City News
დედები და შვილები პანდემიისას
ალბათ დამეთანხმებით, რომ დედობა ყველა ქალის ცხოვრებას რადიკალურად ცვლის. იზრდება პასუხისმგებლობა, იცვლება ფასეულობები, ცხოვრების სტილი და რეჟიმი. პანდემიამ მეტად გაართულა მშობლების ცხოვრება. გაჩნდა ორმაგი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით იმ ქალებისთვის, რომლებიც ამ რთულ პერიოდში გახდნენ დედები.

ამ ნომერში მინდა გაგაცნოთ ანდრო დოლიძის დედა, მარიამ ექსეულიძე. მარიამი 31 წლისაა. ის პროფესიით მარკეტერია. მარიამი "რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამულის" და წინანდლის ფესტივალის მარკეტინგის მენეჯერია.

მარიამი პანდემიის დროს გახდა დედა და იმ იშვიათ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც პანდემიისას დადებითი უფრო მეტი აღმოაჩინეს.

- ორსულობის შესახებ ფესტივალის ერთ-ერთ დღეს გავიგე. მოულოდნელობისგან დავიბენი, იმდენად უცნაური გრძნობა დამეუფლა. თუმცა, იმ წამიდან გავაცნობიერე, რომ დედა ვხდებოდი და ეს ძალიან მაბედნიერებდა. ვგრძნობდი, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყებოდა. შემდეგ დავიწყე გეგმების დაწყობა, თუ როგორ ვიზრუნებდი მასზე ცხრა თვის განმავლობაში.

- ექვსი თვის ორსული ვიყავი, როდესაც კოვიდ პანდემია დაიწყო. პირველი ემოციები გაურკვევლობასა და შფოთს უკავშირდებოდა. ვფიქრობდი მომავალზე, რომელიც ძალიან ბუნდოვნად მესახებოდა. მაგრამ მალევე გავაცნობიერე, რომ ორმაგად უნდა მეზრუნა ჩემი და ჩემი შვილის ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე. უარყოფითი ემოციები დადებითად შევცვალე. ვფიქრობდი მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ძალიან მალე ჩემს შვილს შევხვდებოდი და ჩავეხუტებოდი.

- ვირუსთან დაკავშირებულ ყველა რეგულაციას ვიცავდი. თავს ვარიდებდი დახურულ სივრცეებს და ნეგატიურ ინფორმაციას. ვკითხულობდი ბევრს, ვმუშაობდი, ფილმებს ვუყურებდი, მუსიკას ვუსმენდი და ასე მშვიდად გამყავდა რთული დღეები.

- ანდრო ჩემი პირველი შვილია. ის 2020 წლის 5 მაისს დაიბადა. სწორედ ამ დღეს ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ჩემს თავს ვეკითხები ხოლმე - ნუთუ ყველა ქალის ცხოვრება ასე იცვლება?! ალბათ, კი. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. მეტად სენსიტიური, ჰუმანური და ბევრად მშვიდი ვარ, ვიდრე აქამდე.

- სხვებისგან განსხვავებით, კარანტინის დღეებსაც ვუპოვე დადებითი მხარე. დეკრეტული შვებულებიდან სამსახურში გასასვლელად ვემზადებოდი. მიჭირდა ანდროს დატოვება. არცერთი წამი არ მინდოდა მის გარეშე. თუმცა, იმ პერიოდში გაუარესდა საქართველოში კოვიდ სიტუაცია. გამოცხადდა კარანტინი, ჩაიკეტა ყველაფერი და ისევ დავრჩი სახლში ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად. ონლაინ რეჟიმზე გადავიდა ყველა მათ შორის, მეც. სახლიდან ვმუშაობდი და თან მეტ დროს ვატარებდი ანდროსთან ერთად. ეს ძალიან მომწონდა. თანამონაწილე გავხდი ჩემი შვილის ყოველდღიური განვითარების და სიახლეების.

- ანდრო უკვე 1 წლის და 5 თვის არის. პანდემია ბავშვებისთვის მეტად მძიმე აღმოჩნდა კომუნიკაციისა და სოციალური განვითარების კუთხით. აქედან გამომდინარე, მე და ჩემი მეგობრები ვცდილობთ ჩვენი შვილები უფრო ხშირად შევახვედროთ ერთმანეთს და მხიარული დღეები მოვუწყოთ.


ავტორი: ქეთა მიქელაძე
ფოტო: LIG Studio
ვიზაჟი: ნინო მარტაშვილი
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
 
გახსოვს პირველი შეხება
ნაჭერთან?

 

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან?
13:40 / 25.11.2021
ჟურნალი
ჟურნალი "სითი", საქართველოში უძრავი ქონების ჰაბთან, Property Georgia-სთან და უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ეროვნულ წარმომადგენლობა FIABCI-Georgia-სთან თანამშრომლობას იწყებს.
11:44 / 24.11.2021
ინტერვიუ ალერგიისა და იმუნოლოგიის
ცენტრის დირექტორთან, პროფესორ მაია გოთუასთან.
ინტერვიუ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორთან, პროფესორ მაია გოთუასთან.
18:46 / 22.11.2021
"გაქრეს ძველი დრო, გაქრა კიდეც, გაქრეს იმის მაქებარიც,
15:05 / 22.11.2021
White Heart
სიყვარულის გულია, Pink Heart - ექსტაზის,
Gold Heart -სიმშვიდის, წითელი - Red
Heart - ვნების . . . ყველა განსხვავებულია, მაგრამ საერთო
დნმ აქვთ - გული.
White Heart სიყვარულის გულია, Pink Heart - ექსტაზის, Gold Heart -სიმშვიდის, წითელი - Red Heart - ვნების . . . ყველა განსხვავებულია, მაგრამ საერთო დნმ აქვთ - გული.
10:07 / 19.11.2021

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ლაშა დევდარიანი

 

გახსოვს პირველი შეხება ნაჭერთან?
13:40 / 25.11.2021
ჩემი ზაფხულის ვირტუალური არდადეგები და შემოდგომის პირველი "სითი"
ზაფხულის არდადეგები უჩვეულოდ გავატარე. ვიყავი ყველა იმ უსაყვარლეს საკურორტო ადგილას, სადაც მინდოდა ყოფნა.
19:48 / 15.10.2021
WORKING MOMS OF WORLD CLASS
World class-ში, ალბათ, თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელი ვარჯიშობს. ბევრ მათგანს ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. აქ ასევე, დადის ბევრი საქმიანი და ძალიან ლამაზი ქალბატონი, რომლთა მთავარი პროფესია დედობაა.
07:41 / 29.07.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2021 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4931
TRY
TRY
1
0.2555
USD
USD
1
3.0967
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 9 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა