City News
Maison Goutal -ის ემოციებით აღსავსე 40 წელი
"ბუნება და მისი საოცრებები მასულმდგმულებს... ჩემი ემოციები სურნელებაში გარდაიქმნება. სუნამო ჩემთვის ოცნებაა, რომელიც მამოძრავებს" - ანიკ გუტალი, ფრანგული პარფიუმერული სახლის, "გუტალის" დამფუძნებელი.
ფრანგმა ქალბატონმა, ანიკ გუტალმა, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე სიყვარული და თავისუფლება ასულდგმულებდა, მშობლიურ ქალაქში, პარიზში, 1981 წელს, დე ბელეშასის ქუჩაზე, პრესტიჟულ მე-7 რაიონში პირველი ბუტიკი გახსნა. აქ, ერთ დროს, წიგნების მაღაზია გახლდათ.

როდესაც 40 წლის წინ, პროფესიონალმა პიანისტმა, ანტიკვარიატის დილერმა და მოდელმა საკუთარ თავში სუნამოების შექმნის ნიჭი აღმოაჩინა, პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა და იმ პერიოდისთვის საკმაოდ ექსტრაორდინალური და თამამი ნაბიჯი გადადგა. პარფიუმერიის სფეროში იგი გახდა პირველი ქალბატონი, რომელმაც დამოუკიდებლად დააფუძნა პარფიუმერული სახლი. სუნამოების შემქმნელები ხომ, უმეტესწილად, მამაკაცები იყვნენ და ქალბატონის შემოსვლა ამ სფეროში ნამდვილი სენსაცია იყო. მიუხედავად დამკვიდრებული სტერეოტიპებისა, ანიკმა ძალიან მალე დაიპყრო ფრანგების გულები და მისმა უნიკალურმა სუნამოებმა ნიშ პარფიუმერიაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი დაიმკვიდრა. ზოგიერთი მათგანი კი, ნამდვილ შედევრად იქცა.

დღეს უკვე, ანიკის ქალიშვილი - კამილ გუტალი, იზაბელ დოიენთან ერთად უძღვება Goutal-ის სახლს. საზეიმო, მე-40 წლის აღსანიშნავად, შეიქმნა ექსკლუზიური კოლექცია: Petite Cherie-ისა და Eau D’Hadrien-ის ლიმიტირებული ვერსიის სახით. ორიგინალურ ფლაკონში და ხავერდის ბაფთით შემკული სუნამო Lutecia -ს მაღაზიებშია წარმოდგენილი. Goutal -ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი Lutecia, ჟურნალ "სითისთან" ერთად, გამოგზაურებთ ანიკ გუტალის სამყაროში, რომელიც გაჯერებულია ბედნიერებით, თავისუფლებით, სიყვარულითა და ჰარმონიულობით. ფრანგული ნიშ პარფიუმის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, Goutal-ის სახლმა, კამილ გუტალის მონაწილეობით, საერთაშორისო ონლაინ შეხვედრა გამართა, რომელსაც Lutecia-ს სპეციალური მოწვევით, ჟურნალი "სითი" ესწრებოდა.

ფრაგმენტები Goutal-ის ისტორიიდან

ბავშვობა

ანიკ გუტალი 8 დედმამიშვილს შორის გაიზარდა დიდ და მხიარულ ოჯახში. მისი მამა, პიერი, პატივსაცემი პარიზელი კონდიტერი იყო. დედა კი, მარი ჟოზეფი, კეთილშობილი, ბოჰემური ქალბატონი გახლდათ. დეკორაციებისა და პარფიუმის ფლაკონების დიზანის შექმნისას, გუტალს ბავშვობის მხიარული მოგონებების განწყობები ასაზრდოებდა: საათობით რომ ფუთავდა ტკბილეულის ყუთებს ლამაზი ლენტებით მამამისის საკონდიტრო მაღაზიაში. Goutal -ის სახლს ბუდუარული სტილი მთავარი შტრიხად მიჰყვება დღემდე. გუტალმა თავიდანვე შემოგვთავაზა შევსებადი ფლაკონების გამოყენება თავისი სუნამოებისთვის, რათა ადამიანებს არ გადაეგდოთ ლამაზი ბოთლები. ეს ტრადიცია, ძირითადად, კვლავ შენარჩუნებულია გუტალის სახლში.
"შენ უნდა ისიამოვნო შენი ცხოვრებით" - ანიკ გუტალის მანტრა გახლდათ.

ჰარმონიულობა

Goutal
-ის სახლი დაფუძნებულია ჰარმონიულობის პრინციპზე, ფემინისტურ ხედვებზე. მისი მახასიათებელია გაზიარება, სიახლოვე და ძველი სტერეოტიპების უგულვებელყოფა. ამის მაგალითია ანიკ გუტალისა და იზაბელ დოიენის მიერ ერთობლივად შექმნილი პარფიუმები : Eau du Sud და Gardenia Passion. ასევე, ანიკის შვილის, კამილ გუტალისა და იზაბელ დოიენის მიერ შექმნილი - Duel და Vanille Exquise.

სიყვარული

Goutal
-ის სახლისთვის წარმოუდგენელია პარფიუმი სიყვარულის გარეშე. ანიკ გუტალი ხშირად ამბობდა, რომ მისთვის სიყვარული ყველაფერია. ასე მაგალითად, მან თავის მეუღლეს, ცნობილ ვიოლონჩელისტს, ალან მეუნიერს, რომელთანაც ძლიერი სიყვარული აკავშირებდა, სუნამოები: Sables (1985) და Grand Amour (1997) მიუძღვნა. ეს ბოლო, შთაგონებული იყო თეთრი შროშანების სურნელით, რომლის თაიგულსაც ალანი ყოველ კვირას მას მიართმევდა ხოლმე. ოჯახურ ტრადიციას არ გამოაკლდა კამილ გუტალიც, რომელმაც დედას, მისი ხსოვნის პატივსაცემად, Mon Parfum Cheri მიუძღვნა.

ბუნება

ბუნება ყოველთვის იყო პარფიუმერული სახლებისთვის შთაგონების წყარო. თუმცა, საკუთრივ ბუნება კი არა, არამედ ის გრძნობა, რომელიც ადამიანებში ბუნებაში ყოფნისას ღვივდება და შემდეგ, სუნამოებში ტრანსფორმირდება. აღქმული სურნელები კი, ნატურალურ - ბუნებრივი ინგრედიენტებით იქმნება.

გუტალის სახლი განსხვავდება სხვებისგან. თავისუფლება მას აძლევს საშუალებას იყოს განსხვავებული და ეს მისი ერთ-ერთი სამარკო ნიშანია. გუტალის სახლის პარფიუმები, ძირითადად, ბუნებრივი ინგრედიენტებისგან მზადდება რაც, ასევე, Goutal-ის სახლის სუნამოების ორგანული ნაწილია.

ვულოცავთ Goutal -ს ამ საიუბილეო წელს. ვუსურვებთ კიდევ უფრო მეტად გაიცნონ და შეუყვარდეთ ადამიანებს მთელი მსოფლიოდან, რადგან ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ. რომ არა მისი დამფუძნებლის, ანიკ გუტალის ექსტრაორდინალური, თამამი და ამავდროულად, რომანტიკული ხასიათი, ვერ შეიქმნებოდა ქალბატონის მიერ დანახული, სრულიად განსხვავებული სურნელები და ბავშვობის თბილი მოგონებებით სავსე ულამაზესი დეკორაციები.

ავტორი: თეა ხოფერია

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
 
გახსოვს პირველი შეხება
ნაჭერთან?

 

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან?
13:40 / 25.11.2021
ჟურნალი
ჟურნალი "სითი", საქართველოში უძრავი ქონების ჰაბთან, Property Georgia-სთან და უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ეროვნულ წარმომადგენლობა FIABCI-Georgia-სთან თანამშრომლობას იწყებს.
11:44 / 24.11.2021
ინტერვიუ ალერგიისა და იმუნოლოგიის
ცენტრის დირექტორთან, პროფესორ მაია გოთუასთან.
ინტერვიუ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორთან, პროფესორ მაია გოთუასთან.
18:46 / 22.11.2021
"გაქრეს ძველი დრო, გაქრა კიდეც, გაქრეს იმის მაქებარიც,
15:05 / 22.11.2021
White Heart
სიყვარულის გულია, Pink Heart - ექსტაზის,
Gold Heart -სიმშვიდის, წითელი - Red
Heart - ვნების . . . ყველა განსხვავებულია, მაგრამ საერთო
დნმ აქვთ - გული.
White Heart სიყვარულის გულია, Pink Heart - ექსტაზის, Gold Heart -სიმშვიდის, წითელი - Red Heart - ვნების . . . ყველა განსხვავებულია, მაგრამ საერთო დნმ აქვთ - გული.
10:07 / 19.11.2021

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ლაშა დევდარიანი

 

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან?
13:40 / 25.11.2021
ჩემი ზაფხულის ვირტუალური არდადეგები და შემოდგომის პირველი "სითი"
ზაფხულის არდადეგები უჩვეულოდ გავატარე. ვიყავი ყველა იმ უსაყვარლეს საკურორტო ადგილას, სადაც მინდოდა ყოფნა.
19:48 / 15.10.2021
WORKING MOMS OF WORLD CLASS
World class-ში, ალბათ, თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელი ვარჯიშობს. ბევრ მათგანს ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. აქ ასევე, დადის ბევრი საქმიანი და ძალიან ლამაზი ქალბატონი, რომლთა მთავარი პროფესია დედობაა.
07:41 / 29.07.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2021 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4931
TRY
TRY
1
0.2555
USD
USD
1
3.0967
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 9 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა