City News
არიადნა შენგელაია - ვასრკვლავის გახსნა
გრიბოედოვის თეატრის მცირე დარბაზში იმ საღამოს ტევა არ იყო. არცერთი ცარიელი ადგილი, არცერთი ვერ ან არმოსული სტუმარი. იმ დღეს თეატრში ცნობილი კინოვარსკვლავის, არიადნა შენგელაიას საღამო იმართებოდა. დასასრულს კი, მისი სახელობის ვარსკვლავის გახსნა იყო დაანონსებული.
საღამოს ჩატარება გრიბოედოვის თეატრში თავად მსახიობის სურვილი იყო. ამ ჟესტით ქალბატონ არიადნას სურდა მადლიერება გამოეხატა მშობლიური და საყვარელი თეატრის მიმართ, რომლის სცენაზე მის მიერ ნათამაშებ ანა ფრანკს დღემდე იხსენებენ, როგორც განსაკუთრებულ მოვლენას ქართული თეატრის ისტორიაში.

ისტორიას კინოვარსკვლავის შესახებ, რომლის ფილმოგრაფია 60-მდე ფილმს ითვლის, მოკლე დოკუმენტური ფილმი ყვებოდა. მთხრობელები მისი ცხოვრებისა და კარიერის მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ: ელდარ შენგელაია, კინორეჟისორი და ქალბატონი არიადნას ყოფილი მეუღლე, მერაბ კოკოჩაშვილი, მედეა კუჭუხიძე და შვილიშვილი, ნატალია ჯუღელი.

შედარებით ახალგაზრდა აუდიტორია გაოცებას ვერ მალავდა არიადნას ფოტო თუ კინოკადრების ხილვისას - არაამქვეყნიური სილამაზე, გასაოცარი ნაკვთები, თვალები, სილუეტი, სიარულის მანერა, გამოხედვა და რაც მთავარია, მის მიერ შექმნილი მრავალფეროვანი სახეები ქართული თუ რუსული კინოს ისტორიაში.

მდიდარი და დატვირთული სამსახიობო კარიერის მიუხედავდ, 2002 წელს მსახიობმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ამ გადაწყვეტილებასთან ერთად, მან დაასრულა საჯარო ცხოვრებაც. ეს მისი მხრიდან არ იყო არც პოზა და არც თამაში, მან უბრალოდ ასე გადაწყვიტა. არ თანხმდებოდა შემოთავაზებულ როლებს, არც ინტერვიუებს და არც მისი საღამოების გამართვას. დამთავრდა საჯარო ცხოვრება, თუმცა გრძელდებოდა ჩვეულებრივი, ადამიანური ცხოვრება. არიადნა შენგელაია ცხოვრობს თბილისში, გარემოცული მისი საყვარელი ადამიანებით, ოჯახით, შვილიშვილებით, მეგობრებით და საყვარელი საქმიანობებით. გადაწყვეტილება საჯარო ცხოვრებაში მხოლოდ ერთი დღით დაბრუნების შესახებ ისევ ოჯახის სიყვარულით მიიღო : ამბობენ, ვარსკვლავის გახსნის იდეა ელდარ შენგელაიასგან წამოსულა, თუმცა დათანხმდა არიადნა მხოლოდ შვილიშვილების ხათრით, რომელთათვისაც არიადნა შენგელაიას უსაზღვრო სიყვარულის და მეგობრობის გარდა, მისი კინოისტორიაც და ვარსკვლავიც უნდა დაეტოვებინა.

- იცი, ნატულია, მთავარი ამ ცხოვრებაში ოჯახია! არც პოპულარობა, არც კარიერა, არამედ შენი ოჯახი - ეუბნება მის შვილიშვილს ფილმის ეპილოგში არიადნა შენგელაია და იწყებს მისი ცხოვრების მთავარი ადამიანების ჩამოთვლას - შვილების, შვილიშვილების, შვილთაშვილების. . . ყვება ქალი, რომლის როლებს ინატრებდა ნებისმიერი ცნობილი მსახიობი. ალბათ, სწორედ ასეთი მდიდარი და დახუნძლული სამსახიობო ცხოვრების შედეგად მოვიდა ამ ყველაფრისგან გათავისუფლების და ცოტა სხვა ცხოვრების დაწყების სურვილიც. ცხოვრების, სადაც მეტია მისი ოჯახი, მისი საყვარელი მცენარეები, თუ უბრალოდ, საღამოობით მოყოლილი ისტორიები.

- მადლობას მოგახსენებთ. უბრალოდ, მინდა გითხრათ დიდი მადლობა - მიმართავდა საზოგადოებას ქალბატონი არიადნა.

რაღაც მომენტში დარბაზში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. საღამოს გმირისკენ, დიდი თაიგულით ხელში, ბატონი ელდარ შენგელაია მიემართებოდა. აღწერა იმ ემოციების ძალიან რთულია. მგონი, ვტიროდით ყველა. ემოციური იყო საღამოს კიდევ ერთი სიურპრიზი - პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქალბატონი არიადნა ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

ვარსკვლავი ქალბატონ არიადნას კინოთეატრ "რუსთაველის" წინ გაუხსნეს. იქ, სადაც ქართული კინოს ოქროს ფონდია: ელდარ და გიორგი შენგელაიები, ლეილა აბაშიძე, ლიანა ასათიანი, ლანა ღოღობერიძე.

ჟურნალისტები ცოტათი ადრე მივედით. მათ გვერდით ვიდექი მეც, რომელსაც არც კამერა მქონდა და არც მიკროფონი, მაგრამ ადგილი მაინც საგანგებოდ დავიკავე, ახლოს ვარსკვლავთან: იმ საღამოს ჩემი ჟურნალისტური ცხოვრების ერთი ოცნება უნდა ამესრულებინა, მენახა და პირადად გამეცნო ქალი, რომელშიც, მგონი, ბავშვობიდან შეყვარებული ვარ და რომლის ინტერვიუ ჩემი ოცნების ინტერვიუ იყო. რამდენ რამეს ვკითხავდი!

მაგრამ, მისი გამოჩენისას ხმა ვერ ამოვიღე. არც კითხვა დამისვამს და არც ფოტო გადამიღია. უბრალოდ, ვუყურებდი: ჩემ წინ ნამდვილი კინოვასრკვლავი იდგა, ვარსკვლავი, სახელად არიადნა შენგელაია!


ეკა ხოფერია

ფოტო :ლიგ სტუდიო


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ჩემი ისტორია იწყება აფხაზეთით...
არასდროს შევეგუო
ჩემი ისტორია იწყება აფხაზეთით... არასდროს შევეგუო "არაფრის კეთების" პოლიტიკას! არის ჩემი შინაგანი ხმა... ხმა, რომელიც მოტივაციას მაძლევს დღეს საქმე ვაკეთო უკეთ, ვიდრე გუშინ. 
12:24 / 22.01.2022
მე ვარ ირაკლი შამათავა. ის, ვინც
სინამდვილეში ნებისმიერ დროს მზად არის ახალი ავტობიოგრაფიის
დასაწერად.
მე ვარ ირაკლი შამათავა. ის, ვინც სინამდვილეში ნებისმიერ დროს მზად არის ახალი ავტობიოგრაფიის დასაწერად.
11:59 / 22.01.2022
აფხაზეთზე ჩემი ყველა მოგონება
ძალიან ცხადია. გარდა იმისა, რომ ეს მოგონებები ჩემთვის საკმაოდ
მნიშვნელოვანია, ასაკიც ისეთი მქონდა, რომ ყველაფერი ცხადად მახსოვს.
აფხაზეთზე ჩემი ყველა მოგონება ძალიან ცხადია. გარდა იმისა, რომ ეს მოგონებები ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, ასაკიც ისეთი მქონდა, რომ ყველაფერი ცხადად მახსოვს.
08:40 / 21.01.2022
ეშბას #191, ეს ბევრისთვის
არაფრისმთქმელი მისამართია, მაგრამ ჩემთვის, ჩემი ცხოვრების
აღმოსავლეთია, ჩემი უდარდელი ბავშვობა და ერთ-ერთი ყველაზე
მნიშვნელოვანი ეტაპი.
ეშბას #191, ეს ბევრისთვის არაფრისმთქმელი მისამართია, მაგრამ ჩემთვის, ჩემი ცხოვრების აღმოსავლეთია, ჩემი უდარდელი ბავშვობა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი.
08:33 / 21.01.2022
პირველი, რაც აფხაზეთზე ფიქრისას მახსენდება,
რა თქმა უნდა, ჩემი სახლია. ხშირად მესიზმრება ხოლმე. სხვათა
შორის, რამდენიმე დღის წინ, აფხაზეთიდან გამომიგზავნეს ფოტოები.
პირველი, რაც აფხაზეთზე ფიქრისას მახსენდება, რა თქმა უნდა, ჩემი სახლია. ხშირად მესიზმრება ხოლმე. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, აფხაზეთიდან გამომიგზავნეს ფოტოები.
13:10 / 18.01.2022

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ირმა გელანტია-ახვლედიანი
ჩემი ისტორია იწყება აფხაზეთით... არასდროს შევეგუო "არაფრის კეთების" პოლიტიკას! არის ჩემი შინაგანი ხმა... ხმა, რომელიც მოტივაციას მაძლევს დღეს საქმე ვაკეთო უკეთ, ვიდრე გუშინ. 
12:24 / 22.01.2022
ქალთა საერთაშორისო ასოციაცია IWA  - 25 წელი საქართველოში
წინასაახლო ნომერში ჩვენ გაგაცნობთ IWA - ქალთა საერთაშორისო ასოციაციის საქმიანობას საქართველოში. ასოციაციას წელს საიუბილეო თარიღი აქვს.
11:31 / 05.01.2022
ჩემი ზაფხულის ვირტუალური არდადეგები და შემოდგომის პირველი "სითი"
ზაფხულის არდადეგები უჩვეულოდ გავატარე. ვიყავი ყველა იმ უსაყვარლეს საკურორტო ადგილას, სადაც მინდოდა ყოფნა.
19:48 / 15.10.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« იანვარი 2022 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4908
TRY
TRY
1
0.2297
USD
USD
1
3.0794
ამინდი
ბორჯომი -4 °C
img
სოხუმი 7 °C
img
ახალქალაქი -13 °C
img
გამოწერა