City News
სილამაზე და ჯანმრთელობა სივრცეში სახელად - "კარაპს მედლაინი"
20 წლის წინ დაწყებული ისტორია, სახელად - "კარაპს მედლაინი", დღეს უკვე მრავალპროფილური კლინიკაა. აქ ერთადაა თავმოყრილი ყველაფერი ის, რაც ნებისმიერ ქალბატონს ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის სჭირდება. გინეკოლოგია, პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, მასაჟისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის კაბინეტი. გარემო, რომელიც არ ჰგავს არცერთ სხვა კლინიკას და რა თქმა უნდა, ადამიანები, რომლებიც ქმნიან ბრენდს, სახელად - "კარაპს მედლაინი".
დრო, ჯანმრთელობა და სილამაზე. რა შეიძლება იყოს ამაზე მნიშვნელოვანი მარტის თვის მთავარი გმირებისთვის, ქალბატონებისთვის!

დღევანდელი ცხოვრების რიტმის გათვალისწინებით, ალბათ, არ არსებობს იმაზე დიდი კომფორტი, ვიდრე ერთი ვიზიტით რამდენიმე პრობლემის მოგვარება. მოდით, მოკლედ მოგიყვებით იმ მიმართულებებზე, რომელიც აქ, "კარაპს მედლაინის" ვაკის ფილიალში დაგხვდებათ.

დავიწყოთ გინეკოლოგიით. გინეკოლოგიის მიმართულებას გინეკოლოგი, კოლპოსკოპისტი, მედიცინის დოქტორი, საქართველოს კოლპოსკოპიის ასოციაციის პრეზიდენტი და საერთაშორისო ტრენერი, ქალბატონი მადონა ჯუღელი ხელმძღვანელობს. მასთან ვიზიტი არ ჰგავს სტანდარტულ ვიზიტს გინეკოლოგთან. ყველაფერი იწყება საუბრით, რჩევებით ცხოვრების ჯანსაღი სტილისთვის, პრობლემის განხილვით. ესაა ფსიქოლოგიური ნაწილი. რაც შეეხება მკურნალობის მეთოდებს, აქ წარმოდგენილია უახლესი აპარატურა. უახლესი თაობის კოლპოსკოპიის აპარატი (Dysis 3D), Monalisa Touch-ის აპარატი, რომელიც წარმოქმნის კოლაგენს, საშვილოსნოს ყელს უბრუნდება პირვანდელი სახე, ხდება მისი გაჯანსაღება და გაახალგაზრდავება. პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია მშობიარობის შემდეგ და მენოპაუზის პერიოდში. რაც მთავარია, აქვეა შესაძლებელი სრულყოფილი კვლევების ჩატარება და ნებისმიერი საჭირო ანალიზის გაკეთება.

კოსმეტოლოგიურ მიმართულებას ხელმძღვანელობენ დერმატოლოგები: ნინო გოგიბერიძე, "რესტილაინის" საერთაშორისო ტრენერი და მარინა ოჟოგინა, მკურნალი სპეციალისტი. "კარაპს მედლაინში" წარმოდგენილია წამყვანი ევროპული ბრენდების შემავსებლები, ინექციები, ასევე, კანის მოვლის სხვადასხვა პროდუქტი. სულ ახლახანს კი, "კარაპს მედლაინი" ახალი ბრენდის, SkinCeuticals-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. ეს ბრენდი, საქართველოში, ექსკლუზიურად მხოლოდ აქ იქნება წარმოდგენილი. კოსმეტოლოგიის კაბინეტში პირველი ნაბიჯია კანის სრულყოფილი კვლევა დიაგნოსტიკის აპარატით, რის მიხედვითაც, შემდგომში, ინიშნება საჭირო პროცედურები. მეტსაც გეტყვით, გადმოგეცემათ ერთწლიანი კალენდარი, სადაც, დიაგნოსტიკის საფუძველზე, ზუსტადაა გაწერილი პროცედურები და ინსტრუქცია როგორ და რა სახის რუტინა უნდა ჩაიტაროთ სახლის პირობებში.

და ბოლოს, კაბინეტი, სახელად "ჯანსაღი ცხოვრების წესი", სადაც გხვდებათ ლანა ლეთოდიანი, ჯანსაღი ცხოვრების წესის ქოუჩი. ვიზიტი აქაც საუბრით, კითხვებზე პასუხითა და რჩევებით იწყება. უშუალოდ პროცედურა კი, არ არის მხოლოდ მასაჟი ან ვარჯიში. ეს უფრო სხეულზე ორიენტირებული თერაპიაა, რომლის შედეგსაც გრძნობთ როგორც ვიზუალურად, ასევე შინაგანად.
ყველაფერი, რაც "კარაპს მედლაინში" ხდება, უფრო დეტალურად იციან ადამიანებმა, რომლებიც აქაურობას ხშირად სტუმრობენ. ქალბატონები: დარეჯან დარსაძე, თეა დარსაძე და ანი ფხაკაძე. ბებია, შვილი და შვილიშვილი. სამი განსხვავებული თაობის წარმომადგენელი, რომლებსაც ბევრ სხვა საერთოსთან ერთად, აერთიანებთ არაჩვეულებრივი გარეგნობა და "კარაპს მედლაინი". დანარჩენს სწორედ ისინი მოგიყვებიან.

თეა დარსაძე

პირველად "კარაპს მედლაინში" დაახლოებით, ერთი წლის წინ მოვედი. კლინიკის გახსნაზე, მოწვეული სტუმრის რანგში. ყველა სტუმარს გვაჩუქეს სხვადასხვა საცდელი პროცედურა, რომელიც მალევე გავიკეთე. ამის შემდეგ, იწყება ჩემი და "კარაპს მედლაინის" მეგობრობა. ძალიან მიყვარს აქ მოსვლა. ზოგადად, ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ დამხვდებიან იქ, სადაც მივდივარ. აქ რომ შემოვდივარ, ისე თბილად მხვდებიან, მართლა მავიწყდება თუკი რამე პრობლემა მაქვს. შემოსვლის წუთიდანვე დადებითად ვიმუხტები. ამ ეტაპზე დავდივარ მასაჟზე, კოსმეტოლოგთან და გინეკოლოგთან. უკვე ისეთი პერიოდია გასული, რომ შედეგებზეც შემიძლია საუბარი.

მასაჟის მიმართულებით, ძალიან ვენდობი ლანას და მის პროფესიონალიზმს. ვითვალისწინებ მის ყველა რჩევას. აქტიურად ვვარჯიშობ იოგას და დავდივარ ფიტნესის დარბაზში. ლანა მირჩევს ვარჯიშებს, აქვს კომუნიკაცია ჩემს იოგას ტრენერთან. ვგრძნობ, რომ მასაჟი ჩემზე ძალიან დადებითად აისახება. ეს არ არის მხოლოდ ვიზუალური ეფექტი, ესაა ენერგია და ცხოვრების ხალისი. ყოველი პროცედურის შემდეგ, ვგრძნობ სიმსუბუქეს და თავისუფლებას.

კოსმეტიკურ მიმართულებას რაც შეეხება, პირველ ვიზიტზე გავიკეთე დიაგნოსტიკა, რის შედეგადაც შემიდგინეს კალენდარი, სადაც გაწერილია როდის უნდა ჩავიტარო კონკრეტულად ჩემზე მორგებული პროცედურები, რა პროდუქტი გამოვიყენო. ერთი მხრივ, ძალიან კომფორტულია. ამავდროულად, ზუსტად იცი, რომ პროფესიონალების მიერ შედგენილ განრიგს მიყვები და რაც მთავარია, შედეგსაც ხედავ.

ზოგადად, რაც აქ ყველაზე მეტად მომწონს არის ის, რომ აქ არ არიან მხოლოდ შედეგზე ორიენტირებულები. გრძნობ, რომ უხარიათ შენი მოსვლა და ცდილობენ კმაყოფილი გაგიშვან. ეს ყველაფერი, ერთად თავმოყრილი, იშვიათად მინახავს. აქაური გარემოს, შედეგებისა და დამოკიდებულების გათვალისწინებით, "კარაპს მედლაინში" მოსვლა დედაჩემს და ჩემს შვილსაც ვურჩიე.

ნინო გოგიბერიძე, კოსმეტოლოგ-დერმატოლოგი

დღესდღეობით, სილამაზის ინდუსტრიაში გამოყოფენ 3 თაობას. თაობა X - 60 წლიდან, თაობა Y - 40 წლიდან, თაობა Z - 35 წლამდე. ყველა ამ თაობის წარმომადგენელს სჭირდება სპეციფიკური მიდგომა. ყველას თავისი მოთხოვნები აქვს.

თაობა Z-ის ძირითადი მოთხოვნაა კანის მოვლა. ინექციური კოსმეტოლოგიის მიმართულებით - ბიორევიტალიზაცია, კანის დატენიანებისთვის და მეზოთერაპია - კანის კვებისთვის. ფორმების გაუმჯობესება, როგორიცაა, მაგალითად, ტუჩების მოცულობის გაზრდა. პროცედურების დანიშვნა დამოკიდებულია მოთხოვნასა და საჭიროებაზე.

თაობა Y-ს შეგვიძლია შევთავაზოთ უფრო მეტი კონტურული პლასტიკა, როგორიცაა: პროცედურები ფილერით, ბოტოქსით, ნაოჭების გასწორება. აუცილებელია კანის მოვლის სისტემის შემუშავება. სახის მოვლის პროცედურები ბიოლოგიქუე რეცჰარგე-ით. ჩვენს კლინიკაში ყველა პროცედურისა და რუტინის აგების წინაპირობაა სახის კანის დიაგნოსტიკა. სწორედ ამის შემდეგ იგეგმება უშუალოდ პაციენტზე მორგებული კანის მოვლის სისტემა.

დარეჯან დარსაძე

პირველად "კარაპს მედლაინს" მაშინ ვესტუმრე, როდესაც აქ ყველაფერი იწყებოდა, დაახლოებით ერთი წლის წინ. ჩემმა შვილმა და შვილიშვილმა მირჩიეს. პირველ რიგში, ძალიან მომწონს ინტერიერი, გარემო რაც აქ გვხვდება და რა თქმა უნდა, ადამიანები. ის გუნდი, რომელიც ამ კომპანიის უკან დგას. გარდა იმისა, რომ თავის საქმის პროფესიონალები არიან, საოცრად სასიამოვნოა მათთან ურთიერთობა.

მე "კარაპს მედლაინის" კოსმეტიკურ კაბინეტს ვსტუმრობ ხოლმე. პირველივე ვიზიტზე, ჩემმა კოსმეტოლოგმა გამიწერა გეგმა და შემირჩია ჩემთვის შესაფერისი და აუცილებელი ყველა პროცედურა. ამის მიხედვით ვგეგმავ ვიზიტებს და ვიტარებ პროცედურებს.

მარინა ოჟოგინა, კოსმეტოლოგ-დერმატოლოგი

60 წლის შემდეგ, კანის მოვლა ითვალისწინებს პროცედურებს კანის ზოგადი სტრუქტურის გასაუმჯობესებლად. ასეთია მეზოთერაპია და ბიორევიტალიზაცია. სწორად შედგენილი პროცედურების თანმიმდევრობა და შესაბამისი პროდუქტებით შედგენილი რუტინა, ყველასთვის ერთნაირად აუცილებელია. ჩვენს კლინიკაში წარმოდგენილია ყველა თაობისთვის შესაფერისი ხაზი.

უკვე ღრმა ნაოჭების საწინააღმდეგოდ, ეფექტურად ვიყენებთ დისპორტის პრეპარატს, რომელიც არის ფრანგული წარმოების და ჩვენი პარტნიორი კომპანია ამ პრეპარატის პირდაპირი შემომტანია. ასევე, ვიყენებთ Restyline და Juviderm-ის ბრენდების შემავსებლებს. რაც შეეხება სახის მოვლის ბუნებრივ საშუალებებს, ასაკოვან ქალბატონებში ძალიან ეფექტურია biologique recherché - სახის მასაჟის სპეციალური მეთოდი.

ანი ფხაკაძე

ჩემთვის ძალიან კომფორტულია, როცა თითქმის ყველა საჭირო პროცედურის, ანალიზის გაკეთება და ვიზიტის დაგეგმვა ერთ სივრცეშია შესაძლებელი. უფრო მეტი მოტივაცია მიჩნდება, რომ მივიდე ყველასთან და ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მივაქციო.
"კარაპს მედლაინში" ძირითადად, დავდივარ მასაჟზე. ნამყოფი ვარ გინეკოლოგთან და პერიოდულად დავდივარ კოსმეტოლოგთანაც.

საქართველოში არ ვცხოვრობ და აქ არ მქონდა ჩემთვის საყვარელი, `ამოჩემებული" ადგილი. აქ მოსვლა ყოველთვის მიხარია, რადგან გხვდება საოცარი გარემო, პროფესიონალების გუნდი და იღებ შედეგს, რომელსაც გრძნობ და ხედავ.

ძალიან გამიხარდა სიახლე, რომელიც დამხვდა "კარაპს მედლაინის" კოსმეტოლოგიურ კაბინეტში. სახის მოვლის ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი პროდუქცია, ScinCeuticals უკვე შემიძლია შევიძინო საქართველოში და ჩავიტარო სახის მოვლის პროცედურა.

ლანასთან მუშაობა ძალიან მსიამოვნებს. გარდა იმისა, რომ ტანზე ვატყობ შედეგს, ასევე, განწყობაზეც ძალიან მოქმედებს. ეს არ არის ტიპური მასაჟი ან ვარჯიში. ლანა life coach-იცაა ჩემთვის. სხვანაირად გრძნობს ორგანიზმის თითოეულ წერტილს. გეხება და უკვე ხვდება სადაა პრობლემა და როგორ მოაგვაროს. ჩემს შემთხვევაში, ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევთ ხერხემალს.

მთავარი, რაც აქაურობას გამოარჩევს, არის ის, რომ ყველა კომპლექსურად მუშაობს და კონცენტრირებულია, რომ აქედან გახვიდე უკეთესად - ფიზიკური, მენტალური და ჯანმრთელობის კუთხით. ვფიქრობ, ეს ის ადგილია, სადაც შეგიძლია გაიუმჯობესო ჯანმრთელობის და ზოგადად, ცხოვრების ხარისხი.

ლანა ლეთოდიანი, ჯანსაღი ცხოვრების წესის ქოუჩი

გამაჯანსაღებელი მიმართულებით, მნიშვნელოვანია მასაჟი ჩატარდეს სწორად შერჩეული მეთოდით, ვარჯიშების ჩართულობით, კვების ტიპის შერჩევით. ძირითადი აქცენტი კეთდება, რა თქმა უნდა, საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე. მნიშვნელოვანია, რომ კუნთოვანი სტრუქტურა სწორად იყოს განვითარებული, რათა არ გამოიწვიოს შეზღუდვა ამა თუ იმ აქტივობისას.

პროცედურების ტიპი ასაკობრივი კუთხით უნდა განისაზღვროს. ჩვენს მიდგომაში, დიდი ყურადღება ეთმობა პაციენტისთვის სხვადასხვა მეთოდის ინდივიდუალურად მორგებას. ეს ხელს უწყობს გაჯანსაღებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ სვლას. გვეხმარება შევცვალოთ ცხოვრების წესი, ვმართოთ საკუთარი რესურსები ფიზიკურ და მენტალურ დონეზე, დავიმუხტოთ პოზიტიურად, მოგვწონდეს საკუთარი თავი და მარტივად ვმართოთ გარე ფაქტორებით გამოწვეული სტრესი. საკუთარ თავსა და სხეულზე ორიენტირება კი, ამისთვის საუკეთესო გამოსავალია.


ტექსტი: ანა არაბიძე
ფოტო: ანა კოსტომაროვა
მაკიაჟი: ეკატერინე ჩანჩიბაძე


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აი ასე, უცებ და სპონტანურად
გადავწყვიტეთ ჩვენს
აი ასე, უცებ და სპონტანურად გადავწყვიტეთ ჩვენს "სითიში" ძველი და საყვარელი რუბრიკა დაგვებრუნებინა. მას "მე და ჩემი მეგობრები" ჰქვია, რომლის გმირებს ჩვენი ქალაქების განსაკუთრებულ ადგილებში ვიღებთ. დავაბრუნეთ იმიტომ, რომ გაგრძელებული პანდემიის გამო, ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ ჩვენი მეგობრები და მათთან ერთად ახალაღმოჩენილ ადგილებში დროის გატარება მოგვენატრა.
11:14 / 11.04.2021
"სითის" და "ნიკორას" უკვე ტრადიციადქცეული რუბრიკის, აპრილის ნომრის გმირი ლიკა კვარაცხელიაა. ის ნამდვილად მიეკუთვნება იმ ქალბატონების რიცხვს, რომლებიც ყველაფერს ასწრებენ, თან ერთნაირად წარმატებულად.
08:58 / 08.04.2021
სურვილი იმისა, რომ შენი
პროფესიული ნიჭი და პრაქტიკული თუ ცხოვრებისეული გამოცდილება სხვებს
გაუზიარო, ნიშნავს პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, საკუთარ თავთან.
თუ ეს შეძელი, უკვე ფაქტია, რომ შენ შეძელი სარგებლის მოტანა, რომელიც
ვერ წაიშლება და დარჩება მომავალ თაობებს.
სურვილი იმისა, რომ შენი პროფესიული ნიჭი და პრაქტიკული თუ ცხოვრებისეული გამოცდილება სხვებს გაუზიარო, ნიშნავს პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, საკუთარ თავთან. თუ ეს შეძელი, უკვე ფაქტია, რომ შენ შეძელი სარგებლის მოტანა, რომელიც ვერ წაიშლება და დარჩება მომავალ თაობებს.
10:21 / 07.04.2021
პანდემიის პარალელურად,
პანდემიის პარალელურად, "სითის" ფურცლებზე არაერთხელ შეხვდებით ისტორიებს ადამიანებზე, რომლებმაც კარანტის დღეები იდეების განსახორციელებლად, ახალი საქმეების დასაწყებად და ახალი პროფესიების ასათვისებლად გამოიყენეს.
14:04 / 03.04.2021
Delfy Cosmetics
ფრანგული სუნამოს ხაზს ამჯერად ქართველი მოდელი, ტელეწამყვანი და
ინფლუენსერი რუსა ჩაჩუა წარმოგიდგენთ.
Delfy Cosmetics ფრანგული სუნამოს ხაზს ამჯერად ქართველი მოდელი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი რუსა ჩაჩუა წარმოგიდგენთ.
17:05 / 22.03.2021

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
მე და ჩემი მეგობრები - შეხვედრის ადგილი - "იდილია"
აი ასე, უცებ და სპონტანურად გადავწყვიტეთ ჩვენს "სითიში" ძველი და საყვარელი რუბრიკა დაგვებრუნებინა. მას "მე და ჩემი მეგობრები" ჰქვია, რომლის გმირებს ჩვენი ქალაქების განსაკუთრებულ ადგილებში ვიღებთ. დავაბრუნეთ იმიტომ, რომ გაგრძელებული პანდემიის გამო, ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ ჩვენი მეგობრები და მათთან ერთად ახალაღმოჩენილ ადგილებში დროის გატარება მოგვენატრა.
11:14 / 11.04.2021
"ნიკორას" რეცეპტები: ვიკა კალანდიას "ცეზარი შაშხით"
ცნობილი მსახიობისა და ყველასთვის საყვარელი ტელესერიალის გამორჩეული გმირის, ვიკა კალანდიას წარმატებისა და პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი, სამსახიობო ხელოვნებასთან ერთად, მისი იმიჯი და სტილია. სიფრიფანა ვიკა თითქოს ყველა გარემოში შეგიძლია წარმოიდგინო, სამზარეულოს გარდა. რეალობა საპირისპირო აღმოჩნდა. ვიკა საკმაოდ კარგი კულინარია და რეცეპტების გაზიარებაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა.
12:14 / 11.03.2021
Questions & Answers
ყველასთვის საკმაოდ რთულ პერიოდში, ნოდიკო ტატიშვილმა ახალი სიმღერა ჩაწერა, სახელად `გემშვიდობები~. კლიპის გადაღებები ნოდიკოს ახალ სახლში და "ბიოლში" 2 დღეს გაგრძელდა. პროცესს ჩვენი გადამღები ჯგუფიც დაესწრო და "სითის" მკითხველისთვის ეს ფოტოკოლაჟიც მოვამზადეთ. რა თქმა უნდა, ნოდიკოსთან ინტერვიუც ჩავწერეთ და ცოტ-ცოტა ყველაფერზე ვისაუბრეთ - ბავშვობიდან დღემდე.
11:04 / 07.03.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აპრილი 2021 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
ვალუტა
EUR
EUR
1
4.0798
TRY
TRY
1
0.4195
USD
USD
1
3.4232
ამინდი
ბორჯომი 2 °C
img
სოხუმი 6 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა