City News
CLIVE CHRISTIAN CROWN COLLECTION
უცნაური ისტორია "ლოქდაუნების" ეპოქაში. ცოტათი დაუჯერებელი ისტორიაა. სექტემბრის თვეა. ის დრო, როდესაც ნელ-ნელა აზრზე მოვდივართ პირველი "ლოქდაუნის" შემდეგ და ვხვდებით, რომ რთული დღეები ჯერ კიდევ წინ არის. ნიშ პარფიუმერიის მაღაზია "არომატეკას" გუნდი გვატყობინებს, რომ რამდენიმე დღეში პირველი ონლაინ პრეზენტაციის მონაწილეები გავხდებით, სადაც სამეფო ბრენდის, Clive Christian-ის საქართველოში პირველი პრეზენტაციის სტუმრები ვიქნებით. პრეზენტაციას, რომელსაც ჩვენთან ერთად, ცხადია, დაესწრება "ლუტეცია" ჯგუფის დამფუძნებელი ვახტანგ ფხაკაძე მისი გუნდით, არც მეტი, არც ნაკლები, პირდაპირ ლონდონიდან, ბრენდის ამბასადორი, ვიქტორია კრისტიანი ჩაატარებს. ყველაზე საინტერესო კითხვის ავტორს სპეციალურ საჩუქარს თავად ვიქტორია გამოუგზავნის.

წინა საღამოები ამ ბრენდის ცხოვრებით ვიცხოვრე. ეს განსაკუთრებით სასიამოვნო და უჩვეულო იყო ჩემთვის იმ უცნაურ დღეებში. ვკითხულობდი, ვათვალიერებდი, ვუსმენდი. ამა თუ იმ ბრენდის ისტორია ჩემთვის ყოველთვის შთაგონების წყაროა. მისი გაცნობა, თითქოს, მეც ამ ისტორიის ნაწილად მაქცევს.
დგება ონლაინ პრეზენტაციის დღე. ჩვენ წინაშე ვიქტორია კრისტიანია. საოცარი გარეგნობისა და სტილის ქალი. მუქი შინდისფერი სილუეტური ხავერდის პიჯაკის ქვეშ, იმავე ტონალობის თხელი ქაშმირის როლინგი აცვია. პიჯაკზე, ბრენდის სიამაყე - სამეფო გვირგვინის ბროში. უკან გადაწეული თმა, სახის თხელი ოვალი, მინიმალური, კლასიკური მაკიაჟი და მომაჯადოებელი ღიმილი. გასაკვირი არაა, რომ ბრენდის დამფუძნებელმა, კლაივ კრისტიანმა, რომელსაც საჯაროობა დიდად არ უყვარს, ეს საპატიო მისია მის უმშვენიერეს ქალიშვილს გადააბარა. 




ვიქტორია კრისტიანი


კომპანია "კლაივ კრისტიანი" 80-იან წლებში დაფუძნდა. ამ დროს, ნიჭიერი დიზაინერი ავეჯის ძველ ქარხანას ყიდულობს და შეძლებულ ბრიტანელებს განსაკუთრებული დიზაინის, მდიდრულ და გამორჩეულ ავეჯსა და აქსესუარებს სთავაზობს. პარფიუმერია მის ცხოვრებაში ლონდონში გადასვლის შემდეგ ჩნდება, მაშინ, როდესაც ის სრულიად შემთხვევით, ცნობილი ბრიტანული პარფიუმერული ბრენდის, Crown Perfumery-ის ანტიკვარულ ფლაკონს პოულობს.
Crown Perfumery ნამდვილი სამეფო ბრენდი გახლდათ, დაფუძნებული ჯერ კიდევ 1872 წელს, უილიამ ტომპსონის მიერ. პარფიუმის შექმნის ისტორია დედოფლის კარის ისტორიებს ჰგავს: ფაშფაშა კრინოლინებსა და ვიწრო კორსეტებში გამოწყობილ ქალებს უჰაერობისგან ხშირად გული მისდიოდათ. ამიტომ, ტომპსონს აზრად მოსვლია შეექმნა სპეციალური არომატული მარილი, რომლის დაყნოსვისას გულწასული ქალბატონები აზრზე მოვიდოდნენ. აი, აქედან გაჩნდა თავად პარფიუმის შექმნის იდეა: უილიამ ტომპსონი ქმნიდა სუნამოებს მამაკაცებისთვის და ქალებისთვის. მთავარი სიამაყე კი ის გახლდათ, რომ პარფიუმის მომხმარებელთა შორის თავად დედოფალი ვიქტორია და სამეფო ოჯახის წევრებიც იყვნენ. პარფიუმი ძლიერ უყვარდა ჩარლი ჩაპლინსა და იმდროინდელი მსოლიოს ბევრ სხვა ვარსკვლავს. 1880 წელს კი, კომპანიამ ლოგოტიპად სამეფო გვირგვინის გამოყენების უფლება მიიღო.

აი, ასეთი ისტორიის მქონე სუნამოს ფლაკონი იპოვა კლაივ კრისტიანმა. მან შეიძინა აღნიშნული კომპანია და მას ახალი სიცოცხლე შთაბერა.

რა არის "კლაივ კრისტიანი" დღევანდელ მსოფლიოში? დავიწყოთ იმით, რომ ის ცნობილია როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სუნამო. მისი ერთ-ერთი პარფიუმი "გინესის რეკორდების წიგნში" სწორედ ამ ნიშნით მოხვდა. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არ არის "კლაივ კრისტიანის" მთავარი მახასიათებელი. ამ ბრენდის უკან დგას ლამაზი ისტორია, სამეფო ოჯახის წევრთა ცხოვრების სტილი, თითოეული არომატის უნიკალური ფორმულა, მხოლოდ ერთ სუნამოში შესული 200-ზე მეტი უძვირფასესი ინგრედიენტი.

ბაკარას მინის საოცარი სილამაზის ფლაკონები, ექსკლუზიური ლოგოტიპი სამეფო გვირგვინისა და ადამიანის სხეულთან არომატის განსაკუთრებული სინთეზი. განუმეორებელი სურნელი აქვს და არომატისთვის მხოლოდ ერთი წვეთის დაპკურებაა საკმარისი.

მე მართლაც არ ვამზადებდი განსაკუთრებულ შეკითხვას. კომპიუტერის მონიტორში სხვებთან ერთად ინტერესით ვისმენდი ვიქტორია კრისტიანის პრეზენტაციას და იმ დროს ჩემთვის არც "ლოქდაუნი" არსებობდა და არც 2020. გამოგიტყდებით და, "არომატეკას" პირველი ონლაინ პრეზენტაცია ჩემთვისაც პირველი იყო. ჩასართავად ჩემი შვილის, იკას ონლაინ პლატფორმა გამოვიყენე და ეკრანზე, ეკა ხოფერიას ნაცვლად, იკას სახელი ეწერა. ასეთადაც გამიცნო ვიქტორიამ. ჩემმა კითხვამ ის დააინტერესა. კითხვა პარფიუმის უნისექსს ეხებოდა. ვიქტორიას ვკითხე, "კლაივ კრისტიანის" მდიდარი პარფიუმერული კოლექციიდან მაინც რომელ სუნამოს მირჩევდა ის ჩემი საყვარელი მამაკაცისთვის სასაჩუქრედ.




დღეს, ვიქტორია კრისტიანის მიერ პირადად ჩემთვის გამოგზავნილი, ბრენდის უახლესი სუნამო, სახელად CLIVE CHRISTIAN CRAB APPLE BLOSSOM, უკვე ჩემს სახლშია. ის ძალიან ლამაზი, ოქროსფერნარევი წითელი ფერისაა. ცხადია, გვირგვინით თავზე. თავსახურის შიგნით, დედოფლის მიერ მინიჭებული სამეფო გვირგვინის ლოგოტიპია, ყუთის შიდა კედელზე კი, იქ, სადაც სუნამოა მოთავსებული, აღნიშნული პარფიუმის პირველი იმიჯია გამოსახული, რომელიც შორეულ 1887 წელს იყო გამოშვებული.

აღნიშნული სუნამო CLIVE CHRISTIAN-ის ახალი სერიის, CROWN Collection-ის პირველი სუნამოა და ის უკვე საქართველოშია, კერძოდ კი, "არომატეკაში". ის, რომ ამ რთულ დროში "არომატეკამ" ეს შეძლო, ჩვენთვის განსაკუთრებული სიამაყის თემაა. სიამაყის და ალბათ იმ იმედის, რომ ყველაფერი საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა.


ფოტო: ლიზა გაბუნია
მაკიაჟი: ეკატერინე ჩანჩიბაძე
გადაღების ადგილი: "თბილისი მარიოტი"
სამკაული: Chronograph Georgia
სუნამო: CLIVE CHRISTIAN CRAB APPLE BLOSSOM


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აი ასე, უცებ და სპონტანურად
გადავწყვიტეთ ჩვენს
აი ასე, უცებ და სპონტანურად გადავწყვიტეთ ჩვენს "სითიში" ძველი და საყვარელი რუბრიკა დაგვებრუნებინა. მას "მე და ჩემი მეგობრები" ჰქვია, რომლის გმირებს ჩვენი ქალაქების განსაკუთრებულ ადგილებში ვიღებთ. დავაბრუნეთ იმიტომ, რომ გაგრძელებული პანდემიის გამო, ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ ჩვენი მეგობრები და მათთან ერთად ახალაღმოჩენილ ადგილებში დროის გატარება მოგვენატრა.
11:14 / 11.04.2021
"სითის" და "ნიკორას" უკვე ტრადიციადქცეული რუბრიკის, აპრილის ნომრის გმირი ლიკა კვარაცხელიაა. ის ნამდვილად მიეკუთვნება იმ ქალბატონების რიცხვს, რომლებიც ყველაფერს ასწრებენ, თან ერთნაირად წარმატებულად.
08:58 / 08.04.2021
სურვილი იმისა, რომ შენი
პროფესიული ნიჭი და პრაქტიკული თუ ცხოვრებისეული გამოცდილება სხვებს
გაუზიარო, ნიშნავს პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, საკუთარ თავთან.
თუ ეს შეძელი, უკვე ფაქტია, რომ შენ შეძელი სარგებლის მოტანა, რომელიც
ვერ წაიშლება და დარჩება მომავალ თაობებს.
სურვილი იმისა, რომ შენი პროფესიული ნიჭი და პრაქტიკული თუ ცხოვრებისეული გამოცდილება სხვებს გაუზიარო, ნიშნავს პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, საკუთარ თავთან. თუ ეს შეძელი, უკვე ფაქტია, რომ შენ შეძელი სარგებლის მოტანა, რომელიც ვერ წაიშლება და დარჩება მომავალ თაობებს.
10:21 / 07.04.2021
პანდემიის პარალელურად,
პანდემიის პარალელურად, "სითის" ფურცლებზე არაერთხელ შეხვდებით ისტორიებს ადამიანებზე, რომლებმაც კარანტის დღეები იდეების განსახორციელებლად, ახალი საქმეების დასაწყებად და ახალი პროფესიების ასათვისებლად გამოიყენეს.
14:04 / 03.04.2021
Delfy Cosmetics
ფრანგული სუნამოს ხაზს ამჯერად ქართველი მოდელი, ტელეწამყვანი და
ინფლუენსერი რუსა ჩაჩუა წარმოგიდგენთ.
Delfy Cosmetics ფრანგული სუნამოს ხაზს ამჯერად ქართველი მოდელი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი რუსა ჩაჩუა წარმოგიდგენთ.
17:05 / 22.03.2021

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
მე და ჩემი მეგობრები - შეხვედრის ადგილი - "იდილია"
აი ასე, უცებ და სპონტანურად გადავწყვიტეთ ჩვენს "სითიში" ძველი და საყვარელი რუბრიკა დაგვებრუნებინა. მას "მე და ჩემი მეგობრები" ჰქვია, რომლის გმირებს ჩვენი ქალაქების განსაკუთრებულ ადგილებში ვიღებთ. დავაბრუნეთ იმიტომ, რომ გაგრძელებული პანდემიის გამო, ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ ჩვენი მეგობრები და მათთან ერთად ახალაღმოჩენილ ადგილებში დროის გატარება მოგვენატრა.
11:14 / 11.04.2021
"ნიკორას" რეცეპტები: ვიკა კალანდიას "ცეზარი შაშხით"
ცნობილი მსახიობისა და ყველასთვის საყვარელი ტელესერიალის გამორჩეული გმირის, ვიკა კალანდიას წარმატებისა და პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი, სამსახიობო ხელოვნებასთან ერთად, მისი იმიჯი და სტილია. სიფრიფანა ვიკა თითქოს ყველა გარემოში შეგიძლია წარმოიდგინო, სამზარეულოს გარდა. რეალობა საპირისპირო აღმოჩნდა. ვიკა საკმაოდ კარგი კულინარია და რეცეპტების გაზიარებაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა.
12:14 / 11.03.2021
Questions & Answers
ყველასთვის საკმაოდ რთულ პერიოდში, ნოდიკო ტატიშვილმა ახალი სიმღერა ჩაწერა, სახელად `გემშვიდობები~. კლიპის გადაღებები ნოდიკოს ახალ სახლში და "ბიოლში" 2 დღეს გაგრძელდა. პროცესს ჩვენი გადამღები ჯგუფიც დაესწრო და "სითის" მკითხველისთვის ეს ფოტოკოლაჟიც მოვამზადეთ. რა თქმა უნდა, ნოდიკოსთან ინტერვიუც ჩავწერეთ და ცოტ-ცოტა ყველაფერზე ვისაუბრეთ - ბავშვობიდან დღემდე.
11:04 / 07.03.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აპრილი 2021 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
ვალუტა
EUR
EUR
1
4.0798
TRY
TRY
1
0.4195
USD
USD
1
3.4232
ამინდი
ბორჯომი 2 °C
img
სოხუმი 6 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა