City News
თქვენ რა მოგპარათ კოვიდმა?
დაკო ლომიძე
"ლიფერენტის" დამფუძნებელი


თქვენ რა "მოგპარათ" კოვიდმა? პასუხი "დრო" არ ითვლება

მე-7 დაბადების დღის წვეულება, დაგეგმილი მოგზაურობა ლონდონში, ჩემი სასტუმროს ტურისტები, ჩემი ფიტნესდარბაზის და სპაცენტრის კლიენტები...
რა გენატრებათ ყველაზე მეტად?

"ლიფერენთში" კარგი ივენთების მოწყობა, რომელსაც, სხვათა შორის, ხშირად ჟურნალ "სითისთან" ერთად ვაკეთებდით. მენატრება ის, რაც ალბათ ყველაზე მეტად მიყვარს - მოგზაურობა.

რა მოგცათ? რა დადებითი შედეგი მოიტანა თქვენთვის, თქვენი საქმიანობისთვის?

ვფიქრობ მხოლოდ მე არა. კაცობრიობის დიდი ნაწილი დააფიქრა და გადაგვახედა ადამიანის მთავარ ღირებულებებზე და ფასეულობებზე. პირველი ტალღა, თითქოს, დროის დაპაუზება იყო და ამან საშუალება მომცა, რომ გარედან შემეხედა ჩემი ყოველდღიური რუტინისთვის, აჩქარებული ცხოვრების ტემპისთვის. ბუნებრივია, რომ ადამიანს ცხოვრებაში, რაც არ უნდა წარმატებული კარიერა ჰქონდეს, პირველი ადგილი, მაინც ოჯახს და პირად სივრცეს, მის სულიერ სამყაროს უჭირავს. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში დრო ისე სწრაფად გარბის, რომ სულ მაქვს განცდა თითქოს საკმარის დროს ვერ ვუთმობ ამ ყველაფერს. იმის გააზრება, რომ ბალანსის დაჭერა პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის წარმატების უპირობო რეცეპტია, "ლოქდაუნის" პერიოდში უფრო სიღრმისეულად შევძელი.

რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, პანდემიამ გარდატეხა მოახდინა ჩემს ბიზნესხედვაში. ამ "კოვიდ ისტერიკამ" ბიძგი მომცა, რომ მომეხდინა მეტი IT - ტექნოლოგიის დანერგვა ჩემს ბიზნესსაქმიანობაში. ამაზე ისედაც დიდი ხანია ვფიქრობდი და მსურდა მეტი აქცენტის გაკეთება. დღეს ტექნოლოგიებმა ჩემი კომპანიის პრიორიტეტების სამეულში გადმოინაცვლა და ახალი პროექტის შექმნას შევუდექით.

როცა ყველაზე მეტად გიჭირდათ, რა გშველოდათ?

ყველაზე მეტად მშველოდა ვარჯიში. პანდემიამდე, არაერთი წელი "ლიფერენთის" დარბაზში პროფესიონალ ტრენერებთან ერთად ვვარჯიშობდი. ეს ძალიან გამომადგა "ლოქდაუნის" დროს და სახლის პირობებში ამ ვარჯიშებს ჩემით ვაკეთებდი. ვხედავდი, რომ ამ კრიზისის ფონზე ვარჯიშის შედეგად ახალი ხედვები და ახალი იდეები მოდიოდა და ნეგიტიური განწყობის ნაცვლად, ახალი შესაძლებლობების ძიების განწყობა მეუფლებოდა. სწორედ ამ დროს გადავწყვიტე დამეწყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა იმ პროექტის სისრულეში მოსაყვანად, რომლის იდეაც 5 წლის წინ გამიჩნდა. ზუსტად მივხვდი, რომ მსოფლიოში უამრავი ადამიანია, რომელსაც ესაჭიროება პროფესიონალების მიერ შედგენილი, მასზე მორგებული ვარჯიშები, რომელსაც მისთვის სასურველი ადგილიდან გააკეთებს. დავიწყე აქტიური კვლევა, რა მსგავსი პლატფორმები არსებობდა ონლაინ სივრცეში. კვლევის შედეგად ვნახე, რომ საკმაოდ ბევრი აპლიკაცია იყო, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ არცერთ აპლიკაციას არ ჰქონდა ტექსტი ქართულ ენაზე. უკვე რამოდენიმე თვეა, ჩემს გუნდთან ერთად, რომელიც დაკომპლექტებულია უმაღლესი დონის პროფესიონალებით, აქტიურად ვმუშაობ და 2021 წლის იანვარში, Liffit-ის აპლიკაციის პირველ ვერსიას გამოვუშვებთ ქართველი მომხმარებლისთვის. ხოლო 2021 წლის გაზაფხულისთვის, ჩვენი მიზანია გადავიდეთ მეორე ეტაპზე და გავიდეთ მსოფლიო ბაზარზე.

უნდა ვისწავლოთ კოვიდთან ერთად ცხოვრება. ისწავლეთ? თუ კი, რა?

რა თქმა უნდა, უნდა ვისწავლოთ. მე ვისწავლე. ხელმეორედ ვისწავლე მანამდე ნასწავლი, რომ ადამიანი თუ მოინდომებს, ყველაფრის სწავლას შეძლებს. გაგიმხელთ საიდუმლოს, რომ ამ თემაზე დაწყებული მაქვს წიგნის წერა, რომელიც 2022 წელს რამოდენიმე ენაზე გამოვა.

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეს გიყვებით С ვიტამინზე, როგორც
კანის ბზინვარებისთვის აუცილებელ #1 ვიტამინზე.
დღეს გიყვებით С ვიტამინზე, როგორც კანის ბზინვარებისთვის აუცილებელ #1 ვიტამინზე.
09:44 / 25.11.2020
როგორი უნდა იყოს 2020 წლის
მაკიაჟი. თინა შალიკაშვილის რჩევები.
როგორი უნდა იყოს 2020 წლის მაკიაჟი. თინა შალიკაშვილის რჩევები.
10:55 / 12.11.2020
ყველა პასუხი ყველა კითხვაზე
გია კავკასიძისგან
ყველა პასუხი ყველა კითხვაზე გია კავკასიძისგან
12:27 / 11.11.2020
"ეს ზაფხულის ერთგვარი გახანგრძლივებაა." - ამ სიტყვებით იწყება ინტერვიუ ოქტომბრის ნომრის მთავარ გმირთან, უმშვენიერეს რუსა ჩაჩუასთან.
11:36 / 10.11.2020
"ეს ზაფხულის ერთგვარი გახანგრძლივებაა." - ამ სიტყვებით იწყება ინტერვიუ ოქტომბრის ნომრის მთავარ გმირთან, უმშვენიერეს რუსა ჩაჩუასთან.
11:36 / 10.11.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
City x Vitamin C
დღეს გიყვებით С ვიტამინზე, როგორც კანის ბზინვარებისთვის აუცილებელ #1 ვიტამინზე.
09:44 / 25.11.2020
შეფ მიშიმა და "ნიკორას" შესანიშნავი სამეული
კარგია, როცა შემდგარი და წარმატებული მწარმოებელი არ კმაყოფილდება არსებული შედეგებით და განაგრძობს სიახლეების შეტანას საკუთარ ასორტიმენტში.
11:55 / 04.11.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2020 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.9545
TRY
TRY
1
0.4235
USD
USD
1
3.3164
ამინდი
ბორჯომი 2 °C
img
სოხუმი 4 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა