City News
მერაბ სეფაშვილი
მომღერალი, რომელიც ყველას უყვარს, 60 წლის გახდა. რომ არა პანდემია, იყო დიდი გეგმები, უნდა გამართულიყო გრანდიოზული კონცერტი. თუმცა ახლა, ახალ რეალობაში, სხვაგვარად აღნიშვნა გადაწყდა - მის შესახებ გადაღებული პირველი დოკუმენტური ფილმით. ჩვენ კი, მილოცვა ამ პროექტით გადავწყვიტეთ. გადაღება სწორედ იქ დავგეგმეთ, სადაც წლების წინ, მერაბ სეფაშვილი პირველად დადგა სცენაზე. ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი დღემდე მისი საყვარელი სცენაა.

15 ოქტომბერი თქვენთვის მნიშვნელოვანი თარიღია, 60 წელი შეგისრულდათ…

60 წელი, თითქოს, არც ბევრია და არც ცოტა... თუმცა, ნამდვილად კარგი დროა იმისთვის, რომ იფიქრო რა გააკეთე კარგი ამ ცხოვრებაში. მნიშვნელოვანია, რომ ვიპოვე და ვაკეთებ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს. აქვე, მადლობა თქვენს გუნდს ჩემთვის მნიშვნელოვანი თარიღის ჩემთან ერთად აღნიშვნისთვის.

ვიცი, რომ იუბილესთან დაკავშირებით განსკუთრებული გეგმები გქონდათ. თუმცა, სიტუაციიდან გამომდინარე, ყველაფერი შეიცვალა...

პანდემიამ მართლაც ყველაფერი შეცვალა. ვგეგმავდით გრანდიოზულ კონცერტს. თუმცა, სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ ვახერხებთ. იუბილესთან დაკავშირებით, კომპანია "ავერსის" ხელშეწყობით, გვანცა მეფარიშვილი იღებს დოკუმენტურ ფილმს ჩემ შესახებ. ფილმში იქნება გამოყენებული კადრები არქივიდან და მაყურებელი მის ნახვას ყველა არხზე შეძლებს.

პანდემია ყველა სფეროს შეეხო. თუმცა, მგონი განსაკუთრებით, მაინც, შოუ-ბიზნესს... როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრების სტილი?

სამწუხაროდ, ვირუსი მეც დამემართა. კლინიკაში მოვხვდი. მადლობა ექიმებს იმისთვის, რომ დღეს უკვე კარგად ვარ. შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მართლაც რთულია... რაც გვიყვარს, ვეღარ ვაკეთებთ. ყველაფერი გაჩერებულია. თუმცა, უპირველესი მაინც ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობაა. ის ციფრები, რომელიც ყოველდღე გვესმის, მხოლოდ სტატისტიკა არაა. საბედნიეროდ, ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა ტელევიზია და ჩემი გადაცემა. ეს, გარკვეულწილად, მორალური კომპენსაციასავითაა ჩემთვის.

როგორია ახლა, ახალ რეალობაში, თქვენი ერთი დღე?

ისე უნდა იცხოვრო, თითქოს ეს შენი ბოლო დღეა. ამიტომ, ყოველდღე უნდა იცხოვრო სიყვარულით, სიკეთის კეთებით. ალბათ, სწორედ ეს მაძლებინებს ამ რთულ სიტუაციაში.

დღევანდელი გადმოსახედიდან, როგორ ფიქრობთ, თქვენს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი კონცერტი რომელია?

ალბათ, ჩემი პირველი კონცერტი, რომელიც 1978 წელს მქონდა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ორკესტრ "რეროსთან" ერთად, გივი გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობით. 15 წლის ვიყავი. მახსოვს, "მზე ჩადის" და "ქუდი გვერდზე დაგიხურავს" შევასრულე. საოცარი განცდა იყო ამხელა პუბლიკის წინაშე გამოსვლა. მართლაც განსხვავებული იყო დანარჩენი კონცერტებისგან.

როგორ ფიქრობთ, რა არის იმის მიზეზი, რომ მერაბ სეფაშვილი მოსწონს ყველას, მათ შორის, განსხვავებული თაობის წარმომადგნლებს?

პირველ რიგში, დიდი მადლობა თითოეულ მათგანს. იცით, რთულია ამაზე პასუხი. ალბათ, მთავარია შენი საქმე გულით აკეთო, იცოდე რასაც აკეთებ, მუდმივად ცდილობდე განვითარებას. რეპერტუარიც სწორად უნდა შეარჩიო, მრავალფეროვანი რომ იყოს.

თქვენი სიმღერებიდან რომელი გიყვართ განსაკუთრებით?

რომელიმე ერთს ვერ გამოვყოფ. შესრულების დროს ყველა განსაკუთრებით მიყვარს.

სიმღერა, რომლის მოსმენაც არასდროს გბეზრდებათ

ნანი ბრეგვაძის შესრულებით, "ცოტაც კიდევ მოითმინე გულო". საოცარია შესრულებაც და სიმღერაც.

საოცნებო დუეტს ვისთან ერთად ჩაწერდით?

Stevie Wonder-თან.

თუ არსებობს მიზანი, რომელიც დაისახეთ და ვერ შეასრულეთ?

მგონია, რომ ხელოვან ხალხს არ გვაქვს ასე დასახული მიზნები. როცა თავისუფალი ვარ, მაშინ ვარ ბედნიერი. ამიტომ, ასეთი მიზნები არ არსებობს ჩემთვის.

როგორ ფიქრობთ, ყველაზე რთული რა არის მომღერლის პროფესიაში?

ამ პროფესიაში სირთულეები, ალბათ, დამოკიდებულია იმ ქვეყანაზე, სადაც ცხოვრობ. გააჩნია როგორი მდგომარეობაა ქვეყანაში.

საყვარელი საკონცერტო სივრცე თუ გაქვთ?

"თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი" მაინც, ყველაზე საყვარელია ჩემთვის.

როგორია მერაბ სეფაშვილის რჩევა მათთვის, ვინც ახლა იწყებს მუსიკალურ ინდუსტრიაში მოღვაწეობას?

გიყვარდეთ მუსიკა და მიიღეთ ბევრი ინფორმაცია ყველა მუსიკალური ჟანრის შესახებ.

თუ გახსენდებათ ყველაზე კარგი რჩევა, რომელიც მიგიღიათ და ვისგან?

მამაჩემისგან - გიყვარდეს შენი მეგობრები.

როგორ ფიქრობთ, ვინაა თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?

რა თქმა უნდა, ოჯახი.

როგორ ფიქრობთ, რომ არა მუსიკა, სად იქნებოდა მერაბ სეფაშვილი?

რომ არა მუსიკა, წარმოუდგენელია... ალბათ, მაინც ახლოს შემოქმედებასთან.

როგორია პირველი გეგმა პანდემიის დასრულების შემდეგ?

პირველ რიგში, ყველას მივულოცავ!

დაბოლოს, 60 წელი... როგორ შეაჯამებდით, რა არის ის, რითიც დღევანდელი გადმოსახედიდან ყველაზე მეტად ამაყობთ, ან პირიქით, გული გწყდებათ?

ბედნიერი ვარ, რომ მყავს შვილები, შვილიშვილები. ვამაყობ, რომ ვარ ქართველი მომღერალი. გული არაფერზე მწყდება. ალბათ, ზუსტად იგივენაირად გავივლიდი ცხოვრების გზას.

ავტორი: ანა არაბიძე
ფოტო: ლიზა გაბუნია

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
 
გახსოვს პირველი შეხება
ნაჭერთან?

 

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან?
13:40 / 25.11.2021
ჟურნალი
ჟურნალი "სითი", საქართველოში უძრავი ქონების ჰაბთან, Property Georgia-სთან და უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ეროვნულ წარმომადგენლობა FIABCI-Georgia-სთან თანამშრომლობას იწყებს.
11:44 / 24.11.2021
ინტერვიუ ალერგიისა და იმუნოლოგიის
ცენტრის დირექტორთან, პროფესორ მაია გოთუასთან.
ინტერვიუ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორთან, პროფესორ მაია გოთუასთან.
18:46 / 22.11.2021
"გაქრეს ძველი დრო, გაქრა კიდეც, გაქრეს იმის მაქებარიც,
15:05 / 22.11.2021
White Heart
სიყვარულის გულია, Pink Heart - ექსტაზის,
Gold Heart -სიმშვიდის, წითელი - Red
Heart - ვნების . . . ყველა განსხვავებულია, მაგრამ საერთო
დნმ აქვთ - გული.
White Heart სიყვარულის გულია, Pink Heart - ექსტაზის, Gold Heart -სიმშვიდის, წითელი - Red Heart - ვნების . . . ყველა განსხვავებულია, მაგრამ საერთო დნმ აქვთ - გული.
10:07 / 19.11.2021

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ლაშა დევდარიანი

 

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან?
13:40 / 25.11.2021
ჩემი ზაფხულის ვირტუალური არდადეგები და შემოდგომის პირველი "სითი"
ზაფხულის არდადეგები უჩვეულოდ გავატარე. ვიყავი ყველა იმ უსაყვარლეს საკურორტო ადგილას, სადაც მინდოდა ყოფნა.
19:48 / 15.10.2021
WORKING MOMS OF WORLD CLASS
World class-ში, ალბათ, თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელი ვარჯიშობს. ბევრ მათგანს ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. აქ ასევე, დადის ბევრი საქმიანი და ძალიან ლამაზი ქალბატონი, რომლთა მთავარი პროფესია დედობაა.
07:41 / 29.07.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2021 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4931
TRY
TRY
1
0.2555
USD
USD
1
3.0967
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 9 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა