City News
თქვენ რა მოგპარათ კოვიდმა?
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ ახალ და რთულ რეალობაში არიან ადამიანები, ვინც, შეიძლება ითქვას, არაფერი დაკარგა და პირიქით, მოიპოვა, შექმნა, მოერგო, ან სულაც, გაუსწრო მოვლენებს. ზუსტ და სწორ ტალღაზე დაჯდა და წინ წავიდა.
თუ თქვენთან ეს მოტივაცია ან ეს ტალღა ჯერ არ მოსულა, გაიცანით ჩვენი ოქტომბრის გმირები. ვფიქრობთ, წაკითხვისთანავე მოიმართებით და თქვენც გამოგივათ.


სალომე გველესიანი
"რექლესის" დამფუძნებელი

რა "მოგპარათ" კოვიდმა? პასუხი "დრო" არ ითვლება

არაფერი "მოუპარავს", პირიქით, დამიბრუნა მარტოობა, ფიქრი, ერთფეროვნება, რაც იმ დროს ჰაერივით მჭირდებოდა.

რა გენატრებოდათ ყველაზე მეტად?

ჩახუტება, ვაფრენ ადამიანების მოფერებაზე. ჩახუტება და ბართან ჯდომა. აი, ისე მენატრება, ცრემლიანი თვალებით ვუყურებ ხოლმე ბარმენებს.

დადებითი რა მოგცათ თქვენ ან თქვენს საქმიანობას?

"რექლესის" კეთებას ზუსტად მაშინ ვიწყებდით, როდესაც სამყარომ პირველად გაიგო კოვიდ 19-ის არსებობის შესახებ. პარიზის ქსოვილების გამოფენიდან დავბრუნდი თებერვალში, სადაც უკვე პირბადეები და ხელის სანიტაიზერებით გადავაადგილდებოდით და მარტში ყველაფერი დაიკეტა. არ ვიცი, გარშემო ჩვენი მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ შეუძლებელი შევძელით. ამ პირობებში ახალი ბრენდის შექმნა ნულიდან და გაყიდვაში ჩაშვება, სიგიჟე იყო. ონლაინ წყდებოდა უამრავი, დიდი თუ პატარა დეტალი. იგეგმებოდა კამპანიები. ონლაინ მქონდა შეხვედრები ბანკთან, რომელსაც დავაჯერე, რომ ჯერ არდაბადებული კომპანიისთვის სესხი უნდა მოეცა. წერილებით ვარწმუნებდი მომწოდებლებს, რომ უსწრაფესად გამოეგზავნათ შეკვეთილი პროდუქცია. განსაკუთრებული ემოცია, რომელიც ამ საქმის კეთებას თან ახლდა, კომპრომისზე წასვლის და დანებების უფლებას არ გვაძლევდა არც მე და არცერთ ადამიანს, რომელიც "რექლესს" დაუკავშირდა.

თან, ამ ყველაფერს პანიკის გარეშე ვაკეთებდით. არ ვწუწუნებდით. პანდემია მივიღეთ მოცემულობად და ამ მოცემულობიდან ვუყურებდით ყველა მოვლენას. საბოლოოდ, საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე, დავიწყეთ გადაღებები და ნიკუშას დაბადების დღეზე (ბრენდი ჩემს შვილს, ნიკა ჯორჯაძეს ეძღვნება), 31 აგვისტოს, "რექლესი" დაიბადა.

როცა ყველაზე მეტად გიჭირდათ, რა გეხმარებოდათ?

ძირითადად, არაფერი. დროის მიმდინარეობა და ყოველდღიური რუტინა.

უნდა ვისწავლოთ კოვიდთან ერთად ცხოვრება.ვისწავლეთ? თუ კი, რა?

კოვიდთან ერთად არ ვცხოვრობთ?! დღევანდელი რიცხვები უკვე ისეთი საშიში აღარ ჩანს, როგორც პირველი ინფიცირებულების სტატისტიკა. ადამიანს ყველაფრის მოშინაურება შეუძლია. ეს არის ჩვენი პროგრესის ყველაზე საზარელი და მიმზიდველი თვისება.

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეს გიყვებით С ვიტამინზე, როგორც
კანის ბზინვარებისთვის აუცილებელ #1 ვიტამინზე.
დღეს გიყვებით С ვიტამინზე, როგორც კანის ბზინვარებისთვის აუცილებელ #1 ვიტამინზე.
09:44 / 25.11.2020
როგორი უნდა იყოს 2020 წლის
მაკიაჟი. თინა შალიკაშვილის რჩევები.
როგორი უნდა იყოს 2020 წლის მაკიაჟი. თინა შალიკაშვილის რჩევები.
10:55 / 12.11.2020
ყველა პასუხი ყველა კითხვაზე
გია კავკასიძისგან
ყველა პასუხი ყველა კითხვაზე გია კავკასიძისგან
12:27 / 11.11.2020
"ეს ზაფხულის ერთგვარი გახანგრძლივებაა." - ამ სიტყვებით იწყება ინტერვიუ ოქტომბრის ნომრის მთავარ გმირთან, უმშვენიერეს რუსა ჩაჩუასთან.
11:36 / 10.11.2020
"ეს ზაფხულის ერთგვარი გახანგრძლივებაა." - ამ სიტყვებით იწყება ინტერვიუ ოქტომბრის ნომრის მთავარ გმირთან, უმშვენიერეს რუსა ჩაჩუასთან.
11:36 / 10.11.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
City x Vitamin C
დღეს გიყვებით С ვიტამინზე, როგორც კანის ბზინვარებისთვის აუცილებელ #1 ვიტამინზე.
09:44 / 25.11.2020
შეფ მიშიმა და "ნიკორას" შესანიშნავი სამეული
კარგია, როცა შემდგარი და წარმატებული მწარმოებელი არ კმაყოფილდება არსებული შედეგებით და განაგრძობს სიახლეების შეტანას საკუთარ ასორტიმენტში.
11:55 / 04.11.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2020 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.9545
TRY
TRY
1
0.4235
USD
USD
1
3.3164
ამინდი
ბორჯომი 2 °C
img
სოხუმი 4 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა