City News
კოვიდრეალიები და დედების დღის წესრიგი
ახალი ეტაპი, ისევ ახალი გამოწვევები და რა თქმა უნდა, დედები, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად, მაინც ახერხებენ ბავშვებისთვის ოპტიმალური დღის რეჟიმის დაგეგმვას სახლის საქმეების მოგვარებას, ვარჯიშს, ფორმაში ყოფნას და ახალი კარიერული ეტაპის დაწყებასაც კი!

ტატა აბაშიძე, 3 შვილის დედა
შვილები: ზუკა 12 წლის, ილია 10 წლის და ირაკლი 6 წლის.

ჩემი ძირითადი დრო ბავშვებზეა განაწილებული. დამთავრებული მაქვს უცხო ენების ინსტიტუტის ესპანური ენის ფაკულტეტი. ამ მიმართულებით ვმუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციებში. თუმცა, მეორე შვილის, ილიას გაჩენის შემდეგ ისე დაემთხვა, რომ ჩემი პროექტი დასრულდა და ვამჯობინე ბავშვებისთვის უფრო მეტი დრო დამეთმო. ასევე ვარ "ირაკლი აბაშიძის სახელობის ფონდის" თანადამფუძნებელი.

თქვენს შემთხვევაში, კოვიდის პერიოდი ახალი ეტაპის დასაწყისიც აღმოჩნდა

ახლა, როცა ბავშვები უკვე გაიზარდნენ, მივხვდი, რომ შემიძლია ჩემი საქმე გავაგრძელო. თან ეს "ლოქდაუნი" და ონლაინ რეჟიმზე გადასვლა ამაში ხელს მიწყობს. გადავწყვიტე პანდემიის პერიოდი ჩემთვისაც სასარგებლოდ გამოვიყენო და ონლაინ გავაგრძელო სწავლა.

როგორია თქვენი დღის რეჟიმი?

სხვათა შორის, ახალ რეჟიმზე გადასვლა ბავშვებს ძალიან გაუჭირდათ. უფროსი, ზუკა შედარებით ადვილად შეეჩვია ონლაინ სკოლას. პატარა, ირაკლი წელს პირველ კლასში შევიდა. მთელი წელი განსაკუთრებულად ემზადებოდა სკოლის პირველი დღისთვის. მხოლოდ ერთი თვე შეძლო სიარული. მოასწრო მასწავლებლების და თანაკლასელების გაცნობა, მაგრამ ჯერ მაინც არ იცის როგორია ჩვეულებრივი სწავლება. ამიტომ, ონლაინ სწავლის რეჟიმზე გადასვლა მისთვის პრობლემა არ ყოფილა. აი, შუათანას, ილიას კი ძალიან უჭირს. თითქოს, ცოტა ამოვარდა რეჟიმიდან. ძალიან აკლია კლასელებთან და მეგობრებთან ურთიერთობა.

ზუკას გაკვეთილები 9-ის ნახევრიდან დაახლოებით 3 საათამდე გრძელდება. ილიას და ირაკლის ზუმ-ჩართვები აქვთ ნახევარ-ნახევარ საათიანი და ცოტა ირევიან ხოლმე ამდენი ადამიანის ონლაინ ყოფნის გამო. რა თქმა უნდა, მომენტებში არის ინტერნეტის პრობლემაც. მაინც ვცდილობ ეს ყველაფერი მარტივად მოვაგვარო.

რაც შეეხება არასასკოლო აქტივობებს, ირაკლის კვირაში ორჯერ ჭადრაკის გაკვეთილები აქვს. მაქსიმალურად ვცდილობდი, ყველა რეკომენდაციის დაცვით და სიფრთხილით, მაინც ევლოთ, მაგალითად, ილიას ფეხბურთზე, ზუკას მუსიკასა და მათემატიკაზე. თუმცა, ახლა ყველაფერი გადავიდა ონლაინ რეჟიმზე.

რა არის ყველაზე რთული ამ პერიოდში?

პირველი ტალღა როდესაც დაიწყო, მცხეთაში ვიყავით, აგარაკზე. ახალ რეალობასთან მორგება იქ შედარებით მარტივი იყო. ბავშვები ჰაერზე იყვნენ, შემოვიმატეთ ახალი ოჯახის წევრი, ბავშვების საყვარელი ძაღლი-ალბა. იქ ნაკლებად გვიჭირდა. ჩემთვის ყველაზე რთულია ის, რომ ვერიდები ჩემს მშობლებთან კონტაქტს, მეგობრულ შეკრებებს. რასაკვირველია, ერთია ეს ვირუსი, რომელიც ძალიან საფრთხილოა, მაგრამ ამავდროულად, აუცილებელია გავიაზროთ ისიც, რომ ეს პერიოდი შეიძლება ტრავმად დარჩეთ ბავშვებს და ყველანაირად უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ.

სპორტს რა ადგილი უკავია თქვენს ყოველდღიურობაში?

თითქმის ყოველდღე, გაკვეთილების შემდეგ, ბავშვებთან ერთად ვსეირნობ სუფთა ჰაერზე ლისის ან კუს ტბაზე. მსგავსი ფიზიკური აქტივობა ჩემთვისაც აუცილებელია, რადგან სამწუხაროდ, ვეღარ დავდივარ სპორტდარბაზში.

დიდი გამოწვევაა გაჯეტები და ბავშვების მათზე დამოკიდებულება. როგორ უმკლავდებით ამ პრობლემას?

ეს არის საკითხი, რომელსაც ვერ ვეგუები და რომელზეც ძალიან ბევრს ვნერვიულობ. პანდემიის პერიოდში ეს განსაკუთრებით რთული გამოწევა აღმოჩნდა, რადგან ბავშვები ვეღარ ჩადიან ეზოში, ვერ ნახულობენ მეგობრებს... რა თქმა უნდა, ვცდილობ სხვადასხვა აქტივობა მოვიფიქრო, მაგრამ სრულად ვერ ვანაცვლებ.

რა გვასწავლა კოვიდმა?

ძალიან პრაგმატულად მივუდექი ამ საკითხს. რა თქმა უნდა, ვარ ძალიან ფრთხილად, თითქოს, უფრო მშვიდადაც, რადგან უკვე ვიცით რასთან გვაქვს საქმე. ამ პერიოდში თითქოს უფრო მეტად დავაფასე მშობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობა.

რას ეტყოდით დედებს?

მგონია, რომ ეს პერიოდი ბავშვებზე ოდესღაც აუცილებლად აისახება. ალბათ, ჩვენს შვილებს ეს პერიოდი ბავშვობის შავ ლაქად გაახსენდებათ. ამიტომ, ვფიქრობ უნდა შევაგუოთ ამ სიტუაციას. თუმცა, მაქსიმალურად ავარიდოთ ზედმეტი ნერვიულობა, სტრესი და უარყოფითი ინფორმაცია.


ტექსტი: ანა არაბიძე
ფოტო: ლიზა გაბუნია
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აი ასე, უცებ და სპონტანურად
გადავწყვიტეთ ჩვენს
აი ასე, უცებ და სპონტანურად გადავწყვიტეთ ჩვენს "სითიში" ძველი და საყვარელი რუბრიკა დაგვებრუნებინა. მას "მე და ჩემი მეგობრები" ჰქვია, რომლის გმირებს ჩვენი ქალაქების განსაკუთრებულ ადგილებში ვიღებთ. დავაბრუნეთ იმიტომ, რომ გაგრძელებული პანდემიის გამო, ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ ჩვენი მეგობრები და მათთან ერთად ახალაღმოჩენილ ადგილებში დროის გატარება მოგვენატრა.
11:14 / 11.04.2021
"სითის" და "ნიკორას" უკვე ტრადიციადქცეული რუბრიკის, აპრილის ნომრის გმირი ლიკა კვარაცხელიაა. ის ნამდვილად მიეკუთვნება იმ ქალბატონების რიცხვს, რომლებიც ყველაფერს ასწრებენ, თან ერთნაირად წარმატებულად.
08:58 / 08.04.2021
სურვილი იმისა, რომ შენი
პროფესიული ნიჭი და პრაქტიკული თუ ცხოვრებისეული გამოცდილება სხვებს
გაუზიარო, ნიშნავს პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, საკუთარ თავთან.
თუ ეს შეძელი, უკვე ფაქტია, რომ შენ შეძელი სარგებლის მოტანა, რომელიც
ვერ წაიშლება და დარჩება მომავალ თაობებს.
სურვილი იმისა, რომ შენი პროფესიული ნიჭი და პრაქტიკული თუ ცხოვრებისეული გამოცდილება სხვებს გაუზიარო, ნიშნავს პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, საკუთარ თავთან. თუ ეს შეძელი, უკვე ფაქტია, რომ შენ შეძელი სარგებლის მოტანა, რომელიც ვერ წაიშლება და დარჩება მომავალ თაობებს.
10:21 / 07.04.2021
პანდემიის პარალელურად,
პანდემიის პარალელურად, "სითის" ფურცლებზე არაერთხელ შეხვდებით ისტორიებს ადამიანებზე, რომლებმაც კარანტის დღეები იდეების განსახორციელებლად, ახალი საქმეების დასაწყებად და ახალი პროფესიების ასათვისებლად გამოიყენეს.
14:04 / 03.04.2021
Delfy Cosmetics
ფრანგული სუნამოს ხაზს ამჯერად ქართველი მოდელი, ტელეწამყვანი და
ინფლუენსერი რუსა ჩაჩუა წარმოგიდგენთ.
Delfy Cosmetics ფრანგული სუნამოს ხაზს ამჯერად ქართველი მოდელი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი რუსა ჩაჩუა წარმოგიდგენთ.
17:05 / 22.03.2021

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
მე და ჩემი მეგობრები - შეხვედრის ადგილი - "იდილია"
აი ასე, უცებ და სპონტანურად გადავწყვიტეთ ჩვენს "სითიში" ძველი და საყვარელი რუბრიკა დაგვებრუნებინა. მას "მე და ჩემი მეგობრები" ჰქვია, რომლის გმირებს ჩვენი ქალაქების განსაკუთრებულ ადგილებში ვიღებთ. დავაბრუნეთ იმიტომ, რომ გაგრძელებული პანდემიის გამო, ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ ჩვენი მეგობრები და მათთან ერთად ახალაღმოჩენილ ადგილებში დროის გატარება მოგვენატრა.
11:14 / 11.04.2021
"ნიკორას" რეცეპტები: ვიკა კალანდიას "ცეზარი შაშხით"
ცნობილი მსახიობისა და ყველასთვის საყვარელი ტელესერიალის გამორჩეული გმირის, ვიკა კალანდიას წარმატებისა და პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი, სამსახიობო ხელოვნებასთან ერთად, მისი იმიჯი და სტილია. სიფრიფანა ვიკა თითქოს ყველა გარემოში შეგიძლია წარმოიდგინო, სამზარეულოს გარდა. რეალობა საპირისპირო აღმოჩნდა. ვიკა საკმაოდ კარგი კულინარია და რეცეპტების გაზიარებაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა.
12:14 / 11.03.2021
Questions & Answers
ყველასთვის საკმაოდ რთულ პერიოდში, ნოდიკო ტატიშვილმა ახალი სიმღერა ჩაწერა, სახელად `გემშვიდობები~. კლიპის გადაღებები ნოდიკოს ახალ სახლში და "ბიოლში" 2 დღეს გაგრძელდა. პროცესს ჩვენი გადამღები ჯგუფიც დაესწრო და "სითის" მკითხველისთვის ეს ფოტოკოლაჟიც მოვამზადეთ. რა თქმა უნდა, ნოდიკოსთან ინტერვიუც ჩავწერეთ და ცოტ-ცოტა ყველაფერზე ვისაუბრეთ - ბავშვობიდან დღემდე.
11:04 / 07.03.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აპრილი 2021 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
ვალუტა
EUR
EUR
1
4.0798
TRY
TRY
1
0.4195
USD
USD
1
3.4232
ამინდი
ბორჯომი 2 °C
img
სოხუმი 6 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა