City News
პარალელურიდან ერთობლივ კარიერამდე
ინტერვიუების სერიას დიპლომატების მეუღლეებთან, ვიწყებთ საბერძნეთის სრულუფლებიანი ელჩის, მისი აღმატებულება დიმიტრიოს კარაბალისის მეუღლით, ქალბატონ ლილა იანაკაკით. მას თბილისის ლამაზ რეზიდენციაში ვეწვიეთ. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, რომელიც საქართველოში სამწლიანი მისიის დასრულების სამზადისს უკავშირდება, მან მოახერხა ჩვენი მასპინძლობა ფინჯან ყავაზე. ამ სტატიაში ქალბატონი ლილა გვესაუბრება მის ცხოვრებაზე და მოვალეობებზე.
"მათთვის, ვისაც არ ჰქონია დიპლომატიურ საქმიანობასთან შეხება ან დიპლომატიურ სამყაროსთან ახლოს ყოფნის შესაძლებლობა, ეს ერთი შეხედვით პრესტიჟული პროფესია და ერთგვარი დღესასწაულია, როგორც ფუფუნების, გლამურისა და მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობის შესაძლებლობა. თუმცა, ეს შორს არის სიმართლისგან...

დიპლომატზე დაქორწინება არ არის "ლა დოლჩე ვიტა". ელჩების მეუღლეების უმეტესობა განათლებული ქალია, რომელსაც გააჩნია საკუთარი ოცნებები, მიზნები და მისწრაფებები. თუმცა, ისინი თავიანთ პროფესიულ კარიერას თმობენ, საკუთარ ოცნებებს გვერდით წევენ. მათი ცხოვრება ერთგვარი მსხვერპლის გაღებაა. ზოგი ცდილობს ხელახლა შექმნას საკუთარი თავი და დარჩეს აქტიური სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა მოხალისეობა, ქველმოქმედება, საკუთარი ქვეყნის იმიჯზე ზრუნვა და ქვეყნის პოპულარიზაცია. ელჩთან ერთად, მისმა მეუღლემაც უნდა აიღოს საზღვარგარეთ მისი ქვეყნის წარმომადგენლის პასუხისმგებლობა. როგორც მეუღლეები, ისინი ჩართული არიან საელჩოს საქმიანობაში, კულინარიული და კულტურული დიპლომატიიდან დაწყებული, ეროვნული დღის აღნიშვნით დამთავრებული. ეს არის დიდი შრომა და დიდი პასუხისმგებლობა!

ქალბატონი ლილა, საქართველოში ჩამოსვლამდე, ცხოვრობდა სხვადასხვა ქვეყანაში ქმართან და შვილთან ერთად. თავისი პროფესიული კარიერა მან დაიწყო როგორც ბერძნული და ფრანგული ლიტერატურის მასწავლებელმა. შემდეგ, ის შეუერთდა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს. ის დღესაც წარმოადგენს საბერძნეთის მისიას. მეუღლე, ბატონი დიმიტრიოსი, კარიერული დიპლომატია. საქართველოში ჩამოსვლამდე ისინი მოღვაწეობდნენ კამერუნის რესპუბლიკაში, ეგვიპტის არაბულ რესპუბლიკაში, რუმინეთში, საფრანგეთში, ბელგიის სამეფოში და ფინეთის რესპუბლიკაში. ევროპის კავშირში ყოფნისას, საბერძნეთის დელეგაციაში მონაწილეობის პერიოდს ძალიან ნაყოფიერად აფასებს. თვლის, რომ იმ პერიოდმა ძალიან ბევრი შესძინა მას, როგორც პიროვნულ, ასევე პროფესიულ დონეზე.

"დიპლომატის მეუღლისთვის ყოველთვის ძნელია მნიშვნელოვანი პროფესიის პოვნა. მე ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა რადგან მომეცა შესაძლებლობა ვემსახურო საკუთარ ქვეყანას და ოჯახს. მე მივიღე გამოწვევა და გავაკეთე ჩემი ცხოვრების არჩევანი. მსგავსი გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული ბავშვების საკეთილდღეოდ და მათ განათლებასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებით. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა დიპლომატების და მათი მეუღლეებისთვის. როგორც საბერძნეთის ელჩის მეუღლე, მე ვარ უნიკალურ მდგომარეობაში, რადგან შემიძლია ხელი შევუწყო ჩემი ქვეყნის კულტურის წარმოჩენას, განსაკუთრებით, ეროვნულ ჩაცმულობას, სამზარეულოს, მუსიკას, ლიტერატურას და ხელოვნებას. აგრეთვე, ვარ დაკავებული ადმინისტრაციული საქმიანობით საელჩოში. სამწუხაროდ, საქართველოში ჩვენი მისიის პერიოდი დაემთხვა პანდემიის პერიოდს და ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობა გვქონდა აქტიური საქმიანობის. თუმცა, მისიის პირველი წელი ძალიან ნაყოფიერი იყო. ჩვენ ვიმოგზაურეთ საქართველოს რეგიონებში და გვქონდა ბედნიერება გვეხილა საქართველოს უნიკალური ბუნება, უფრო ახლოს გაგვეცნო ქათველი ხალხი. ძალიან მომწონს ქართველები. ისინი სტუმართმოყვარე, მეგობრულები არიან. ქართველებს და ბერძნებს ძალიან ბევრი აქვთ საერთო. საქართველოში თავს ვგრძნობ როგორც საკუთარ სახლში. ძალიან ვაფასებ იმას, რომ ქართველებისთვის ოჯახის ინსტიტუტი ძალიან მნიშვნელოვანია. ვაფასებ იმას, თუ როგორ ეპყრობიან ქართველები მშობლებს. მეც ასაკოვანი მშობლები მყავს და ჩემთვის მათზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. ქართული სტუმართმოყვარეობა და მეგობრული დამოკიდებულება ამ საქმიანობას უნიკალურ გამოცდილებად აქცევს, რასაც მე ძალიან ვაფასებ. თბილისში ცხოვრება იყო საინტერესო, ნაყოფიერი. მიუხედავად პანდემიიისა, მე შევძელი ვყოფილიყავი ქალთა საერთაშოირისო ასოციაციის (IWA) აქტიური წევრი. ორგანიზაცია ემსახურება ორ მიზანს: როგორც საქველმოქმედო, არასამთავრობო ორგანიზაცია, ჩვენ მხარს ვუჭერთ მოწყვლად ჯგუფებს. ძირითადი აქცენტი კეთდება ქალებზე და ბავშვებზე. ასევე, წარმოვადგენთ ერთგვარ "დამცავ ბადეს" საქართველოში ჩამოსული უცხოელებისთვის, რათა დავეხმაროთ მათ უცხო ქვეყანაში გზის გაკვლევაში, გავუადვილოთ მათ თავიანთი ინტერესების დაცვა, დავაკავშიროთ ჩვენს ქართველ წევრებთან და აღმოვაჩენინოთ ამ ულამაზესი ქვეყნის კულტურული და კულინარიული სიმდიდრე, ტრადიციულ ქართულ სტუმართმოყვარეობასთან ერთად. მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ მშვიდობის მშენებლობაში, მსოფლიოში არსებული ყველა საშუალებით, მათ შორის, ქველმოქმედებით. ჩვენი ასოციაციის ეგიდით არაერთი საქველმოქმედო პროექტი განხორციელდა ბავშვებისთვის, ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის. ჯერ კიდევ ჰელსინკში, დიპლომატების მეუღლეების ასოციაციის აქტიური წევრი ვიყავი. მე შევეცადე ოქროს შუალედი მეპოვნა საქმესა და პირად ცხოვრებას შორის. როგორ? სიყვარული არის ის, რაც გვაძლევს ძალას, მოთმინებას, მტკიცე რწმენას რომ ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ოჯახის და მეუღლის კარიერისთვის.

სიყვარული გვაძლევს ძალას ვიცხოვროთ, დიპლომატიური ცხოვრების სირთულეების მიუხედავად, იმ იმედით, რომ ეს ყველაფერი ღირდა
- ამბობს ლილა
ინტერვიუს დასასრულს, ლილა ამბობს, რომ მიუხედავად ყველა სირთულისა, რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაადგილებას და ამ პირობებში ბავშვების აღზრდას ახლავს თან, ის თავს ბედნიერად თვლის ასეთი საინტერესო და მდიდარი ცხოვრებისთვის. ამჟამად, სამშობლო და ასაკოვანი მშობლები მას მოუთმენლად ელოდებიან. იმედი აქვს, ისევ მიეცემა საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობა, რათა მოინახულოს ის ლამაზი ადგილები, რომელთა ნახვა პანდემეიის გამო ვერ შეძლო. აქ მას ბევრი მეგობარი ელოდება.

ვუსმენ ამ საოცარ ქალბატონს და ჩემთვის ვფიქრობ - ყველა წარმატებული დიპლომატის უკან, ბრძენი და მოსიყვარული მეუღლე დგას!


ავტორი: ნანა გოგოხია
ფოტო: ლიზა გაბუნია

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
 
გახსოვს პირველი შეხება
ნაჭერთან?

 

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან?
13:40 / 25.11.2021
ჟურნალი
ჟურნალი "სითი", საქართველოში უძრავი ქონების ჰაბთან, Property Georgia-სთან და უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ეროვნულ წარმომადგენლობა FIABCI-Georgia-სთან თანამშრომლობას იწყებს.
11:44 / 24.11.2021
ინტერვიუ ალერგიისა და იმუნოლოგიის
ცენტრის დირექტორთან, პროფესორ მაია გოთუასთან.
ინტერვიუ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორთან, პროფესორ მაია გოთუასთან.
18:46 / 22.11.2021
"გაქრეს ძველი დრო, გაქრა კიდეც, გაქრეს იმის მაქებარიც,
15:05 / 22.11.2021
White Heart
სიყვარულის გულია, Pink Heart - ექსტაზის,
Gold Heart -სიმშვიდის, წითელი - Red
Heart - ვნების . . . ყველა განსხვავებულია, მაგრამ საერთო
დნმ აქვთ - გული.
White Heart სიყვარულის გულია, Pink Heart - ექსტაზის, Gold Heart -სიმშვიდის, წითელი - Red Heart - ვნების . . . ყველა განსხვავებულია, მაგრამ საერთო დნმ აქვთ - გული.
10:07 / 19.11.2021

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ლაშა დევდარიანი

 

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან?
13:40 / 25.11.2021
ჩემი ზაფხულის ვირტუალური არდადეგები და შემოდგომის პირველი "სითი"
ზაფხულის არდადეგები უჩვეულოდ გავატარე. ვიყავი ყველა იმ უსაყვარლეს საკურორტო ადგილას, სადაც მინდოდა ყოფნა.
19:48 / 15.10.2021
WORKING MOMS OF WORLD CLASS
World class-ში, ალბათ, თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელი ვარჯიშობს. ბევრ მათგანს ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. აქ ასევე, დადის ბევრი საქმიანი და ძალიან ლამაზი ქალბატონი, რომლთა მთავარი პროფესია დედობაა.
07:41 / 29.07.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2021 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4931
TRY
TRY
1
0.2555
USD
USD
1
3.0967
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 9 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა