City News
10 წელი iTechnics-თან ერთად
ზუსტად 10 წლის წინ, ქართულ ბაზარზე გაჩნდა კომპანია, სახელად iTechnics. ამ წლების განმავლობაში, მან მომხმარებლის განსაკუთრებული სიყვარული და, რაც მთავარია, ნდობა დაიმსახურა. უკვე წლებია, iTechnics-ი ერთ-ერთი ყველაზე სანდო კომპანიაა ქართულ ბაზარზე. საიუბილეო თარიღის მისალოცად, iTechnics-ის განახლებულ ფილიალს ვესტუმრეთ, რომელიც პეკინის #13-ში მდებარეობს. აქ განსაკუთრებული საზეიმო განწყობა დაგვხვდა. კომპანიის 10 წლიანი ისტორიის მოყოლა კი, iTechnics-ის გენერალურ დირექტორს, გვანცა მიქუჩაძეს ვთხოვეთ.

როგორ დაიწყო iTechnics-ის ისტორია?

ჩვენი ისტორია 2011 წლის 5 აგვისტოდან იწყება, როდესაც iTechnics-ის გუნდი პირველად შემოვიდა ბაზარზე. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო შეგვექმნა კომპანია, რომელიც მომხმარებელს შესთავაზებდა Apple-ის ოფიციალურ პროდუქციას შესაბამისი სტანდარტებითა და საგარანტიო პირობებით. Apple-ის ყველა მოთხოვნა შევასრულეთ და 2017 წელს მოვიპოვეთ ოფიციალური რესელერის სტატუსი. ამით დავამტკიცეთ, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე სანდო კომპანია ქართულ ბაზარზე.

როგორ შეაჯამებდით განვლილ 10 წელს?

10 წლის მანძილზე, ჩვენი მეგობრული, პროფესიონალი და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წყალობით, შევძელით გავმხდარიყავით მოწინავე კომპანია Apple-ის ტექნიკის სფეროში. დღეს iTechnics საქართველოში, Apple-ის პროდუქციისა და აქსესუარების რეალიზატორ კომპანიათა შორის, ყველაზე ფართო ქსელითაა წარმოდგენილი.

ჩვენს ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ Apple-ის პროდუქციის სრული ასორტიმენტი ოფიციალური საგარანტიო პირობებით, დაზღვევით, ყველა საჭირო აქსესუარითა და პროგრამული უზრუნველყოფით.

ამჟამად, iTechnics წარმოდგენილია ოთხი ფილიალით, ერთი express სტენდითა და ერთი მთავარი სერვისცენტრით, სადაც მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა მიიღოს ყველაზე სწრაფი და ხარისხიანი ტექნიკური მომსახურება Apple-ის ნებისმიერ ტექნიკაზე, მათ შორის iMac-ზე და MacBook-ზე.

ასევე აღსანიშნავია, რომ განვაახლეთ ვებგვერდი www.iTechnics.ge. სადაც პროდუქციის ონლაინ შეძენა უსაფრთხო, მოსახერხებელი და მარტივია. პროდუქციის მიტანა კი, იმავე დღეს ხდება, სწრაფად და უფასოდ. თქვენ შეგიძლიათ ონლაინ დაიმტკიცოთ განვადება, გაეცნოთ სიახლეებს საიტის ბლოგში და რაც მთავარია, სპეციალური შეთავაზებების კატეგორიაში (Special Offers), აღმოაჩინოთ საუკეთესო შეთავაზებები მხოლოდ საიტზე შეძენისას.

iTechnics
-ში ნებისმიერ შენაძენზე მომხმარებელს გადაეცემა iTechnics-ის უნივერსალური ბარათი iCard, რომელსაც აქვს როგორც ფასდაკლების, ისე დაგროვების ფუნქცია. ბარათით შესაძლებლობა გაქვთ დააგროვოთ ქულები და გადაცვალოთ ისინი iTechnics-ში არსებულ ნებისმიერ პროდუქციაზე.

როგორ შეხვდა კომპანია 10 წლის იუბილეს?

5 აგვისტოს, iTechnics 10 წლის გახდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, სრულად განვაახლეთ პეკინის #13-ში არსებული ფილიალი. მისი განახლებული დიზაინი Apple-ის სტანდარტებითაა შესრულებული.

ასევე, 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მომხმარებელს წარვუდგინეთ ვიდეორგოლი, რომლის მთავარი გზავნილი არის "ემოციების გაზიარება"! ამ ვიდეორგოლით მადლობას ვუხდით მომხმარებელს 10 წლიანი ნდობისთვის, ერთგულებისთვის, ემოციების შექმნისთვის და გაზიარებისთვის.
5 აგვისტოს, კომპანიის ყველა ფილიალში, მომხმარებელს აქამდე არნახული ფასდაკლებები, საჩუქრები, სიურპრიზები შევთავაზეთ. ასევე, ყველა მე-10 მომხმარებელს გადავეცით ექსკლუზიური საჩუქრები.

როგორია "აიტექნიკის" სამომომავლო გეგმები?

ჩევენი კომპანია, განვითარების ყველა ეტაპზე, ორიენტირებულია მომხმარებელზე. ქმნის მათზე მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს. სწორედ ეს განაპირობებს ლოიალური მომხმარებლის იმ რაოდენობას, რომელიც გვყავს და საფუძველს უყრის მათთან გრძელვადიან ურთიერთობას. ჩვენ, მომავალში გაფართოებას, ახალ ფილიალებს, ბევრ ძალიან საინტერესო და გრანდიოზულ სიახლეს ვპირდებით მომხმარებელს.

კონტაქტი: 2 14 90 90
მისამართები:
თბილისი:
ქავთარაძის N1 ს/ც "სითი მოლი", მე-2 სართული
პეკინის N13
ჭავჭავაძის N34 ს/ც "პიქსელი", 1-ლი სართული
ბათუმი:
გორგილაძის N88, "ბათუმი მოლი", მე-2 სართული

საიტი: www.iTechnics.ge


ტექსტი: ანა არაბიძე
ფოტო: აზი სვანიძე
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
განსაკუთრებით მიყვარს, როცა ჩვენს
მკითხველს ვუყვები ისტორიას ძლიერ, ნიჭიერ და წარმატებულ ქალებზე,
რომლებიც საკუთარი საქმიანობით ჩვენს ქვეყანას, საქართველოს, მის
ფარგლებს გარეთ ასახელებენ.
განსაკუთრებით მიყვარს, როცა ჩვენს მკითხველს ვუყვები ისტორიას ძლიერ, ნიჭიერ და წარმატებულ ქალებზე, რომლებიც საკუთარი საქმიანობით ჩვენს ქვეყანას, საქართველოს, მის ფარგლებს გარეთ ასახელებენ.
10:58 / 15.10.2021
თეთრი პერანგი
თეთრი პერანგი
16:22 / 14.10.2021
9 წლის შემდეგ, ცნობილი ამერიკული
სერიალის, Gossip Girl-ის ახალი ვერსია
გამოდის.
9 წლის შემდეგ, ცნობილი ამერიკული სერიალის, Gossip Girl-ის ახალი ვერსია გამოდის.
06:52 / 14.10.2021
ტყავის შავი ქურთუკი.
ტყავის შავი ქურთუკი.
15:19 / 13.10.2021

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ჩემი ზაფხულის ვირტუალური არდადეგები და შემოდგომის პირველი "სითი"
ზაფხულის არდადეგები უჩვეულოდ გავატარე. ვიყავი ყველა იმ უსაყვარლეს საკურორტო ადგილას, სადაც მინდოდა ყოფნა.
19:48 / 15.10.2021
ქეთევან ქართველიშვილის წარმატების ისტორია
განსაკუთრებით მიყვარს, როცა ჩვენს მკითხველს ვუყვები ისტორიას ძლიერ, ნიჭიერ და წარმატებულ ქალებზე, რომლებიც საკუთარი საქმიანობით ჩვენს ქვეყანას, საქართველოს, მის ფარგლებს გარეთ ასახელებენ.
10:58 / 15.10.2021
WORKING MOMS OF WORLD CLASS
World class-ში, ალბათ, თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელი ვარჯიშობს. ბევრ მათგანს ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. აქ ასევე, დადის ბევრი საქმიანი და ძალიან ლამაზი ქალბატონი, რომლთა მთავარი პროფესია დედობაა.
07:41 / 29.07.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2021 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6439
TRY
TRY
1
0.3398
USD
USD
1
3.1383
ამინდი
ბორჯომი 12 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
გამოწერა