City News
LA MER - WELCOME TO GEORGIA
ლეგენდარული ბრენდი ექსკლუზიურად პეკინზე, "ლუტეციაში". არსებობს საოცარი საცხები, არსებობს პრემიუმ საცხები, ყველაზე გაყიდვადი, ყველაზე პოპულარული, ყველაზე ძვირადღირებული და არსებობს... Crème de la Mer - "კრემთა კრემი" მთელ მსოფლიოში და ახლა უკვე "ლუტეცია"-ს მაღაზიაში, პეკინზე.
ამ ბრენდის ზუსტად პირდაპირ, მწკრივად ჩაწყობილი ვარსკვლავები გხვდებათ. პირველ თაროზე სწორედ ის ხაზია, რომლითაც, ჩვენი აზრით, მისი გაცნობა უნდა დაიწყოთ.

ამბობენ, "ლა მერ"-ის ქალბატონებს ინტენსიური მაკიაჟი არასდროს სჭირდებათ, რადგან მათი კანი იმდენად მოვლილი და ნაზია, არ საჭიროებს ძლიერ დაფარვას და პრობლემების დამალვას. ყველას თავის ფავორიტი აქვს "ლა მერ"-ის პროდუქტების ჩამონათვალში. ჩემი ისტორია, წლების წინ, "ვოგში" წაკითხული პატარა ჩანართით დაიწყო. ჩანართს "ლა მერ"-ის იმიჯი ახლდა ჯეი ლოს პორტრეტთან ერთად. ინფორმაცია გვამცნობდა, რომ ცნობილი ვარსკვლავი სახის "კრემ დე ლა მერ"-ს მთელ სხეულზე ისვამდა. ჯეი ლომდე, მაშინაც და ახლაც, ბევრი რამ მაშორებს, მაგრამ "ლა მერ"-მა მაშინ მაინც გაგვაერთიანა. ეს იყო ჩემი პირველი ძვირადღირებული კრემი შეძენილი მივლინებისას, რომელიღაც ქვეყნის აეროპორტის "დიუთი ფრიში". მისი ტექსტურის აღწერა რთულია, მისი მოქმედება იოლად და მალევე შესამჩნევი. დღემდე მართლაც არ შემხვედრია სახის საცხი, რომელიც ასე ატენიანებს სახის კანს წასმიდან რამდენიმე წამში.

ჩვენთან, საქართველოში, "ლა მერ"-ის ბრენდს საკმაოდ დიდი ფანკლუბი ჰყავს. ჩემს ინსტაგრამ სთორებში, პეკინის "ლუტეცია"-ს "ლამერისეული" ფოტოების ატვირთვისთანავე, ბევრი საინტერესო და ინფორმაციული კომენტარი მივიღე. თანამედროვე გოგოები, არ აქვს მნიშვნელობა დიდები თუ პატარები, ბრმად და მხოლოდ რეკლამის გამო არაფერს იყვარებენ. ისინი ჯერ ეცნობიან, იკვლევენ, სინჯავენ და მხოლოდ შემდეგ ყიდულობენ და აძლევენ რჩევებს სხვებს. ფავორიტთა შორის იყო, ცხადია, "კრემ დე ლა მერი", ბრენდის პირველი და დღემდე ყველაზე პოპულარული სახის საცხი. არანაკლები პოპულარობით სარგებლობს "ლა მერის" ტანის მოვლის ხაზი, ახალი შრატები, ბლანტი, ორფაზიანი ლოსიონები, რომლებიც ნაზად უნდა აურიოთ და ისე დაიტანოთ სახესა და დეკოლტეზე.

ძალიან პოპულარულია ბრენდის დეკორატიული კოსმეტიკა: ტონალური კრემები ნაზი, გამჭვირვალე ტექსტურით, მოვლილ კანს უფრო მეტად რომ უსვამს ხაზს, კომპაქტური პუდრები, კუშონები, (უფრო საქმიანი გოგოების ფავორიტი) და ფხვიერი, საოცარი პუდრი, მბზინავი გრანულებით. ამ დეკორატიული კოსმეტიკით დატანების შემდეგ, სახე თითქოს გამჭვირვალე და ოდნავ მბზინვარეა. ქალების განსაკუთრებული სიყვარული "ლა მერ"-ის ბრენდის პროდუქტებში ხელის საცხმა მოიპოვა. განსაკუთრებულია ის იმით, რომ ძალიან თხელია, იწოვება მომენტალურად, არ ტოვებს, განსაკუთრებით დღისით, უსიამოვნო წებოვნების შეგრძნებას და, როგორც ამბობენ, ორ დღეში საკუთარი ხელების კანს ვერ იცნობთ. დღეს, სანიტაიზერების ეპოქაში, ერთ-ერთი ყველაზე საჭირო რამაა, ალბათ.

ხელის საცხის ჯადოსნურობა, ისევე როგორც "ლა მერ"-ის სხვადასხვა პროდუქტის, შემთხვევითი არ არის და მას ისტორიული და მეცნიერული ახსნა აქვს. წლების წინ, Crème de la Mer-ის დამფუძნებელმა, ასტროფიზიკოსმა მაკს ჰიუბერგმა, ლაბორატორიაში, უბედური შემთხვევის შედეგად, კანის დამწვრობა მიიღო. დასახმარებლად მან ზღვის სამკურნალო ძალას მოუხმო. ხელით კრეფდა წყალმცენარეებს და უკვე მას შემდეგ, რაც საკუთარ კანს უმკურნალა, 12 წლის მანძილზე 6000-მდე ექსპერიმენტი ჩაატარა. მიზანი იდეალური ფორმულის მიღება გახლდათ, რაც შეძლო კიდეც Miracle Broth™ - ის სახით. სწორედ ის გახდა "კრემ დე ლა მერ"-ის მთავარი ინგრედიენტი, რამაც იგი აქცია ლეგენდად დამატენიანებელ საშუალებათა შორის.

ისტორია გრძელდება და "ლა მერ"-ის ყოველ ახალ ხაზში ჯადოსნური ელექსირის ფორმულა შედის, ახალი გზებითა და ახალი მინარევებით. კონცეფცია, როგორც ყოველივე გენიალური, მარტივია - მეცნიერულად დასაბუთებული ფორმულა, ნოვაცია და ზღვის მდიდარი მემკვიდრეობა.

დღეს, როდესაც ლამის ყოველ სარეკლამო ტექსტში და ლამის ყველა ბრენდზე გვხვდება სიტყვა "პრემიუმი", "ლა მერ"-თან მიმართებაში ის ცოტა მეხამუშება კიდეც. ის, რაც არ მეხამუშება და ნამდვილია, აი ასე ჟღერს: "კრემთა კრემი ქალებისთვის". აი, ეს "კრემთა კრემი" და "ლა მერ"-ის სხვა ვარსკვლავები თქვენ თბილისში, პეკინის გამზირზე, "ლუტეცია"-ს ლამაზ მაღაზიაში დაგხვდებათ.


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეს გიყვებით С ვიტამინზე, როგორც
კანის ბზინვარებისთვის აუცილებელ #1 ვიტამინზე.
დღეს გიყვებით С ვიტამინზე, როგორც კანის ბზინვარებისთვის აუცილებელ #1 ვიტამინზე.
09:44 / 25.11.2020
როგორი უნდა იყოს 2020 წლის
მაკიაჟი. თინა შალიკაშვილის რჩევები.
როგორი უნდა იყოს 2020 წლის მაკიაჟი. თინა შალიკაშვილის რჩევები.
10:55 / 12.11.2020
ყველა პასუხი ყველა კითხვაზე
გია კავკასიძისგან
ყველა პასუხი ყველა კითხვაზე გია კავკასიძისგან
12:27 / 11.11.2020
"ეს ზაფხულის ერთგვარი გახანგრძლივებაა." - ამ სიტყვებით იწყება ინტერვიუ ოქტომბრის ნომრის მთავარ გმირთან, უმშვენიერეს რუსა ჩაჩუასთან.
11:36 / 10.11.2020
"ეს ზაფხულის ერთგვარი გახანგრძლივებაა." - ამ სიტყვებით იწყება ინტერვიუ ოქტომბრის ნომრის მთავარ გმირთან, უმშვენიერეს რუსა ჩაჩუასთან.
11:36 / 10.11.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
City x Vitamin C
დღეს გიყვებით С ვიტამინზე, როგორც კანის ბზინვარებისთვის აუცილებელ #1 ვიტამინზე.
09:44 / 25.11.2020
შეფ მიშიმა და "ნიკორას" შესანიშნავი სამეული
კარგია, როცა შემდგარი და წარმატებული მწარმოებელი არ კმაყოფილდება არსებული შედეგებით და განაგრძობს სიახლეების შეტანას საკუთარ ასორტიმენტში.
11:55 / 04.11.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2020 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.9545
TRY
TRY
1
0.4235
USD
USD
1
3.3164
ამინდი
ბორჯომი 2 °C
img
სოხუმი 4 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა