City News
სასკოლო სტილი
თეთრი პერანგი

თეთრი პერანგი სასკოლო გარდერობის განუყოფელი ნაწილია. ამ საბაზისო ნივთით სტილის საინტერესო ვერსიას შემოგთავაზებთ:
1.თეთრ პერანგზე ნეიტრალური ფერის მაღალწელიანი ქვედაბოლო ჩაიცვით;
2. გადაიცვით შავი ფერის ტყავის ქურთუკი;
3. დაიჭირეთ პატარა ჩანთა. ფოტოზე, გოგონას Louis Vuitton -ის ხელჩანთა უკეთია;
4. ნებისმიერი სტილის მთავარი შემადგენელი ნაწილი აქსესუარია. თუმცა, ეცადეთ არ გადააჭარბოთ. ახალგაზრდები ამ სტილს ვინტაჟურ ბეჭდებს, საყურეებსა და ყელსაბამებს უხამებენ. ასეთ ნივთებს თქვენ ნებისმერ ქალაქში იპოვით. მათ შორის, თბილისის პატარ-პატარა მაღაზიებშიც. მეორე გზა, დედის ან ბებიის ზარდახშებია. გადმოალაგეთ, სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ მათი კოლექცია;

ნეიტრალური ფერის სვიტერი

@emmanuellek_ Sandro Paris-ის თეთრსაყელოიან სვიტერში. ბრენდი იდეალურია სასკოლო ტანისამოსისთვის. ის GossipGirl-ისა და Old Money- ს სტილს მოგაგონებთ.

მინი ქვედაბოლო

პარიზში ძმასთან ერთად სეირნობისას, Lily-Rose Depp-ს Burberry-ის აქტუალური მინი ქვედაბოლო აცვია. ლილიმ ის თეთრ სვიტერსა და შავ მოსაცმელს შეუხამა. სტილს Hermes-ის Small Suede Plume Bag ასრულებს.

Burberry-ის მინი ქვედაბოლო მოდიდან არ გადადის

Christy Turlington Burberry-ის მინი ქვედაბოლოში. ნიუ-იორკი 1994 წელი.

Polo, Ralp Lorean Sweater

Polo, Ralp Lorean-ის თეთრი ნაქსოვი სვიტერი, საშემოდგომო გარდერობის საბაზისო ნაწილია. ის როგორც სასკოლოდ, ასევე ყოველდღიურადაც შეგიძლიათ ჩაიცვათ. სვიტერი ძალიან უხდება შავ, კლასიკურ ქვედაბოლოსა და ლოფერებს.

აქტუალური აქსესუარები

Prada-ს ჰალსტუხი; Burberry-ის თმის სარტყელი.

ტექსტი: ნატალია პაპუაშვილი
Print