City News
Volvo - რჩევები მშობლებს
21-ე საუკუნეში, მუდმივი ცვლილებების ფონზე, ადამიანები სულ უფრო მეტად ვფიქრობთ როგორ ავუწყოთ ფეხი ამ ტემპს. სამსახური, სკოლა, საქმიანი შეხვედრები, ბაღი...
მე თუ მკითხავთ სად ვატარებ ყველაზე დიდ დროს შვილებთან ერთად, დაუფიქრებლად გიპასუხებთ - მანქანაში. ვიცი, ჩემნაირი ამ ქალაქში უამრავი ხართ. მანქანა ბავშვებთან კომუნიკაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ამბების მოყოლა, შთაბეჭდილებების გაზიარება, თუნდაც საყვარელი მუსიკის ერთად მოსმენა, მათი სურვილების გაგება. გზაში გატარებული დრო - კიდევ ცალკე ფორმაა მათთან ურთიერთობის. ამ სიკეთესთან ერთად, აუცილებელია მშობლებმა დავიცვათ ჩვენი შვილების უსაფრთხოდ გადაადგილების წესები.


რომელი სავარძელი ჯობია?

ხომ არ მრჩება ღვედი შეუკრავი?

სწორად დავამაგრე საბავშვო სავარძელი?

ზის თუ არა ბავშვი სწორი მიმართულებით ?

რას ვაკეთებთ მაშინ, თუ ის ფეხზე დადგომას შეეცდება?

ბავშვი ისევ ცუდად გახდა მანქანაში. რა მოვიფიქრო? რაღაცას არასწორად ვაკეთებ, მგონი...

ვიცავთ კი ყველა წესს მათი უსაფრთხო მგზავრობისთვის?

თუკი გასულ წლებში, საქართველოში, ბავშვებისთვის საგზაო უსაფრთხოების წესები სრულიად ქაოტური იყო და რეგულაციებსაც არ ექვემდებარებოდა, დღეს უკვე გვაქვს კანონი, სადაც წერია: 12 წლამდე ასაკის ბავშვების გადაყვანა ავტომობილის წინა სავარძლით იკრძალება. სამ წლამდე ასაკის ბავშვები კი, სპეციალური სავარძლებით უნდა ვამგზავროთ.

თანამედროვე მშობლები ბევრს ვკითხულობთ. ყველაფერს ვეძებთ, ვიგებთ, მით უფრო, თუ ეს ბავშვებს ეხებათ. მანქანიანი მშობლები, საქმიანები, სულ გადარბენაზე რომ ვართ - განსაკუთრებით.

"ვოლვოს" მთელი სკივრი აქვს საჭირო ინფორმაციის და ამ ინფორმაციას ის წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილებით ამყარებს.

იცოდით, რომ ბავშვის უსაფრთხოება სათავეს გოთენბურგში, 1964 წლიდან იღებს და ის მანქანების მწარმოებელ შვედურ კომპანია "ვოლვოს" უკავშირდება? მას შემდეგ სამყაროში ბევრი რამ შეიცვალა და განვითარდა. თუმცა, პრინციპი ბავშვის უსაფრთხოების შესახებ იგივე დარჩა. ბავშვის პირველი სავარძელი ავტომობილისთვის პროფესორმა ბერტილ ალდმანმა შექმნა და ის სწორედ "ვოლვოს" მანქანაში გამოსცადეს.

1967 წელს, ამ სავარძლებში უკვე პირველი პატარა მგზავრები ისხდნენ. 1972 წელს კი, სწორედ "ვოლვო" იყო პირველი, რომელმაც მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულების საბავშვო სავარძელი დაამონტაჟა სალონში.

წლებთან ერთად, შვედეთის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ბავშვების გადაადგილება მანქანით კიდევ უფრო მეტად უსაფრთხო შეიძლება გახდეს. მაგალითისთვის, მოძრაობის საწინააღმდეგო სავარძელი ბავშვებისთვის, რისკებს 90 პროცენტით ამცირებს. რეკომენდაციები და, მათთან ერთად, უსაფრთხო მგზავრობის ატრიბუტიკა ბავშვების ასაკის მიხედვით იცვლება.

რჩევა ბევრია და წასაკითხად ის ცოტა დიდ დროს მოითხოვს. თქვენთვის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ამოვარჩიე. წავედით:

"ვოლვოს" რჩევები "სითისგან"

ბავშვის ჩასმისას მანქანის სავარძელში, ბოლომდე დარწმუნდით, რომ ის სათანადოდ და სწორადაა დამაგრებული;

სავარძლის არჩევისას ზუსტად გაითვალისწინეთ ბავშვის ასაკი, მისი წონა, ზომა;

ბავშვისთვის ბევრად უსაფრთხოა ჯდომა უკანა სავარძლებზე;

ოთხ წლამდე ასაკის ბავშვები სასურველია მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულების სავარძლებში ისხდნენ;

ცოტა დიდი ასაკის ბავშვებისთვის აუცილებლად გამოიყენეთ ღვედები. პატარაობიდან შეაჩვიეთ ამას თქვენი შვილები;


როგორ ავარჩიოთ სწორად მანქანის სავარძელი / უსაფრთხოების ბალიში და მსგავსი ატრიბუტიკა ბავშვებისთვის?

აი, მოკლე ინსტრუქცია, ასაკის მიხედვით:

საბავშვო სავარძელი: 0-დან 9 თვემდე. ბავშვის წონა 13 კგ.;

მოძრაობის საწინააღმდეგოდ მიმართული სავარძელი: 7 თვიდან 4 წლამდე. ბავშვის წონა: 9-დან 25 კგ-მდე;

საბავშვო უსაფრთხოების ბალიში: 4-დან 10/12 წლამდე, ვიდრე ბავშვის სიმაღლე არ აღემატება 135 სმ-ს. წონა 15-დან 36 კგ-მდე;


გზას და ბავშვებით მგზავრობას, ბევრ სიხარულთან და ხალისთან ერთად, ზოგჯერ დისკომფორტიც მოაქვს. ხშირად პატარები ვერ იტანენ მგზავრობას. გული ერევათ და შესაბამისად, მოგზაურობასაც როგორც შეუძლიათ ისე აპროტესტებენ. მარტივი რჩევები, რომლებიც ამ სიტუაციაში დაგეხმარებათ:

მარშრუტის შედგენისას ეცადეთ თავი აარიდოთ მიხვეულ-მოხვეულ, უსწორმასწორო გზებს;

ხშირად შეისვენეთ გრძელ გზაზე;

ბავშვებმა არ უნდა იხმარონ აიპადები, სხვა გაჯეტები, წიგნები;

მგზავრობისას ეცადეთ ძალზე მსუბუქად წაახემსოთ ბავშვი. მოერიდეთ მძიმე საკვებს;

გამოიყენეთ გულისრევის საწინააღმდეგო ნატურალური საშუალებები - ჯინჯერი, პიტნა;

ყოველთვის გქონდეთ შესაბამისი მედიკამენტი მანქანაში;

ჩაწიეთ ფანჯარა;

გადაიტანეთ ბავშვის ყურადღება სახალისო მუსიკაზე, შესთავაზეთ რაიმე სამგზავრო თამაში, ერთი სიტყვით, გაართეთ;

ასეთია რეკომენდაციები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყნიდან. შვედეთმა, "ვოლვოსთან" ერთად, წლების მანძილზე შეუძლებელი შეძლო - მინიმუმამდე დაიყვანა მგზავრობის რისკი ადამიანებისთვის, მათ შორის, პატარა მგზავრებისთვის. მოინიშნეთ ეს რჩევები და კეთილი მგზავრობა თქვენს პატარებთან ერთად.


ტექსტი: ნათია გაბუნია


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეს გიყვებით С ვიტამინზე, როგორც
კანის ბზინვარებისთვის აუცილებელ #1 ვიტამინზე.
დღეს გიყვებით С ვიტამინზე, როგორც კანის ბზინვარებისთვის აუცილებელ #1 ვიტამინზე.
09:44 / 25.11.2020
როგორი უნდა იყოს 2020 წლის
მაკიაჟი. თინა შალიკაშვილის რჩევები.
როგორი უნდა იყოს 2020 წლის მაკიაჟი. თინა შალიკაშვილის რჩევები.
10:55 / 12.11.2020
ყველა პასუხი ყველა კითხვაზე
გია კავკასიძისგან
ყველა პასუხი ყველა კითხვაზე გია კავკასიძისგან
12:27 / 11.11.2020
"ეს ზაფხულის ერთგვარი გახანგრძლივებაა." - ამ სიტყვებით იწყება ინტერვიუ ოქტომბრის ნომრის მთავარ გმირთან, უმშვენიერეს რუსა ჩაჩუასთან.
11:36 / 10.11.2020
"ეს ზაფხულის ერთგვარი გახანგრძლივებაა." - ამ სიტყვებით იწყება ინტერვიუ ოქტომბრის ნომრის მთავარ გმირთან, უმშვენიერეს რუსა ჩაჩუასთან.
11:36 / 10.11.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
City x Vitamin C
დღეს გიყვებით С ვიტამინზე, როგორც კანის ბზინვარებისთვის აუცილებელ #1 ვიტამინზე.
09:44 / 25.11.2020
შეფ მიშიმა და "ნიკორას" შესანიშნავი სამეული
კარგია, როცა შემდგარი და წარმატებული მწარმოებელი არ კმაყოფილდება არსებული შედეგებით და განაგრძობს სიახლეების შეტანას საკუთარ ასორტიმენტში.
11:55 / 04.11.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2020 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.9545
TRY
TRY
1
0.4235
USD
USD
1
3.3164
ამინდი
ბორჯომი 2 °C
img
სოხუმი 4 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა