City Events
ზურა ხიზანიშვილის WORLD CLASS
სულ ახლახანს, World Class -ის ოჯახს ახალი წევრი შეემატა, ზურა ხიზანიშვილი. ადამიანი, რომლისთვისაც სპორტი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. პროექტის გადასაღებად, დათქმულ დროს, დილით მივდივართ. ზურა უკვე აქაა და როგორც მივხვდით, ჩვენს მისვლამდე ვარჯიშის ნაწილი უკვე მოსწრებული აქვს.

ამ დარბაზში ყოველთვის სხვა ტემპი და განსაკუთრებული განწყობაა. შესვლისას გხვდება კაფე ჯანსაღი კერძებით, სასმელებით... გადიხარ ტრენაჟორების კორიდორს და ხედავ არაჩვეულებრივ ფორმაში მყოფ თითქმის ყველა ასაკის ადამიანს. ზოგი მარტო ვარჯიშობს, ზოგიც, მწვრთნელთან ერთად. დარბაზის ბოლოს ჯგუფური ვარჯიშის ოთახებია, რომელიც, თითქოს, მზის სხივებთან ერთად, სავსეა იქაური ენერგიითა და განწყობით. ყოველთვის, როცა მსოფლიო ბრენდის ქართველ ამბასადორებს ვუსვამთ კითხვას - რა არის World Class-ში გამორჩეული, პასუხია - აქაური გარემო და World Class-ის ოჯახი. რთულია არ დაეთანხმო...

ზურა ხიზანიშვილი ფეხბურთელი

- ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩემს ცხოვრებაში 7 წლის ასაკიდან გაჩნდა. მთელი ცხოვრება, მინდორზე ვარჯიშის პარალელურად, ვვარჯიშობდი დარბაზშიც. პროფესიული ფეხბურთისთვის თავის დანებების შემდეგ, თითქოს, დარბაზმა მომცა შვება. ძალიან მსიამოვნებს ყოველ დილით რომ უნდა მოვიდე და ვივარჯიშო. რა თქმა უნდა, 20 წლის რომ ვიყავი სხვა დატვირთვა მქონდა. ახლა უკვე, სხვა.

სწორი ვარჯიშითა და სწორი კვებით ასაკს იმდენად ვერ ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დიდი ასაკი არც მაქვს. ვარჯიში, ჩემს შემთხვევაში, პირველ რიგში, ხასიათზე მოქმდებს. 2 დღესაც რომ გამოვტოვებ, მგონია რაღაც დავაშავე.

ფეხბურთელის ცხოვრება ხომ იცით როგორია, დღეს ერთ ქვეყანაში ხარ, ხვალ მეორეში. ამიტომ, აქამდე ვერ ვახერხებდი თბილისში მევლო რომელიმე სპორტდარბაზში. ამ ეტაპზე კი, დადგა ეს პერიოდიც. ინიციატივა, რომ World Class-ის ამბასადორი გავმხდარიყავი, წამოვიდა ნინი ხუროძისგან (World Class Georgia-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი). ძალიან გამიხარდა ეს შემოთავაზება და სიამოვნებით დავთანხმდი. სალომე უკვე დიდი ხანია "ვორლდკლასელია". აქ ვარჯიშობს ჩემი ბევრი მეგობარიც.

როგორია თქვენი სავარჯიშო გეგმა/სისტემა?

- ვარჯიშს ვიწყებ კარდიოვარჯიშებით. სარბენ ბილიკზე, დაახლოებით, 45 წუთი და შემდეგ ვაგრძელებ მწვრთნელთან ერთად ტრენაჟორებზე. ჩემი ინიციატივა იყო სპინინგის ჯგუფის შეკვრა. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ვარჯიშია როგორც გოგონებისთვის, ასევე ბიჭებისთვის. საუკეთესოა წონაში დასაკლებად.

ბოლოს უნდა დაგისვათ კითხვა, რომელსაც World Class-ის ყველა ამბასადორს ვუსვამთ. როგორ ფიქრობთ, მაინც რა გამოარჩევს World Class-ს?

- მგონია, რომ აქ გამორჩეული გარემოა. გხვდება ძალიან ხარისხიანი და მრავალფეროვანი ტრენაჟორები. მე არ მყავს კონკრეტულად ერთი პირადი მწვრთნელი, რადგან ყველა თავისი საქმის პროფესიონალია და ნებისმიერთან მუშაობა სასიამოვნოა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ყოველთვის განსაკუთრებული სისუფთავეა და დაცულია ყველა რეკომენდაცია.


ავტორი: ანა არაბიძე
ფოტო: ლიზა გაბუნია


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
 
გახსოვს პირველი შეხება
ნაჭერთან?

 

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან?
13:40 / 25.11.2021
ჟურნალი
ჟურნალი "სითი", საქართველოში უძრავი ქონების ჰაბთან, Property Georgia-სთან და უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ეროვნულ წარმომადგენლობა FIABCI-Georgia-სთან თანამშრომლობას იწყებს.
11:44 / 24.11.2021
ინტერვიუ ალერგიისა და იმუნოლოგიის
ცენტრის დირექტორთან, პროფესორ მაია გოთუასთან.
ინტერვიუ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორთან, პროფესორ მაია გოთუასთან.
18:46 / 22.11.2021
"გაქრეს ძველი დრო, გაქრა კიდეც, გაქრეს იმის მაქებარიც,
15:05 / 22.11.2021
White Heart
სიყვარულის გულია, Pink Heart - ექსტაზის,
Gold Heart -სიმშვიდის, წითელი - Red
Heart - ვნების . . . ყველა განსხვავებულია, მაგრამ საერთო
დნმ აქვთ - გული.
White Heart სიყვარულის გულია, Pink Heart - ექსტაზის, Gold Heart -სიმშვიდის, წითელი - Red Heart - ვნების . . . ყველა განსხვავებულია, მაგრამ საერთო დნმ აქვთ - გული.
10:07 / 19.11.2021

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ლაშა დევდარიანი

 

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან?
13:40 / 25.11.2021
ჩემი ზაფხულის ვირტუალური არდადეგები და შემოდგომის პირველი "სითი"
ზაფხულის არდადეგები უჩვეულოდ გავატარე. ვიყავი ყველა იმ უსაყვარლეს საკურორტო ადგილას, სადაც მინდოდა ყოფნა.
19:48 / 15.10.2021
WORKING MOMS OF WORLD CLASS
World class-ში, ალბათ, თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელი ვარჯიშობს. ბევრ მათგანს ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. აქ ასევე, დადის ბევრი საქმიანი და ძალიან ლამაზი ქალბატონი, რომლთა მთავარი პროფესია დედობაა.
07:41 / 29.07.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2021 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4931
TRY
TRY
1
0.2555
USD
USD
1
3.0967
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 9 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა