City News
სარედაქტორო
და...თქვენ რა მოგპარათ კოვიდმა?
ვკითხეთ ჩვენი ოქტომბრის "სითის" გმირებს.

პასუხი "დრო" არ ითვლება, რადგან დრო მან ყველას მოგვპარა. მე ჩემსას მოგახსენებთ.

მომპარა:

ყოველდღიური დილის გადარბენები და ჭორაობები დედ-მამასთან.

ასევე, დიდხნიანი გადარბენები და ჭორაობები ჩემს დებთან.

მხიარული დროსტარება ჩემს დიდ სამეგობროსთან.

დიდი და ყველაზე ხალისიანი "სითი" საღამოები, ყველა ერთად რომ ვიკრიბებოდით.

გადარბენები მომპარა, დღეში ათ ადგილზე რომ უნდა ვყოფილიყავი და 24 საათი რომ არ მყოფნიდა.

შვილების დღის წესრიგი მომპარა.

მოგზაურობები.

მაგრამ, ბევრი შემძინა.

ვისწავლე დისტანციური მუშაობა ძლიერ ეფექტურად. საქმიანი შეხვედრები, თემების შეთანხმება, ინტერვიუების ჩაწერა, ონლაინ აწყობაც კი.

ცოტათი მასწავლებელი გავხდი ჩემი შვილებისთვის. მათთან მეტ დროს ვატარებ და ბევრ რამეს ვაკვირდები.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ დღეს რაიმეს დაგეგმვა რთულია, მივხვდი, რომ სწორედ დაგეგმვაა გამოსავალი ბევრი გამოუვალი სიტუაციიდან. ვგეგმავ ყველაფერს. მუშაობს, იცით?

დავიწყე ვარჯიში, სეირნობა, ვარჯიში, სეირნობა. ცხოვრების ჯანსაღ წესზე "ვორლდკლასით" გადავერთე. სეირნობისა და ვარჯიშისას მივხვდი, რომ ჩემსავით ძალიან ბევრი გადმოერთო.

დავიწყე ონლაინ სწავლა ენების. კვირაში სამჯერ, ორ-ორი საათი.

ამ მიმართულებით დიდი გეგმები მაქვს.

დავგეგმე ახალი დიდი პროექტები. დრო ბევრი მიაქვს, მაგრამ წინანდელზე ბევრად მეტს ვასწრებ.

დაბოლოს, მყავს ახალი მეგობარი, სამი თვის ოლივერი. ცხოვრებაში ძაღლი არ მყოლია და ჩემს ამ ინიციატივას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა. ოლი ძალიან მაგარი ვინმეა და უკვე ძლიერ, ძლიერ ვუყვარვარ. სკეპტიკოსების გასაკვირად, ოლივერის დედობას მაგრად გავართვი თავი. აი, აცრებს მოვრჩებით და ახალ გადაღებებზე მასთან ერთად ვივლი. შემდეგ, სარედაქტორო ფოტოსაც მასთან ერთად გადავიღებ და ამ თემას სპეციალურ რუბრიკასაც მივუძღვნი. კარგად იქნება ყველაფერი, ჩემო მეგობრებო. სამოტივაციოდ ჩვენი ოქტომბრის "სითი" გამოგადგებათ. ჩაიგდეთ ჩანთაში, მანქანაში და წინ, დიდი და კარგი ამბებისკენ!


ეკა ხოფერია
ფოტო: ლიზა გაბუნია

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეს გიყვებით С ვიტამინზე, როგორც
კანის ბზინვარებისთვის აუცილებელ #1 ვიტამინზე.
დღეს გიყვებით С ვიტამინზე, როგორც კანის ბზინვარებისთვის აუცილებელ #1 ვიტამინზე.
09:44 / 25.11.2020
როგორი უნდა იყოს 2020 წლის
მაკიაჟი. თინა შალიკაშვილის რჩევები.
როგორი უნდა იყოს 2020 წლის მაკიაჟი. თინა შალიკაშვილის რჩევები.
10:55 / 12.11.2020
ყველა პასუხი ყველა კითხვაზე
გია კავკასიძისგან
ყველა პასუხი ყველა კითხვაზე გია კავკასიძისგან
12:27 / 11.11.2020
"ეს ზაფხულის ერთგვარი გახანგრძლივებაა." - ამ სიტყვებით იწყება ინტერვიუ ოქტომბრის ნომრის მთავარ გმირთან, უმშვენიერეს რუსა ჩაჩუასთან.
11:36 / 10.11.2020
"ეს ზაფხულის ერთგვარი გახანგრძლივებაა." - ამ სიტყვებით იწყება ინტერვიუ ოქტომბრის ნომრის მთავარ გმირთან, უმშვენიერეს რუსა ჩაჩუასთან.
11:36 / 10.11.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
City x Vitamin C
დღეს გიყვებით С ვიტამინზე, როგორც კანის ბზინვარებისთვის აუცილებელ #1 ვიტამინზე.
09:44 / 25.11.2020
შეფ მიშიმა და "ნიკორას" შესანიშნავი სამეული
კარგია, როცა შემდგარი და წარმატებული მწარმოებელი არ კმაყოფილდება არსებული შედეგებით და განაგრძობს სიახლეების შეტანას საკუთარ ასორტიმენტში.
11:55 / 04.11.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2020 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.9545
TRY
TRY
1
0.4235
USD
USD
1
3.3164
ამინდი
ბორჯომი 2 °C
img
სოხუმი 4 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა