City News
THE ASADO STEAKHOUSE
სურვილი იმისა, რომ შენი პროფესიული ნიჭი და პრაქტიკული თუ ცხოვრებისეული გამოცდილება სხვებს გაუზიარო, ნიშნავს პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, საკუთარ თავთან. თუ ეს შეძელი, უკვე ფაქტია, რომ შენ შეძელი სარგებლის მოტანა, რომელიც ვერ წაიშლება და დარჩება მომავალ თაობებს.
წიგნი - THE ASADO STEAKHOUSE მკითხველს მსოფლიო სტეიკ კულინარიაში ამოგზაურებს და ავტორის ცხოვრებისეულ ეპიზოდებსაც გვაცნობს. ის სულ ახლახან გამოსცა იტალიელმა შეფ მზარეულმა, ენცო ნერიმ. ავტორმა თბილისში, პანდემიის დროს, თავი მოუყარა მის 20 წლიან სამუშაო გამოცდილებას, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დააგროვა და, რაც მთავარია, მკითხველს გაუზიარა არაერთი რეცეპტი სტეიკების მიმართულებით.

კულინარიული წიგნის, THE ASADO STEAKHOUSE - შექმნის იდეა, შეფმზარეულ ენცო ნერის რამდენიმე ფაქტორმა შთააგონა. დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველოში მისი ხანგრძლივი ყოფნა, სწორედ რომ, ამ ქვეყნის უნიკალური კულინარიისა და ღვინისადმი ინტერესით არის გამოწვეული. ენცოს თქმით, მისთვის მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ აქ ხორცის მეტად მოყვარული ხალხია. აქვთ არაერთი ტრადიციული თუ გათანამედროვებული და მსოფლიოში ცნობილი კერძები. მაგალითისთვის, მას მოჰყავს ხოლმე ხინკალი, რომლის მომზადების უძველესი რეცეპტი კარგად იცის და სხვათა შორის,მან მოიგონა ხინკლის ახალი და ექსკლუზიური რეცეპტი - შოკოლადის ხინკალი.

იტალიელი შეფმზარეულისთვის, საქართველოში ყოფნა საინტერესო და სასიამოვნო გამოწვევაა. აქ მიმზიდველი გარემოა. ტურიზმის, კერძოდ კი, სასტუმრო- სარესტორნო მიმართულებით. თვლის, რომ მას შეუძლია ხელი შეუწყოს ჯერ კიდევ გასანვითარებელ სფეროს და თავადაც მოსინჯოს ახალი შესაძლებლობები.

"კულინარიული წიგნის ფორმა და შინაარსი, ორივე, Asado Steakhouse restaurant - ის კონცეფციიდან მოდის, რომელიც მე სასტუმრო "მერკურისთვის" განვავითარე. ვიცოდი, რომ ქართულ ტრადიციებში არ არსებობდა შემწვარი სტეიკების კულტურა, მშრალი დაძველების პროცედურით. ამან მიმიყვანა იმ აზრამდე, რომ ჩემი ახალი კონცეფცია იმუშავებდა. " - ამბობს ენცო ნერი "სითისთან" საუბრისას.

წიგნი THE ASADO STEAKHOUSE ავტორმა უკვე აჩუქა თავის უახლოეს მეგობრებსა თუ მხურვალე თაყვანისმცემლებს. მათთვის კი, ვისაც აინტერესებს კულინარია, კერძოდ, სტეიკების მომზადების ენცოსეული ხელწერა ან, უბრალოდ, უნდა რომ გაიცნოს იტალიელი შეფმზარეულის ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები, ეს წიგნი ნამდვილად არ იქნება მხოლოდ ერთხელ გადასაკითხი და თაროზე შემოსადები ნივთი.


ტექსტი: თეა ხოფერია
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აი ასე, უცებ და სპონტანურად
გადავწყვიტეთ ჩვენს
აი ასე, უცებ და სპონტანურად გადავწყვიტეთ ჩვენს "სითიში" ძველი და საყვარელი რუბრიკა დაგვებრუნებინა. მას "მე და ჩემი მეგობრები" ჰქვია, რომლის გმირებს ჩვენი ქალაქების განსაკუთრებულ ადგილებში ვიღებთ. დავაბრუნეთ იმიტომ, რომ გაგრძელებული პანდემიის გამო, ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ ჩვენი მეგობრები და მათთან ერთად ახალაღმოჩენილ ადგილებში დროის გატარება მოგვენატრა.
11:14 / 11.04.2021
"სითის" და "ნიკორას" უკვე ტრადიციადქცეული რუბრიკის, აპრილის ნომრის გმირი ლიკა კვარაცხელიაა. ის ნამდვილად მიეკუთვნება იმ ქალბატონების რიცხვს, რომლებიც ყველაფერს ასწრებენ, თან ერთნაირად წარმატებულად.
08:58 / 08.04.2021
პანდემიის პარალელურად,
პანდემიის პარალელურად, "სითის" ფურცლებზე არაერთხელ შეხვდებით ისტორიებს ადამიანებზე, რომლებმაც კარანტის დღეები იდეების განსახორციელებლად, ახალი საქმეების დასაწყებად და ახალი პროფესიების ასათვისებლად გამოიყენეს.
14:04 / 03.04.2021
Delfy Cosmetics
ფრანგული სუნამოს ხაზს ამჯერად ქართველი მოდელი, ტელეწამყვანი და
ინფლუენსერი რუსა ჩაჩუა წარმოგიდგენთ.
Delfy Cosmetics ფრანგული სუნამოს ხაზს ამჯერად ქართველი მოდელი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი რუსა ჩაჩუა წარმოგიდგენთ.
17:05 / 22.03.2021
მე რომ გავიცანი, უკვე ვარსკვლავი
იყო. მას და ნიკა ტაბატაძეს
მე რომ გავიცანი, უკვე ვარსკვლავი იყო. მას და ნიკა ტაბატაძეს "კურიერის" "ცხრიანი" მიჰყავდათ. მაშინ, "რუსთავი 2" "დელისის" მეტროსთან, მრავალსართულიან შენობაში იყო და იმ შენობაში ფეხი რომ შევადგი, ირგვლივ ცნობილი სახეები მხვდებოდნენ. ჟურნალისტიკის "ოქროს ხანის" "ოქროს გუნდი" იყო, ნამდვილად. მათი სახელების ხსენებას გვარების მიმატება არ სჭირდებოდა. მთელ ქვეყანას აზანზარებდნენ და გრგვინავდნენ. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე.
06:14 / 15.03.2021

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
მე და ჩემი მეგობრები - შეხვედრის ადგილი - "იდილია"
აი ასე, უცებ და სპონტანურად გადავწყვიტეთ ჩვენს "სითიში" ძველი და საყვარელი რუბრიკა დაგვებრუნებინა. მას "მე და ჩემი მეგობრები" ჰქვია, რომლის გმირებს ჩვენი ქალაქების განსაკუთრებულ ადგილებში ვიღებთ. დავაბრუნეთ იმიტომ, რომ გაგრძელებული პანდემიის გამო, ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ ჩვენი მეგობრები და მათთან ერთად ახალაღმოჩენილ ადგილებში დროის გატარება მოგვენატრა.
11:14 / 11.04.2021
"ნიკორას" რეცეპტები: ვიკა კალანდიას "ცეზარი შაშხით"
ცნობილი მსახიობისა და ყველასთვის საყვარელი ტელესერიალის გამორჩეული გმირის, ვიკა კალანდიას წარმატებისა და პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი, სამსახიობო ხელოვნებასთან ერთად, მისი იმიჯი და სტილია. სიფრიფანა ვიკა თითქოს ყველა გარემოში შეგიძლია წარმოიდგინო, სამზარეულოს გარდა. რეალობა საპირისპირო აღმოჩნდა. ვიკა საკმაოდ კარგი კულინარია და რეცეპტების გაზიარებაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა.
12:14 / 11.03.2021
Questions & Answers
ყველასთვის საკმაოდ რთულ პერიოდში, ნოდიკო ტატიშვილმა ახალი სიმღერა ჩაწერა, სახელად `გემშვიდობები~. კლიპის გადაღებები ნოდიკოს ახალ სახლში და "ბიოლში" 2 დღეს გაგრძელდა. პროცესს ჩვენი გადამღები ჯგუფიც დაესწრო და "სითის" მკითხველისთვის ეს ფოტოკოლაჟიც მოვამზადეთ. რა თქმა უნდა, ნოდიკოსთან ინტერვიუც ჩავწერეთ და ცოტ-ცოტა ყველაფერზე ვისაუბრეთ - ბავშვობიდან დღემდე.
11:04 / 07.03.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აპრილი 2021 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
ვალუტა
EUR
EUR
1
4.0798
TRY
TRY
1
0.4195
USD
USD
1
3.4232
ამინდი
ბორჯომი 2 °C
img
სოხუმი 6 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა