City News
ნინო ბერეკაშვილი - ექიმი
აფხაზეთი ჩემი ბავშვობაა. სამწუხაროდ, 9 წლის ვიყავი, როდესაც დავტოვეთ სოხუმი. თითქოს ფილმის კადრივით მახსენდება.. ხელში თოჯინა მეჭირა. გამთენიისას მამამ სასწრაფოდ აგვიყვანა თვითმფრინავში. დაჭრილ სამხედროებს შორის აღმოვჩნდი. ვამშვიდებდი, რომ მალე გამოჯანმრთელდებოდნენ...მეგონა, რომ ზოგიერთ მათგანს ეძინა... მახსოვს ხალხის შეძახილი...გადავრჩით! მამა და ბაბუა სვანეთის მთებით ჩამოვიდნენ... მამამ ყველაზე ძვირფასი, საოჯახო ალბომი ჩამოიტანა სოხუმიდან. როდესაც აფხაზეთს ვიხსენებ, პირველი ემოცია ასოცირდება ულმაზეს, ზურმუხტისფერ ზღვის სანაპიროსთან, ჩემს სახლთან, ნარინჯისფრად შეფერილ მანდარინის ხეებთან, თვითმფრინავებთან და ჩემ ირგლივ მყოფი ადამიანების ბედნიერ ღიმილთან. დიახ, განსაკუთრებულად სწორედ ეს გრძნობა მახსოვს. თითქოს ყველა ბედნიერი და ღიმილიანი იყო. ხშირად დავფიქრებულვარ და მიძებნია ეს განცდა, მაგრამ ალბათ, ეს ემოცია მხოლოდ იქ ჩასვლისას დაბრუნდება, უთუოდ...

მახსოვს, როგორ დავყავდი ბაბუას აეროპორტში. თავადაც აეროპორტის წინ ჰქონდა სახლი. ვათვალიერებდით თვითმფრინავებს. როგორც მფრინავი, დიდი აღფრთოვანებით მიხსნიდა მთელ რიგ ტექნიკურ მახასიათებლებს, მიყვებოდა ავიაციის ისტორიას. ვგრძნობდი როგორ უყვარდა ეს საქმე, რომელსაც მთელი მისი ცხოვრება თავდაუზოგავად ემსახურებოდა. ბავშვობაში, თამაშისას, მალულად მანდარინის ძირში შევინახე მისი ჯილდოები, სხვადასხვა მედალი, თითქოს, როგორც განძი. მჯერა, ერთ დღეს ჩავალ და იქ დამხვდება... მანამდე კი, ამ შესანიშნავ "მანდარინის" ჯილდოს მას მივუძღვნი, როგორც მიზნებისაკენ სწრაფვის სიმბოლოს, რომელიც სწორედ მან შთამაგონა. ფუნდამენტური ღირებულებები, მუდმივი თანადგომა და შემართება მშობლებისა და ბაბუის მხრიდან, იყო უმთავრესი ძალა ომის შემდგომი ძნელბედობის ჟამს, რომელიც ძალიან დამეხმარა მოზარდს თვითდამკვიდრებიში. მომიწია რამდენიმე სკოლის შეცვლა, ადაპტირება მუდმივ სიახლეებთან, რაც არ იყო მარტივი. თითოეულ ეპიზოდში იმდენად დიდი იყო მშობლების მხარდაჭერა, თითქოს უფლებაც კი არ მქონდა მათი იმედები არ გამემართლებინა. ჩავაბარე ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე. შემდგომ დავამთავრე რეზიდენტურა, სპეციალობითი ენდოკრინოლოგია. ამჟამად გახლავართ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. ვმუშაობ ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგიის ცენტრში. ასევე, ამერიკულ სამედიცინო ცენტრში. პროფესიული ასოციაციის ფარგლებში, ვხელმძღვანელობ საგანმანათლებლო, სამედიცინო პროექტებს. მყავს მეუღლე და ორი შვილი. მეუღლეც სოხუმიდან გახლავთ და, შესაბამისად, აფხაზეთი ჩვენი ოჯახის ტკივილია. სამსახურეობრივად ხშირად მიწევს საზღვარგარეთ სამედიცინო კონფერენციებზე დასწრება. უცხოელ კოლეგებთან საქართველოზე საუბარი აფხაზეთით იწყება. ყოველთვის ვცდილობ მათ ავუხსნა, რომ ვარ ოკუპირებული რეგიონიდან. თითქოს მაქვს განცდა ვალდებულებისა, რომ ეს ტკივილი არ უნდა განელდეს, ჩვენი წილი ხმა უნდა მივაწვდინოთ ყველას. მით უფრო, როდესაც ხშირად მიწევს სოხუმიდან პაციენტების მიღება. მათთან შეხვედრა ჩემთვის ძალიან ემოციურია. გულწრფელად მაქვს შეგრძნება, რომ ვიღებ ნათესავს. მათ უწევთ ურთულესი გზის გადალახვა აფხაზეთიდან თბილისამდე. მადლობა თითოეულ მათგანს ნდობისათვის. ვცდილობ ვიყო მათთან კავშირზე საჭიროების შემთხვევაში. ვფიქრობ, ერთმანეთის მიმართ ნდობა, თანადგომის იმედი და მზრუნველობა არის უმთავრესი საფუძველი ჩვენი ურთიერთობის აღდგენისა... თქვენი პროექტი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. გიხდით გულწრფელ მადლობას უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისთვის, ულამაზესი ჯილდოსთვის...მე მჯერა, ჩვენ დავბრუნდებით იქ, სადაც ჩვენი წილი საქართველოა..

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აი ასე, უცებ და სპონტანურად
გადავწყვიტეთ ჩვენს
აი ასე, უცებ და სპონტანურად გადავწყვიტეთ ჩვენს "სითიში" ძველი და საყვარელი რუბრიკა დაგვებრუნებინა. მას "მე და ჩემი მეგობრები" ჰქვია, რომლის გმირებს ჩვენი ქალაქების განსაკუთრებულ ადგილებში ვიღებთ. დავაბრუნეთ იმიტომ, რომ გაგრძელებული პანდემიის გამო, ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ ჩვენი მეგობრები და მათთან ერთად ახალაღმოჩენილ ადგილებში დროის გატარება მოგვენატრა.
11:14 / 11.04.2021
"სითის" და "ნიკორას" უკვე ტრადიციადქცეული რუბრიკის, აპრილის ნომრის გმირი ლიკა კვარაცხელიაა. ის ნამდვილად მიეკუთვნება იმ ქალბატონების რიცხვს, რომლებიც ყველაფერს ასწრებენ, თან ერთნაირად წარმატებულად.
08:58 / 08.04.2021
სურვილი იმისა, რომ შენი
პროფესიული ნიჭი და პრაქტიკული თუ ცხოვრებისეული გამოცდილება სხვებს
გაუზიარო, ნიშნავს პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, საკუთარ თავთან.
თუ ეს შეძელი, უკვე ფაქტია, რომ შენ შეძელი სარგებლის მოტანა, რომელიც
ვერ წაიშლება და დარჩება მომავალ თაობებს.
სურვილი იმისა, რომ შენი პროფესიული ნიჭი და პრაქტიკული თუ ცხოვრებისეული გამოცდილება სხვებს გაუზიარო, ნიშნავს პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, საკუთარ თავთან. თუ ეს შეძელი, უკვე ფაქტია, რომ შენ შეძელი სარგებლის მოტანა, რომელიც ვერ წაიშლება და დარჩება მომავალ თაობებს.
10:21 / 07.04.2021
პანდემიის პარალელურად,
პანდემიის პარალელურად, "სითის" ფურცლებზე არაერთხელ შეხვდებით ისტორიებს ადამიანებზე, რომლებმაც კარანტის დღეები იდეების განსახორციელებლად, ახალი საქმეების დასაწყებად და ახალი პროფესიების ასათვისებლად გამოიყენეს.
14:04 / 03.04.2021
Delfy Cosmetics
ფრანგული სუნამოს ხაზს ამჯერად ქართველი მოდელი, ტელეწამყვანი და
ინფლუენსერი რუსა ჩაჩუა წარმოგიდგენთ.
Delfy Cosmetics ფრანგული სუნამოს ხაზს ამჯერად ქართველი მოდელი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი რუსა ჩაჩუა წარმოგიდგენთ.
17:05 / 22.03.2021

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
მე და ჩემი მეგობრები - შეხვედრის ადგილი - "იდილია"
აი ასე, უცებ და სპონტანურად გადავწყვიტეთ ჩვენს "სითიში" ძველი და საყვარელი რუბრიკა დაგვებრუნებინა. მას "მე და ჩემი მეგობრები" ჰქვია, რომლის გმირებს ჩვენი ქალაქების განსაკუთრებულ ადგილებში ვიღებთ. დავაბრუნეთ იმიტომ, რომ გაგრძელებული პანდემიის გამო, ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ ჩვენი მეგობრები და მათთან ერთად ახალაღმოჩენილ ადგილებში დროის გატარება მოგვენატრა.
11:14 / 11.04.2021
"ნიკორას" რეცეპტები: ვიკა კალანდიას "ცეზარი შაშხით"
ცნობილი მსახიობისა და ყველასთვის საყვარელი ტელესერიალის გამორჩეული გმირის, ვიკა კალანდიას წარმატებისა და პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი, სამსახიობო ხელოვნებასთან ერთად, მისი იმიჯი და სტილია. სიფრიფანა ვიკა თითქოს ყველა გარემოში შეგიძლია წარმოიდგინო, სამზარეულოს გარდა. რეალობა საპირისპირო აღმოჩნდა. ვიკა საკმაოდ კარგი კულინარია და რეცეპტების გაზიარებაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა.
12:14 / 11.03.2021
Questions & Answers
ყველასთვის საკმაოდ რთულ პერიოდში, ნოდიკო ტატიშვილმა ახალი სიმღერა ჩაწერა, სახელად `გემშვიდობები~. კლიპის გადაღებები ნოდიკოს ახალ სახლში და "ბიოლში" 2 დღეს გაგრძელდა. პროცესს ჩვენი გადამღები ჯგუფიც დაესწრო და "სითის" მკითხველისთვის ეს ფოტოკოლაჟიც მოვამზადეთ. რა თქმა უნდა, ნოდიკოსთან ინტერვიუც ჩავწერეთ და ცოტ-ცოტა ყველაფერზე ვისაუბრეთ - ბავშვობიდან დღემდე.
11:04 / 07.03.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აპრილი 2021 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
ვალუტა
EUR
EUR
1
4.0798
TRY
TRY
1
0.4195
USD
USD
1
3.4232
ამინდი
ბორჯომი 2 °C
img
სოხუმი 6 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა