ახალი ამბები
პროფესია, რომელსაც მოაქვს ბედნიერება
ამბობენ, რომ მარტი ქალების თვეა. "სითისთვის" უკვე ტრადიციად იქცა მარტის ნომერში ძლიერი და წარმატებული ქალბატონების შესახებ ისტორიების მოყოლა. ამჯერად, ნანა ჯანელიძე-ყურაშვილი უნდა გაგაცნოთ. ის, ერთ-ერთი პირველი, წამყვანი სპეციალიზირებული სამედიცინო ცენტრის, "ჟორდანიას კლინიკის" კლინიკური დირექტორი, მეან-გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგია, ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და გინეკოლოგიის მიმართულებით. ასევე, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. მისი გამოცდილება მდიდარია სხვადასხვა სასწავლო პროგრამითა და ტრენინგით, როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ და, რა თქმა უნდა, მოიცავს მრავალწლიან პრაქტიკულ სამედიცინო საქმიანობას.

პირველად როდის გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში პროფესია - ექიმი?


სურვილი, რომ გავმხდარიყავი ექიმი, თითქოს ჩემი მშობლიური განცდა იყო და ჩემში თავიდანვე არსებობდა. მიჭირს გამოვყო ზუსტი პერიოდი, როდის მომეძალა ეს სურვილი. დედა და ჩვენი ოჯახის ბევრი წევრი ექიმია და ამანაც ითამაშა გარკვეული როლი.
მიმაჩნია, რომ ექიმობამდე საკმაოდ რთული გზაა. ეს ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიაა, რომელიც განსაკუთრებულად მოითხოვს შრომას, ნებისყოფას და ძალიან დიდ ძალისხმევას. რაც მთავარია, უნდა არსებობდეს დიდი სიყვარული ამ პროფესიის მიმართ. სხვაგვარად წარმოუდგენელია იმ განცდების ზიდვა, რაც თან ახლავს ხოლმე პროცესებს. არსებობს დიდი სიხარული და ისეთი მომენტებიც, რომელიც რთულია ექიმისთვის, რადგან საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას. ამ პროფესიაში, თავიდანვე, განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობაა საჭირო.

თქვენ როდის იგრძენით პირველად ეს პასუხისმგებლობა?

პრინციპში, ეს პროცესი ჩემთვის დაიწყო დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში, "აიეტი" სწავლისას. შევიძინე ძალიან დიდი ცოდნა და განსაკუთრებით ვაფასებ სტუდენტობისას განვლილ გზას. იმ პერიოდისთვის, ეს სასწავლებელი ნოვაცია იყო საქართველოში - მდიდარი სასწავლო ბაზა, გამოცდილი, პროფესიონალი ლექტორები და სწავლება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მე წარმოვადგენ ამ სასწავლებლის კურსდამთავრებულთა პირველ ნაკადს.

კონკრეტულად ეს მიმართულება, გინეკოლოგია და რეპროდუქტოლოგია, რატომ აირჩიეთ?

ყოველთვის მინდოდა ისეთი მიმართულება ამერჩია, რომელიც იქნებოდა განსაკუთრებულად ფაქიზი, სათუთი და სასიხარულო მომენტებთან დაკავშირებული. დედა არის ნეოანატოლოგი, პედიატრი. ვფიქრობდი, მეც მის კვალს გავყოლოდი თუმცა, საბოლოოდ, გადაძალა სურვილმა გამეგრძელებინა სწავლა რეპროდუქტოლოგიისა და გინეკოლოგიის მიმართულებით.

ჩემი ამ სფეროში მუშაობის პერიოდი ემთხვევა საქართველოში რეპროდუქტოლოგიის, როგორც დარგის, განვითარების ხანასაც. ამ პროცესში თავიდანვე ჩავერთე მეც და დღეს მიხარია, რომ შემიძლია თვალი გადავავლო წარსულს და შევადარო საიდან დაიწყო და რა არის დღეს.

და, რა არის დღეს?

დღეს რეპროდუქტოლოგია განვითარებული დარგია. საქართველო არ ჩამორჩება არცერთ სხვა ქვეყანას და ეს საამაყოა. მსოფლიოში არსებული ყველა სიახლე აისახება საქართველოშიც.

დღესდღეობით, "ჟორდანიას კლინიკა" ამ მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო ცენტრია, საიდან იწყება ეს ისტორია?

