City News
კულინარია, როგორც მარტივი ხელოვნება
პანდემიის პარალელურად, "სითის" ფურცლებზე არაერთხელ შეხვდებით ისტორიებს ადამიანებზე, რომლებმაც კარანტის დღეები იდეების განსახორციელებლად, ახალი საქმეების დასაწყებად და ახალი პროფესიების ასათვისებლად გამოიყენეს.
ამ ნომერში, 22 წლის თეკლა მიქაბერიძის შესახებ უნდა მოგიყვეთ. "ჯიპას" სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, მის ცხოვრებაში რამდენიმე სხვადსხვა სამუშაო ადგილი იყო. თუმცა, ბავშვობისდროინდელი ინტერესი კულინარიისადმი არასდროს გამქრალა და სწორედ პანდემიის პერიოდში იქცა ცხოვრების მთავარ საქმედ.

IF - ასე ჰქვია თეკლას მიერ შექმნილ კულინარიულ ვიდეობლოგს, სადაც ნახავთ გემოვნებიან, მოკლე და საინტერესო ვიდეოებს განსხვავებული და, რაც მთავარია , ძალიან გემრიელი კერძების შესაქმნელად. მათ შორის ისეთი კერძებისაც, რომლის მომზადებაც ყველას ძალიან რთული ჰგონია. ბლოგის მიზანიც სწორედ ისაა, რომ IF-ის ვიდეორეცეპტებით, კულიანარიული შედევრის შექმნა ყველამ შეძლოს.

თეკლასთვის ეს პერიოდი მხოლოდ პროფესიული კუთხით არ იყო მნიშვნელოვანი. ახლახანს, ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა - დაოჯახდა. ჯვრისწერის ეს ფოტოები კი, სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარული იყო როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბლოგებზე.

თეკლა მიქაბერიძე, კულინარიულ ვიდეობლოგის, IF-ის დამფუძნებელი:

-კულინარიის მიმართ ინტერესი ბავშვობიდან მქონდა, მაგრამ სერიოზულად არასდროს მიფიქრია ამ პროფესიაზე. ბოლო წლების მანძილზე სხვადასხვა ადგილას ვმუშაობდი, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ისე გამოვიდა, რომ დავუბრუნდი კულინარიას. თავიდან IF-ის შექმნა მხოლოდ გართობა იყო, რადგან კარანტინის დროს არაფერი მუშაობდა. გადავწყვიტე გამეკეთებინა პლატფორმა, სადაც იქნებოდა მოკლე და მარტივი ვიდეორეცეპტები. რა თქმა უნდა, თავიდან იყო სირთულეებიც, რადგან სრულიად ახალი სფერო იო ჩემთვის. ოქტომბერში დავიწყეთ გადაღებები და დეკემბრის ბოლოდან ჩავუშვით instagram და facebook გვერდები. ბედნიერი ვარ, რომ ამ მცირე დროში ბევრი ხალხი გამოგვეხმაურა და გამოგვყვა. დროთა განმავლობაში უფრო და უფრო დავინტერესდი ამ სფეროთი და გვერდის მიზნებიც გამოიკვეთა.

და რა არის IF-ის მთავარი მიზანი?

პირველ რიგში, მინდოდა შემექმნა ისეთი პლატფორმა, სადაც ადამიანები, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვთ კულინარიასთან, დარწმუნდებოდნენ იმაში, რომ გემრიელი კერძის მოსამზადებლად, სულაც არაა აუცილებელი იყო პროფესიონალი შეფი ან რაიმე განსაკუთრებულ ნიჭს ფლობდე. ჩვენი ბლოგის დახმარებით, ადამიანები შეძლებენ ისეთი კერძების მომზადებას, რომელთა გაკეთებაც ძალიან რთული ეჩვენებათ.

მინდა, რომ მოძველებული "საბჭოთა"" სამზარეულო ჩანაცვლდეს ახალი და თანამედროვე გემოებით. ცხადია, ისიც ფასეულია, მაგრამ ყოველდღიური რუტინის გახალისება არ გვაწყენდა.

და მთავარი - საზოგადოებას გავუმარტივოთ გემრიელი კერძების მომზადების პროცესი. მინდა, რომ ისინი ამ პროცესში დიდ სიამოვნებას იღებდნენ და შედეგით ამაყობდნენ.
როგორია IF- ის და პირადად შენი სამომავლო გეგმები?

პირველი და ყველაზე პრიორიტეტული არის ძველი და ავთენტური ქართული კერძების გაცოცხლება. რეცეპტების ძებნას დიდი დრო მიაქვს. ბევრ ახალ და საზოგადოებისთვის უცნობ ქართულ ტრადიციულ კერძს მივაგენით, რამაც გადაგვაწყვეტინა დაგვეგეგმა გასტროტურები. ეს იქნება ქართული, შემეცნებითი გასტროტურები, სადაც ხალხს ჩვენი საშუალებით შეეძლება თვალი ადევნოს და გაეცნოს საქართველოს ყველა კუთხის ტრადიციულ და ავთენტურ სამზარეულოს. ნახოს თუ როგორ ახვევენ ხინკალს მთიულები, როგორ წვავენ მწვადს კახელები, როგორ ამოყავთ მეგრელებს სულგუნი და როგორ კეთდება სხვადასხვა კუთხეში ჩვენთვის ნაცნობი თუ უცნობი კერძები.

უახლოეს მომავალში ვაპირებთ IF-ის საიტის გაშვებას, სადაც უფრო მრავალფეროვანი არჩევანი ექნება ჩვენს მომხმარებელს. საიტზე ვიდეოები კატეგორიების, პროდუქტების, მომზადების დროის და ქვეყნების მიხედვით იქნება დაყოფილი. ვფიქრობ, რომ საიტიც იგივენაირი წარმატებით წავა წინ, როგორც სხვა სოციალური ქსელები.
რაც ეხება ჩემს პირად პროფესიულ გეგმებს, რამდენიმე წლის შემდეგ, მინდა მაგისტრატურა გავიარო ამ სფეროში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ უნივერსიტეტში Le Cordon bleu-ში - კულინარიისა და კონდიტერიის ფაკულტეტზე.

რა თქმა უნდა, თეკლასთან ინტერვიუ რეცეპტების გარეშე ვერ შედგებოდა. გიზიარებთ სპეციალურად "სითისთვის" შექმნილ, მსუბუქ, საგაზაფხულო და ძალიან გემრიელ "პროშუტოს" სალათისა და ამ პერიოდისთვის ყველაზე პოპულარულ, ხაჭოს პასკის რეცეპტებს.

პროშუტოს სალათი

დაგჭირდებათ:

სალათისა და ჭარხლის ფოთლები, ლორი (პროშუტო), პომიდვრის ჩირი, უკურკო
ზეთისხილი, ნიგოზი, პარმეზანი.
დრესინგისთვის:
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1 ს.კ. დიჟონის მდოგვი
1 ს.კ. ბალზამიკო
მარილი და პილპილი.
მომზადების წესი: დაფლითეთ სალათისა და ჭარხლის ფოთლები, დაჭერით
პროშუტო, მოაყარეთ ნიგოზი, ზეთის ხილი და პომიდვრის ჩირი, ბოლოს მოაყარეთ
თხლად დაჭრილი პარმეზანი.
ფიალაში მოათავსეთ ზეითუნის ზეთი, დიჟონის მდოგვი, ბალზამიკო, მარილი და
პილპილი. კარგად აურიეთ და მოასხით სალათს.

ხაჭოს პასკა ნუშით

დაგჭირდებათ:

1 კგ.მშრალი,ცხიმიანი ხაჭო
200,0 დარბილებული კარაქი
300.0 შაქარი
200,0 ნაღები
10,0 ვანილის ფხვნილი
100.0 ნუში - კანგაცლილი,დაჭრილი
100,0 ქიშმიში
100,0 დაშაქრული ხილი - ცუკატები.
წინასწარ მოამზადეთ ნუში. კანგაცლილი დაჭერით ან დააქუცმაცეთ, თქვენი გემოვნებით.
ქიშმიშსა და ცუკატებს დაასხით მდუღარე წყალი დასარბილებლად, 5-7 წუთით, გადაწურეთ და ხელსახოცით შეაშრეთ.
ხაჭოს პასკის სპეციალურ ფორმაში ჩააფინეთ დოლბანდი (3-4 ფენა)
კარგად აურიეთ ყველა ინგრედიენტი და მიღებული სქელი, მსუყე, ფერადი მასა მოათავსეთ ფორმაში. ზემოდან დაადეთ სიმძიმე, რომ დაიწრიტოს და ასე შეინახეთ მაცივარში მეორე დღემდე.

ტექსტი: ანა არაბიძე


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აი ასე, უცებ და სპონტანურად
გადავწყვიტეთ ჩვენს
აი ასე, უცებ და სპონტანურად გადავწყვიტეთ ჩვენს "სითიში" ძველი და საყვარელი რუბრიკა დაგვებრუნებინა. მას "მე და ჩემი მეგობრები" ჰქვია, რომლის გმირებს ჩვენი ქალაქების განსაკუთრებულ ადგილებში ვიღებთ. დავაბრუნეთ იმიტომ, რომ გაგრძელებული პანდემიის გამო, ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ ჩვენი მეგობრები და მათთან ერთად ახალაღმოჩენილ ადგილებში დროის გატარება მოგვენატრა.
11:14 / 11.04.2021
"სითის" და "ნიკორას" უკვე ტრადიციადქცეული რუბრიკის, აპრილის ნომრის გმირი ლიკა კვარაცხელიაა. ის ნამდვილად მიეკუთვნება იმ ქალბატონების რიცხვს, რომლებიც ყველაფერს ასწრებენ, თან ერთნაირად წარმატებულად.
08:58 / 08.04.2021
სურვილი იმისა, რომ შენი
პროფესიული ნიჭი და პრაქტიკული თუ ცხოვრებისეული გამოცდილება სხვებს
გაუზიარო, ნიშნავს პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, საკუთარ თავთან.
თუ ეს შეძელი, უკვე ფაქტია, რომ შენ შეძელი სარგებლის მოტანა, რომელიც
ვერ წაიშლება და დარჩება მომავალ თაობებს.
სურვილი იმისა, რომ შენი პროფესიული ნიჭი და პრაქტიკული თუ ცხოვრებისეული გამოცდილება სხვებს გაუზიარო, ნიშნავს პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, საკუთარ თავთან. თუ ეს შეძელი, უკვე ფაქტია, რომ შენ შეძელი სარგებლის მოტანა, რომელიც ვერ წაიშლება და დარჩება მომავალ თაობებს.
10:21 / 07.04.2021
Delfy Cosmetics
ფრანგული სუნამოს ხაზს ამჯერად ქართველი მოდელი, ტელეწამყვანი და
ინფლუენსერი რუსა ჩაჩუა წარმოგიდგენთ.
Delfy Cosmetics ფრანგული სუნამოს ხაზს ამჯერად ქართველი მოდელი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი რუსა ჩაჩუა წარმოგიდგენთ.
17:05 / 22.03.2021
მე რომ გავიცანი, უკვე ვარსკვლავი
იყო. მას და ნიკა ტაბატაძეს
მე რომ გავიცანი, უკვე ვარსკვლავი იყო. მას და ნიკა ტაბატაძეს "კურიერის" "ცხრიანი" მიჰყავდათ. მაშინ, "რუსთავი 2" "დელისის" მეტროსთან, მრავალსართულიან შენობაში იყო და იმ შენობაში ფეხი რომ შევადგი, ირგვლივ ცნობილი სახეები მხვდებოდნენ. ჟურნალისტიკის "ოქროს ხანის" "ოქროს გუნდი" იყო, ნამდვილად. მათი სახელების ხსენებას გვარების მიმატება არ სჭირდებოდა. მთელ ქვეყანას აზანზარებდნენ და გრგვინავდნენ. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე.
06:14 / 15.03.2021

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
მე და ჩემი მეგობრები - შეხვედრის ადგილი - "იდილია"
აი ასე, უცებ და სპონტანურად გადავწყვიტეთ ჩვენს "სითიში" ძველი და საყვარელი რუბრიკა დაგვებრუნებინა. მას "მე და ჩემი მეგობრები" ჰქვია, რომლის გმირებს ჩვენი ქალაქების განსაკუთრებულ ადგილებში ვიღებთ. დავაბრუნეთ იმიტომ, რომ გაგრძელებული პანდემიის გამო, ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ ჩვენი მეგობრები და მათთან ერთად ახალაღმოჩენილ ადგილებში დროის გატარება მოგვენატრა.
11:14 / 11.04.2021
"ნიკორას" რეცეპტები: ვიკა კალანდიას "ცეზარი შაშხით"
ცნობილი მსახიობისა და ყველასთვის საყვარელი ტელესერიალის გამორჩეული გმირის, ვიკა კალანდიას წარმატებისა და პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი, სამსახიობო ხელოვნებასთან ერთად, მისი იმიჯი და სტილია. სიფრიფანა ვიკა თითქოს ყველა გარემოში შეგიძლია წარმოიდგინო, სამზარეულოს გარდა. რეალობა საპირისპირო აღმოჩნდა. ვიკა საკმაოდ კარგი კულინარია და რეცეპტების გაზიარებაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა.
12:14 / 11.03.2021
Questions & Answers
ყველასთვის საკმაოდ რთულ პერიოდში, ნოდიკო ტატიშვილმა ახალი სიმღერა ჩაწერა, სახელად `გემშვიდობები~. კლიპის გადაღებები ნოდიკოს ახალ სახლში და "ბიოლში" 2 დღეს გაგრძელდა. პროცესს ჩვენი გადამღები ჯგუფიც დაესწრო და "სითის" მკითხველისთვის ეს ფოტოკოლაჟიც მოვამზადეთ. რა თქმა უნდა, ნოდიკოსთან ინტერვიუც ჩავწერეთ და ცოტ-ცოტა ყველაფერზე ვისაუბრეთ - ბავშვობიდან დღემდე.
11:04 / 07.03.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აპრილი 2021 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
ვალუტა
EUR
EUR
1
4.0798
TRY
TRY
1
0.4195
USD
USD
1
3.4232
ამინდი
ბორჯომი 2 °C
img
სოხუმი 6 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა