City News
ეკატერინე ტოგონიძე - ჟურნალისტი, პროზაიკოსი.
სად ხართ ამ ფოტოზე? - ამ ფოტოზე ვდგავარ ვენის შტადტპარკის შესასვლელში. რატის ქუდი მახურავს. ვფიქრობ, როგორ იყოს ყველაფერი იმაზე უკეთ, ვიდრე მოცემულობამ შემოგვთავაზა და თავს ვირწმუნებ, რომ ბევრი რამე ადამიანის ხელშია. ამ პარკში ყველაზე დიდი დრო მაქვს გატარებული, რადგან ვენაში ჩასვლისას, მის მოპირდაპირე მხარეს ვცხოვრობით და აქ მქონდა განმარტოების საშუალებაც და რატისთან სეირნობისაც. ეს იყო ჩემი "ფიქრის გორა".

ცნობილი ადამიანი, ვისთან ერთადაც იქნებოდით კლასტერში

- აზრზე არა ვარ))

კოვიდმა სიტყვა "დაგეგმვა" ამოაგდო. ასეა?

- ბევრი კარგი რამე ამოაგდო და ჩაანაცვლა არასტაბილურობის, შიშის გაზრდილი დოზით. თუმცა, გვაიძულებს "დღევანდელი დღით ცხოვრების" ფილოსოფია რეალობაში მართლა გავატაროთ. წერისთვის ნაყოფიერი პეროდი აღმოჩნდა. საათები და დღეები უკეთესადაც დამაგეგმინა. თავიდან ვერ ვახერხებდი. მერე დავნებდი. ვისწავლე ზომიერი სიფრთხილე, მივიღე ეს უცნაური რეჟიმი და ვცდილობ გამოვიყენო. როგორც ამბობენ, თუ ბევრს მუშაობ, დეპრესიას დაღლილობა ანაცვლებს.

რაზე მუშაობთ ახლა?

- ტექსტზე, რომელმაც მწერალთა სახლის სტიპენდია მიიღო რომანის ჟანრში. ეს კონკურსი ზაფხულში გამოცხადდა და გამომცემლობებს თავიანთი რჩეული ავტორები უნდა წარედგინათ. წინასწარ მხოლოდ რომანის თემა და მოკლე შინაარსი ანუ სინოფსისი იყო საჭირო. ჟიურის გადაწყვეტილებით, მეც გამარჯვებულების სიაში აღმოვჩნდი. მადლიერი ვარ. ეს არის ამ ტექსტის შექმნის ნამდვილი ბიძგი და ბევრი ქართველი ავტორისთვის მნიშვნელოვანი მორალური მოტივაცია, რომ აღარაფერი ვთქვათ ფინანსურ მხარდაჭერაზე.

მუშაობა/სწავლა/ყიდვა - ონლაინ თუ არა?

- ყველაფერი პირისპირ მირჩევნია. ადამიანს რომ ველაპარაკები, მინდა ვხედავდე, თუნდაც პირბადით და დისტანციით. წიგნს, რომელსაც ვკითხულობ, მინდა მართლა ვფურცლავდე. ონლაინ შოფინგის აზრზე არ ვარ/ გამოწერაც არ ვიცი. კარანტინში იელის უნივერსიტეტის საინტერესო ონლაინ კურსი კი გავიარე - "მორალი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში", მაგრამ არჩევანი ჩემზე რომ ყოფილიყო, დავხარჯავდი მეტ დროს და ენერგიას, დავჯდებოდი სავსე აუდიტორიაში და ლექტორს რეალურ სივრცეში მოვუსმენდი. კითხვას არა ფორუმში, არამედ პირისპირ დავუსვამდი. ვცდილობ მოვერგო ახალ რეალობას. დაუძლეველი არაა, მაგრამ ცოტა მოსაწყენად და უსიცოცხლოდ მეჩვენება ეს ყველაფერი.

წიგნი, რომელიც აღმოაჩინეთ?

- ბოლო დროს მეც იმ ადამიანთა რიცხვში აღმოვჩნდი, ვინც მხატვრული ლიტერატურიდან თემურ ბაბლუანის "მზე, მთვარე და პურის ყანა" წაიკითხა. ზაფხულში ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი ტექსტი ამეღო ხელში, რომელიც ჩაგითრევს, მოგწყვეტს ყველაფერს და ბოლო გვერდამდე აღარ აგაწევინებს თავს წიგნიდან. ანუ, ლიტერატურულად ღირებულთან ერთად, იქნებოდა თერაპიულიც. თბილისელი ბიჭის თავგადასავალი, თავისი უამრავი მოულოდნელი განშტოებით და სწორად შეკრული დრამატურგიით, მუდმივი შიშით, გაციმბირებით და სიკვდილის ზღვარზე სიარულით ამ გამოცდილებებიდან შორს მდგარი ადამიანისთვისაც ახლობელი ხდება, რაც ლიტერატურის მთავარი ძალაა და თან რომანს გასდევს ძალიან მნიშვნელოვანი განცდა, რომ სიყვარულს "ასე თუ ისე სიცხადე შეაქვს იმ გაუგებრობაში, თუ რატომ ებღაუჭებიან სიცოცხლეს გამწარებით ეს საცოდავი ადამიანები".

2020 წლის ფილმი


- ვნახე ახალი ქართული ფილმები: "ღორი" და "ნეგატიური რიცხვები". ძალიან ვგულშემატკივრობ ქართულ კინოს და არ ვარ ჩასაფრებული მაყურებელი, რომელიც ეძებს შეცდომებს. ვარ იმ ახალგაზრდებისკენ, ვინც ეს კინოგანწყობები ასე სწორად შექმნა, კიდევ ერთხელ აჩვენა ძალადობის ბუნება და შეძლო თავისი პოზიციის გამოხატვა. ასევე, იმ რომანიდან გამომდინარე, რაომელსაც ახლა ვწერ, ვნახე დოკუმენტური ფილმი "სიცოცხლე მამარცხებს". ეს არის ემიგრანტი ბავშვების ამბავი, რომელთა ოჯახებიც უარს იღებენ თავშესაფარზე და ბავშვებიც უარს ამბობენ ცხოვრებაზე. ისინი იძინებენ, ზოგჯერ თვეობით, ზოგჯერ წლობით, ვერ უძლებენ განცდას, რომ ნიადაგი გამოეცალათ, რომ არ აქვთ სახლი, მომავალი, აღარსადაა მათი ადგილი და თავდაცვის მექანიზმის ძალით "გადიან თამაშიდან". "იხუჭებიან" მანამ, სანამ ყველაფერი ისევ კარგად იქნება. ამას "გარიყულობის სინდრომს" ეძახიან და ქართულად "მორჩილების სინდრომადაც" თარგმნეს. თუმცა, შეიძლება ეს ბავშვის ყველაზე დიდი სიჯიუტეა, არ დათანხმდეს, არ დანებდეს უსამართლობას და პირდაპირი გაგებით შეაჩეროს დრო. 

სერიალი, რომელიც აღმოაჩინეთ? 

- სერიალები ჩემს ცხოვრებაში სწორედ კარანტინმა შემოიტანა. მანამდე თითქმის არაფერი მქონდა ნანახი. პირველი, რაც ჩემი მწირი არქივიდან მახსენდება, არის "ხიდი" - სერიალი შვედეთის და დანიის საზღვარზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებაზე. მთავარი გმირის, სოფია ჰელინის, ყურება უბრალოდ არ მოგწყინდება. ეს არის კრიმინალური დრამის მშვენიერი ნიმუში, რომელიც ჩემთვის სკანდინავიური კონტექსტით იყო განსაკუთრებით საინტერესო.

სად იმოგზაურებდით კარანტინის შემდეგ? 

- არ ვიცი, რადგან ყველაფრის დაგეგმვას მოვეშვი. ისედაც არ ვიყავი გეგმების ადამიანი. რომელი კარიც გაიხსნება, მეც ვეცდები, იმისთვის ვიყო ღია.

მოგზაურობა: მანქანით, მატარებლით თუ თვითმფრინავით? 

- მატარებელი მირჩევნია, ნაკლებად ვიღლები, მეტი სივრცეა. თუ ახლო-მახლო მგზავრებშიც გაგიმართლა და უხეშად არავინ არღვევს სხვის პირად სივრცეს, მატარებელში შეიძლება იპოვო განსაკუთრებული სიმშვიდე, იკითხო წიგნი, უყურო ხედებს, ფილმებს და ადამიანებს, თავიანთი ყოფიდან გამოყოლილი ეპიზოდებით. ეს ყველაფერი თითქოს თვითმფრინავშიც შეიძლება, მაგრამ მატარებელს კიდევ სხვა სიმყუდროვე აქვს.

საყვარელი ადგილი საქართველოში 

- მთა და შავი ზღვა ერთად. თურქეთთან საქართველოს საზღვრის უკიდურესი წერტილი. სარფი, კვარიათი, გონიო...

ნივთი, რომლის გარეშეც არ გახვალთ დღეს სახლიდან: ნიღაბი თუ ტელეფონი, ან იქნებ სხვა? 

- ცხადია, ტელეფონი, რადგან პირბადის, წყლის თუ სხვა წვრილმანის ყიდვა გზაშიც შეიძლება ისევ ტელეფონით. 

საუზმე, ლანჩი, სადილი თუ ვახშამი? 

- მთავარი საუზმეა. ესაა ჩემი გამოღვიძების, გაცოცხლების, ენერგიის ჩატვირთვის და ოჯახთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი საათი. იყო დრო, საერთოდ არ ვსაუზმობდი, მაგრამ, წლებთან ერთად, ბევრი რამე იცვლება.

კერძი, რომელიც აღმოაჩინეთ?

- არაფერი ახალი, ისევ ვრჩები ცილის და ბოსტნეულის კომბინაციის მოყვარულად.

აღმოაჩინეთ, რომ თურმე შეგძლებიათ? 

- ოპტიმიზმი. აღმოვაჩინე, რომ ესეც ადამიანის არჩევანია. იმედი სინამდვილეში ენერგიის წყაროა და როცა ყველაფერი ცუდადაა და ეს მძიმე პერიოდი ლამის უსასრულოდ გრძელდება, დილით ფეხზე წამოსადგომად საჭიროა მკაფიო მიზანი და ეს მიზანი მომავლის ერთ-ერთ საუკეთესო ვერსიას ეფუძნება. თუმცა არა ილუზიებით, არამედ ძალიან დიდი სურვილით და იმის დაშვებით, რომ შეიძლება სასწაულიც მოხდეს.

სპორტი თუ დიეტა? ან, იქნებ არცერთი

- დიეტაზე, ასე მგონია, სამუდამოდ მაქვს უარი ნათქვამი. ათასში ერთხელ შეიძლება ვაშლის დღე წავაშველო საკუთარ თავს. წელს პირველად ვცადე საღამოს კვების გაუქმება და ადრე დაძინება. შეჩვევა სჭირდება, მაგრამ საუკეთესო შედეგს იძლევა. თუმცა, მერე ისევ მივეცი თავს მოდუნების უფლება. სპორტისგანაც ცოტა შორს ვარ. მხოლოდ ცურვაა ჩემი სპორტი, სპორტზე მეტიც, ორგანული და ბუნებრივი მდგომარეობა. როცა მაქვს ამის დრო და სიტუაცია, დისციპლინირებულად ვასრულებ ერთ ან ორ კილომეტრს დღეში. ეს, ფიზიკურ ჯანმრთელობაზე არანაკლებად, ფსიქიკურ წონასწორობაში მეხმარება.

კარდიო, იოგა, სირბილი, სეირნობა... 

- ფეხით სიარული ბოლო წლების განუყოფელი ნაწილი გახდა. თუმცა, ეს ძირითადად საზღვარგარეთ ხდებოდა. ვენაში ყოფნისას ბუნებრივად გავდიოდით დღეში ათამდე კილომეტრს და სეირნობა, სინამვილეში, გადაადგილების ჯანსაღი საშუალება უფრო იყო, ვიდრე დაგეგმილი აქტივობა. ამ ჩამონათვალიდან ვირჩევ იოგას. იოგა ამ ჟანრში ერთადერთი რამეა, რაშიც სტაბილურობას მივაღწიე და ჩვევად, ჩემად ვაქციე.

საყვარელი აპლიკაცია მობილურში 

- ახლახანს გადმოვწერე "ვეფხისტყაოსნის" აპლიკაცია. ძალიან ვგულშემატკივრობ ასეთ ინიციატივებს. და, იქნებ, ეს იქცეს ერთ-ერთ საყვარელ პროგრამად. ადრე აფორიზმებით იყო შექმნილი თამაში "ჩამოხრჩობანა", ისიც მხოლოდ ანდროიდისთვის და ჩემი მეგობრის ტელეფონს რომ ჩავიგდებდი ხელში, ძალიან ვხალისობდით.

ცხოვრება ქალაქში თუ ქალაქგარეთ? 

- რაც დრო გადის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება ბუნებასთან კავშირი. თუმცა, ქალაქგარეთ ცხოვრების გამოცდილება, უბრალოდ, არ მაქვს და გამიჭირდება არჩევანის გაკეთება. იდეალური იქნებოდა ორივე შესაძლებლობა ერთდროულად.

თქვენი ამოჩემებული სიტყვა/გამოთქმა

- არ ვიცი ამას რამდენად ვამბობ, მაგრამ ხშირად ვფიქრობ და ვგრძნობ, რომ ყველაფერი დროებითია. ეს შვებაცაა და ჩვენი არსებობის სევდაც.

დაახასიათეთ ერთი სიტყვით 2020

- გადასალახი.

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აი ასე, უცებ და სპონტანურად
გადავწყვიტეთ ჩვენს
აი ასე, უცებ და სპონტანურად გადავწყვიტეთ ჩვენს "სითიში" ძველი და საყვარელი რუბრიკა დაგვებრუნებინა. მას "მე და ჩემი მეგობრები" ჰქვია, რომლის გმირებს ჩვენი ქალაქების განსაკუთრებულ ადგილებში ვიღებთ. დავაბრუნეთ იმიტომ, რომ გაგრძელებული პანდემიის გამო, ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ ჩვენი მეგობრები და მათთან ერთად ახალაღმოჩენილ ადგილებში დროის გატარება მოგვენატრა.
11:14 / 11.04.2021
"სითის" და "ნიკორას" უკვე ტრადიციადქცეული რუბრიკის, აპრილის ნომრის გმირი ლიკა კვარაცხელიაა. ის ნამდვილად მიეკუთვნება იმ ქალბატონების რიცხვს, რომლებიც ყველაფერს ასწრებენ, თან ერთნაირად წარმატებულად.
08:58 / 08.04.2021
სურვილი იმისა, რომ შენი
პროფესიული ნიჭი და პრაქტიკული თუ ცხოვრებისეული გამოცდილება სხვებს
გაუზიარო, ნიშნავს პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, საკუთარ თავთან.
თუ ეს შეძელი, უკვე ფაქტია, რომ შენ შეძელი სარგებლის მოტანა, რომელიც
ვერ წაიშლება და დარჩება მომავალ თაობებს.
სურვილი იმისა, რომ შენი პროფესიული ნიჭი და პრაქტიკული თუ ცხოვრებისეული გამოცდილება სხვებს გაუზიარო, ნიშნავს პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, საკუთარ თავთან. თუ ეს შეძელი, უკვე ფაქტია, რომ შენ შეძელი სარგებლის მოტანა, რომელიც ვერ წაიშლება და დარჩება მომავალ თაობებს.
10:21 / 07.04.2021
პანდემიის პარალელურად,
პანდემიის პარალელურად, "სითის" ფურცლებზე არაერთხელ შეხვდებით ისტორიებს ადამიანებზე, რომლებმაც კარანტის დღეები იდეების განსახორციელებლად, ახალი საქმეების დასაწყებად და ახალი პროფესიების ასათვისებლად გამოიყენეს.
14:04 / 03.04.2021
Delfy Cosmetics
ფრანგული სუნამოს ხაზს ამჯერად ქართველი მოდელი, ტელეწამყვანი და
ინფლუენსერი რუსა ჩაჩუა წარმოგიდგენთ.
Delfy Cosmetics ფრანგული სუნამოს ხაზს ამჯერად ქართველი მოდელი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი რუსა ჩაჩუა წარმოგიდგენთ.
17:05 / 22.03.2021

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
მე და ჩემი მეგობრები - შეხვედრის ადგილი - "იდილია"
აი ასე, უცებ და სპონტანურად გადავწყვიტეთ ჩვენს "სითიში" ძველი და საყვარელი რუბრიკა დაგვებრუნებინა. მას "მე და ჩემი მეგობრები" ჰქვია, რომლის გმირებს ჩვენი ქალაქების განსაკუთრებულ ადგილებში ვიღებთ. დავაბრუნეთ იმიტომ, რომ გაგრძელებული პანდემიის გამო, ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ ჩვენი მეგობრები და მათთან ერთად ახალაღმოჩენილ ადგილებში დროის გატარება მოგვენატრა.
11:14 / 11.04.2021
"ნიკორას" რეცეპტები: ვიკა კალანდიას "ცეზარი შაშხით"
ცნობილი მსახიობისა და ყველასთვის საყვარელი ტელესერიალის გამორჩეული გმირის, ვიკა კალანდიას წარმატებისა და პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი, სამსახიობო ხელოვნებასთან ერთად, მისი იმიჯი და სტილია. სიფრიფანა ვიკა თითქოს ყველა გარემოში შეგიძლია წარმოიდგინო, სამზარეულოს გარდა. რეალობა საპირისპირო აღმოჩნდა. ვიკა საკმაოდ კარგი კულინარია და რეცეპტების გაზიარებაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა.
12:14 / 11.03.2021
Questions & Answers
ყველასთვის საკმაოდ რთულ პერიოდში, ნოდიკო ტატიშვილმა ახალი სიმღერა ჩაწერა, სახელად `გემშვიდობები~. კლიპის გადაღებები ნოდიკოს ახალ სახლში და "ბიოლში" 2 დღეს გაგრძელდა. პროცესს ჩვენი გადამღები ჯგუფიც დაესწრო და "სითის" მკითხველისთვის ეს ფოტოკოლაჟიც მოვამზადეთ. რა თქმა უნდა, ნოდიკოსთან ინტერვიუც ჩავწერეთ და ცოტ-ცოტა ყველაფერზე ვისაუბრეთ - ბავშვობიდან დღემდე.
11:04 / 07.03.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აპრილი 2021 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
ვალუტა
EUR
EUR
1
4.0798
TRY
TRY
1
0.4195
USD
USD
1
3.4232
ამინდი
ბორჯომი 2 °C
img
სოხუმი 6 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა