City News
ირმა ხეცურიანი - პარამოფარიკავე
პირველი, რაც მაგონდება, ჩემი "ცაგერაა". სადაც ზღვა და მდინარე გვილამაზებდა და გვიმდიდრებდა ჩვენს პატარა, უტაძრო სოფელს... ჩემი სახლის ეზო... მანდარინების სურნელი... ვაშლის და კარალიოკის ხეები, ჩემი მეზობლის ალუბალი, რომელსაც სულ ვიპარავდით და გაბრაზებული ნინა ბებო გვტუქსავდა... ჩემი გადარეული და, რომელიც სულ ბუნტისთავი იყო და ლიდერობდა ჩემს თანატოლებში. ჩემი ბაბუ, ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ მისი კეთილი თვალები ჩემს თვალებშია დღეს. ჩემი ბავშვობა... შემდეგ სიმძიმე მოჰყვება თბილ ფიქრებს და არ ვიცი რატომ. მაშინ ხომ მხოლოდ 7 წლის ვიყავი. სულ ცრემლით ვიხსენებ ომის დღეებს... ბურუსი აქვს შემოხვეული ჩემს ემოციებს თუმცა, ცრემლები მაინც მომდის... ამით ვგრძნობ, რომ სადაც ჩემი ფესვებია, ის ყოველთვის ქვეცნობიერს აქვს შემონახული და მასთან დაკავშირებული ყველა სიტყვა თუ ქმედება მძაფრ განცდებს იწვევს ჩემში...

დიდხანს ვერ ვაცნობიერებდი რა მოხდა... ჩემი ბავშვური აზროვნებით ვიცოდი, რომ ომი ცუდია... მეზობლის ბიჭი მძევლად იყო... ჩემი ექთანი მამიდა ომის დროს ნახევარად ცოცხალ ბიჭებს სიკვდილის დამარცხებაში ეხმარებოდა... მახსოვს, დედამ დილის 4 საათზე სამჯერ გაგვაღვიძა, ბებოს უთხრა - ცუდი რაღაც ხდება და ბავშვებს ჩააცვიო... მე ბებოს გოგო ვიყავი, მასთან ვწვებოდი... შემდეგ ძალიან მძლავრი აფეთქების ხმა მოგვესმა სახლის უკანა ეზოში. საწოლიდან, ნახევრად შიშველი მე და ჩემი და ძმა, ღობეზე გადაგვსვეს...

მეზობლის სარდაფს შევაფარეთ თავი და მერე მთელი გზა მატარებლამდე ისტერიული და გაუცნობიერებელი შიში მახსოვს... ყვირილი... კივილი, ტირილი, ქვითინი... სროლა... ასეთი განშორება, დროსთან ერთად მივხვდი, რომ რთულია... ვერც კი გავიცანი ჩემი მხარე... ჩემი ფესვები, ისე წამოვედი... მინდა მჯეროდეს, რომ ადრე თუ გვიან სხვა საქართველოში, უფრო მთლიანში და ერთიანში ვიცხოვრებთ...

პარაფარიკაობა 27 წლის ასაკში დავიწყე... ეს სპორტის ის სახეობაა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ასპარეზობენ. თავიდან, როცა დავთანხმდი შემოთავაზებას სპორტში მეცადა ჩემი ძალები, ნამდვილად არ მიფიქრია, რომ შევძლებდი... მეგონა მოყვარულის სტატუსს მოვირგებდი და ამით დავასრულებდი. თუმცა, ჰოი საოცრებავ! პირველი შედეგის შემდეგ ისე მომეწონა ადრენალინი, რომ გადავწყვიტე დავრჩენილიყავი და უფრო აქტიურად შევჭიდებოდი სპორტის ამ ყველაზე რთულ სახეობას. საოცრად ლამაზი, ინტელექტუალური და ბევრი თვისების გამაერთიანებელი სპორტია. იმდენ სიახლეს აღმოგაჩენინებს საკუთარ თავში, რომ დაჯერებაც კი გიჭირს. მებრძოლს გხდის და ბევრად თავდაჯერებულს. არ გეშინია პრობლემების და ეჩვევი დისციპლინას, რაც დღეს გვაკლია, სამწუხაროდ. მნიშვნელოვანია ის, რომ საკუთარ თავზე იმარჯვებ, სხვადასხვა გამოცდილებას იღებ, იზრდები მენტალურად, ახალ საფარიკაო ოჯახს იძენ. მიღწევებს რაც შეეხება, ბევრია... 17 მსოფლიო თასი, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლი და ბრინჯაო, მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლი და ბრინჯაო, პარაოლიმპიადაზე, 2016 წელს, რიოში, საუკეთესო 8 ში განთესვა, მაგრამ ყველაზე დიდი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატის ოქრო ოყო, რომში, 2017 წელს... წინ, 2021 წელს, ტოკიო გველოდება. პანდემიის გამო, რა თქმა უნდა, გადაიდო ან გაუქმდა რამდენიმე შეჯიბრი, რაც, თავისთავად, დისკომფორტი და მინუსია სპორტსმენისთვის, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენს ნაკრებს ეს გამოწვევა ხელს არ შეუშლის და აუცილებლად, კიდევ ერთხელ ღირსეულად წარვადგენთ ჩვენს ქვეყანას მსოფლიო ასპარეზზე.

ფოტო: ლიზა გაბუნია


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აი ასე, უცებ და სპონტანურად
გადავწყვიტეთ ჩვენს
აი ასე, უცებ და სპონტანურად გადავწყვიტეთ ჩვენს "სითიში" ძველი და საყვარელი რუბრიკა დაგვებრუნებინა. მას "მე და ჩემი მეგობრები" ჰქვია, რომლის გმირებს ჩვენი ქალაქების განსაკუთრებულ ადგილებში ვიღებთ. დავაბრუნეთ იმიტომ, რომ გაგრძელებული პანდემიის გამო, ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ ჩვენი მეგობრები და მათთან ერთად ახალაღმოჩენილ ადგილებში დროის გატარება მოგვენატრა.
11:14 / 11.04.2021
"სითის" და "ნიკორას" უკვე ტრადიციადქცეული რუბრიკის, აპრილის ნომრის გმირი ლიკა კვარაცხელიაა. ის ნამდვილად მიეკუთვნება იმ ქალბატონების რიცხვს, რომლებიც ყველაფერს ასწრებენ, თან ერთნაირად წარმატებულად.
08:58 / 08.04.2021
სურვილი იმისა, რომ შენი
პროფესიული ნიჭი და პრაქტიკული თუ ცხოვრებისეული გამოცდილება სხვებს
გაუზიარო, ნიშნავს პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, საკუთარ თავთან.
თუ ეს შეძელი, უკვე ფაქტია, რომ შენ შეძელი სარგებლის მოტანა, რომელიც
ვერ წაიშლება და დარჩება მომავალ თაობებს.
სურვილი იმისა, რომ შენი პროფესიული ნიჭი და პრაქტიკული თუ ცხოვრებისეული გამოცდილება სხვებს გაუზიარო, ნიშნავს პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, საკუთარ თავთან. თუ ეს შეძელი, უკვე ფაქტია, რომ შენ შეძელი სარგებლის მოტანა, რომელიც ვერ წაიშლება და დარჩება მომავალ თაობებს.
10:21 / 07.04.2021
პანდემიის პარალელურად,
პანდემიის პარალელურად, "სითის" ფურცლებზე არაერთხელ შეხვდებით ისტორიებს ადამიანებზე, რომლებმაც კარანტის დღეები იდეების განსახორციელებლად, ახალი საქმეების დასაწყებად და ახალი პროფესიების ასათვისებლად გამოიყენეს.
14:04 / 03.04.2021
Delfy Cosmetics
ფრანგული სუნამოს ხაზს ამჯერად ქართველი მოდელი, ტელეწამყვანი და
ინფლუენსერი რუსა ჩაჩუა წარმოგიდგენთ.
Delfy Cosmetics ფრანგული სუნამოს ხაზს ამჯერად ქართველი მოდელი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი რუსა ჩაჩუა წარმოგიდგენთ.
17:05 / 22.03.2021

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
მე და ჩემი მეგობრები - შეხვედრის ადგილი - "იდილია"
აი ასე, უცებ და სპონტანურად გადავწყვიტეთ ჩვენს "სითიში" ძველი და საყვარელი რუბრიკა დაგვებრუნებინა. მას "მე და ჩემი მეგობრები" ჰქვია, რომლის გმირებს ჩვენი ქალაქების განსაკუთრებულ ადგილებში ვიღებთ. დავაბრუნეთ იმიტომ, რომ გაგრძელებული პანდემიის გამო, ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ ჩვენი მეგობრები და მათთან ერთად ახალაღმოჩენილ ადგილებში დროის გატარება მოგვენატრა.
11:14 / 11.04.2021
"ნიკორას" რეცეპტები: ვიკა კალანდიას "ცეზარი შაშხით"
ცნობილი მსახიობისა და ყველასთვის საყვარელი ტელესერიალის გამორჩეული გმირის, ვიკა კალანდიას წარმატებისა და პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი, სამსახიობო ხელოვნებასთან ერთად, მისი იმიჯი და სტილია. სიფრიფანა ვიკა თითქოს ყველა გარემოში შეგიძლია წარმოიდგინო, სამზარეულოს გარდა. რეალობა საპირისპირო აღმოჩნდა. ვიკა საკმაოდ კარგი კულინარია და რეცეპტების გაზიარებაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა.
12:14 / 11.03.2021
Questions & Answers
ყველასთვის საკმაოდ რთულ პერიოდში, ნოდიკო ტატიშვილმა ახალი სიმღერა ჩაწერა, სახელად `გემშვიდობები~. კლიპის გადაღებები ნოდიკოს ახალ სახლში და "ბიოლში" 2 დღეს გაგრძელდა. პროცესს ჩვენი გადამღები ჯგუფიც დაესწრო და "სითის" მკითხველისთვის ეს ფოტოკოლაჟიც მოვამზადეთ. რა თქმა უნდა, ნოდიკოსთან ინტერვიუც ჩავწერეთ და ცოტ-ცოტა ყველაფერზე ვისაუბრეთ - ბავშვობიდან დღემდე.
11:04 / 07.03.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აპრილი 2021 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
ვალუტა
EUR
EUR
1
4.0798
TRY
TRY
1
0.4195
USD
USD
1
3.4232
ამინდი
ბორჯომი 2 °C
img
სოხუმი 6 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა