მაშინ, როცა საახალწლო ფუსფუსი
ყველაზე აქტიურ ფაზაში შედის, ყველა ცდილობს, რომ განსაკუთრებული
განწყობა საახალწლო სუფრასაც ეტყობოდეს. მგონია, რომ ეს განწყობა
სუფრაზე არაფერს ისე არ მოაქვს, როგორც უგემრიელეს ნუგბარს.
ამიტომ, დღეს გვინდა მოგიყვეთ კომპანიაზე, რომელიც ქართულ ბაზარზე არც
ისე დიდი ხანია რაც გამოჩნდა, მაგრამ უკვე მოახერხა და ბევრისთვის
საყვარელი და ამოჩემებული საკონდიტროების სიის სათავეში მოექცა. მაშ
ასე, მოინიშნეთ, საკონდიტრო "ნამცხვარი".
"ჩვენი მიზანია, რომ თქვენ გაიღიმოთ" - ამ ფრაზით
იწყება ჩვენი საუბარი და ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ ფრაზაშივე ჩანს
კომპანიის დამოკიდებულება საკუთარი პროდუქტისა და მომხმარებლის
მიმართ.
გარემო აქ მართლაც განსაკუთრებულია. დილიდან გაუჩერებელი სამზადისი და
ფუსფუსია უგემრიელესი საკონდიტრო ნაწარმის შესაქმნელად. დაახლოებით
ისეთი, ფილმებში რომ გვინახავს. თუმცა, კიდევ უფრო განსაკუთრებულია აქ
შექმნილი "გემრიელობები". ტორტებს, ნამცხვრებსა და ორცხობილებს
თანამედროვე, მსოფლიო ტენდეციების შესაბამისი ვიზუალი აქვს, გემო კი -
"სახლური" და სხვანაირად გემრიელი. სხვაგვარად შეუძლებელიცაა, რადგან
თითოეული პროდუქტის გემოსა და ვიზუალზე ახალგაზრდა და ნიჭიერი
კონდიტერები ზრუნავენ, რომლებსაც მასტერკლასები მსოფლიოს წამყვან
ქვეყნებში აქვთ გავლილი და საკუთარი საქმე საუკეთესოდ
იციან.
საკონდიტროში მიყვებიან, რომ ყველა ნამცხვარს ისეთივე სიყვარულით
ამზადებენ, როგორც სახლში, საკუთარი ოჯახის წევრებისათვის. რაც ეხება
ინგრედიენტებს, იყენებენ მაღალი ხარისხის, ნატურალურ, ქართულ
პროდუქტს. მაგალითად, მათი ყველაზე პოპულარული საფირმო პროდუქტის,
გოზინაყის ტარტისთვის, სპეციალურად მზადდება ეკოლოგიურად სუფთა თაფლი
კახეთში. ასე ჩამოდის საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ყველა
ინგრედიენტი - ქართული ნიგოზი, თხილი, ნატურალური ხილი, კვერცხი. რაც
მთავარია, ეს ყველაფერი კონსერვანტების გარეშეა და, შესაბამისად,
ყველა პროდუქტი უსაფრთხოა თქვენი ოჯახის ყველაზე პატარა
წევრებისთვისაც კი.
მოკლედ, საუკეთესო ქართული ინგრედიენტები, კონდიტერების ჯადოქრობა,
ბევრი სიყვარული და "ნამცხვრის" საახალწლო ნუგბარიც
მზადაა!
სამომავლოდ, საკონდიტროს გაფართოება იგეგმება. მომხმარებელს შეეძლება
არა მხოლოდ ონლაინ შეკვეთა, არამედ, ადგილზე მისვლა, პროდუქციის
დათვალიერება და შეძენაც. მანამდე კი, ყველა საჭირო ინფორმაციას, მათ
ფეისბუქგვერდზე იპოვით. @Namtskhvari •
ნამცხვარი
ანა არაბიძე