City News
Khatia In The City
როგორი უნდა იყოს 2020 წლის მაკიაჟი. თინა შალიკაშვილის რჩევები.
მოდიდან სამოსი, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია. თუმცა, წარმოიდგინეთ რა უფერული იქნებოდა ჩვენება, მაკიაჟისა და ვარცხნილობის გარეშე.

დღესდღეობით, მაკიაჟი მოდის, ხელოვნებისა და ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ბოლო წლების განმავლობაში, მკვეთრი ფერებისა და აქსესუარების გამოყენება ძალიან აქტუალური გახდა, რამაც უფრო მეტი განვითარებისა და კრეატიულობის საშუალება მისცა ვიზაჟისტებს. ამ ტენდენციებმა წელსაც არ დაკარგა აქტუალობა და ისეთი დიზაინერების ჩვენებებზე შეგვხვდა, როგორებიც არიან:
Giambattista Valli, Altuzarra, Valentino, Tom Ford და სხვები.

როგორც იცით, ინსტაგრამზეც ძალიან პოპულარული გახდა ორიგინალური მაკიაჟის ფოტოები. სწორედ ამიტომ, "სითის" მკითხველისთვის, მე და ვიზაჟისტმა თინა შალიკაშვილმაც მოვამზადეთ ორი ლუქი თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით. რა
თქმა უნდა, თინა რჩევებსაც გიტოვებთ, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ.

ფერადი აქცენტი თვალზე

ამ ტრენდს ყველგან შეხვდებით, იქნება ეს ჟურნალის ყდები, მოდის ჩვენებები თუ უბრალოდ, ქუჩაში სეირნობისას. მე და თინამ ვარდისფერზე გავაკეთეთ არჩევანი. თუმცა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ სურვილისამებრ შეცვალოთ ფერები.

თინა შალიკაშვილი:

"ბოლო დროს ძალიან მომწონს მკვეთრი აქცენტები თვალზე. ვფიქრობ, უმეტესად თვალი განაპირობებს მაკიაჟის მრავალფეროვნებას. ამის გამო, ვცდილობ ჩემს მაკიაჟის ჩანთაში ძალიან ფერადი და პიგმენტური ჩრდილები იყოს. ფერადი პალიტრის გახნისთანავე, უამრავი იდეა მომდის თავში. განსაკუთრებით ჟოლოსფერი და ვარდისფერი შემიყვარდა.

ასევე, ტრენდულია მონოქრომული მაკიაჟი. თუ ადრე 5-6 ფერის გრადაცია იყო მოდაში, დღეს თვალსა და ლოყებზე წასმული ერთი ფერი გაცილებით მეტ ყურადღებას იქცევს.

ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ 2020-ის ტრენდი, მეტწილად, სისადავეა, ზომიერად გამოკვეთილი თვალი და ლოყები მაკიაჟს უფრო დასრულებულს ხდის".

გლიტერები, მარგალიტები და სხვა აქსესუარები

თინა შალიკაშვილი:

"ალბათ იცით, რომ მაკიაჟს ბევრი მიმდინარეობა აქვს. "ედიტორიალ" მაკიაჟები კი, მეტწილად გადაღებისთვის გამოიყენება. იმისთვის, რომ სახე კადრში იდეალური იყოს, პუდრი უნდა დაივიწყოთ. უფრო მეტი ზეთოვანი და კრემოვანი პროდუქტები გამოიყენეთ.

თქვენს ფანტაზიას უნდა მიენდოთ, მაგრამ, ამავდროულად, უნდა გახსოვდეთ, რომ ოქროს შუალედი უნდა დაიცვათ. მაკიაჟი არ უნდა იყოს გადატვირთული, მაგრამ ერთი კონკრეტული დეტალი უნდა გამოარჩევდეს მას სხვებისგან.

გამოიყენეთ თვლები, მარგალიტები, ფერადი ქაღალდები, ყვავილები, ბრჭყვიალები, მოკლედ ყველაფერი, რაც ხელში მოგხვდებათ, შეგიძლიათ საინტერესოდ გამოიყენოთ "ედიტორიალ" მაკიაჟისთვის"

მოკლედ, ის დროა, თქვენც სცადოთ თანამედროვე მაკიაჟი და გაგვიზიაროთ "სითის" Facebook გვერდზე.


ტექსტი: ხატია ჩახვაშვილი
ფოტო: თიკო ჭიღლაძე

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეს გიყვებით С ვიტამინზე, როგორც
კანის ბზინვარებისთვის აუცილებელ #1 ვიტამინზე.
დღეს გიყვებით С ვიტამინზე, როგორც კანის ბზინვარებისთვის აუცილებელ #1 ვიტამინზე.
09:44 / 25.11.2020
ყველა პასუხი ყველა კითხვაზე
გია კავკასიძისგან
ყველა პასუხი ყველა კითხვაზე გია კავკასიძისგან
12:27 / 11.11.2020
"ეს ზაფხულის ერთგვარი გახანგრძლივებაა." - ამ სიტყვებით იწყება ინტერვიუ ოქტომბრის ნომრის მთავარ გმირთან, უმშვენიერეს რუსა ჩაჩუასთან.
11:36 / 10.11.2020
"ეს ზაფხულის ერთგვარი გახანგრძლივებაა." - ამ სიტყვებით იწყება ინტერვიუ ოქტომბრის ნომრის მთავარ გმირთან, უმშვენიერეს რუსა ჩაჩუასთან.
11:36 / 10.11.2020
ლეგენდარული ბრენდი ექსკლუზიურად
პეკინზე,
ლეგენდარული ბრენდი ექსკლუზიურად პეკინზე, "ლუტეციაში". არსებობს საოცარი საცხები, არსებობს პრემიუმ საცხები, ყველაზე გაყიდვადი, ყველაზე პოპულარული, ყველაზე ძვირადღირებული და არსებობს... Crème de la Mer - "კრემთა კრემი" მთელ მსოფლიოში და ახლა უკვე "ლუტეცია"-ს მაღაზიაში, პეკინზე.
08:54 / 10.11.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
City x Vitamin C
დღეს გიყვებით С ვიტამინზე, როგორც კანის ბზინვარებისთვის აუცილებელ #1 ვიტამინზე.
09:44 / 25.11.2020
შეფ მიშიმა და "ნიკორას" შესანიშნავი სამეული
კარგია, როცა შემდგარი და წარმატებული მწარმოებელი არ კმაყოფილდება არსებული შედეგებით და განაგრძობს სიახლეების შეტანას საკუთარ ასორტიმენტში.
11:55 / 04.11.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2020 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.9545
TRY
TRY
1
0.4235
USD
USD
1
3.3164
ამინდი
ბორჯომი 2 °C
img
სოხუმი 4 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა