City News
"ნიკორას" საშობაო ღვეზელი - მანიკა ასათიანის სკივრიდან
დრო თითქმის არასდროს ყოფნის. გადაღებები მთელ კვირაზე აქვს გაწერილი. ზოგჯერ, დილაადრიან დაწყებული, გვიან ღამემდეც გრძელდება და ამ სატელევიზიო, ჟურნალ თუ ინსტაგრამ ორომტრიალში, ის ყოველთვის გამორჩეულად მხიარული, ენერგიული და ძალიან, ძალიან ლამაზია.
ამ ორომტრიალის მიუხედავად, ოჯახი, სახლი, მეუღლე და გიო მისთვის პირველ ადგილზეა. როგორ ახერხებს ამას, არავინ იცის. თანაც ისე, მხოლოდ მანიკა ასათიანს რომ ახასიათებს - მართლაც მზისდარი სახითა და ღიმილით. სამზარეულოში საქმიანობა ჩვენს ტელე თუ ონლაინ ვარსკვლავს ძალიან კარგად გამოსდის. წინასაახალწლო დღეებია, უცნაური წინასაახალწლო, თავისი ფიქრებით, გაურკვეველი რეჟიმით, მაგრამ მაინც იმ იმედის მომცემი, რომ აი, გავა ეს ყველაფერი და 2021 წელი რაღაც განსაკუთრებულად კარგს მოგვიტანს ყველას.

ის, რომ პანდემიამ და პერიოდულმა ლოქდაუნებმა ყველა ჩვენგანი კიდევ უფრო მეტად დააახალოვა სახლს და მათ შორის, სამზარეულოს, მანიკამაც აღნიშნა. ერთად ვფიქრობთ "ნიკორას" წინასაახალწლო მენიუზე. "ნიკორას" ხორცპროდუქტების რეცეპტებით, უკვე საკმაოდ მსუყე რეცეპტების წიგნი თუ არა, პატარა ბროშურა ნამდვილად გამოგვივა.

რუბრიკის "ნიკორას რეცეპტები" პრინციპი მარტივია: კერძი გემრიელი უნდა იყოს და ისეთი, ნებისმიერი რომ მოამზადებს.

- საახალწლოდ სუფრაზე ყველას მეტ-ნაკლებად ერთნაირი კერძები გვაქვს ხოლმე. ორი-სამი დღის შემდეგ, ყველას რაღაც განსხვავებული და ახალი გვინდება. "ნიკორას რეცეპტებზე" ფიქრისას წარმოვიდგინე 2021 წლის შობის მეორე დილა. საუზმე ან ლანჩი. წარმოვიდგინე, რომ ყველა სახლში ვართ და ჩემიანებს სადღესასწაულო დილას გემრიელი და ოდნავ განსხვავებული კერძები მოვუმზადე - ამბობს მანიკა ასათიანი.

მას "ნიკორას" საშობაო ღვეზელი დავარქვით. საქმის გამარტივების მიზნით, "პანეს" ფენოვან ცომზე გავაკეთეთ არჩევანი, რომელიც, სხვათა შორის, "ნიკორას" მაღაზიათა ქსელშივე იყიდება. ამ კერძის მთავარი მოქმედი გმირი კი, რასაკვირველია, "ნიკორას" შაშხია. ორნაირ ყველთან და კვერცხთან კომბინაციაში ის საოცრად ნოყიერი და განსაკუთრებული გემოსია. ფენოვანი ცომი მას კიდევ უფრო გემრიელს ხდის. ულუფებიც მსუყე ღვეზელის შესაბამისი ავიღეთ. შობაა, ყველა სახლშია, ყველამ უნდა დააგემოვნოს. გინდა მაგიდასთან მოკალათება გემრიელად, დიდხანს საუბარი ოჯახის წევრებთან და მათთან მომავლის გეგმებისა თუ სურვილების გაზიარება. ღვეზელს დილით ჩაი უხდება. თუ დროს ოდნავ გადაწევთ და მას საღამოს სუფრაზე მიირთმევთ, მაშინ, წითელი ღვინოსთან ერთადაა დასაგემოვნებელი.

"ნიკორას" საშობაო ღვეზელის რეცეპტი:

1. "პანეს" ფენოვანი ცომი - 1 შეკვრა
2. "ნიკორას" შაშხი - 0.30 კგ
3. იმერული ყველი - 0.60 კგ
4. სულგუნი - 0.40 კგ
5. კვერცხი - 8 ცალი

მომზადების წესი:


ცომი გავადნოთ და გავაბრტყელოთ სასურველ ზომამდე. დახეხილი იმერული ყველისა და სულგუნის ნაზავს დავუმატოთ წვრილად დაკეპილი "ნიკორას" შაშხი და 2 ცალი უმი კვერცხის ცილა. კარგად ავურიოთ. ცომის ნახევარზე მოვათავსოთ ყველისა და შაშხის ნაზავი და ზემოდან დავაწყოთ რგოლებად დაჭრილი მოხარშული კვერცხი. გადავაფაროთ ცომის მეორე ნახევარი, მოვუკრათ პირი. ზედაპირს გადავუსვათ კვერცხის გული და ოდნავ დავჩხვლიტოთ ჩანგლით. ვაცხობთ ღუმელში 200 გრადუსზე 30/40 წუთი, ზედაპირის დაბრაწვამდე.


გემრიელად მიირთვით!

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აი ასე, უცებ და სპონტანურად
გადავწყვიტეთ ჩვენს
აი ასე, უცებ და სპონტანურად გადავწყვიტეთ ჩვენს "სითიში" ძველი და საყვარელი რუბრიკა დაგვებრუნებინა. მას "მე და ჩემი მეგობრები" ჰქვია, რომლის გმირებს ჩვენი ქალაქების განსაკუთრებულ ადგილებში ვიღებთ. დავაბრუნეთ იმიტომ, რომ გაგრძელებული პანდემიის გამო, ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ ჩვენი მეგობრები და მათთან ერთად ახალაღმოჩენილ ადგილებში დროის გატარება მოგვენატრა.
11:14 / 11.04.2021
"სითის" და "ნიკორას" უკვე ტრადიციადქცეული რუბრიკის, აპრილის ნომრის გმირი ლიკა კვარაცხელიაა. ის ნამდვილად მიეკუთვნება იმ ქალბატონების რიცხვს, რომლებიც ყველაფერს ასწრებენ, თან ერთნაირად წარმატებულად.
08:58 / 08.04.2021
სურვილი იმისა, რომ შენი
პროფესიული ნიჭი და პრაქტიკული თუ ცხოვრებისეული გამოცდილება სხვებს
გაუზიარო, ნიშნავს პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, საკუთარ თავთან.
თუ ეს შეძელი, უკვე ფაქტია, რომ შენ შეძელი სარგებლის მოტანა, რომელიც
ვერ წაიშლება და დარჩება მომავალ თაობებს.
სურვილი იმისა, რომ შენი პროფესიული ნიჭი და პრაქტიკული თუ ცხოვრებისეული გამოცდილება სხვებს გაუზიარო, ნიშნავს პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, საკუთარ თავთან. თუ ეს შეძელი, უკვე ფაქტია, რომ შენ შეძელი სარგებლის მოტანა, რომელიც ვერ წაიშლება და დარჩება მომავალ თაობებს.
10:21 / 07.04.2021
პანდემიის პარალელურად,
პანდემიის პარალელურად, "სითის" ფურცლებზე არაერთხელ შეხვდებით ისტორიებს ადამიანებზე, რომლებმაც კარანტის დღეები იდეების განსახორციელებლად, ახალი საქმეების დასაწყებად და ახალი პროფესიების ასათვისებლად გამოიყენეს.
14:04 / 03.04.2021
Delfy Cosmetics
ფრანგული სუნამოს ხაზს ამჯერად ქართველი მოდელი, ტელეწამყვანი და
ინფლუენსერი რუსა ჩაჩუა წარმოგიდგენთ.
Delfy Cosmetics ფრანგული სუნამოს ხაზს ამჯერად ქართველი მოდელი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი რუსა ჩაჩუა წარმოგიდგენთ.
17:05 / 22.03.2021

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
მე და ჩემი მეგობრები - შეხვედრის ადგილი - "იდილია"
აი ასე, უცებ და სპონტანურად გადავწყვიტეთ ჩვენს "სითიში" ძველი და საყვარელი რუბრიკა დაგვებრუნებინა. მას "მე და ჩემი მეგობრები" ჰქვია, რომლის გმირებს ჩვენი ქალაქების განსაკუთრებულ ადგილებში ვიღებთ. დავაბრუნეთ იმიტომ, რომ გაგრძელებული პანდემიის გამო, ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ ჩვენი მეგობრები და მათთან ერთად ახალაღმოჩენილ ადგილებში დროის გატარება მოგვენატრა.
11:14 / 11.04.2021
"ნიკორას" რეცეპტები: ვიკა კალანდიას "ცეზარი შაშხით"
ცნობილი მსახიობისა და ყველასთვის საყვარელი ტელესერიალის გამორჩეული გმირის, ვიკა კალანდიას წარმატებისა და პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი, სამსახიობო ხელოვნებასთან ერთად, მისი იმიჯი და სტილია. სიფრიფანა ვიკა თითქოს ყველა გარემოში შეგიძლია წარმოიდგინო, სამზარეულოს გარდა. რეალობა საპირისპირო აღმოჩნდა. ვიკა საკმაოდ კარგი კულინარია და რეცეპტების გაზიარებაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა.
12:14 / 11.03.2021
Questions & Answers
ყველასთვის საკმაოდ რთულ პერიოდში, ნოდიკო ტატიშვილმა ახალი სიმღერა ჩაწერა, სახელად `გემშვიდობები~. კლიპის გადაღებები ნოდიკოს ახალ სახლში და "ბიოლში" 2 დღეს გაგრძელდა. პროცესს ჩვენი გადამღები ჯგუფიც დაესწრო და "სითის" მკითხველისთვის ეს ფოტოკოლაჟიც მოვამზადეთ. რა თქმა უნდა, ნოდიკოსთან ინტერვიუც ჩავწერეთ და ცოტ-ცოტა ყველაფერზე ვისაუბრეთ - ბავშვობიდან დღემდე.
11:04 / 07.03.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აპრილი 2021 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
ვალუტა
EUR
EUR
1
4.0798
TRY
TRY
1
0.4195
USD
USD
1
3.4232
ამინდი
ბორჯომი 2 °C
img
სოხუმი 6 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა