. ბებოს და მამას იმიტომ, რომ როდესაც პროფესია შევიცვალე, ისინი უკვე აღარ იყვნენ ცოცხლები და ჩემი კერძები არასდროს გაუსიჯნავთ. დედას იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება ის ამზადებდა ჩემთვის და ამით გამოხატავდა სიყვარულს. სამწუხაროდ, ის ახლახანს გარდაიცვალა. რას მოვამზადებდი? ალბათ, რისი შთაგონებაც იმ მომენტში მეწვეოდა.

როგორია შეფ ენცოს სამუშაო დღე

ამ ეტაპზე შეფების გუნდთან ერთად ვმუშაობ Mercure Tbilisi Old Town, IBIS Styles Tbilisi და რესტორან DINEHALL- ისთვის კერძების ახალი კონცეფციის შემუშავებაზე.

პანდემიის რთულ პერიოდის მიუხედავად, სოციალურ ქსელში სასიამოვნო სიახლეებსაც აანონსებდით...

ახლახანს განვაახლეთ სასტუმრო Mercure Old Town-ის ბოლო სართულზე მდებარე SKY7 Terrace&Lounge Bar. შევიმუშავეთ ახალი მენიუ, რომელიც მდიდარია სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოთი. წარმოდგენილია სალათები, კომბო მენიუები ჰუმუსის და ფხალის დაფების ნაირსახეობით, ტაკო საქონლის ხორცით, პიცა, ბურგერი და ბევრი სხვა. უგემრიელესი კერძების დაგემოვნების გარდა, აქ მოსულ სტუმრებს ულამაზესი ხედები და კოქტეილების ფართო არჩევანი ელოდებათ.

მეორე სასიამოვნო სიახლე კიდევ ერთი ახალი რესტორნის გახსნაა. ამ კვირაში, Mercure Hotel - ის პირველ სართულზე, ვხსნით Asado Steakhouse -ს. რესტორანში განთავსებულია სპეციალური მაცივარი, ხორცის მშრალი წესით დაძველებისთვის. სადაც ხორცს, ამ ტექნოლოგიით დასამუშავებლად, 28 დღის განმავლობაში ვამყოფებთ. გრილ-მენიუში წარმოდგენილი ყველა კერძი, რესტორნის გარე სივრცეში განთავსებულ Josper გრილზე მომზადდება.

სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა დააგემოვნონ ribeye, sirloin and t-bone სტეიკები. თუმცა, მრავალფეროვანი სტეიკების გარდა, მენიუში წარმოდგენილი იქნება ექვსი სახეობის ბურგერი, არგენტინული კრევეტები, სალათების სახეოებები, მათ შორის, ბურატა, ესპანური gambas al ajillo, სიბასის სევიჩე პერუულ სტილში, სტეიკის ტარტარი და კარპაჩიო. სტუმრების გასახალისებლად, გვექნება ცხელ, თუჯის თეფშზე მირთმეული უმი სტეიკის სახეობაც, რომლის მომზადებასაც სტუმრები თავად შეძლებენ საკუთარ მაგიდასთან. რა თქმა უნდა, მენიუში უგემრიელესი დესერტებიც გვექნება, ერთ-ერთია მექსიკური ჩუროსი შოკოლადის დიფით.


ტექსტი: ანა არაბიძე
ფოტო: ამო ქინქლაძე


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
რა მოხდება 29 ოქტომბერს
ჭავჭავაძის #42-ში?
რა მოხდება 29 ოქტომბერს ჭავჭავაძის #42-ში?
07:42 / 28.10.2020
ვახო
მჭედლიძისა და გვანცა დარასელიას ოჯახი, პარტიასთან, აქტივისტებთან,
ნაცნობ-მეგობრებთან ერთად, წინასაარჩევნო პროცესში ძალზედ აქტიურადაა
ჩართული.

ვახო მჭედლიძისა და გვანცა დარასელიას ოჯახი, პარტიასთან, აქტივისტებთან, ნაცნობ-მეგობრებთან ერთად, წინასაარჩევნო პროცესში ძალზედ აქტიურადაა ჩართული.

10:18 / 23.10.2020
პარტიის პროგრამა
პარტიის პროგრამა "თავისუფალმა დემოკრატებმა" ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარადგინეს.
10:39 / 22.10.2020
"ლაბორატორია ჩემი სახლი"
20:02 / 07.10.2020
"ლაბორატორია ჩემი სახლი"
12:03 / 07.10.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
Jo Malone London თბილისის ბუტიკი ერთი წლისაა!
რა მოხდება 29 ოქტომბერს ჭავჭავაძის #42-ში?
07:42 / 28.10.2020
მაკო ჯაოშვილის ბედნიერების პარადიგმა
ცხოვრებაში შემთხვევით ხომ არაფერი ხდება, - ასე დავასრულეთ ინტერვიუ მე და ჩემმა რესპონდენტმა, მაკო ჯაოშვილმა.
14:05 / 13.08.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2020 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ვალუტა
EUR
EUR
1
3.7732
TRY
TRY
1
0.3881
USD
USD
1
3.2327
ამინდი
ბორჯომი 12 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
გამოწერა