City News
პანდემიაში ახდენილი ოცნება
გამარჯობა. მე ვარ ქეთა მიქელაძე, "სითის" გუნდის ახალი წევრი.
წლებია, ჟურნალის ერთგული მეგობარი და მკითხველი ვარ. თუმცა, ერთმა სატელეფონო ზარმა ჩემი ცხოვრების წესი მთლიანად შეცვალა, დამაბრუნა ძველ დროში, მონატრებულ პროფესიაში. ჩემი მიზანია მოგიყვეთ ისტორიები ადამიანებზე, რომლებიც ქმნიან მნიშვნელოვან პროექტებს, აქვთ საინტერესო იდეები. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი პირველი მასალა "სითისთვის", რომელიც მაკუნა გეგიძის პანდემიის პერიოდში ახდენილ ოცნებაზეა. Breadbakerycafe - ასე ჰქვია მაკუნას კაფეს, რომელიც გიორგი ახვლედიანის #15-ში მდებარეობს.

რატომ კულინარია?

კულინარიის მიმართ ინტერესი ბავშვობიდან მქონდა. დედა კარგი კულინარია. მსიამოვნებდა და სულ ვუყურებდი კერძების მომზადების პროცესს. ბევრ შეკითხვასაც ვუსვამდი და ხშირად ვეხმარებოდი მომზადებაში. ალბათ მისგან გამომყვა ცხობის სიყვარული. ბავშვობაში ჩემი საყვარელი თამაში "კაფეობანა" იყო. თუმცა, ბავშვობის საყვარელი თამაში მხოლოდ თამაშად დარჩა.

როგორ გაჩნდა კაფეს დაარსების იდეა?

კარანტინის დღეებმა ჩემში ისევ გააღვიძა ბავშვობისდროინდელი სიყვარული და მივხვდი, რომ მხოლოდ ამ საქმის კეთების პროცესში ვიყავი ყველაზე მშვიდი და ბედნიერი. სახლში ვამზადებდი სხვადასხვა კერძს, ვატარებდი ექსპერიმენტებს. რა თქმა უნდა, თავდაპირველად მხოლოდ ჩემი ოჯახის წევრებისთვის. პურისა და ფუნთუშეულის ცხობა ყველაზე მეტად მომწონდა. ვცდილობდი მომემზადებინა დიეტური და ამავდროულად, გემრიელი ცომი. ბევრს ვკითხულობდი, ვეძებდი სხვადასხვა ცნობილი შეფ-მზარეულის რეცეპტებს, ვუყურებდი ვიდეოინსტრუქციებს და ბევრი ცდის შემდეგ მივხვდი, რომ გამომივიდა. მომინდა ჩემი კერძები არამხოლოდ ოჯახის წევრებისთვის, არამედ ფართო საზოგადოებისთვისაც გამეზიარებინა და სწორედ ეს პერიოდი საკუთარი საქმის წამოსაწყებად გამომეყენებინა.

ახდა ოცნება ?

პანდემიის დროს ბიზნესის წამოწყება ბევრ სირთულესთან და რისკთან იყო დაკავშირებული. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს დას, ქეთი გეგიძეს და ოჯახის წევრს, მარიანა ჭყონიას, რომლებმაც დაიჯერეს ჩემი იდეის, მხარი დაუჭირეს მას და დამეხმარნენ ამეხდინა ბავშვობის ოცნება. მიუხედავად იმისა, რომ თვითნასწავლი ვარ, გავრისკე და გავაკეთე საკუთარი კაფე, რომელსაც დავარქვი ბრეადბაკერყცაფე.

რატომ Breadbakerycafe?

სახელზე ბევრი არც მიფიქრია, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, პურის გამოცხობა მომწონს ყველაზე მეტად და ბევრიც ვიმუშავე, რომ განსხვავებული გემოებისთვის მიმეგნო.

რით არის გამორჩეული Breadbakerycafe?

ჩემი კაფეს მთავარი იდეაა ყველა კერძი, პური თუ ფუნთუშეული იყოს ნატურალური, დიეტური, უგლუტეინო და უშაქრო. აღმოვაჩინე, რომ შეიძლება კერძი იყოს დიეტური, მაგრამ ამავდროულად, გემრიელი. ჩემს ძირითად პროფესიას - ინტერიერის დიზაინერობას, ახლა მხოლოდ ჩემი კაფეს და კერძების დიზაინის შესაქმნელად ვიყენებ.


ავტორი: ქეთა მიქელაძე
ფოტო: LIG Studio
ვიზაჟი: ნინო მარტაშვილი
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მარტივი წასახემსებელი ნინო
ცქიტიშვილისგან.
მარტივი წასახემსებელი ნინო ცქიტიშვილისგან.
17:22 / 23.08.2021
ზუსტად 10 წლის წინ, ქართულ
ბაზარზე გაჩნდა კომპანია, სახელად iTechnics. ამ
წლების განმავლობაში, მან მომხმარებლის განსაკუთრებული სიყვარული და,
რაც მთავარია, ნდობა დაიმსახურა.
ზუსტად 10 წლის წინ, ქართულ ბაზარზე გაჩნდა კომპანია, სახელად iTechnics. ამ წლების განმავლობაში, მან მომხმარებლის განსაკუთრებული სიყვარული და, რაც მთავარია, ნდობა დაიმსახურა.
07:01 / 07.08.2021
ანა შელია და ელი ლომიძე. 
ანა შელია და ელი ლომიძე. 
07:23 / 02.08.2021
პროფესიით რესტავრატორმა ანი
შეროზიამ, სულ ერთი წელია, რაც საკუთარი ხელით შექმნილი ინტერიერის
ნივთების სახელოსნო
პროფესიით რესტავრატორმა ანი შეროზიამ, სულ ერთი წელია, რაც საკუთარი ხელით შექმნილი ინტერიერის ნივთების სახელოსნო "აზურიტი" დააფუძნა.
07:00 / 30.07.2021
უკვე 10 წელია,
iTechnics -ი ბაზარზე ლიდერის ფუნქციას ინარჩუნებს.
უკვე 10 წელია, iTechnics -ი ბაზარზე ლიდერის ფუნქციას ინარჩუნებს.
16:34 / 28.07.2021

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
"ნიკორას" რეცეპტები
მარტივი წასახემსებელი ნინო ცქიტიშვილისგან.
17:22 / 23.08.2021
WORKING MOMS OF WORLD CLASS
World class-ში, ალბათ, თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელი ვარჯიშობს. ბევრ მათგანს ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. აქ ასევე, დადის ბევრი საქმიანი და ძალიან ლამაზი ქალბატონი, რომლთა მთავარი პროფესია დედობაა.
07:41 / 29.07.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« სექტემბერი 2021 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6653
TRY
TRY
1
0.3615
USD
USD
1
3.1112
ამინდი
ბორჯომი 13 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ახალქალაქი 8 °C
img
გამოწერა