City News
Home and The City
"ლაბორატორია ჩემი სახლი"
აღმაშენებლის ხეივანზე, "ლაბორატორია ჩემს სახლში", სიახლეებია. რამდენიმე სართულზე განთავსებულ, თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობ "ლაბორატორიას" ახალი სივრცე დაემატა. ის მეორე სართულზეა და მსოფლიოში ცნობილ, უმაღლესი ხარისხის ახალ ბრენდებს წარმოგიდგენთ. დიზაინერებისთვის და ამ სფეროში ჩახედული ადამიანებისთვის, ბრენდების დასახელებაც საკმარისია წარმოდგენის შესაქმნელად. ეს გახლავთ: ASIADES – ჰოლანდიური კომპანია, ცნობილი რბილი ავეჯის ძალიან ფართო არჩევანით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ "ლაბორატორია ჩემს სახლში" "ასიადესის" ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად მოდელებს ნახავთ. შემდეგი ბრენდი გახლავთ, ასევე ჰოლანდიური, Dutchbone, რომელიც არამხოლოდ ავეჯს და აქსესუარებს აწარმოებს, არამედ ცხოვრების სტილის შემქმნელიცაა. "დაჩბოუნის" შოურუმი ძალიან მრავალფეროვანია. აქ შეარჩევთ, პრაქტიკულად, ყველაფერს: ავეჯს, განათებას, სახლის სხვადასხვა აქსესუარსა და ჭურჭელსაც კი. მესამე ბრენდი, ბრაზილიური Sierra, განთქმულია იმით, რომ უმაღლესი ხარისხის ავეჯს ნატურალური მასალებით ამზადებს. ბრენდი აქცენტს დეტალებზე აკეთებს, რაც მის მოდელებს ორიგინალურს და უნიკალურს ხდის. "სიერას" მოდელებს მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები ქმნიან. მათი რაოდენობა შეზღუდულია, შესაბამისად, მათ მიერ შექმნილი ნივთები, ფაქტობრივად, ექსკლუზიურია.

"სითის" რუბრიკის სამი გმირი ახალ შოურუმში პირველადაა. მათი ხედვები სახლზე, დიზაინზე, განსხვავებულია. თითოეულ მათგანს "ლაბორატორია ჩემი სახლის" ახალ შოურუმში საკუთარი სივრცე უნდა აერჩია.

ქეთი ასათიანი, ინტერიერის დიზაინერი

რამდენი ხანია, რაც ინტერიერის დიზაინით ხართ დაკავებული?

ოფიციალურად, სადღაც, ექვსი წელი. დღეს ჩემი პირადი შოურუმი მაქვს. იქამდე სხვადასხვა შეკვეთაზე ვმუშაობდი, სხვა კომპანიებისთვის. პროფესიით არქიტექტორი ვარ. შეიძლება ითქვას, ამ სფეროში ძალიან დიდი ხანია ვარ.

რით დაიწყო ყველაფერი?

ეს არის სფერო, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მსიამოვნებს. დაიწყო მეგობრების სახლების დაგეგმარებით. დაიწყო ჩემივე სახლით. თავდაპირველად, შეკვეთებს არ ვიღებდი. მერე მეგობრებმა მაიძულეს და ... დაიწყო და დაიწყო. სახლის ინტერიერი, დიზაინი დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. ეს თვისება ძალიან გამძაფრებული მაქვს და ამიტომ, დიდხანს ვერ ვრისკავდი. ბოლოს გავრისკე და გავაკეთე. დღეს ძალიან კმაყოფილი ვარ ამ გადაწყვეტილებით.

დამკვეთი ყოველთვის მართალია?

არა, დამკვეთი არ არის ყოველთვის მართალი. და როდესაც ეს ასე ხდება, ძალიან ვცდილობ დავარწმუნო ამა თუ იმ იდეის სისწორეში. მერე, ბევრჯერ ყოფილა სახლში გადასვლისას რომ უთქვამთ -- კარგი იქნებოდა დაგვეჯერებინაო.

სამი ზონა შევარჩიეთ "ლაბორატორია ჩემს სახლში". მოგვიყევით თითოეულ მათგანზე.

პირველად, კუთხემ მიიპყრო ჩემი ყურადღება მდოგვისფერი სავარძლითა და თითბირის მაგიდით. მდოგვისფერი ძალიან მიყვარს და მას ხშირად ვიყენებ დიზაინში. ზუსტად იგივეს თქმა შემიძლია თითბირზე. ფაქტურების და ფერების იდეალური შეხამებაა.

ბოლო წლებში თითბირი ძალიან მოდური გახდა. რა განსაკუთრებული შტრიხი შეაქვს მას ინტერიერში?

მე სულ მომწონდა თითბირი და ის ათი წლის წინ გაკეთებულ ინტერიერშიც მაქვს გამოყენებული. ფერი მომწონს მისი. ის არ არის ოქროსფერი, რაღაც სხვა ფერი აქვს და თან, დროთა განმავლობაში, იცვლის ფერს, იჟანგება თითქოს. ეს დაძველების ეფექტი მომწონს მასში ძალიან. ამიტომ, ვინც თითბირს ირჩევთ, გაითვალისწინეთ, რომ ის რაღაც პერიოდში შეიცვლის ფერს.

მეორე ზონა. ის, სადაც ჭარბობს სხვადასხვა ტონალობის ვარდისფერი. მოგწონთ ეს ფერი?

ძალიან. ამ სივრცეში ყველაფრი იდეალურია. ფერთა ამ გამასაც ძალიან ხშირად ვიყენებ ინტერიერში. ფაქტურა ხავერდისაა, თავის ეფექტს და კომფორტს აძლევს სახლს. თუმცა, ცხადია, მოსავლელად ცოტა რთულია. მიყვარს ჭუჭყიანი ვარდისფერი და, მასთან კომბინაციაში, ეს ძალიან სიმპათიური მაგიდები, საინტერესო ზედაპირით. ძალიან აქტუალურია ის დღეს, თუმცა ინტერიერში წლები და საუკუნეებია რაც გამოიყენება.

მესამე ზონა. ამ ზონაზე თავიდანვე შეჩერდით. რატომ?

მაგიდა და სკამები
ულამაზესი სკამებია. ჩალის დაწნული სკამები ძალიან მოდურია. უხდება პრაქტიკულად ყველა სტილის ინტერიერს - თანამედროვეს, კლასიკურს. იმდენად სადა და საინტერესოა, რომ ბევრგან გამოიყენებ. მაგიდაც ძალიან ლამაზია. ფორმით, მასალით, ზედაპირით.

თეონა თავართქილაძე, დიზაინერი, ტელეწამყვანი

რომელი ოთახით იწყებთ სახლის დიზაინს?

თავიდან, ერთიანად უნდა ვხედავდე და ასე უნდა წარმოვიდგინო ყველაფერი. მერე უკვე, ნელ-ნელა ჩადიხარ დეტალებში. თითო კუთხეს, თითო კედელს დეტალურად, ცალ-ცალკე აღიქვამ. მთლიანობაში დაბალანსებული, ერთიანი რომ იყოს და ერთმანეთს უხდებოდეს.

"ლაბორატორია ჩემს სახლში" ორი სივრცე აირჩიეთ. დავიწყოთ პირველით.

მე ძალიან მიყვარს თეთრი ფერი ინტერიერში. ის ჩემთვის სისუფთავესთან ასოცირდება. თუმცა, ცალკე, ერთი კედელი მუქი ტონალობის, როგორც ამ სივრცეშია, ძალიან მომწონს. ძალიან მომწონს ხავერდი. ის ჩემთვის ძალიან თბილია, სახლური და, ამავდროულად, ლამაზი.

ძალიან მომწონს სკამების ფორმა და ფერი. მომწონს მაგიდასთან მიდგმული სხვადასხვა ფერის სკამების კომბინაცია. ძალიან საინტერესოა. ამბობენ, ხავერდი ნაკლებად პრაქტიკულია სახლში, თუმცა იმდენად ლამაზი და კომფორტულია, რომ ძალიან ტრენდულია და ბევრ ინტერიერში ვხვდები მას ამ ბოლო დროს. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია იმას ხედავდე ყოველდღიურობაში, რაც მოგწონს. ერთი ასეთი კუთხე, ესთეტიკისთვის, მნიშვნელოვანია რომ არსებობდეს სახლში.

მეორე სივრცე და მისი მთავარი მოქმედი გმირი - სავარძელი.

ნამდვილად, აქ მთავარი გმირი ეს სავარძელია. თუმცა, მასთან ერთად, ამ დაბალი კარადის სარკისებრი ზედაპირიც. ის თანამედროვეა, ხოლო ხის ფაქტურას ძველებურისკენ მიჰყავს. ჩემდა გასაოცად, ეს ხის სავარძელი საოცრად კომფორტულია. თავიდან, მხოლოდ ორიგინალური დიზაინით და ფერით მიიქცია ჩემი ყურადღება. ვფიქრობდი, რომ მას მხოლოდ საინტერესო დიზაინის გამო დავდგამდი სახლში. მაგრამ, ვერ წარმოიდგენთ რამდენად კომფორტულია მასზე ჯდომა. ახალი შოურუმის ეს კუთხე გემოვნებით არის აწყობილი. შავ-თეთრი კედელი, ხე, ოქროსფერი, სარკე. სინთეზი თანამედროვესი და კლასიკურის... თუმცა, ეს ისეთი სინთეზია, რომელსაც ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ. არც უნდა დააკლო და, რაც მთავარია, არ უნდა გადააჭარბო.

ლიკა კვარაცხელია აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი. ტელეწამყვანი

როგორ გეგმავთ სახლის დიზაინს?

12 წლის წინ, ქალაქგარეთ რომ გადავედი საცხოვრებლად, ყველას უკვირდა, როგორ უნდა მეცხოვრა იქ. მე კი ისე მხიბლავდა ის ფაქტი, რომ მექნებოდა ჩემი საკუთარი ეზო, ბაღი, ბოსტანი და ქათმებიც კი, რომ სახლის დიზაინისთვის დიდი ყურადღება არც დამითმია. პირდაპირ გადავედი. ახლა გეგმაში მაქვს ავაშენო ისეთი სახლი, როგორიც მე მინდა. ამ დროის მანძილზე, ზუსტად მივხვდი სად რა მინდა. ასე რომ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის.

სამზარეულო თქვენი ინსტაგრამცხოვრებისა და, ახლა უკვე, სატელევიზიო საქმიანობის ერთ-ერთი წამყვანი თემაა. აღგვიწერეთ თქვენ მიერ "ლაბორატორია ჩემს სახლში" შერჩეული სივრცეები.

ძალიან მომეწონა ეს სამზარეუოლო. დიდი და გაშლილია. შექმნილი დიდი ოჯახური შეკრებებისთვის. განათებაც ძალიან კარგადაა დაყენებული და ბევრი საინტერესო შტრიხია დიზაინში. კარგი, მდგრადი და მასიური მაგიდაა, გვერდზე მიდგმული ჩალისფერი, კომფორტული სკამებით. ფერთა გამაა ძალიან, ძალიან მყუდრო. განსაკუთრებულ აქცენტს აძლევს ეს სარკე. პირველად ვხედავ მას სამზარეულოს ინტერიერში და კარგი იდეაა.

მწვანე ხავერდის ზონა

ძალიან ლამაზი მწვანე ფერია: დამჯდარი, მუქი და მდიდრული. ეს სამეული განსაკუთრებულია მისი ხავერდის ტექსტურის, დეტალების და კომფორტის გამო. ძალიან ლამაზი კუთხის შექმნა შეიძლება ამ სამეულით. ლამაზია მაგიდა, ორიგინალური ფეხები აქვს, ავსებს სამეულს. ამ სივრცეში ინტერიერისთვის ძალიან დიდი არჩევანია. ავეჯი, აქსესუარები, ჭურჭელი....

ნოსტალგიური კუთხე

ეს სივრცე კომფორტთან ასოცირდება. მომწონს აქაურობის ფერები და სავარძლის ფაქტურა. ისეთი ადგილია, სადაც შეგიძლია განმარტოვდე, იმუშაო, წაიკითხო. ძალიან "სახლურია", ხარისხიანი და კომფორტული.

ახალი შოურუმი მზადაა თქვენი ახალი იდეებისა და ფანტაზიებისთვის. ჩვენ მხოლოდ მცირე ნაწილი შემოგთავაზეთ. ცნობისათვის, "ლაბორატორია ჩემი სახლის" ავეჯის შეძენა ონლაინაც შეგიძლიათ. თუმცა, ჩვენი გმირების აზრით, ავეჯის შერჩევა მაინც დეტალურად დათვალიერებას, შეხებასა და დიდ ფიქრს მოითხოვს.


ტექსტი: ეკა ხოფერია
ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
რა მოხდება 29 ოქტომბერს
ჭავჭავაძის #42-ში?
რა მოხდება 29 ოქტომბერს ჭავჭავაძის #42-ში?
07:42 / 28.10.2020
ვახო
მჭედლიძისა და გვანცა დარასელიას ოჯახი, პარტიასთან, აქტივისტებთან,
ნაცნობ-მეგობრებთან ერთად, წინასაარჩევნო პროცესში ძალზედ აქტიურადაა
ჩართული.

ვახო მჭედლიძისა და გვანცა დარასელიას ოჯახი, პარტიასთან, აქტივისტებთან, ნაცნობ-მეგობრებთან ერთად, წინასაარჩევნო პროცესში ძალზედ აქტიურადაა ჩართული.

10:18 / 23.10.2020
პარტიის პროგრამა
პარტიის პროგრამა "თავისუფალმა დემოკრატებმა" ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარადგინეს.
10:39 / 22.10.2020
"ლაბორატორია ჩემი სახლი"
12:03 / 07.10.2020
იყო შეფ-მზარეული
ნიშნავს...
იყო შეფ-მზარეული ნიშნავს...
09:43 / 25.09.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
Jo Malone London თბილისის ბუტიკი ერთი წლისაა!
რა მოხდება 29 ოქტომბერს ჭავჭავაძის #42-ში?
07:42 / 28.10.2020
მაკო ჯაოშვილის ბედნიერების პარადიგმა
ცხოვრებაში შემთხვევით ხომ არაფერი ხდება, - ასე დავასრულეთ ინტერვიუ მე და ჩემმა რესპონდენტმა, მაკო ჯაოშვილმა.
14:05 / 13.08.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2020 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ვალუტა
EUR
EUR
1
3.7732
TRY
TRY
1
0.3881
USD
USD
1
3.2327
ამინდი
ბორჯომი 12 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
გამოწერა