ვერა ქობალია
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი.
სად ხართ ამ ფოტოზე?
"40 ბიზნეს პერსონა 40 წლამდე" დაჯილდოვებაზე (იანვარი 2020,
ვანკუვერი, კანადა)
ცნობილი ადამიანი, ვის კლასტერშიც ისურვებდით ყოფნას
იდრის ელბა
კოვიდმა სიტყვა "დაგეგმვა" ამოაგდო. ასეა?
მაინც ყველაფერს ვგეგმავ. დაგეგმილ დღეში მეტი საათია.
რაზე მუშაობთ ამ მომენტში?
ყველაზე რთული შეკითხვაა, რადგან ბევრ რამეზე, რომელიც ერთმანეთთან არ
არის დაკავშირებული. ერთ-ერთი, მობილური აპლიკაციაა - ფიზიკური
ნივთების ციფრული საფულე. ინვესტიცია მოვიზიდეთ და დეველოპერთა
ჯგუფები მუშაობენ ვანკუვერში და ბარსელონაში.
მუშაობა/სწავლა/ყიდვა - ონლაინ თუ არა?
მე პირადად, ახლა ყველაფერს ონლაინ ვაკეთებ. ერთადერთი, ბავშვების
სწავლა, ვთვლი, არ უნდა ხდებოდეს ონლაინ. რადგან სხვა ბავშვებთან
ურთიერთობა სწავლის დიდი ნაწილია.
წიგნი, რომელიც აღმოაჩინეთ?
საწოლის გვერდით პიზას კოშკივით მიწყვია ხოლმე წიგნები. ნიგერიელი
მწერლის, Chimamanda Ngozi Adichie-ს "ყვითელი მზის
ნახევარი" წავიკითხე ახლახანს და მე მგონი, მოგეწონებათ.
2020 წლის ფილმი
წელს, მგონი, არაფერი მინახავს. ბევრს ვმუშაობ. ძლიერ გოგოებზე და
ქალებზე მიყვარს ფილმები. გირჩევთ A Girl Walks Home Alone at
Night, (2014). შეყვარებაზე და სიყვარულზე თუ გინდათ,
In the Mood for Love (2000)-ს ჯერ არაფერია
ჯობია.
სერიალი, რომელიც აღმოაჩინეთ
Fleabag თუ ჯერ არ გინახავთ. ასევე, spaik lis She’s gotta
have it (Netflix).
სად იმოგზაურებდით კარანტინის შემდეგ?
საქართველოში
მოგზაურობა: მანქანით, მატარებლით თუ თვითმფრინავით?
სამივეს თავისი ხიბლი აქვს. ალბათ, მანქანით ყველაზე მეტად მიყვარს.
თუ არ გეჩქარება და დროდადრო ჩერდები ახალი ადგილების
აღმოსაჩენად.
საყვარელი ადგილი საქართველოში
სოხუმი, ხეთა, ონი და ამბროლაური. სადაც ბავშვობა გავატარე.
ნივთი, რომლის გარეშეც არ გახვალთ დღეს სახლიდან: ნიღაბი თუ
ტელეფონი, ან იქნებ სხვა?
სამწუხაროდ, ორივე სულ თან მაქვს.
საუზმე, ლანჩი, სადილი თუ ვახშამი?
საუზმე. დილით ყველაზე ადრე ვდგები. ყავას ვსვამ და გაზეთს ვკითხულობ.
ყველაზე მეტად მიყვარს დღის პირველი ნახევარი.
კერძი, რომელიც აღმოაჩინეთ?
წელს აღმოვაჩინე რამდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ვეგანური
სამზარეულო.
თურმე შეგძლებიათ...
ყოველდღე ვარჯიში. ბოლო 2 წელია ცხოვრების წესად ვაქციე.
სპორტი თუ დიეტა? ან, იქნებ, არცერთი
სპორტი. დიეტა არ გამომდის. მირჩევნია ვივარჯიშო და 7-ის მერე არ
ვჭამო. დანარჩენ დროს ჩვეულებრივად ვჭამ ყველაფერს.
კარდიო, იოგა, სირბილი, სეირნობა...
თაბატა. მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიშია. და, ყველგან
დავდივარ ფეხით/ტრანსპორტით.
საყვარელი აპლიკაცია მობილურში
ის, რომელზეც ჩემი კომპანია მუშაობს
ცხოვრება - ქალაქში თუ ქალაქგარეთ?
ჯერ ქალაქში.
თქვენი ამოჩემებული სიტყვა/გამოთქმა
შენ თუ არა, მაშინ ვინ? ახლა თუ არა, მაშინ როდის? If not
you, then who? If not now, when?
დაახასიათეთ ერთი სიტყვით 2020
Delete (ღილაკი კლავიატურაზე, რომელიც წაშლას ნიშნავს)