"ჟორდანიას კლინიკის" განახლება 2016 წლის პროექტი იყო, რომელში მეც ჩავერთე. პროექტში მონაწილეობა მიიღეს უცხოელმა პარტნიორებმაც. განსაკუთრებით, ემბრიონოლოგიური მიმართულებით, რადგან ესაა მაღალტექნოლოგიური პროცესი და საჭიროებს მუდმივ განახლებას, მაღალკვალიფიციურ კადრებს.

განახლებულ "ჟორდანიას კლინიკაში" განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რეპროდუქციულ მედიცინას. დაინერგა მკურნალობის თანამედროვე სტანდარტები და ინ ვიტრო განაყოფიერების მიმართულებით არსებული ყველა სიახლე. მათ შორის, გენეტიკური ემბრიონის ანალიზი, პრეინპლანტაციური, გენეტიკური სკრინინგი, რომელიც უახლესი, თანამედროვე ლაზერული ტექნოლოგიით ხორციელდება, რითიც მინიმუმამდეა დაყვანილი ემბრიონის დაზიანების რისკი.

რეპროდუქციულ მედიცინასა და ჯანმრთელობაში მოიაზრება წყვილის კვლევა და შეფასება. ხშირად, უგულებელყოფილია მამაკაცის ფაქტორი, ან მისი გამოკვლევა. ჩვენთან, კლინიკაში კი, ეს კვლევები უფრო ფართოდაა გაშლილი და შეგვიძლია მეტი სიზუსტით დავადგინოთ მამაკაცის პრობლემა რით არის განპირობებული. არსებობს უნაყოფობის ისეთი ფორმა, როდესაც ვერ ხდება დიაგნოსტირება სტანდარტული კვლევებით. ამ შემთხვევაში, ჩვენი ცოდნა, გამოცდილება, კვალიფიკაცია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამ ტიპის უნაყოფობასაც ვებრძოლოთ.

მნიშვნელოვანია, რომ კლინიკაში გვაქვს გენეტიკის მიმართულება, სადაც ხდება როგორც დაორსულებული პაციენტების სკრინინგი გენეტიკურ დაავადებებზე, ასევე, წყვილის გენეტიკური ანალიზი ოჯახის დაგეგმარებამდე.
ჩვენმა კლინიკამ ძალიან სწრაფად მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. ძალიან ბევრი უცხოელი პარტნიორი კლინიკები გვაყვს, განსაკუთრებით ინ ვიტროს მიმართულებით. ასევე, გვყავს ბევრი ევროპელი პაციენტი.
ჩემი პრიორიტეტია კადრების უწყვეტი განათლება, რასაც კლინიკაში ვატარებთ სისტემატურად. პრინციპი, გუნდური მუშაობაა. ერთიანი, სწორი ხედვა, რაც საბოლოოდ, პაცინეტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მის შედეგზე აისახება.

როდის უნდა მიმართოს წყვილმა ექიმს?

ოჯახის დაგეგმარება რეპროდუქციული მედიცინის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. სასურველია მოხდეს წყვილის ჯანმრთელობის შეფასება და გამომდინარე აქედან, დაიგეგმოს ორსულობა. თანაცხოვრების 1 წლის შემდეგ, თუ ფიზიოლოგიური ორსულობა არ დადგა, 35 წლამდე ასაკის ქალბატონებთან ეს უკვე ითვლება პრობლემად და დროული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. 35 წლის ზემოთ ასაკში, ეს პერიოდი უფრო ნაკლებია - 6 თვე. დღესდღეობით, ესაა საერთაშორისო რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენც მივყვებით. გარდა ამისა, არსებობს მთელი რიგი გამოკვლევები, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ შეფასდეს წყვილის რეპროდუქციული ფუნქცია და მათი პოტენცია. აუცილებელია, რომ დროულად მოხდეს დიაგნოსტიკა და დაიგეგმოს ადეკვატური მკურნალობა.

ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის ინფორმირებულობა. პაციენტს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს საკუთარი პრობლემა, ცდილობდეს ამ პრობლემის გადაჭრაში დაეხმაროს ექიმს. რა თქმა უნდა, ექიმს უდიდესი როლი ენიჭება თუმცა, უნდა იყოს ერთიანობა. არსებული პრობლემის მკურნალობის გარდა, ჩვენ პაციენტებს ვუწევთ ფსიქოლოგიურ თანადგომას.

პაციენტთა ინფორმირებულობისათვის, შევქმენით "ჟორდანიას ქალთა კლუბი". სივრცე, სადაც გაწევრიანებულია ბევრი ქალბატონი. მათ შეუძლიათ დასვან ნებისმიერი კითხვა და მიიღონ პასუხი პროფესიონალი ექიმებისგან. ასევე, ჩვენი კლინიკის ფეისბუქგვერდზე პერიოდულად გვაქვს ლაივ ჩართვები, სადაც სხვადასხვა საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ.

მოდით, თვენს არასაქმიან მხარესაც შევეხოთ. მომიყევით თქვენს ოჯახზე...

ბედნიერი ვარ და მეამაყება, რომ ზურგს მიმაგრებს ჩემი ოჯახი. მათი გვერდით დგომა მაძლიერებს და უდიდეს სტიმულს მაძლევს. მყავს მეუღლე, ორი შვილი და შვილიშვილი. ჩემი მეუღლე პროფესიით იურისტია. ახლახანს შეგვისრულდა ქორწინების 29 წელი. ჩემმა ვაჟმა, გური ყურაშვილმა, ცხოვრება მედიცინას დაუკავშირა, რაც მახარებს. მისი მეუღლე, ნუცა მიქელაძე, არის Les Roches Global Hospitality Education-ის ამბასადორი და ცდილობს, რომ მომავალ თაობას გზა გაუკვალოს სტუმარმასპინძლობის სფეროში. ჩემმა ქალიშვილმა, ანიმ, წარჩინებით დაამთავრა

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მაგისტრატურაში სწავლა გააგრძელა ტალინის უნივერსიტეტში, კომუნიკაციის მენეჯმენტის მიმართულებით, რაც ასევე წარმატებით დაასრულა. ამჟამად, ტალინში ცხოვრობს. თავისი პროფესიით მუშაობს და აქტიურადაა ჩართული საინტერესო პროექტებში საქართველოშიც. მისი მეუღლეც ექიმია. ძალიან საინტერესო და წარმატებული ადამიანია. ჩემი შვილიშვილი კი, რომელიც სულ მენატრება, მალე 3 წლის გახდება.

და ბოლოს, რას ნიშნავს იყო ამ სფეროს წარმომადგენელი?

ვთვლი, რომ რეპროდუქციის მიმართულებით მუშაობა და ამ დარგის სპეციალისტობა, უდიდესი გამოწვევაა და, ამავდროულად, დიდი ბედნიერება. ეს სფერო გაძლევს საშუალებას გააბედნიერო ოჯახი, მიიღო მონაწილეობა ახალი სიცოცხლის ჩასახვაში, შემდეგ იზრუნო მის განვითარებაზე, იზრუნო ორსულ ქალზე და ბოლოს, მიიღო ჯანმრთელი შთამომავლობა.

ქალბატონებს ვეტყოდი, რომ ჩვენი, "ჟორდანიას კლინიკის" კოლექტივი, მათ გვერდით ვდგავართ და მზად ვართ დავეხმაროთ ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტაში, რაც ეხება მომავალ დედობას.

ტექსტი: ანა არაბიძე
ფოტო: ლიზა გაბუნია
მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აი ასე, უცებ და სპონტანურად
გადავწყვიტეთ ჩვენს
აი ასე, უცებ და სპონტანურად გადავწყვიტეთ ჩვენს "სითიში" ძველი და საყვარელი რუბრიკა დაგვებრუნებინა. მას "მე და ჩემი მეგობრები" ჰქვია, რომლის გმირებს ჩვენი ქალაქების განსაკუთრებულ ადგილებში ვიღებთ. დავაბრუნეთ იმიტომ, რომ გაგრძელებული პანდემიის გამო, ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ ჩვენი მეგობრები და მათთან ერთად ახალაღმოჩენილ ადგილებში დროის გატარება მოგვენატრა.
11:14 / 11.04.2021
"სითის" და "ნიკორას" უკვე ტრადიციადქცეული რუბრიკის, აპრილის ნომრის გმირი ლიკა კვარაცხელიაა. ის ნამდვილად მიეკუთვნება იმ ქალბატონების რიცხვს, რომლებიც ყველაფერს ასწრებენ, თან ერთნაირად წარმატებულად.
08:58 / 08.04.2021
სურვილი იმისა, რომ შენი
პროფესიული ნიჭი და პრაქტიკული თუ ცხოვრებისეული გამოცდილება სხვებს
გაუზიარო, ნიშნავს პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, საკუთარ თავთან.
თუ ეს შეძელი, უკვე ფაქტია, რომ შენ შეძელი სარგებლის მოტანა, რომელიც
ვერ წაიშლება და დარჩება მომავალ თაობებს.
სურვილი იმისა, რომ შენი პროფესიული ნიჭი და პრაქტიკული თუ ცხოვრებისეული გამოცდილება სხვებს გაუზიარო, ნიშნავს პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, საკუთარ თავთან. თუ ეს შეძელი, უკვე ფაქტია, რომ შენ შეძელი სარგებლის მოტანა, რომელიც ვერ წაიშლება და დარჩება მომავალ თაობებს.
10:21 / 07.04.2021
პანდემიის პარალელურად,
პანდემიის პარალელურად, "სითის" ფურცლებზე არაერთხელ შეხვდებით ისტორიებს ადამიანებზე, რომლებმაც კარანტის დღეები იდეების განსახორციელებლად, ახალი საქმეების დასაწყებად და ახალი პროფესიების ასათვისებლად გამოიყენეს.
14:04 / 03.04.2021
Delfy Cosmetics
ფრანგული სუნამოს ხაზს ამჯერად ქართველი მოდელი, ტელეწამყვანი და
ინფლუენსერი რუსა ჩაჩუა წარმოგიდგენთ.
Delfy Cosmetics ფრანგული სუნამოს ხაზს ამჯერად ქართველი მოდელი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი რუსა ჩაჩუა წარმოგიდგენთ.
17:05 / 22.03.2021

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
მე და ჩემი მეგობრები - შეხვედრის ადგილი - "იდილია"
აი ასე, უცებ და სპონტანურად გადავწყვიტეთ ჩვენს "სითიში" ძველი და საყვარელი რუბრიკა დაგვებრუნებინა. მას "მე და ჩემი მეგობრები" ჰქვია, რომლის გმირებს ჩვენი ქალაქების განსაკუთრებულ ადგილებში ვიღებთ. დავაბრუნეთ იმიტომ, რომ გაგრძელებული პანდემიის გამო, ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ ჩვენი მეგობრები და მათთან ერთად ახალაღმოჩენილ ადგილებში დროის გატარება მოგვენატრა.
11:14 / 11.04.2021
"ნიკორას" რეცეპტები: ვიკა კალანდიას "ცეზარი შაშხით"
ცნობილი მსახიობისა და ყველასთვის საყვარელი ტელესერიალის გამორჩეული გმირის, ვიკა კალანდიას წარმატებისა და პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი, სამსახიობო ხელოვნებასთან ერთად, მისი იმიჯი და სტილია. სიფრიფანა ვიკა თითქოს ყველა გარემოში შეგიძლია წარმოიდგინო, სამზარეულოს გარდა. რეალობა საპირისპირო აღმოჩნდა. ვიკა საკმაოდ კარგი კულინარია და რეცეპტების გაზიარებაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა.
12:14 / 11.03.2021
Questions & Answers
ყველასთვის საკმაოდ რთულ პერიოდში, ნოდიკო ტატიშვილმა ახალი სიმღერა ჩაწერა, სახელად `გემშვიდობები~. კლიპის გადაღებები ნოდიკოს ახალ სახლში და "ბიოლში" 2 დღეს გაგრძელდა. პროცესს ჩვენი გადამღები ჯგუფიც დაესწრო და "სითის" მკითხველისთვის ეს ფოტოკოლაჟიც მოვამზადეთ. რა თქმა უნდა, ნოდიკოსთან ინტერვიუც ჩავწერეთ და ცოტ-ცოტა ყველაფერზე ვისაუბრეთ - ბავშვობიდან დღემდე.
11:04 / 07.03.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აპრილი 2021 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
ვალუტა
EUR
EUR
1
4.0798
TRY
TRY
1
0.4195
USD
USD
1
3.4232
ამინდი
ბორჯომი 2 °C
img
სოხუმი 6 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა