City News
ჩემზე, ქალებზე და არა მხოლოდ
ვისაც 90-იანი წლები ახსოვს, ისიც ემახსოვრება როგორი იყო მაშინდელი თბილისი, ნაომარი, პარაფინის სანთლებით განათებული, უცნაურად მძიმე და უცნაურად საინტერესოც. როდესაც ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პირველკურსელი სტუდენტი საქართველოს ტელევიზიის მეორე არხზე მივედი და პირველ სიუჟეტზე გამიშვეს, ოპერატორთან ერთად იმ შენობაში მივედი, სადაც აფხაზეთიდან დევნილებისთვის ჰუმნიტარულ საკვებს არიგებდნენ. გრძელ რიგში დაღლილი, ომგამოვლილი ქალები იდგნენ, პატარა ბავშვებთან ერთად და იმ დღის სარჩოს მოსაპოვებლად იბრძოდნენ. მაშინ პირველად გავაცნობიერე, რომ ტელევიზორში ნანახი ომი აქაც გრძელდებოდა და ამ ომს გადარჩენისთვის ბრძოლა ერქვა.

მაშინ ყველაფერი, მათ შორის ჟურნალისტობაც, ახალ რეალობასთან ბრძოლა იყო. დავდიოდი დემონსტრაციებზე, მიტინგებზე, უშუქობით გაწამებული ადამიანებით ალყაშემორტყმულ "თელასში", შსს-ში, რომლის მაღალი სართულებიდან თურმე ადამიანები ხტებოდნენ, პარლამენტისა და მთავრობის სხდომებზე, სადაც გვიყვებოდნენ, რომ ყველაფერი ძალიან კარგადაა. მოკლედ, ის წლები უცნაურად მძიმე იყო და უცნაურად საინტერესო.

ათი წელი ვიმუშავე ტელევიზიის და პრესის ჟურნალისტად და ეს ალბათ, საუკეთესო გამოცდილებაა ადამიანისთვის, რომელიც წერას გადაწყვეტს. ჩემი პირველი მოთხრობის იდეაც ყოველკვირეული გაზეთის საერთაშორისო დაიჯესტზე მუშაობისას გაჩნდა. ინტერნეტში მასალების ქექვისას შაჰიდი ქალების სტენოგრაფიულ ჩანაწერებს გადავაწყდი. იმ ქალების, რომლებმაც ტერორისტული აქტის განხორციელება ვერ შეძლეს და ახლა სასამართლოზე ყვებოდნენ, თუ როგორ ემზადებოდნენ ტერაქტისთვის, როგორ ნანობდნენ იმას, თავი რომ ვერ აიფეთქეს და რა ფერადი, მშვენიერი და ბედნიერი იყო მათთვის სამყარო, რომელსაც სიკვდილის გზაზე უნდა წაეყვანა. სწორედ ასე გაჩნდა "ფიდაი, ანუ ამინა სამიდან ხუთამდე". ამბავი გოგოზე, რომელმაც თავი პარიზის ცენტრში უნდა აიფეთქოს და სადაც სწორედ მისი ცხოვრების ბოლო ორი საათია ასახული.

"ფიდაი" ძალიან ხმაურიანი და პოპულარული ვინმე გამოდგა. იმ წლის საუკეთესო მოთხრობად დასახელდა და შემდგომში, ათზე მეტ ენაზე ითარგმნა. კინოსცენარმა ეროვნული კინოცენტრის კონკურსში გაიმარჯვა, დაიდგა რადიოპიესა, რომელიც ბერლინის საერთაშორისო პიესების კონკურსის ფინალში მოხვდა და დაიდგა ოპერაც კი.

მოკლედ, "ფიდაი" ჩემთვის ის აფეთქება იყო, რომელმაც კედელი გაარღვია და გზა ახალი სივრცისკენ, ლიტერატურისკენ გამიხსნა. პირველი წიგნი, "იანვრის მდინარე" იმ წლის "საბას" გამარჯვებული გახდა საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში და მიუხედავად იმისა, რომ მწერლობა ჟურნალისტიკაზე გაცილებით რთული და ნაკლებშემოსავლიანი საქმე იყო, უნდა მეწერა. ყველაზე რთული, მაინც, სწრაფადმოსულ წარმატებასთან გამკლავება აღმოჩნდა. თუ ჟურნალისტიკაში გოგო რეპორტიორი ჩვეული ამბავი იყო და ამ პატარა გოგოებს მიკროფონითა და დიქტოფონით სირბილი არცთუ ურიგოდ გამოსდიოდათ, ლიტერატურაში ქალი მწერალი უკვე სხვა განაცხადი გახლდათ და ყველაზე დიდი ქათინაური, რაც ჩემი მამაკაცი კოლეგებისგან მიმიღია, იყო: "ყოჩაღ! შენ რა კაცივით კარგად წერ.." ლიტერატურულ ფორუმებზეც დიდი სჯაბაასი მიდიოდა. წერდნენ, რომ წერა არ შემიძლია და წიგნებს გრძელი ფეხებით ვწერ. რომ ეს ქალის გარეგნობამ "იმუშავა" ჟიურის წევრებზე და არა მხატვრულმა ტექსტმა. მოკლედ, ჩვეული გენდერული ბულინგის მსხვერპლი ვიყავი, რაც 2000-იანი წლების დასაწყისში ნორმად ითვლებოდა.

ვიცოდი, ეს გამარჯვება უნდა დამემტკიცებინა. ჩემი შემდეგი წიგნი უკვე რომანი იყო. "მემფისიც" 2009 წლის "საბას" გამარჯვებული გახდა საუკეთესო რომანის ნომინაციაში, სადაც კონკურენტებად ჩვენი დროის კორიფეები _ ყველაზე ძლიერი კაცი მწერლები მყავდა. და პირველი კრიტიკული წერილიც, რომელიც მაშინ ამ მოვლენას მიეძღვნა, რატომღაც, ჩემი წითელი კაბის განხილვითა და ისევ ბულინგით დაიწყო.

ამას ახლა იმიტომ ვიხსენებ, რომ ქალისთვის ძნელია გაიმარჯვოს პატრიარქალურ სამყაროში. ძნელია ქალის ნიჭი და წარმატება დაიჯერონ, რომ ქალებს ათჯერ მეტი შრომა გვიწევს ყველგან - ჟურნალისტიკაშიც, მწერლობაშიც, კერძო კომპანიაში მენეჯერად თუ საჯარო სამსახურში თანამდებობაზე მუშაობისას (ყველა ეს გამოცდილება მქონდა). მოკლედ, ნებისმიერ სფეროში, ქალის აზრი ბოლოს ისმინება და რაც არ უნდა ჭკვიანურს ამბობდეს, ნაკლებად ფასდება. რეპორტიორობისას არც ისე ბევრ პოლიტიკოს ქალს შევხვედრივარ (მაშინ ჯერ კიდევ არ იყო გენდერული ქვოტირება) და კარგად ვხვდებოდი, რა გზის გამოვლა უწევდა თითოეულ მათგანს. ჩემი კოლეგა მწერალი ქალებიც კიდევ უფრო რთულ გზას გადიოდნენ. მე ხომ მაინც, "ბედის ნებიერა" აღმოვჩნდი.

ჩემი წიგნების გმირებიც უმეტესად ქალები არიან, ძლიერი და სუსტი ქალები, ქალები, რომლებიც იბრძვიან, რომლებიც ხან იმარჯვებენ, ხან მარცხდებიან, მაგრამ რაც მთავარია, არ ნებდებიან და ასე იზრდებიან, ახალ გამოცდილებას იძენენ, სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას ცდილობენ.

მას შემდეგ კიდევ ოთხი წიგნი დავწერე. რომანები იტალიაში, გერმანიაში, ინგლისში გამოიცა. იქაური მკითხველი განსაკუთრებით ინტერესდება ქალი ავტორით. განსაკუთრებით, ეგზოტიკური და პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან ჩასული ავტორით, რომელსაც საკუთარ ტექსტებთან ერთად, იქ თავისი სამშობლოც ჩააქვს. არასდროს დამავიწყდება ნეაპოლში გამართულ წიგნის წარდგენაზე მოსული ორი ასაკოვანი, აცრემლებული ქალი, რომელთაც აკანკალებული ხმით მკითხეს: "ეს თქვენთან მართლა ხდებოდა? ახლა როგორია საქართველო? უნდა ჩამოვიდეთ!"

მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ხელოვნება მთავარი დესპანია, წიგნი - სავიზიტო ბარათი და ამიტომ მწერლის, მხატვრის თუ კინორეჟისორის პასუხისმგებლობა პოლიტიკოსზე უფრო მაღალია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ჩემი ახალი წიგნით აფხაზეთის ომზე მომეყოლა. აფხაზეთიდან დევნილ ფოტორეპორტიორ ქალზე, რომელიც სირიის ომში ხვდება და სხვის ომში საკუთარ ომს იხსენებს. "ჩიტი არ გამოფრინდებას" დასაწერად თავად წავედი სირია-თურქეთის საზღვარზე სწორედ მაშინ, როდესაც იქ ჭურვები სკდებოდა და ცეცხლწაკიდებული ალეპოდან ადამიანები გამორბოდნენ. სირიელ ლტოლვილებს ვხვდებოდი, ვუსმენდი, ვიწერდი.. ომი ყველგან ომია. ომში ყველა მსხვერპლია, მაგრამ ქალი მსხვერლის მსხვერპლია, რადგან "ომს არ აქვს ქალის სახე". თუმცა, ქალს შეუძლია იყოს ომზე მეტი. მას შეუძლია ყველაზე კრიტიკულ ვითარებაშიც კი დარჩეს ქალად, დედად - მტერს პური გაუნაწილოს, მტრის შვილი საკუთარივით შეიფაროს, მოძალადე შეირიგოს, მკვლელს აპატიოს.

მე ეს ვნახე, მე ეს მოვისმინე და ამიტომ მჯერა, რომ ქალებს ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია. სწორედ ამიტომ ახლა, როგორც უკვე ჟურნალ "სითის" ავტორმა, პირველ რიგში, სწორედ ასეთ ქალებზე მინდა დავწერო. ქალებზე, რომლებიც სისხლსავსედ ცხოვრობენ, მუშაობენ, შვილებს ზრდიან, სტკივათ, უხარიათ, უყვართ და რაც მთავარია, ქმნიან. თავიანთი სუსტი ხელებით აკეთებენ ბევრ საინტერესო და მაგარ საქმეს. და რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ქალებზე, კაცებზეც. ყველაზე, ვინც იმაზე მეტია, ვიდრე ეს ჩვეულებრივი, ადამიანური ყოფა.


მწერალი თეონა დოლენჯაშვილი, სპეციალურად "სითისთვის"

ფოტო: Raymond Rodgers
მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი
ლოკაცია: რესტორანი "გრაფიკა"

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მარტივი წასახემსებელი ნინო
ცქიტიშვილისგან.
მარტივი წასახემსებელი ნინო ცქიტიშვილისგან.
17:22 / 23.08.2021
ზუსტად 10 წლის წინ, ქართულ
ბაზარზე გაჩნდა კომპანია, სახელად iTechnics. ამ
წლების განმავლობაში, მან მომხმარებლის განსაკუთრებული სიყვარული და,
რაც მთავარია, ნდობა დაიმსახურა.
ზუსტად 10 წლის წინ, ქართულ ბაზარზე გაჩნდა კომპანია, სახელად iTechnics. ამ წლების განმავლობაში, მან მომხმარებლის განსაკუთრებული სიყვარული და, რაც მთავარია, ნდობა დაიმსახურა.
07:01 / 07.08.2021
ანა შელია და ელი ლომიძე. 
ანა შელია და ელი ლომიძე. 
07:23 / 02.08.2021
პროფესიით რესტავრატორმა ანი
შეროზიამ, სულ ერთი წელია, რაც საკუთარი ხელით შექმნილი ინტერიერის
ნივთების სახელოსნო
პროფესიით რესტავრატორმა ანი შეროზიამ, სულ ერთი წელია, რაც საკუთარი ხელით შექმნილი ინტერიერის ნივთების სახელოსნო "აზურიტი" დააფუძნა.
07:00 / 30.07.2021
უკვე 10 წელია,
iTechnics -ი ბაზარზე ლიდერის ფუნქციას ინარჩუნებს.
უკვე 10 წელია, iTechnics -ი ბაზარზე ლიდერის ფუნქციას ინარჩუნებს.
16:34 / 28.07.2021

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
"ნიკორას" რეცეპტები
მარტივი წასახემსებელი ნინო ცქიტიშვილისგან.
17:22 / 23.08.2021
WORKING MOMS OF WORLD CLASS
World class-ში, ალბათ, თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელი ვარჯიშობს. ბევრ მათგანს ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. აქ ასევე, დადის ბევრი საქმიანი და ძალიან ლამაზი ქალბატონი, რომლთა მთავარი პროფესია დედობაა.
07:41 / 29.07.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« სექტემბერი 2021 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6653
TRY
TRY
1
0.3615
USD
USD
1
3.1112
ამინდი
ბორჯომი 13 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ახალქალაქი 8 °C
img
გამოწერა