City Cover
მოპარული ზაფხული
"ეს ზაფხულის ერთგვარი გახანგრძლივებაა." - ამ სიტყვებით იწყება ინტერვიუ ოქტომბრის ნომრის მთავარ გმირთან, უმშვენიერეს რუსა ჩაჩუასთან. ფოტოების შემხედვარე, თავადაც მიხვდებით, რომ ესაა ზაფხული შემოდგომით. გაგრძელება იმ ზაფხულისა, რომელსაც ეს ნამდვილად სჭირდება. დაკარგული ზაფხულის, რომელმაც არ ცნო არცერთი გეგმა და სურვილი. არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი სოციალური პლატფორმებიდან, ამ პერიოდშიც ცდილობდნენ სიფერადის შემოტანას. როგორც რუსა ამბობს, კარგი ხასიათი, კარგი საქციელი და სიკეთე გადამდებია. როგორ ცუდადაც არ უნდა იყო, სხვისი სიბრჭყვიალე და დადებითი მუხტი აუცილებლად გადმოგედება. სწორედ ამიტომ და სწორედ ამ მუხტის თქვენთვის გადმოსაცემად მოპარულ ზაფხულზე რუსა ჩაჩუამ და ფოტოგრაფმა ლეკო ჭყონიამ ეს ფოტოსესია მოიფიქრეს.


მომიყევი როგორ გაჩნდა ამ ფოტოპროექტის იდეა?

ეს ზაფხულის ერთგვარი გახანგრძლივებაა. მგონი ყველას სურს, რომ ზაფხულის პერიოდი - თბილი დღეები, აუზი, კარგი ამინდები და, რაც მთავარია, განწყობა გაგრძელდეს. ფერადი გარემო და ტანსაცმელიც ამ გაწნყობის შესაბამისად შევარჩიეთ. მგონია, ჩემს და სხვის ცხოვრებაში სიფერადეს შევიტან.
გადაღების სტილი, იდეა, კონცეპტი შენი და ლეკოსი იყო?

ერთობლივად გადავწყვიტეთ მე და ლეკომ. იდეა გვქონდა აუზთან/აუზში, განსხვავებული ფოტოები გადაგვეღო. ისეთი, როგორიც აქამდე არ მქონია. სტილი ჩემია. ლეკომაც საკუთარი შესაძლებლობები სხვა კუთხით აჩვენა საზოგადოებას. ვფიქრობ, საინტერესო გამოვიდა.

ალბათ, არც დაგითვლია და ვინ დათვლის ცხოვრებაში რამდენი ფოტოსესია გქონია. ახლა ინსტაგრამმა ეს შენთვის ერთგვარ სამსახურადაც აქცია. როგორ უდგები ამ საკითხს, რას აკეთებ, რომ შენი გვერდის ვიზუალური მხარე იყოს საინტერესო?

როდესაც შევისისხლხორცე, რომ ჩემი ინსტაგრამი ერთგვარად ჩემი სამსახურია, სხვანაირად შევისწავლე. გვერდი უნდა იყოს საინტერესო და ბევრმა დეტალმა მიიქციოს ყურადღება. ჩემი ინსტაგრამი მთლიანად მე ვარ. ინსტაგრამი საკმაოდ სპეციფიკურია, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ჩემი გამოცდილებითაც ბევრს მივხვდი. სტატისტიკას ყოველთვის ვეცნობი. როცა მგონია, რომ ფოტო ძალიან ლამაზია, პროფესიონალი ფოტოგრაფის გადაღებულია, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ჩემს უბრალო სელფს შეილება მეტი გამოხმაურება მოჰყვეს. ამიტომ რაღაცები შევცვალე, რაღაცებს მივხვდი. მაგალითად, ხშირად არ უნდა დადო ფოტოები... "სთორებს" დღემდე აქტიურად ვდებ. ვდებ იმას, რაც მინდა გავუზიარო გამომწერებს - ბავშვებთან ურთიერთობა, ჩემი ყოველდღიური მდგომარეობა, პროტესტიც კი.

მოდი, მათ, ვისაც მოსწონს რუსა ჩაჩუას ინტაგრამი, ვასწავლოთ როგორ გავაკეთოთ რუსა ჩაჩუასნაირი ინსტაგრამი

ეს მოვიდა დროთა განმავლობაში. მსოფლიო ბლოგერების თვალიერებამ მომიყვანა აქამდე.
ინსტაგრამი ბიზნესის კუთხით. მოდი, ამაზეც ვისაუბროთ. მაგალითად, არის რამდენიმე კომპანია, რომელთანაც შენ გაქვს ყოველთვიური კონტრაქტი თუ ეს არის სპონტანური?

მქონია ხელშეკრულებები, რომლის თანახმადაც კონკრეტული კომპანიები ყოველთვიურად, სეზონურად, აგზავნიდნენ პროდუქციას და მე ვანთავსებდი ჩემს ინსტაგრამზე. პანდემიის პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა. გაიზარდა ყველანაირი პროდუქტის ონლაინ გაყიდვები - განსაკუთრებით სახის მოვლის საშუალებების, ვინტაჟ სამოსისა და სამკაულის.

ყველაზე დიდ ინტერესს რა ტიპის "სთორები" იწვევს?

გარეგნობის მოვლის საშუალებებს აქვს ძალიან დიდი გამოხმაურება. ყველაზე ხშირად მეკითხებიან რომელ კოსმეტოლოგს მივმართავ, რა საცხებს ვიყენებ, თმას ვისთან ვიღებავ... ძალიან მადლიერი ვარ, როცა ვიღაც ამირჩევს და მეკითხება რჩევებს. ეს არ მაძლევს მოდუნების საშუალებას. ასეთ დროს, მეც არ მაქვს უფლება ისე გამოვიყურებოდე, რომ არ ვიყო მათთვის რაღაც მხრივ სამაგალითო.
შენი "ლუქები" ხშირად არის ცალკე განხილვის თემა. თუმცა, მათ გარჩევას ხშირად არ სთავაზობ შენს გამომწერებს. რატომ?

სხვათა შორის, ამაზე მეც მიფიქრია, მაგრამ ამ თემას დიდი დრო სჭირდება. რომ ვუყურებ ქართველ ბლოგერებს, ჩემთან შედარებით საკუთარ გვერდებს უფრო მეტ დროს უთმობენ. ჩემი დიდი ოჯახი იმხელა შრომას მოითხოვს, რომ დრო საკუთარი თავისთვის ძალიან ცოტა მრჩება. ამის გამო, ბევრ რამეს უბრალოდ ვერ ვახერხებ. აქტიურ ვარჯიშს ვიწყებ და მინდა ჩემს გამომწერებს ცხოვრების ჯანსაღი სტილის შესახებ უფრო მეტი საინტერესო ინფორმაცია მივაწოდო.

მე როგორც მახსოვს, გქონდა მიზანი, რისკენაც მიდიოდი. 1 წლის წინ დაიწყე ვარჯიში. მითხარი, რით დაიწყე და აქვე გკითხავ, როდესაც ხარ დიდი ოჯახის დიასახლისი, ბავშვი ხან ღამე იღვიძებს და კიდევ, ათასი წვრილმანი. ეს ყველაფერი არ გიშლის ხელს?

გულწრფელი ვიქნები და გეტყვი, რომ კი, მიშლიდა. 6 წელია რაც ბოლო ორი შვილი გავაჩინე. ძალიან მიჭირს წონის შენარჩუნება. კოლოსალურ კილოგრამებზე ავდიოდი. ორსულობის დროს არ ვიზღუდავდი თავს. ორგანიზმს ვაძლევდი მოდუნების საშუალებას. შემდეგ ვიდიეტებდი, ჩამოვიდოდი სასურველ წონაზე, მაგრამ მალევე ვიმატებდი 8-9 კილოგრამს. ზუსტად ერთი წელია რაც ჩამოვედი სასურველ წონაზე, 60 კილოგრამზე და ბოლო 5-6 თვეა ეს წონა მიჭირავს, აღარ ვიმატებ.

მითხარი, რამ მოგცა ბიძგი?

გაგონილი მქონდა 18 საათიანი დიეტის შესახებ. გადავწყვიტე მეცადა და სხვათა შორის არ გამიჭირდა. დილას ვიწყებ წყლით, ვსვამ იმდენს, რამდენიც მომესურვება. შემდეგ ყავა. წყალი და ყავა არ ითვლება საუზმედ. 12 საათზე ვსაუზმობ. რაციონიდან სრულად ამოვიღე ცომეული და ტკბილეული.

რამდენი ხანია არ გიჭამია პური?

დაახლოებით 6-7 თვეა. ხაჭაპური ყველაზე მეტად მიყვარს. თუ ძალიან მომინდება, ერთი ლუკმის უფლებას ვაძლევ თავს.

როგორია შენი რაციონი?

საუზმე - კვერცხი, ხორცი, ნებისმიერი სალათი. თუმცა, მე ძალიან მიყვარს ხილი და მირჩევნია დილა ხილით დავიწყო.
შუადღეს, 3-4 საათზე სადილი - ნებისმიერი, ცომეულის და ტკბილეულის გარეშე.
საღამოს 6 საათზე - ბოსტნეული, ყველი... მიუხედავად იმისა, რომ ყველი კალორიულია, ძალიან მიყვარს და უარს არ ვამბობ. თუმცა, დოზა შევამცირე.
6 საათის შემდეგ აღარაფერს მივირთმევ. თავიდან მიჭირდა, მაგრამ ახლა უკვე თვითონ ჩემს ორგანიზმს აღარ სიამოვნებს და საღამოს ვერ ვიღებ საკვებს. რა თქმა უნდა, არის გამონაკლისი შემთხვევები, წვეულებები, დაბადების დღეები. ასეთ დროს მთელი დღე არ ვჭამ და საღამოს მივირთმევ ისე, რომ კალორიების ნორმაში ჩავეტიო.

დაიწყე 18 საათიანი კვება და როდის დადგა პირველი შედეგი?

მე, ზოგადად, რთულად ვიკლებ. 2 კვირის შემდეგ უკვე დაიძრა წონა.

რას აშველებდი?

აქტიური ცხოვრება ყველაზე მეტად მეხმარება. ვარჯიში, ფეხით სიარული არის საოცარი.

როდის ასწრებ?

ჩვენ, დიასახლისები და დედები, ფაქტობრივად, ვერ ვჩერდებით ერთ ადგილას. ხშირად ვასეირნებ ბავშვებს. ასევე, აუცილებელი კომპონენტია სრულფასოვანი ძილი, 7-8 საათი. ჩემი ნება რომ იყოს, 11 საათზე დავიძინებდი...

მასაჟზე რა აზრის ხარ?

ძალიან მიყვარს. მგონია, რომ სპორტის შემდეგ პირველია. წელს არ გამიკეთებია. მხოლოდ LPG-ის ვახმარდი. ძალიან კარგი აპარატია, რომელიც დიეტის დროს ეფექტურად ეხმარება წონის კორექციას, კანის ელასტიურობის, კოლაგენის აღდგენას. თუმცა, ვფიქრობ, ვარჯიში მაინც პირველია. მაგრამ აქაც კვების გარეშე შედეგი არ დგება.

მოდი ვისაუბროთ სახის კანზე. მითხარი შენი მარტივი წესები, შენი დილა როგორ იწყება?

მშრალი კანი მაქვს, მაგრამ ძალიან მარტივად მოსავლელი. ალბათ ეს ბებიის და დედის გენეტიკის დამსახურებაა. ძილი და სწორი ცხოვრების წესი აქაც მნიშვნელოვანია. დედაჩემმა მასწავლა დილაობით სახის დაბანა გვირილის და ოხრახუშის ყინულის კუბებით. საპონს ვიყენებ კვირაში ერთხელ ან ორჯერ. შემდეგ მიცერალური წყლით ვისუფთავებ. ზოგადად, ეს პროდუქტი მომწონს, მაგრამ სახეზე არ ვიჩერებ, მაინც ვიბან. შემდეგი ნაბიჯია შრატი მშრალი კანის დატენიანებისთვის. დიდი ხანი ვიყენებდი La Mer-ის შრატს. სისტემატურად ვიყენებ ამავე ბრენდის ზეთს. ყველაზე მეტად უხდება ჩემს სახის კანს. აუცილებელია თვალის გარშემო საცხი და ტუჩის დამატენიანებელი შრატი. არ უნდა დაგვავიწყდეს კისერი და დეკოლტე. ბოლო ნაბიჯია დამატენიანებელი. ზოგადად, ზაფხულში უფრო მსუბუქ დამატენიანებელს ვხმარობ ან სერუმს ვჯერდები. სულ ესაა.

მოდი ვისაუბროთ ბავშვებზე. მე მაინც მგონია, რაც არ უნდა ბევრი დამხმარე გყავდეს, ეს მაინც წარმოუდგენლად დიდი შრომა და პასუხისმგებლობაა. განსაკუთრებით ახლა, ამ პერიოდში.

თაზომ ჩააბარა და თავისი რეჟიმი აქვს. ნაძინკა 11 წლისაა, ნატაშკა 5-ის გახდა, სანდრო 3-ის. ნატაშკას ბაღში ჯერ-ჯერობით ვერ ვუშვებ, მეშინია. სანდრო ჯერ პატარაა, ჩემი შვილები ბაღში 5 წლის ასაკიდან დადიან, როცა უკვე თავად უნდებათ. მანამდე თითქოს მე ვიკავებ თავს, ვარიდებ ვირუსებს.

ამ ვითარებაში ბავშვების რეჟიმში რა შეიცვალა?

მთელი წელი, ყველა აქტივობა გაჩერებული გვქონდა. ყველაფერი ონლაინ რეჟიმში გადავიდა. მეცინებოდა, თაზოსაც კი, რომელიც ფეხბურთელია, ონლაინ ჰქონდა ვარჯიშები. უკვე ვგეგმავ ნელ-ნელა. თითქოს დანაშაულის გრძნობაც მაქვს. არ მინდა, რომ ჩემი შიშების გამო რამე მოაკლდეთ. თან მეშინია, თან ვბედავ. მოკლედ, ეს დედის განცდები მუდამ თან მდევს, ვერ ვდუნდები. ვერიდებით ხალხმრავალ ადგილებს, პირბადე, სადეზინფექციო ხსნარები, სახლში აუცილებლად ბახილები, და ა.შ.

კორონას პერიოდზე მითხარი, გაგიჭირდა?

სხვათა შორის არა. თუმცა, ფსიქოლოგიური მდგომარეობა იყო რთული. შიშის ქვეშ ვიყავით, ვუფრთხილდებოდით შვილებს, მშობლებს. ყველა აქტივობას გამოვეთიშე, ბავშვებთან ერთად რომ ვყოფილიყავი. რა თქმა უნდა, იყო სტრესი და ეს გადავიტანე ხეხვაში, ლაგებაში, წმენდაში მაგრამ, ძალიან მალევე დავანებე თავი და გადავედით კითხვაზე, განათლებაზე, რათა ეს პერიოდი სასიამოვნოდ გაგვეტარებინა. თითქოს ამ პერიოდმა ოჯახი მეტად დაგვაახლოვა. ყველა სახლში მყავდა და წყნარად ვიყავი.

რისკენ მიდიხარ. არის თუ არა შენი ერთ-ერთი მიზანი ინსტაგრამპლატფორმის განახლება?

ზოგადად, ცხოვრებაში ბევრი მიზანი მაქვს. ძალიან მინდა ყველაფერი გამომივიდეს. მე ეს საქმე მომწონს, მართობს და ერთგვარად ჩემი ცხოვრებაა. ვუზიარებ ადამიანებს იმას, რაც მომწონს. რა პროდუქტსაც ვუწევ რეკლამას, აუცილებლად თავად ვიყენებ და დარწმუნებული ვარ, რომ ჯანმრთელი და ჯანსაღია. არის ბევრი რაღაც, რაზეც უარი მითქვამს, რადგან არ ვიყენებ, არ მომწონს და სხვას ვერ ვურჩევ.

შენი შთაგონების წყარო ინსტაგრამზე. ვისი გვერდები მოგწონს, პერსონები...

70% უცხოელი ბლოგერები და დიზაინერები არიან. მათი გვერდები ძალიან საინტერესოა. მომწონს მათი ცხოვრების სტილი, ფოტოები, სიფერადე და მუხტი, რომელიც ჩვენამდე მოაქვთ.

ბევრი ისეთი ბლოგერია, რომელსაც ჩვენამდე დადებითი მუხტი მოაქვს. დებს ამბებს, მაგალითად, ვარჯიშის, ცხოვრების ჯანსაღი სტილის, სახის კანის მოვლის შესახებ. შემდეგ ეს ყველაფერი მოგვწონს, სტიმულს გვაძლევს და ჩვენზე მათი განწყობაც გადმოდის. სულ ვამბობ: კარგი ხასიათი, კარგი საქციელი და სიკეთე გადამდებია, როგორ ცუდადაც არ უნდა იყო, სხვისი სიბრჭყვიალე და დადებითი მუხტი აუცილებლად გადმოგედება.


ტექსტი: ანა არაბიძე
ფოტო: ლეკო ჭყონია
მაკიაჟი: Teko Shenken


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეს გიყვებით С ვიტამინზე, როგორც
კანის ბზინვარებისთვის აუცილებელ #1 ვიტამინზე.
დღეს გიყვებით С ვიტამინზე, როგორც კანის ბზინვარებისთვის აუცილებელ #1 ვიტამინზე.
09:44 / 25.11.2020
როგორი უნდა იყოს 2020 წლის
მაკიაჟი. თინა შალიკაშვილის რჩევები.
როგორი უნდა იყოს 2020 წლის მაკიაჟი. თინა შალიკაშვილის რჩევები.
10:55 / 12.11.2020
ყველა პასუხი ყველა კითხვაზე
გია კავკასიძისგან
ყველა პასუხი ყველა კითხვაზე გია კავკასიძისგან
12:27 / 11.11.2020
ლეგენდარული ბრენდი ექსკლუზიურად
პეკინზე,
ლეგენდარული ბრენდი ექსკლუზიურად პეკინზე, "ლუტეციაში". არსებობს საოცარი საცხები, არსებობს პრემიუმ საცხები, ყველაზე გაყიდვადი, ყველაზე პოპულარული, ყველაზე ძვირადღირებული და არსებობს... Crème de la Mer - "კრემთა კრემი" მთელ მსოფლიოში და ახლა უკვე "ლუტეცია"-ს მაღაზიაში, პეკინზე.
08:54 / 10.11.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
City x Vitamin C
დღეს გიყვებით С ვიტამინზე, როგორც კანის ბზინვარებისთვის აუცილებელ #1 ვიტამინზე.
09:44 / 25.11.2020
შეფ მიშიმა და "ნიკორას" შესანიშნავი სამეული
კარგია, როცა შემდგარი და წარმატებული მწარმოებელი არ კმაყოფილდება არსებული შედეგებით და განაგრძობს სიახლეების შეტანას საკუთარ ასორტიმენტში.
11:55 / 04.11.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2020 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.9545
TRY
TRY
1
0.4235
USD
USD
1
3.3164
ამინდი
ბორჯომი 2 °C
img
სოხუმი 4 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა