City News
Studio Two
ისტორია ჟურნალ "სითის" ერთ-ერთ გადაღებაზე დაიწყო. ისინი სრულიად შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს. გადაღებაზე მოსულ ინფლუენსერებს ცნობილი ვიზაჟისტი, თინა შალიკაშვილი ალამაზებდა. კადრს კი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, თიკო ჭიღლაძე ასწორებდა. მათი ხედვები ერთმანეთს ძალიან ემთხვეოდა. ეს "სითის" გუნდმაც შენიშნა.... ორი ხელოვანი მალევე დამეგობრდა. გოგონებმა სტუდიის შექმნა გადაწყვიტეს, სახელად - studio two, რომელიც არჩილ ცაგარელის #100- ში მდებარეობს.

როგორ გაჩნდა სტუდიის დაარსების იდეა?

თინა - უკვე რვა წელია მაკიაჟის ხელოვნებით ვარ გატაცებული. მიმუშავია სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, ბევრ საინტერესო პროექტში თუ გადაღებაზე. ასევე, ვიზაჟის სტუდიებში. თუმცა, ყოველთვის მქონდა სურვილი შემექმნა ადგილი, სადაც ფოტო და ვიზაჟის სტუდია ერთად იქნებოდა. ეს ძალიან საინტერესო და კომფორტულია ბევრი ადამიანისთვის. დამეთანხმებით, პანდემიის პერიოდში ბიზნესის წამოწყება ბევრ სირთულესთან და რისკთან იყო დაკავშირებული. ამიტომ ვიკავებდი თავს. თუმცა, ერთ დღეს, მოულოდნელად, სწორედ ჟურნალ ''სითის'' ერთ-ერთ გადაღებაზე ჩემი და თიკოს შეხვედრა შედგა. მალევე დავმეგობრდით. ჩვენი იდეები და ხედვები ერთმანეთს ძალიან დაემთხვა. გამოცდილება და ცოდნა, რაც წლების განმავლობაში დავაგროვეთ, გავაერთიანეთ. ასე გაჩნდა სტუდიის დაარსების იდეა. ავისრულეთ ოცნება. studio two ერთ სივრცეში აერთიანებს მაკიაჟის სკოლას, ფოტოსტუდიასა და ვიზაჟის სტუდიას.

თიკო - სტუდიაში შესაძლებელია ნებისმიერი სტილის ფოტოსესიის ჩატარება. ყველაზე ხშირად კი ისეთი გოგონები გვსტუმრობენ, რომლებსაც საკუთარი გარეგნობის ფოტო-კადრებით დამახსოვრება სურთ. ჩვენს სივრცეში შემოსული ყველა ადამიანი კმაყოფილი უნდა იყოს. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ყოველთვის ვცდილობთ მათი სურვილები და მოლოდინები ავასრულოთ. შევუქმნათ სასიამოვნო გარემო. დავგეგმოთ განსხვავებული ფოტო-გადაღებები და შევურჩიოთ შესაფერისი მაკიაჟი. მოვახდინოთ მათი სრული ტრანსფორმაცია.

თინა - დამეთანხმებით, ვიზაჟის ხელოვნება დღითი დღე პოპულარული ხდება. მიუხედავად იმისა, რომ თვითნასწავლი ვიზაჟისტი ვარ, ძალიან მომინდა ჩემი ცოდნის და პრაქტიკის გაზიარება სხვებისთვის. გავიარე სპეციალური კურსი უკრაინაში, რაც გულისხმობს სწავლების ფსიქოლოგიას, თუ როგორ უნდა მივაწოდო ჩემი ცოდნა და გამოცდილება სხვას. ამის შემდეგ, გადავწყვიტე და გავრისკე გამეკეთებინა ჩემი საავტორო ვიზაჟის სკოლა.

სწავლის ხანგრძლივობა თვენახევარია. კურსი მოიცავს როგორც ყოველდღიური, ასევე რთული საღამოს მაკიჟის შესწავლას.დაინტერესების შემთხვევაში, მოყვარულებს შეუძლიათ მეტი ინფორმაცია ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მოიძიონ. www.studio2two.com

ვფიქრობ, ჩემს საავტორო კურსზე მოსწავლეებს უნიკალური შანსი აქვთ მიიღონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილებაც. ყველაზე მეტად კი კურსის ბოლო დღეს ველოდები, როდესაც სტუდენტებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა იმუშაონ პროფესიონალ ფოტოგრაფ თიკო ჭიღლაძესთან ერთად. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თიკოს გვერდში დგომისთვის და დახმარებისთვის.

თიკო
- სახელზე ბევრი არც გვიფიქრია, სტუდია ორ მიმართულებას მოიცავს - მაკიაჟს და ფოტოს. აქედან გამომდინარე, დავარქვით studio two. ვფიქრობ ორიგინალურია.

შემთხვევით ალბათ არაფერი ხდება... studio two სწორედ ის ოცნებაა, რომელიც მოულოდნელმა შეხვედრამ აასრულა.

ვიზაჟისტი - თინა შალიკაშვილი
ფოტოგრაფი - თიკო ჭიღლაძე
ავტორი - ქეთა მიქელაძე
ადგილი - STUDIO TWO -არჩილ ცაგარელის #100

თინა შალიკაშვილი
თიკო ჭიღლაძე
ნინუცა ორჯონიკიძე
სალი ჭოველიძე
მანიკა ასათიანი
Print