City News
თქვენ რა მოგპარათ კოვიდმა?
ანანო დოლაბერიძე

"ფაბერის" დამფუძნებელი

რა "მოგპარათ" კოვიდმა? პასუხი "დრო" არ ითვლება

სიმშვიდე, თავისუფლება. ძალიან რთულია, როდესაც გიწევს დაძაბულ რეჟიმში ყოფნა. ინფორმაციის მიიღება იმის შესახებ, თუ რა შედეგები აქვს ვირუსს და რა გავლენას ახდენს გარემოზე. ფაქტია, შევცვალეთ ყველამ ცხოვრების სტილი, რეჟიმი, რიტმი… "მომპარა" ის, რომ არ შემიძლია თავისუფლად გავიდე ქალაქში, ვისიამოვნო ცხოვრებით, დავტკბე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობით. ვარ სულ დაძაბული. პერიოდულად შემომიტევს ხოლმე შიში, შიში მომავალზე - რა მოხდება, როგორ იქნება, როდის დასრულდება ყველაფერი. მინდა სიმშვიდე.

რა გენატრებათ ყველაზე მეტად?

მენატრება პირაბადის გარეშე სიარული. მშვიდად ყოფნა ნებისმიერ ადგილას. მენატრება ის დრო, როცა არ არსებობდა ვირუსი და არ ვფიქრობდით ყოველდღიურად ამ ყველაფერზე.

რა მოგცათ? რა დადებითი შედეგი მოიტანა თქვენთვის, თქვენი საქმიანობისთვის?

ძალიან ხშირად ვსვამდი კითხვას - რატომ მოხდა ეს ყველაფერი? ვინ იფიქრებდა, რომ ამ გარემოში მოგვიწევდა ყოფნა? ალბათ, მნიშვნელოვანია ასეთი დამოკიდებულება და გააზრება ყველაფრის. შესაძლოა დაინახო როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური მხარეც. პირველ რიგში, ალბათ ის, რომ დაგვაფიქრა ყველაფერზე, რაზეც აქამდე არ ვფიქრობდით და ჩემი აზრით, ეს პირველ რიგში, ადამიანობაა. კორონა ვირუსის გამო კიდევ უფრო გამიმძაფრდა ისეთი გრძნობები, რომელიც დამოკიდებულია ურთიერთობებზე, ღირებულებებზე.

საქმიანობის კუთხით კი, ციფრული სერვისები ძალიან აქტუალური გახდა ასეთ სიტუაციაში. ამის ნათელი მაგალითია ჩინეთში, გიგანტი ონლაინ სერვისებისა და მარკეტფლეისების ძალიან სწრაფი ზრდა პანდემიის დროს. რა თქმა უნდა, საქართველოშიც ძალიან მოთხოვნადი იყო "ფაბერი" და ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. ციფრული სერვისები არამხოლოდ პანდემიის დროს, არამედ ზოგადად, ცალსახად მომავლის ტექნოლოგიაა. შესაბამისად, კომპანიის სწრაფ ზრდას მხოლოდ პანდემიას ვერ მივაწერთ. მიხარია ის, რომ შევძელით ამ უდიდესი გამოწვევის კარგად გადალახვა და უფრო მეტიც, კომპანიისთვის საუკეთესო სცენარით განვითარდა მოვლენები, რაც კიდევ უფრო მეტ მუშაობას მოითხოვს სამომავლოდ.

როცა ყველაზე მეტად გიჭირდათ, რა გშველოდათ?

ურთიერთობა, გულღიად საუბარი ყველაფერზე. გაზიარება საკუთარი აზრების, შიშების, ფიქრების და სხვა ადამიანების მოსაზრებების მოსმენა. ვფიქრობ, საუბარი საუკეთესო თერაპიაა. ეს არის ძალა, იმედი, მოტივაცია და რწმენა, რაც გეხმარება, რომ უფრო გაძლიერდე და შეძლო ყველაფრის გადალახვა.

უნდა ვისწავლოთ კოვიდთან ერთად ცხოვრება. ისწავლეთ? თუ კი, რა?

კი, ვისწავლე, მაგრამ მინდა რომ დასრულდეს ასეთი ცხოვრება და დავუბრუნდეთ ძველ, უდარდელ ცხოვრებას. უდარდელს სწორედ იმიტომ ვუწოდებ, რომ ამ ვირუსთან შედარებით, ყველა ის პრობლემა თუ მიზეზი, რაზეც აქამდე შეიძლებოდა გვეწუწუნა, გვეთქვა რომ რაღაც ისე არ არის როგორც გვინდა, ახლა ვხვდებით, რომ სრულიად შეუსაბამოა.
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ზინი ქაჯაია - სამოდელო სააგენტო
Look Models.
ზინი ქაჯაია - სამოდელო სააგენტო Look Models.
10:18 / 04.05.2021
მუსია ქებურია, მხატვარი.
მუსია ქებურია, მხატვარი.
10:58 / 30.04.2021
კვირის ნებისმიერ დღეს, დღის
თორმეტი საათიდან ღამის თერთმეტამდე,
კვირის ნებისმიერ დღეს, დღის თორმეტი საათიდან ღამის თერთმეტამდე, "იდილიას" განსაკუთრებული სუფრა თქვენ განკარგულებაშია.
14:36 / 29.04.2021
ბოლო ორი წელია, პანდემიამ,
მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ადამიანს საკუთარი დღის წესრიგი დაგვიწესა.
რასაც, გვინდა-არ გვინდა, ვემორჩილებით. შეიცვალა ჩვენი რიტმი,
ცხოვრების წესი, დამოკიდებულებები და ამ სრულიად ახალ რეალობაში,
შევიცვალეთ ჩვენც.
ბოლო ორი წელია, პანდემიამ, მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ადამიანს საკუთარი დღის წესრიგი დაგვიწესა. რასაც, გვინდა-არ გვინდა, ვემორჩილებით. შეიცვალა ჩვენი რიტმი, ცხოვრების წესი, დამოკიდებულებები და ამ სრულიად ახალ რეალობაში, შევიცვალეთ ჩვენც.
13:27 / 28.04.2021

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
IT GIRL
ზინი ქაჯაია - სამოდელო სააგენტო Look Models.
10:18 / 04.05.2021
ნუცა მიქელაძის რეცეპტები
ძალიან გემრიელი და  სწრაფად მოსამზადებელი კერძი ნუცა მიქელაძისგან. პიტა პურები, ფეტას და ბოსტნეულის სალათით და ჰუმუსით.
12:53 / 22.04.2021
Questions & Answers
ყველასთვის საკმაოდ რთულ პერიოდში, ნოდიკო ტატიშვილმა ახალი სიმღერა ჩაწერა, სახელად `გემშვიდობები~. კლიპის გადაღებები ნოდიკოს ახალ სახლში და "ბიოლში" 2 დღეს გაგრძელდა. პროცესს ჩვენი გადამღები ჯგუფიც დაესწრო და "სითის" მკითხველისთვის ეს ფოტოკოლაჟიც მოვამზადეთ. რა თქმა უნდა, ნოდიკოსთან ინტერვიუც ჩავწერეთ და ცოტ-ცოტა ყველაფერზე ვისაუბრეთ - ბავშვობიდან დღემდე.
11:04 / 07.03.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« მაისი 2021 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
4.1450
TRY
TRY
1
0.4147
USD
USD
1
3.4324
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 6 °C
img
ახალქალაქი -2 °C
img
გამოწერა