ახალი ამბები
ნუცა მიქელაძის რეცეპტები
ძალიან გემრიელი და  სწრაფად მოსამზადებელი კერძი ნუცა მიქელაძისგან. პიტა პურები, ფეტას და ბოსტნეულის სალათით და ჰუმუსით.

ინგრედიენტები:

პური:

400 გრ ფქვილი
50 გრ ზეითუნის ზეთი
8 გრ საფუარი
1 ჩ.კ მარილი
2 ს.კ შაქარი

სალათი:

1 პომიდორი
1 სტაფილო
1 ბულგარული

ფეტა

2 ს.კ ზეითუნის/კახური ზეთი
კამა
მარილი
ნახევარი ხახვი

ჰუმუსი:

400 გრ მუხუდო
1 ლიმონის წვენი
30 გრ ტაჰინი
3 ს.კ ზეითუნის ზეთი
2 კბილი ნიორი
1 ჩ.კ ძირა
მარილი
3 ს.კ წყალი
პაპრიკა

მომზადება:

ფქვილი, მარილი, შაქარი და ზეთი ავურიოთ. წყალში გავხსნათ საფუარი და დავუმატოთ მასას. მოვზილოთ კარგად ცომი და თბილ ადგილას დავაცადოთ ამოსვლა 40 წუთი.

დავჭრათ წვრილად ბოსტნეული, დავუმატოთ ყველი ფეტა და მოვასხათ ზეთი.

დავაბლენდეროთ მუხუდო, დავუმატოთ დანარჩენი ინგრედიენტები და 3-4 წუთი კარგად დავაბლენდეროთ. (თუ სქელი გამოვიდა დაუმატეთ წყალი)

პური გამოვაცხოთ 5-6 წუთი, წავუსვათ ჰუმუსი ზემოდან და მოვაყაროთ სალათი.


Print