City News
"ნიკორას" რეცეპტები
მარტივი წასახემსებელი ნინო ცქიტიშვილისგან.
ცნობილი ქართველი მოდელი, ნინო ცქიტიშვილი ახლა უკვე, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამოდელო სააგენტოს, Look Models Management-ის დამფუძნებელია. ალბათ დამეთანხმებით, რომ ის ყველაფრით გამორჩეულია - გარეგნობით, სტილით... გულწრფელად რომ გითხრათ, ცოტა გამიკვირდა როცა აღმოვაჩინე, რომ ასეთივე წარმატებით ირგებს კულინარის ამპლუასაც. "სითის" და "ნიკორას" ერთობლივი პროექტისთვის, "ნიკორას" რძიანი და მინი სოსისებით, ნინომ მისი უმცროსი შვილის საყვარელი, მარტივი და გემრიელი წასახემსებელი მოგვიმზადა. ნინოს ბეთანიაში, აგარაკზე ვესტუმრეთ. იმ დროს მივედით, როცა ეზოში ფუსფუსებდა და ჩვენს გასამასპინძლებლად ხეხილის მოსავალს კრეფდა. პროექტის პირველი კადრიც სწორედ ამ დროს გადავიღეთ.

- ზაფხული ჩემი უსაყვარლესი სეზონია. ძალიან მიყვარს სიცხე და ადვილად ვიტან მაღალ ტემპერატურას. ჩემი ზაფხული, როგორც ყოველთვის, ახლაც ძალიან დატვირთულია. საქმიანობიდან გამომდინარე, სრულფასოვანი დასვენება, ფაქტობრივად, არასდროს გამომდის. მხოლოდ უქმეებზე თუ შევძლებ კარგად დასვენებას. წელს დიდი სურვილი მაქვს მივცე ჩემს თავს უფლება 1 კვირა მაინც წავიდე სამოგზაუროდ და დავისვენო.

ბეთანიაში ყოველ ზაფხულს ვიკრიბებით მთელი ოჯახი. ივნისის ბოლოდან ამოვდივართ და სექტემბრამდე აქ ვრჩებით. თუმცა, მაინც ყოველდღე მიწევს სამსახურში სიარული. აქ ყოფნა ძალიან გვიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახლოს არის თბილისთან, ტემპერატურაში სხვაობა თითქმის 10 გრადუსია. საოცარი ჰაერი და სიმშვიდეა. ყველაზე მეტად, აქ ყოფნის დროს გამომდის ჯანსაღად ცხოვრება. ყოველი ჩემი დილა აქ იწყება ყავით, შემდეგ ყვავილების და ჩემი ბაღის მოვლით, ვარჯიშით და ბოლოს აუზით.

მალევე, კალათბურთის თამაშით დაღლილ ანდრიას წახემსება მოუნდა და ნინომ ჩვენი რუბრიკის კერძის მზადებაც დაიწყო. მზადების პროცესში დიასახლისი საკუთარ კულინარიულ ამბებსაც გვიყვება.

- კულინარიას ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარია ადგილი უჭირავს. ზოგადად, მიყვარს კერძების მომზადება და ვთვლი, რომ ძალიან კარგად გამომდის. თუმცა, ადრე უფრო ხალისით, სიამოვნებით და ხშირად ვამზადებდი ვიდრე ახლა. ალბათ, დროის უკმარისობის ბრალია. ვამზადებ ყველანაირ კერძს, გააჩნია რომელი კერძის ხასიათზე ვიქნებით მთელი ოჯახი. უფრო ხორცისგან მომზადებულ კერძებს ვანიჭებთ უპირატესობას. დღეს მარტივი წასახემსებელი უნდა მოვამზადო, რომელიც ანდრიას ძალიან უყვარს. სახელიც კი შეარქვა - "სოსისის გოჭები".

გემრიელია და უმარტივესი მოსამზადებელი: ვიყენებ "ნიკორას" რძიან ან საბავშვო სოსისს. მიყვარს ეს კომპანია, ვენდობი და უკვე წლებია მის პროდუქტს ვიყენებ. მოსამზადებლად, ცომს ვზელ ერთი დღით ადრე და ვტოვებ მაცივარში. მეორე დღეს ვამუშავებ ღორის ქონით. სასურველია იყოს მუცლის ქონი, რადგან ეს ცომს ხდის ძალიან გემრიელს, ჰაეროვანს და ფხვიერს. ასევე, ღორს მუცლის ქონი ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ცხიმია. ცომს ვაბრტყელებთ, ვჭრით ზოლებად, შემდეგ შემოვახვევთ მოხარშულ სოსისებს, რომლის ბოლოებიც დანით უნდა იყოს დასერილი. თავზე კვერცხის და არაჟნის ათქვეფილ მასას წავუსვამთ და შევდებთ 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. 15 წუთში კი, "სოსისის გოჭები" უკვე მზადაა.

ტექსტი: ანა არაბიძე
ფოტო: ანა კოტომაროვა

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
განსაკუთრებით მიყვარს, როცა ჩვენს
მკითხველს ვუყვები ისტორიას ძლიერ, ნიჭიერ და წარმატებულ ქალებზე,
რომლებიც საკუთარი საქმიანობით ჩვენს ქვეყანას, საქართველოს, მის
ფარგლებს გარეთ ასახელებენ.
განსაკუთრებით მიყვარს, როცა ჩვენს მკითხველს ვუყვები ისტორიას ძლიერ, ნიჭიერ და წარმატებულ ქალებზე, რომლებიც საკუთარი საქმიანობით ჩვენს ქვეყანას, საქართველოს, მის ფარგლებს გარეთ ასახელებენ.
10:58 / 15.10.2021
თეთრი პერანგი
თეთრი პერანგი
16:22 / 14.10.2021
9 წლის შემდეგ, ცნობილი ამერიკული
სერიალის, Gossip Girl-ის ახალი ვერსია
გამოდის.
9 წლის შემდეგ, ცნობილი ამერიკული სერიალის, Gossip Girl-ის ახალი ვერსია გამოდის.
06:52 / 14.10.2021
ტყავის შავი ქურთუკი.
ტყავის შავი ქურთუკი.
15:19 / 13.10.2021

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ჩემი ზაფხულის ვირტუალური არდადეგები და შემოდგომის პირველი "სითი"
ზაფხულის არდადეგები უჩვეულოდ გავატარე. ვიყავი ყველა იმ უსაყვარლეს საკურორტო ადგილას, სადაც მინდოდა ყოფნა.
19:48 / 15.10.2021
ქეთევან ქართველიშვილის წარმატების ისტორია
განსაკუთრებით მიყვარს, როცა ჩვენს მკითხველს ვუყვები ისტორიას ძლიერ, ნიჭიერ და წარმატებულ ქალებზე, რომლებიც საკუთარი საქმიანობით ჩვენს ქვეყანას, საქართველოს, მის ფარგლებს გარეთ ასახელებენ.
10:58 / 15.10.2021
WORKING MOMS OF WORLD CLASS
World class-ში, ალბათ, თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელი ვარჯიშობს. ბევრ მათგანს ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. აქ ასევე, დადის ბევრი საქმიანი და ძალიან ლამაზი ქალბატონი, რომლთა მთავარი პროფესია დედობაა.
07:41 / 29.07.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2021 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6439
TRY
TRY
1
0.3398
USD
USD
1
3.1383
ამინდი
ბორჯომი 12 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
გამოწერა