City News
MEET YOUR MAKERS!
ბოლო თვეებმა დაგვანახა, რომ მთელი ამ სტრესული პერიოდის განმავლობაში ყველაზე კარგი, რაც შეგვიძლია საკუთარ თავს გავუკეთოთ არის ის, რომ აქცენტი გავაკეთოთ პატარ-პატარა პოზიტიურ ამბებზე, რაც "ლოქდაუნმა" შემოიტანა ჩვენს ცხოვრებაში. მაგალითად, მეტი დრო ოჯახის წევრებთან ერთად, მეტი დრო საკუთარი თავის მოსავლელად, სახლში ვარჯიშის დასაწყებად, კვების დაბალანსებისთვის, ძილის რეჟიმის დასარეგულირებლად და ა.შ. ვისთვის უნდა გვეკითხა რჩევები, თუ არა worldclass-ის სუპერ მწვრთნელებისთვის.

worldclass ისევე როგორც წინა ლოქდაუნის დროს, ამჯერადაც არ ჩერდება. მათ Youtube, facebook და Instagram გვერდებზე ყოველდღიურად იდება ახალ-ახალი ვარჯიშის ვიდეოები. გარდა ამისა, Worldclass-ის გუნდი ამზადებს მწვრთნელების მიერ, სპეციალურად "ლოქდაუნის" პერიოდისთვის შექმნილ ონლაინ ვარჯიშების პაკეტებს სხვადასხვა მიმართულებით: ფუნქციონალური ვარჯიშები, გაწელვები, ხერხემლის ვარჯიშები, იოგა და ასე შემდეგ. მოკლედ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახლში ვარჯიში ჯერ არასდროს ყოფილა ასეთი კომფორტული. მთავარია სურვილი, დანარჩენი კი Worldclass-ის სოციალურ გვერდებზე გელოდებათ.

Worldclass-ის დროით ისევ ვარჯიშის დროა, ოღონდ, ამჯერად, სახლში ვარჯიშის.

ელენე ნებიერიძე

ვარჯიში "ლოქდაუნის" დროს

არაერთი ექიმის რეკომენცადიას თუ გავითვალისწინებთ, პანდემიის პერიოდში ფიზიკური აქტივობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, მანამ სანამ დარბაზში დავბრუნდებით, ჩვენი გუნდი არ ჩერდება და ჩვენს სოციალურ გვერდებზე, სპეციალურად ჩვენი მაყურებლებისთვის, ყოველდღიურად ვდებთ ჩვენ მიერ შექმნილი ვარჯიშის ვიდეოგაკვეთილებს. ფინტესს დადებითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ჩვენს ცხოვრებაზე და სრულიად ცვლის ადამიანის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.

"ლოქდაუნის" პერიოდში, ბევრისთვის დადგა წონაში მომატების პრობლემა. როგორია რჩევები ამ კუთხით?

წონაში კლებისთვის ყველაზე ეფექტურია სრული სხეულის ვარჯიში რეჟიმის ცვალებადობით, რომელიც მიზნად ისახავს კარდიო-ვასკულარული სისტემის გააქტიურებას. უნდა შესრულდეს როგორც მაღალინტენსიური, ფუნქციონალური ვარჯიშები, ასევე ძალოვანი. კვების რაციონის შედგენისას შერჩეული უნდა იყოს დაბალკალორიული პროდუქტები. მნიშვნელოვანია შევამციროთ ტკბილეულისა და ცომეულის მიღება. ვჭამოთ მეტი მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული, მივიღოთ სათანადო რაოდენობის ცილები და აუცილებლად ვაკონტროლოთ წყლის მიღების რაოდენობა. ყოველთვის ვცდილობ, ადამიანებს ავუხსნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღად კვება როგორც მათი ჯანმთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად, ასევე უკეთესი შედეგების მისაღწევად. თუმცა, ადამიანებს სპეციფიკური შეხედულებები, სურვილები, მოთხოვნილებები აქვთ. ამ ფაქტს ყურადღება აუცილებლად უნდა მიექცეს და რაციონი ამ სურვილების გათვალისწინებით უნდა შეირჩეს. ეტაპობრივად უნდა ვცვალოთ რაციონი, რათა არ მობეზრდეს და არ დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ, არაჯანსაღ რიტმს.

როგორია რჩევები მათთვის, ვისაც მხოლოდ ტონუსში ყოფნა და ვარჯიშის ცხოვრების წესად ქცევა სურს

სხეულის ტონუსის შესანარჩუნებლად, სრულიად საკმარისია კვირაში 3-4 დღე ვარჯიში. ასევე, შეუძლიათ დაკავდნენ სპორტის სხვადასხვა სახეობით. ვარჯიშისას, ორიენტირებული უნდა იყვნენ სრული სხეულის ვარჯიშებზე. ცხოვრების სტილი გახადონ მრავალფეროვანი. ნაკლებად მიიღონ არაჯანსაღი საკვები. არ ამოიღონ რაციონიდან მათთვის საყვარელი კერძი, უბრალოდ, შეამცირონ მისი მიღების რაოდენობა.


მახო გარსევანიშვილი

ვარჯიში "ლოქდაუნის" დროს

ზოგადად, დაწყება არის ყველაზე რთული, მაგრამ უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯი. შედეგით კი, შეიცვლება თქვენი ცხოვრება და, ზოგადად, თქვენი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ. მიუხედავად რთული პერიოდისა, ვარჯიშის დაწყება არასდროსაა გვიან. ამ პერიოდში, აუცილებელიც კია. დარბაზი დროებით დაიკეტა, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ. ამ პერიოდში სახლში ვარჯიში იდეალური ვარიანტია. თუმცა, რა თქმა უნდა, პროფესიონალების რჩევას აქაც დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდი ამ ეტაპზე, ვიდეოგაკვეთილების მიმართულებით მუშაობს.

როგორია რჩევები ამ პერიოდში წონაში კლებისთვის?

წონის კლება - ამ კითხვას უსასრულოდ მისვამს მომხმარებელი. შედეგის მისაღებად მთავარია მოთმინება, თავშეკავება სამზარეულოში და დღის განრიგის სწორად დალაგება. რჩევა იქნება არასტანდარტული - უკვე ყველამ იცის სწორი კვების პრინციპი: ძილი, წყლის რეჟიმი, მეტი ბოსტნეული, ცილა, მეტი აქტიურობა. ამაზე, მგონი, დრო აღარ უნდა დავკარგოთ. ვფიქრობ, ყველასთან ინდივიდუალური მიდგომა არის საჭირო. შეისწავლეთ თქვენი სხეული და უსმინეთ მას. მე ვიყენებ ასეთ მეთოდს, შეიძლება თქვენც გამოგადგეთ - ნებისმიერ დარღვევაზე ვაჯარიმებ საკუთარ თავს - 1 კმ. მანძილის სწრაფ ტემპში გავლით.

მათთვის, ვისაც მხოლოდ ტონუსში ყოფნა და ვარჯიშის ცხოვრების წესად ქცევა სურს

ზოგადად, ამისთვის კარგია კვირაში მინიმუმ 3-4 დღე ვარჯიში, სადაც იქნება განსხვავებული აქტივობები მაგ: პირველი დღე ფუნქციონალური ვარჯიში მთლიან სხეულზე მიმართული, შემდეგი დღე ვისვენებთ ვარჯიშისგან, მაგრამ ცხოვრების რიტმი ისევ რჩება აქტიური. ვცდილობთ მეტ მოძრაობას. ვარჯიშის მეორე დღეს შეგვიძლია ავირჩიოთ, მაგალითად, ფეხების და პრესის ვარჯიშები, მესამე დღე დავუთმოთ აქტიურ კარდიოს და მეოთხე დღე იოგას, გაწელვას ან პილატესს, სურვილის მიხედვით. ამ ვარჯიშების შესრულება ჩვენი ვიდეოგაკვეთილებით სრულად შესაძლებელია. მთავარია, იყავით მეტად აქტიურები. იკვებეთ 3-4 ჯერ დღეში. მიიღეთ მეტი ბოსტნეული, ცილა და სწორი ცხიმები მაგ: ავოკადო, თხილი, შავი შოკოლადი,.. წყალი. ნაკლებად - ცომეული, ტკბილეული და გაზიანი სასმელი.

3 მთავარი რჩევა იმისთვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელები და გამოვიყურებოდეთ ლამაზად

სიყვარული იმ საქმის მიმართ, რასაც აკეთებთ. შეიყვარეთ და მიუდექით თქვენს სხეულს ისე, როგორც გინდათ რომ ის გამოიყურებოდეს;
დაისახეთ მიზანი. ვფიქრობ, მიზანი აუცილებელია მოტივაციისთვის. უნდა ვიცოდეთ საით მივდივართ და რა გვინდა;
იყავით ბედნიერები იმით, რომ ჯანმრთელი სხეული გაქვთ და მას შეუძლია ყველაფერი. სხეულის შესაძლებლობებს მართლა არ აქვს საზღვარი და გიყვარდეთ იგი.
ირინა სიროტა

ვარჯიში "ლოქდაუნის" დროს

ჯანსაღი ცხოვრების სტილი, ვარჯიში და სწორი კვება, მგონი, არასდროს ყოფილა ისეთი აუცილებელი, როგორც პანდემიის დროს. იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ადამიანი გადავიდა ონლაინ მუშაობაზე და შედარებით მეტ დროს ატარებს სახლში, უფრო მარტივი გახდა სახლში ვარჯიში. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ჩვენს გუნდთან ერთად, ონლაინ ივარჯიშოს.

რჩევები მათთვის, ვისაც წონაში კლება სურს

აუცილებელია საკუთარ თავზე მუშაობა. ჩემი შეხედულებით, წონაში კლებისთვის მთავარი კომპონენტებია სწორი კვება, ძილის რეჟიმი, წყლის სმის რეჟიმი და რეგულარული სპორტული აქტივობები. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მოტივაცია. მის გარეშე წონის კლების პროცესი წარმატებული ვერ იქნება. ყველაფერი რაც საჭიროა იცოდეთ, ესაა - დაბალანსებული კვების პრინციპი და სურვილი შეიტანოთ მცირე ცვლილებები თქვენს ყოველდღიურ რაციონში. ენერგიის რაოდენობა, რომელიც ჩვენს ორგანიზმში საკვებს შემოაქვს, უნდა შეესაბამებოდეს იმ ენერგიას, რომელსაც ვხარჯავთ.
ძალიან მნიშვნელოვანია საუზმე. თუ სწორად ისაუზმებთ, ვერ მოასწრებთ მოშიებას სადილისთვის და არც ზედმეტს შეჭამთ. საუზმის რეგულარულად გამოტოვებისას, ნელდება ნივთიერებათა ცვლის პროცესი. დღის ბოლო კვება დაგეგმეთ დაძინებამდე 3-4 საათით ადრე. უპირატესობა მიანიჭეთ რთულ ნახშირწყლებს, მინიმუმამდე შეამცირეთ შაქარი. ეს დაგეხმარებათ მთელი ენერგია კუნთების მუშაობაზე მიმართოთ და არა ცხიმების დაგროვებაზე. ეცადეთ იკვებოთ 3-4 საათის ინტერვალით, რათა არ შეგაწუხოთ შიმშილის გრძნობამ.

მათთვის, ვისაც მხოლოდ ტონუსში ყოფნა და ვარჯიშის ცხოვრების წესად ქცევა სურს

ძალა, გამძლეობა, კარგი ფორმები, მოქნილობა და გრაციოზულობა. სწორედ ვარჯიშის წყალობით იძენს თქვენი სხეული ყველა ამ თვისებას.
ცხოვრების ჯანსაღ წესს დაგროვების ეფექტი აქვს. თავიდან რთულია ცხოვრების მიჩვეულ წესს გადაეჩვიო, მაგრამ, როდესაც განახლებული კვების რაციონი და ფიზიკური აქტივობა სისტემატურ ხასიათს მიიღებს, მიხვდებით, რომ ცხოვრება ბევრად უკეთესი გახდა. ადვილად დაიძინებთ და გაიღვიძებთ, გახდებით უფრო შრომისუნარიანი, გამოკეთდება განწყობა. არ არსებობს - "არ შემიძლია", არსებობს სიზარმაცე.

3 მთავარი რჩევა იმისთვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელები და გამოვიყურებოდეთ ლამაზად

მარტივია გამოიყურებოდე კარგად. ამისთვის, უბრალოდ, უნდა იზრუნო საკუთარ თავზე.
ფიზიკურად აქტიური ცხოვრების წესი;
ძილი და სწორი კვება;
ემოციური ჰარმონია და დასვენება;


ფოტო: ლიზა გაბუნია


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ახალი წლის დღეები ნელ-ნელა
დასასრულს უახლოვდება. ჩვენი დაკვირვებით, სოციალურ ქსელებში მოიმატა
კითხვამ - რით ვუშველოთ საახალწლო სუფრის ზეგავლენით გაჩენილ
გამონაყარს?
ახალი წლის დღეები ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. ჩვენი დაკვირვებით, სოციალურ ქსელებში მოიმატა კითხვამ - რით ვუშველოთ საახალწლო სუფრის ზეგავლენით გაჩენილ გამონაყარს?
10:03 / 15.01.2021
ელენე
ელენე "სითის" ერთ-ერთ გადაღებაზე გავიცანი. თემა იქაც განსხვავებული სტილის მაკიაჟის მორგება იყო. თუმცა, მაშინ, ელენე მოდელის ამპლუაში იყო. ამჯერად კი, გიყვებით მასზე, როგორც ვიზაჟისტზე.
08:52 / 13.01.2021
ღია ცის ქვეშ,
ღია ცის ქვეშ, "არტოს ბაღში" თბილისის მერიის ინიციატივით, პანდემიით დაზარალებული მომღერლებისა და მოცეკვავეების მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართა.
13:53 / 11.01.2021
ყველაფერთან ერთად,
ბევრისთვის 2020 ახალი მეგობრების შეძენის წელიც იყო. ყველაზე ერთგული
და საყვარელი - ოთხფეხა მეგობრების შეძენის.
ყველაფერთან ერთად, ბევრისთვის 2020 ახალი მეგობრების შეძენის წელიც იყო. ყველაზე ერთგული და საყვარელი - ოთხფეხა მეგობრების შეძენის.
11:19 / 06.01.2021
ყველაფერთან ერთად,
ბევრისთვის 2020 ახალი მეგობრების შეძენის წელიც იყო. ყველაზე ერთგული
და საყვარელი - ოთხფეხა მეგობრების შეძენის.
ყველაფერთან ერთად, ბევრისთვის 2020 ახალი მეგობრების შეძენის წელიც იყო. ყველაზე ერთგული და საყვარელი - ოთხფეხა მეგობრების შეძენის.
11:19 / 06.01.2021

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
New Year, New Routine
ახალი წლის დღეები ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. ჩვენი დაკვირვებით, სოციალურ ქსელებში მოიმატა კითხვამ - რით ვუშველოთ საახალწლო სუფრის ზეგავლენით გაჩენილ გამონაყარს?
10:03 / 15.01.2021
საახალწლო ზღაპარი, სახელად -- "ნამცხვარი"
მაშინ, როცა საახალწლო ფუსფუსი ყველაზე აქტიურ ფაზაში შედის, ყველა ცდილობს, რომ განსაკუთრებული განწყობა საახალწლო სუფრასაც ეტყობოდეს. მგონია, რომ ეს განწყობა სუფრაზე არაფერს ისე არ მოაქვს, როგორც უგემრიელეს ნუგბარს.
07:24 / 25.12.2020
თამარ ზარანდია
იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, თსუ.
07:17 / 21.12.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« იანვარი 2021 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ვალუტა
EUR
EUR
1
4.0147
TRY
TRY
1
0.4473
USD
USD
1
3.3043
ამინდი
ბორჯომი 0 °C
img
სოხუმი 8 °C
img
ახალქალაქი -8 °C
img
გამოწერა