ახალი ამბები
შეფ მიშიმა და "ნიკორას" შესანიშნავი სამეული
კარგია, როცა შემდგარი და წარმატებული მწარმოებელი არ კმაყოფილდება არსებული შედეგებით და განაგრძობს სიახლეების შეტანას საკუთარ ასორტიმენტში.
კარგია იმიტომ, რომ ამით სტიმულს აძლევს სხვა კომპანიებსაც. ასე იქმნება ჯანსაღი, კონკურენტული გარემო. ეს კარგია უშუალოდ მომხმარებლისთვისაც, ვინაიდან იზრდება მისი არჩევანის შესაძლებლობები. მითუმეტეს კარგია, როცა სიახლეებს ქმნის ბევრისათვის საყვარელი ეროვნული მწარმოებელი. თან, ქვეყანაში არსებულ, არც თუ ისე მარტივ, ეკონომიკურ ვითარებაში. და ძალიან კარგია, როცა ამ სიახლეებს "ნიკორას" პრემიუმკლასის სოსისები ჰქვია. 

მე, როგორც ენთუზიასტს კულინარიაში და მოყვარულ ბლოგერს, უკვე მხვდა წილად ბედნიერება მონაწილეობა მიმეღო "სითის" და "ნიკორას" ერთ-ერთ კოლაბორაციაში. ხოდა, ამჟამადაც შევეცდები, რომ ინფორმაციის გავრცელების ტექსტური საშუალებით, ორიოდე ფოტოსურათით და რეცეპტით გადმოგცეთ ის გასტრონომიული პოზიტივი, რომელიც მე "ნიკორას" ახალი სოსისების, "როსტერის", "ფრანკფურტერის" და "ბერნერის", დაგემოვნებისას მივიღე:

1. "როსტერი"
- ჩემთვის, როგორც შტეფან პლაცზე, საყვარელი სოსისების რიგში არაერთხელ მდგარი ტურისტისთვის, ყველაზე სასიამოვნო სიახლეა. ხორცით, სოკოთი, ყველით, და ორნაირი პაპრიკით შეზავებული შესაწვავი სოსისი. მასიური, ნატურალური გარსაცმით. იდეალურია როგორც გრილზე თუ ტაფაზე, ასევე ღუმელში შესაწვავადაც. გთავაზობთ გარნირის რეცეპტებს, რომლებიც, ჩემი აზრით, ძალიან უხდება "როსტერს":

ლობიოს ცხელი გარნირი:

ტაფაზე ვადნობთ დაჭრილ ბეკონს/ 200 გრ. ვამატებთ დაჭრილ ხახვს/1 ცალი და ნიორს/2 კბილი, ვამატებთ დაჭრილ წითელ ბულგარულს/1 ცალი, და ცხარე წიწაკას/1ც. ქილის წითელ ლობიოს/ 1 ქილა, ქილის დაჭრილ პომიდორს /1 ქილა. ამ მასას ვადუღებთ დაბალ ცეცხლზე 20-30 წთ. ვრთავთ ქინძით და რეჰანით.

სალათი "ქოულ სლოუ"

წვრილად დაჭრილი თეთრი და იასამნისფერი კომბოსტო/ 200-200 გრ, სტაფილო/ 1 ცალი. ვამატებთ სოუსს: მაიონეზი /50 გრ., ნაღები/50გრ., შაქარი/ 1 ჩ.კ., ძმარი /2 ს.კ., მარილი, ხმელი ოხრახუში. ვაგრილებთ 2 საათი

მოხარშული ბრინჯი

მაყალზე შემწვარ "როსტერს" ვჭრით პატარა ნაჭრებად და მივირთმევთ ცხელ ლობიოსთან, სალათთან და ბრინჯთან ერთად.

2. "ფრანკფურტერი"
- ტრადიციული გერმანული მოსახარში სოსისის ზუსტი ანალოგი. მასიური და ხორციანი, ნატურალური გარსაცმით, ზომიერად და გემრიელად შეზავებული. იდეალურია ჰოთდოგისთვის. გთავაზობთ ჩემს ვერსიას:

ნიკორას "ფრანკფურტერი"

ბაგეტი

ცხელი ყველის სოუსი - პატარა ქვაბში ვაცხელებთ ნაღებს/ 100 გრ. ვამატებთ ჩედარს/ 100 გრ და მიგვყავს წამოდუღებამდე.

დაჭრილი პომიდორი

დაჭრილი მჟავე კიტრი

დაჭრილი სალათი "აისბერგი"

ხახვის მარინადი - წითელი ხახვი/ 1 თავი, შაქარი/ 1 ჩ. კ., მარილი/ 0.5 ჩ. კ., ძმარი/ 1 ს.კ.

სოუსი - კეტჩუპი/ 100 გრ., მდოგივი/ 1 ჩ.კ., არაჟანი/ 2 ჩ.კ., `ვუსტერის~ სოუსი/ 0.5 ჩ.კ., ლიმონის წვენი/ 1 ჩ.კ.

ბაგეტის მთელ სიგრძეზე ვუსვამთ სოუსს, ვამატებთ ბოსტნეულს, ვაწყობთ მოხარშულ სოსისს, ზემოდან ვასხამთ ცხელ ყველს. ბაგეტს ვჭრით სასურველი ზომის ნაჭრებად.

3. "ბერნერი"
- სასიამოვნო სიახლე ქართული წარმოების სოსისებში. აღნიშნული სოსისი იდეალურია, როგორც მოსახარშად, ასევე შესაწვავადაც. არის "ფრანკფურტერზე" უფრო მასიური, შეფუთულია ნატურალურ გარსაცმში და შიგთავსი შეიცავს "გაუდას" სახეობის ყველს. იდეალურია როგორც BBQ-სთვის, (მოსახარში ქვაბის რეჟიმში), ასევე ფრიტიურში შესაწვავადაც. გთავაზობთ ჩემს ვერსიას:

ნიკორას "ბერნერი"

ფანქეიქის კონსისტენციის ამოსავლები ცომი - ერთმანეთში კარგად ავთქვიფოთ: კვერცხი/ 2.ც., ფქვილი/ 220 გრ., არაჟანი/ 2 ს.კ., ზეთი/ 1 ს.კ., მარილი/ 0.5 ჩ.კ., საცხობი სოდა/ 0.5 ჩ.კ., წყალი 100 გრ.

ზეთი/ 1ლ.

ძაძიკის სოუსი - მაწონი/ 100 გრ., ნაღები/ 50 გრ., გახეხილი და კარგად გაწურული კიტრი/ 0.5 ც., ნიორი/ 1 კბ., ცხარე წიწაკა/ 0.5 ც., ქინძი/ 50 გრ., მარილი გემოვნებით.

სალსას სოუსი - 1 ქილა დაჭრილ პომიდორს ვუმატებთ ტომატის წვენს/ 100 გრ., კეტჩუპს/ 50 გრ., ძმარს/ 2 ს.კ., ნიორს/ 1 კბ., და ვაბლენდერებთ. მერე ვამატებთ წვრილად დაჭრილ ხახვს/ 1 ც., წითელ და მწვანე ბულგარულს/ 1-1 ც., ცხარე წიწაკას/ 1 ც., ქინძს/ 30 გრ., და მარილს გემოვნებით. ვაჩერებთ მაცივარში 24 საათი.

ცხელი ყველის სოუსი - პატარა ქვაბში ვაცხელებთ ნაღებს/ 100 გრ. ვამატებთ ჩედარს/ 100 გრ, და მიგვყავს წამოდუღებამდე.

ცხარე-მჟავე სოუსი - პატარა ქვაბში ვაცხელებთ ზეთს /1 ს.კ., ვამატებთ დაჭრილ ნიორს/ 1ც., კოჭას-ჯინჯერს/ 30 გრ., წიწაკას/ 1ც., ძმარს/ 150 მლ., სოიოს სოუსს/ 50 მლ., შაქარს/ 80 გრ., ვადუღებთ 2-3 წუთი და ვფილტრავთ. გაფილტრულ სოუსს ვაბრუნებთ ქვაბში და ვუმატებთ 100 გრ. წყალში გახსნილ სახამებელს/ 1 ს.კ. ვადუღებთ შესქელებამდე.

სოსისს ვჭრით შუაში, ვაცმევთ ხის ჩხირზე, ვავლებთ ცომში და ვათავსებთ ცხელ ზეთში. ვწვავთ ოქროსფერ ქერქამდე. ვაწყობთ ხელსახოცზე, ზედმეტი ზეთის მოსაშორებლად. ვათავსებთ ლანგარზე. მივირთმევთ ოთხ სოუსთან ერთად.


კარგია თუ გამონახავთ შესაბამის დროს და სურვილს, რომ მიყვეთ ამ რეცეპტებს. უკეთესია, თუ ჩართავთ თქვენს ფანტაზიას და შექმნით რამე განსხვავებულს. თუმცა მერწმუნეთ, რომ ყოველგვარი კულინარული კრეატიულობის გარეშეც, მარტივად შემწვარი ან მოხარშული, პურის ხრაშუნა ნაჭრის, საწებლის ან მდოგვის თანხლებით, "ნიკორას" ეს ახალი სოსისები არანაკლებ გასტრონომიულ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
გაამოთ!


ფოტო: ირა კურმაევა


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეს გიყვებით С ვიტამინზე, როგორც
კანის ბზინვარებისთვის აუცილებელ #1 ვიტამინზე.
დღეს გიყვებით С ვიტამინზე, როგორც კანის ბზინვარებისთვის აუცილებელ #1 ვიტამინზე.
09:44 / 25.11.2020
როგორი უნდა იყოს 2020 წლის
მაკიაჟი. თინა შალიკაშვილის რჩევები.
როგორი უნდა იყოს 2020 წლის მაკიაჟი. თინა შალიკაშვილის რჩევები.
10:55 / 12.11.2020
ყველა პასუხი ყველა კითხვაზე
გია კავკასიძისგან
ყველა პასუხი ყველა კითხვაზე გია კავკასიძისგან
12:27 / 11.11.2020
"ეს ზაფხულის ერთგვარი გახანგრძლივებაა." - ამ სიტყვებით იწყება ინტერვიუ ოქტომბრის ნომრის მთავარ გმირთან, უმშვენიერეს რუსა ჩაჩუასთან.
11:36 / 10.11.2020
"ეს ზაფხულის ერთგვარი გახანგრძლივებაა." - ამ სიტყვებით იწყება ინტერვიუ ოქტომბრის ნომრის მთავარ გმირთან, უმშვენიერეს რუსა ჩაჩუასთან.
11:36 / 10.11.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
City x Vitamin C
დღეს გიყვებით С ვიტამინზე, როგორც კანის ბზინვარებისთვის აუცილებელ #1 ვიტამინზე.
09:44 / 25.11.2020
შეფ მიშიმა და "ნიკორას" შესანიშნავი სამეული
კარგია, როცა შემდგარი და წარმატებული მწარმოებელი არ კმაყოფილდება არსებული შედეგებით და განაგრძობს სიახლეების შეტანას საკუთარ ასორტიმენტში.
11:55 / 04.11.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2020 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.9545
TRY
TRY
1
0.4235
USD
USD
1
3.3164
ამინდი
ბორჯომი 2 °C
img
სოხუმი 4 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა