City News
Ici paris მაღალი ხარისხი და მრავალფეროვნება
"ისი პარის" ისტორია 1995 წელს დაიწყო. სწორედ მაშინ, როცა ქვეყანა ეკონომიკური პრობლემების ქაოსში ცხოვრობდა, თბილისში "ისი პარის" პირველი მაღაზია გაიხსნა, რომელიც სახელს სრულად ამართლებდა. Ici paris ქართულად ხომ ნიშნავს - "აქ არის პარიზი".
კრემისფერისა და შავის კომბინაცია, თანამედროვე ლოგო და წარწერა Ici paris, დღეს ყველასთვის კარგად ნაცნობია. 26 წლის შემდეგ, საქართველოში უკვე ბრენდის 18 მაღაზიაა, სადაც 80-მდე პარფიუმერული სახელია წარმოდგენილი: Chanel , Hermes, Sisley, Shiseido, YSL, Lancome, Narciso Rodriguez, Dolce & Gabbana, Gucci, Chloe, Burberry, Bvlgari, Versace, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Klein, C. Herrera, Marc Jacobs, Cartier, Chopard, Furla, Pilipp Plein... აქ გვხვდება როგორც ლუქს პროდუქცია, ასევე შედარებით ხელმისაწვდომი - ლაიფსთაილი. შესაბამისად, გვაქვს საშუალება ჩვენი სურვილი და შესაძლებლობა შესანიშნავად მოვარგოთ ერთმანეთს.

პარფიუმერული სამყაროს ძალიან სწრაფ განვითარებასთან ერთად, იცვლება მომხმარებლის მოთხოვნა და გემოვნებაც. სიახლეები და ინოვაციები "ისი პარის" საშუალებით დაუყოვნებლივ აღწევს ქართველ მყიდველამდე. ყოველთვის ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ მაღაზიების განახლებულ ვიტრინებს და საპრეზენტაციო ზონებს. ისინი მუდმივად გვაცნობენ ახალ პარფიუმერულ პროდუქტებს.

"ისი პარის" ნებისმიერ მაღაზიაში გვხვდება თბილი და მეგობრული გარემო. ამასთანავე, მაღალი პროფესიონალიზმი იგრძნობა პირველი წუთიდან. შესვლისთანავე გვეგებება "მითერი", ადამიანი, რომელიც მოთხოვნის შესაბამისად, ზუსტად გვამისამართებს მაღალკვალიფიციურ კონსულტანტებთან ან სილამაზის ექსპერტებთან. ისინი გვაცნობენ თანამედროვე პარფიუმერულ ტენდენციებს და ინდივიდუალურად მორგებულ მაკიაჟსაც შემოგვთავაზებენ. კანის ტიპის გასაგებად "ისი პარიში" დიაგნოსტიკა სპეციალური აპარატით ტარდება, რაც გვეხმარება სახის მოვლის პროდუქტების სწორად შერჩევაში.

"ისი პარის" "შანელის" კაბინეტიც აქვს. აქ CHANEL-ის მიერ გადამზადებული სპეციალისტი კანის მოვლის განსაკუთრებულ პროცედურებს სწორედ "შანელის" პროდუქტებით გვთავაზობს.

გარდა ამისა, "ისი პარი" ფლობს საკუთარ სალონს, სადაც სილამაზისთვის განკუთვნილი ყველა მიმართულებაა დანერგილი. აქვე, ექსკლუზიურად, ფრანგული ბრენდების, Sisley-ს და Methode Jeanne Piaubert-ის მოვლისა და მასაჟის კაბინეტებიც ფუნქციონირებს.

"ისი პარი" ყოველთვის პასუხობს თანამედროვეობის მოთხოვნებს. ამიტომაც, 2020 წლიდან უკვე ვებ-ფილიალიც აქვს www.iciparis.ge. ონლაინ მომსახურების მეშვეობით სასურველი პროდუქციის შერჩევა სახლიდან გაუსვლელადაც შესაძლებელია.

"ისი პარის" პრიორიტეტი ხარისხი და მრავალფეროვნებაა. მრავალფეროვანია არა მარტო პროდუქცია და მომსახურება, არამედ ის სპეციალური აქციები და მომხმარებლის დღეები, რომლის დროსაც ბრენდი საჩუქრებით, სიურპრიზებით და ფასდაკლებებით გვანებივრებს.

"ისი პარი" ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს პარფიუმერული სამყაროს რიტმს აჰყვეს, იყოს თანამედროვე და კიდევ უფრო მომხიბვლელად გამოიყურებოდეს.


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
 
გახსოვს პირველი შეხება
ნაჭერთან?

 

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან?
13:40 / 25.11.2021
ჟურნალი
ჟურნალი "სითი", საქართველოში უძრავი ქონების ჰაბთან, Property Georgia-სთან და უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ეროვნულ წარმომადგენლობა FIABCI-Georgia-სთან თანამშრომლობას იწყებს.
11:44 / 24.11.2021
ინტერვიუ ალერგიისა და იმუნოლოგიის
ცენტრის დირექტორთან, პროფესორ მაია გოთუასთან.
ინტერვიუ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორთან, პროფესორ მაია გოთუასთან.
18:46 / 22.11.2021
"გაქრეს ძველი დრო, გაქრა კიდეც, გაქრეს იმის მაქებარიც,
15:05 / 22.11.2021
White Heart
სიყვარულის გულია, Pink Heart - ექსტაზის,
Gold Heart -სიმშვიდის, წითელი - Red
Heart - ვნების . . . ყველა განსხვავებულია, მაგრამ საერთო
დნმ აქვთ - გული.
White Heart სიყვარულის გულია, Pink Heart - ექსტაზის, Gold Heart -სიმშვიდის, წითელი - Red Heart - ვნების . . . ყველა განსხვავებულია, მაგრამ საერთო დნმ აქვთ - გული.
10:07 / 19.11.2021

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ლაშა დევდარიანი

 

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან?
13:40 / 25.11.2021
ჩემი ზაფხულის ვირტუალური არდადეგები და შემოდგომის პირველი "სითი"
ზაფხულის არდადეგები უჩვეულოდ გავატარე. ვიყავი ყველა იმ უსაყვარლეს საკურორტო ადგილას, სადაც მინდოდა ყოფნა.
19:48 / 15.10.2021
WORKING MOMS OF WORLD CLASS
World class-ში, ალბათ, თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელი ვარჯიშობს. ბევრ მათგანს ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. აქ ასევე, დადის ბევრი საქმიანი და ძალიან ლამაზი ქალბატონი, რომლთა მთავარი პროფესია დედობაა.
07:41 / 29.07.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2021 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4931
TRY
TRY
1
0.2555
USD
USD
1
3.0967
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 9 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა