City Cover
ლიზა ბათიაშვილისა და CITY LIGHTS-ის სასცენო სიცოცხლე - მსოფლიო ხმაურიანი პრემიერის მოლოდინში
პლანეტის საუკეთესო მევიოლინე, სიბელიუსის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, ბეთჰოვენის ბეჭდის მფლობელი, ბერნსტაინის კონკურსისა და BBC-ს პროგრამა New Generation Artists-ის გამარჯვებული, MUSICAL AMERICA-ს 2015 წლის ინსტრუმენტალისტი, სიბელიუსის სახელობის მუსიკის აკადემიის საპატიო დოქტორი, ლიზა ბათიაშვილი. ბოლო დროს, "დოიჩე გრამაფონის" მიერ გამოცემულმა ალბომმა City Lights, რომლის მთავარი გმირები ლიზა ბათიაშვილი და ნიკოლოზ რაჭველი არიან, 15 მილიონი მოსმენა დააგროვა და დიდი პოპულარობა მოიპოვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ალბომი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მასში კიდევ ერთი ქართველი არტისტის, ქეთი მელუას საავტორო სიმღერა, No Better Magic ჟღერს მისივე შესრულებით. აგრეთვე, გია ყანჩელისა და ნიკოლოზ რაჭველის ნაწარმოებები. რამდენიმე კომპოზიცია საქართველოში ჩაიწერა ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.

2021 წლის ბოლოსთვის დაგეგმილია ალბომის სასცენო ვერსიის შექმნა. 25 დეკემბერს, ლიზას მშობლიურ ქალაქში, "კონცეპტ Art"-თან ერთად, მსოფლიო პრემიერა მზადდება.

City Lights 12 კომპოზიციისგან შედგება, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქს ეძღვნება. მათ შორის არის ბერლინი, პარიზი, ლონდონი, ბუენოს აირესი, ნიუ-იორკი, თბილისი და სხვა. ყველა ქალაქისადმი მიძღვნილ კომპოზიციას საფუძვლად უდევს ლეგენდარული ავტორების: ბახის, დვორჟაკის, შტრაუსის, ლეგრანის, ჩაპლინის, მორიკონეს, პიაცოლას მელოდიური მასალა, რომელთა გამოყენებით ნიკოლოზ რაჭველმა, ახალი ტიპის დრამატურგიითა და ორიგინალური გაორკესტრებით, შექმნა პიესები და მუსიკალური ფანტაზიები ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის.
ეს ის ქალაქებია, რომელთა განსაკუთრებული გავლენით იქმნებოდა ლიზა ბათიაშვილის ზღაპრული ბიოგრაფია.

ლიზა ბათიაშვილი - 12 წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლიური თბილისიდან გადავედი ჯერ ჰამბურგში, შემდეგ, ხანგრძლივი დროით მიუნჰენში. თავიდანვე გავითავისე, რომ ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იქნებოდა ახალი ქალაქების გაცნობა, მათთან ემოციური კავშირის გაჩენა. ასე იქცნენ ჩემთვის ქალაქები ინსპირაციად. ჯერ მარტოობას ეჩვევი, შემდეგ მეგობრები გიჩნდება, ორკესტრთან ერთად გამოდიხარ კონცერტზე, ისინი შენი ნამდვილი მეგობრები ხდებიან. ყველგან არ არის ასე, რა თქმა უნდა, ეს ან ხდება ან - არა. City Lights-ში შესული ქალაქები ის ადგილებია, რომლებიც სამუდამოდ დამრჩნენ გულში. როცა ჩავდივარ, ყოველთვის ძალიან მიხარია. არა იმიტომ, რომ მაგალითად, რომი ისტორიულია და ლამაზი, იმიტომ, რომ რომში არის "სანტა ჩეჩილიას" ორკესტრი - როცა მათთან მივდივარ, შეგრძნება მაქვს, რომ ჩემს ხალხთან, "ჩემებთან" ჩავედი. ბერლინი და პარიზი კიდევ ცალკე ამბავია. ჩემი მეუღლე ფრანგია, ჩემი შვილებიც ნახევრად ფრანგები არიან და ამიტომ, პარიზი და ფრანგული კულტურა ჩემი ორგანული ნაწილია.

- ჩემთვის ეს ალბომი იყო პირველი მცდელობა გამოვსულიყავი კომფორტის ზონიდან, მეცადა რაღაც ახალი ის, რაც ყოველთვის ძალიან მიყვარდა. შემესრულებინა მელოდიები, რომლებიც ბავშვობას მაგონებს, რაც ნოსტალგიასთან, ჩემს ქვეყანასთან, განსაკუთრებულ შეგრძნებებთან არის დაკავშირებული.

ერთხელაც, ნიკოლოზ რაჭველს ვსტუმრობდი მის ცნობილ სამზარეულოში, სადაც არაერთი პროექტის იდეა დაბადებულა და გავუზიარე ჩემი დიდი ხნის სურვილები. იქ ჩამოყალიბდა, საბოლოოდ, ალბომის პროექტი. მოგვინდა, რომ ეს მელოდიები დაგვეკავშირებინა იმ ადგილებთან და ქალაქებთან, რომლებმაც ეტაპობრივად გავლენა იქონია ჩემს ცხოვრებაზე. მგონია, რომ ეს ალბომი დროს გაუძლებს, ყოველთვის იქნება განახლებადი და აქტუალური.

ნიკოლოზ რაჭველი - თავიდან გენიალური ჩაპლინის ნაწარმოები ავიღეთ და როდესაც ვცადეთ ლიზასთან და ორკესტრთან ერთად პირველი შესრულება, მაშინ მივხვდი საბოლოოდ, თუ როგორი კონცეფციისა და მუსიკალური ფაქტურის იქნებოდა ეს ალბომი. ლიზასთან მუშაობა ბედნიერებაა. ძალიან საინტერესო იყო მთლიანად ჩაწერის პროცესი ბერლინსა და თბილისში. თანამშრომლობა ჩემს ძვირფას მეგობართან - ქეთი მელუასთან, აღიარებულ ახალგაზრდა ვიოლონჩელისტ, მაქსიმილიან ჰორნუნგთან, ძალიან პოპულარულ კლასიკურ გიტარისტ, მილოშ კარადაგლისთან და "გრემის" მფლობელ, ლეგენდარულ ჯაზ-მესაყვირე, თილ ბრონერთან. ცალკე წარმოსაჩენია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ხმის რეჟისორისა და პროდიუსერის, ჯონატან ალენის ნამუშევარი. ბერლინის სტუდიის გარდა, რამდენიმე ნაწარმოების ჩაწერაზე ჯონატანმა გვაჯისთან (გიორგი გვარჯალაძე) ერთად იმუშავა Leno Recordc-ში. 8 ნაწარმოები ბერლინის ორკესტრთან ერთად ჩაიწერა, ხოლო ოთხი, ჩემს საამაყო ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.

City Lights-ის სასცენო ვერსიას არაერთი ქალაქი ელოდება. თუმცა, ლიზა ბათიაშვილისა და შემოქმედებითი გუნდის გადაწყვეტილებით, 2021 წლის ბოლოს მსოფლიო პრემიერას ლიზას მშობლიური ქალაქი _ თბილისი უმასპინძლებს. მუსიკალური წარმოდგენის სცენარის ავტორია თეონა ჯორბენაძე, რომელმაც მანამდე რამდენიმე ვიდეო გადაიღო ამ ალბომში შესულ კომპოზიციებზე. მისი მოწვევით, ერთ-ერთ ეპიზოდში ლიზას ქალიშვილი, ანნა ლელუ მიიღებს მონაწილეობას.

თეონა ჯორბენაძე - ეს იქნება პატარა გოგონას ისტორია, რომელიც ბავშვობაში თავის ოთახში მალავდა ჯადოსნურ გლობუსს. მხოლოდ მას ანდობდა თავის საიდუმლოსა და ნატვრას შორეულ მოგზაურობაზე.

ანნას გადაღების იდეაც ნიკას სამზარეულოში დაიბადა, გარდა იმისა რომ უმშვენიერესია, კარგად გრძნობს მუსიკას, სიტუაციას. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა, ძალიან დასამახსოვრებლად ითამაშა ყველა ეპიზოდი. მთავარიც ხომ ესაა - ისე ითამაშო, რომ კამერას ნამდვილი ეგონოს. ამ ზღვარის შეგრძნება არტისტისთვის უმთავრესი მგონია. მიხარია, რომ ანნას მეგობარი თეოდორიც დაგვეხმარა. პირველი ვიდეო პარიზში გადავიღეთ. მოგვიანებით, ამ ორ ულამაზეს ახალგაზრდასთან ერთად, თბილისური გადაღებაც გვქონდა. სიმართლე გითხრათ, ვღელავ, რადგან ანალოგი არ მინახავს. ფაქტობრივად, ლიზას და ცნობილი ქალაქების ერთობლივ მოგონებებზე გადაღებული ფილმის ფრაგმენტები გავა ეკრანზე. გადაღებული მასალების ნაწილს უკვე ვახარისხებ და ვცდილობ კარგად დავინახო საბოლოოდ როგორი იქნება City Lights.

ლიზა ბათიაშვილი
- თავიდან ეს იდეა ცოტა მეუხერხულა. არ ვარ დარწმუნებული, რომ ასე საიტერესოა ჩემი ბიოგრაფია. მაგრამ, როდესაც სცენარის დრაფტი წავიკითხე, იქ მთავარი ხაზი იყო თუ როგორ ახდა ბავშვის ოცნებები, რომელსაც ძალიან, ძალიან უნდოდა დიდ და საინტერესო მოგზაურობაში ვიოლინოსთან ერთად წასვლა. თან, საბჭოთა კავშირის პერიოდში გაზრდილი ბავშვის გონებაში ცხოვრობდა ეს ოცნება. იმ ბავშვის, რომელიც დაბადებიდან მუსიკით იზრდებოდა. რომლის მამა, თამაზ ბათიაშვილი კვარტეტთან ერთად დადიოდა მთელ მსოფლიოში და ამით კიდევ მეტ მოტივაციას აძლევდა მას.

პატარა გოგოს დაუჯერებელი ნატვრები მომავალში განხორციელდა. თუმცა, ნურავის ეგონება, რომ ეს მხოლოდ გამართლებაა. ასე ჩანს ხოლმე შორიდან. არადა, დიდი შრომა და მრავალი წინააღმდეგობის გადალახვაა საჭირო. ბევრ რამეზე უარის თქმაც იმისთვის, რომ საკუთარი ბედი შენივე ხელებით შექმნა.

პროექტის ავტორები: ნინო დარასელი, ნინო ჭიჭინაძე
ფოტო: GEORGE VAN DE KAMP
თათა მეტივიშვილი - FULL MOON SHOOTS STUDIO
სამოსი: ANOUKI, აკა ნანიტაშვილი
მაკიაჟი: ლანა მატახერია
თმა: ეკა ტაბატაძე

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
 
გახსოვს პირველი შეხება
ნაჭერთან?

 

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან?
13:40 / 25.11.2021
ჟურნალი
ჟურნალი "სითი", საქართველოში უძრავი ქონების ჰაბთან, Property Georgia-სთან და უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ეროვნულ წარმომადგენლობა FIABCI-Georgia-სთან თანამშრომლობას იწყებს.
11:44 / 24.11.2021
ინტერვიუ ალერგიისა და იმუნოლოგიის
ცენტრის დირექტორთან, პროფესორ მაია გოთუასთან.
ინტერვიუ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორთან, პროფესორ მაია გოთუასთან.
18:46 / 22.11.2021
"გაქრეს ძველი დრო, გაქრა კიდეც, გაქრეს იმის მაქებარიც,
15:05 / 22.11.2021
White Heart
სიყვარულის გულია, Pink Heart - ექსტაზის,
Gold Heart -სიმშვიდის, წითელი - Red
Heart - ვნების . . . ყველა განსხვავებულია, მაგრამ საერთო
დნმ აქვთ - გული.
White Heart სიყვარულის გულია, Pink Heart - ექსტაზის, Gold Heart -სიმშვიდის, წითელი - Red Heart - ვნების . . . ყველა განსხვავებულია, მაგრამ საერთო დნმ აქვთ - გული.
10:07 / 19.11.2021

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ლაშა დევდარიანი

 

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან?
13:40 / 25.11.2021
ჩემი ზაფხულის ვირტუალური არდადეგები და შემოდგომის პირველი "სითი"
ზაფხულის არდადეგები უჩვეულოდ გავატარე. ვიყავი ყველა იმ უსაყვარლეს საკურორტო ადგილას, სადაც მინდოდა ყოფნა.
19:48 / 15.10.2021
WORKING MOMS OF WORLD CLASS
World class-ში, ალბათ, თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელი ვარჯიშობს. ბევრ მათგანს ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. აქ ასევე, დადის ბევრი საქმიანი და ძალიან ლამაზი ქალბატონი, რომლთა მთავარი პროფესია დედობაა.
07:41 / 29.07.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2021 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4931
TRY
TRY
1
0.2555
USD
USD
1
3.0967
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 9 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა